მსოფლიო ლიდერები რეკიავიკის სამიტზე შეიკრიბნენ 

რეკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის ფარგლებში შეიკრიბნენ. სამიტი დღეს გაიხსნა და მასში ქართული მხარეც მონაწილეობს. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ერთ-ერთ მთავარი თემა უკრაინა იქნება და ყველაფერს გააკეთებენ მის დასახმარებლად. „უკრაინა იცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს. ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით.  შეხვედრა წარმოადგენს უკრაინის მიმართ. დღეს და ხვალ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად არიან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ ყველგან, ევროპაში. ჩვენი გზავნილია, გაერთიანება დემოკრატიულ ღირებულებების დასაცავად“ –  განაცხადა შარლ მიშელმა.  

მეტი...

„არა რუსულ ფრენებს“ – აქცია „საქართველოს ავიახაზების“ ოფისთან

რუსთაველის გამზირზე, „საქართველოს ავიახაზების“ სათაო ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. აღნიშნულის მიზეზი პროტესტია, რაც „საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებს უკავშირდება. აქციის მონაწილეები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები არიან. როგორც „პროტესტანტები“ აცხადებენ, არ დაუშვებენ საქართველოს გარუსებას. „არა რუსულ ფრენებს“ – ერთხმად იძახიან აქციის მონაწილეები, რომლებიც პროტესტს უცხადებენ „საქართველოს ავიახაზების“ გადაწყვეტილებას, შეასრულოს პირდაპირი ფრენა საქართველო-რუსეთს შორის.   „მოღალატეები ისინი არიან, დღეში ერთი რეისი შესრულდება“ – თამაზ გაიაშვილი რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე

მეტი...

„მოღალატეები ისინი არიან, დღეში ერთი რეისი შესრულდება“ – თამაზ გაიაშვილი რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე

„საქართველოს ავიახაზების” დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთთან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს და დღეში მხოლოდ ერთი რეისი შესრულდება. მისი თქმით, მოღალატეები სწორედ ისინი არიან, ვინც რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აწამებს. „20-ის შემდეგ დავიწყებთ ფრენებს. ყოველდღიურად თითო სიხშირეს განვიხილავთ თბილისი-მოსკოვის რეისზე. ამბობენ, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ, რადგან ფრენას ვიწყებთ. მოღალატეები არიან ის ადამიანები, ვისაც ქართველი ხალხის წვალება უნდათ. დღემდე არ დაფრინავდა მოსკოვში თვითმფრინავები? დღემდე საზღვარი არ იყო გახსნილი?! წლების განმავლობაში დავფრინავდით მოსკოვში და ჩვენთვის ახალი არაფერი არ არის“ – აცხადებს გაიაშვილი. შეგახსენებთ, რომ „აზიმუტთან“ ერთად, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენას „საქართველოს ავიახაზებიც“ განახორციელებს.

მეტი...

აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ქვეყნების სიიდან ამოღების გამო, დუმის დეპუტატი „აზიმუტის“ დასჯას ითხოვს

  ქართული წარმომავლობის რუსი დეპუტატი ზურაბ მაკიევი რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს წერილს უგზავნის და  ავიაკომპანია Azimut-ის დასჯას იმიტომ ითხოვს,  რომ ვებგვერდიდან „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო. როგორც დეპუტატი აცხადებს, უნდა შემოწმდეს ავიაკომპანიის ქმედებების შესაბამისობა რუსეთის კანონმდებლობასთან. „რუსულმა ავიაკომპანიამ Azimut-მა ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებული ქვეყნების სიიდან ამოიღო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ავიაკომპანია სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს სთავაზობს, მიუთითონ თავიანთი ეროვნული პასპორტი, როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. გთხოვთ, შეამოწმოთ Azimuth Airlines-ის შესაბამისობა რუსეთის კანონმდებლობასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს“ – წერს დუმის დეპუტატი.…

მეტი...

32 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, ნაცნობი, ამავე ბანკის თანამშრომელი – 1988 წელს დაბადებული ჯ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. პოლიციამ ი.შ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“ – აცხადებემ…

მეტი...

„უკრაინა საქართველოს ქმედებით გაკვირვებულია“ – საგარეო უწყება

უკრაინული მხარე თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გაკვირვებულია. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთ-საქართველოს დაახლოება იმის ფონზე ხდება, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას აგრძელებს. „უკრაინა გაკვირვებულია საქართველოს ქმედებებით, რომელიც დათანხმდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, მიუხედავად საკუთარი ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისა… ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დაუსჯელად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. კრემლი აშკარად აღფრთოვანებული იქნება ასეთი შედეგით“, – აცხადებს საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო.  

მეტი...

რას ნიშნავს „კლასიკური ავტომობილი“ – პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო  

პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე  კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. პროექტით გათვალისწინებულია  კლასიკური ავტომობილის ცნების განსაზღვრება. კერძოდ, ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ – კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად. დარეგულირდება აღნიშნული ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონს ასევე ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმები და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლები.

მეტი...

„საქართველოში ზოგიერთს ჰგონია, რომ ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია” – უკრაინული მხარე

უკრაინის ოფიციალურ ხელისუფლებაში საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ეს იგივეა, რაც ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთერთობა. „ისტორიას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვინც გენოციდს, ნაციზმსა და მის ავტორებს თითქოს ვერ ამჩნევენ და ეს ისტორიული მეხსიერება არა მგონია ვინმეს მოსწონდეს. ქართველი ხალხი ყოველთვის გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ერთი მტერი გვყავს, რომელიც 90-იანი წლებიდან, შემდეგ კი 2008 წელს კლავდა ქართველებს, ხოლო 2014 წლიდან უკრაინელებს კლავს. ჩვენი ერებისთვის ეს ეგზისტენციალური მტერია… ზოგიერთს, როგორც ჩანს, გორის ტრაგედია დაავიწყდა. ზოგიერთ შეიძლებ ჰქონია, რომ ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია. ისტორია ყველაფერს საკუთარ ადგილზე დააყენებს“, – აცხადებს…

მეტი...

,,ეს სიცრუის მანქანა, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად ჩამოიშლება, შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები ჰქონდა. მისივე თქმით,  “ვივამედმა” სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ,,წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც “ვივამედში” გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას.  წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია. არაუშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება. შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო,” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.  

მეტი...

,,ჩვენ არ და ვერ დავუწესებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით სასჯელს და სანქციას”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს დამატებით სასჯელს და სანქციას ვერ და არ დაუწესებს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სანქციის დაწესების და მისი მოხსნის დროს, საქართველო არ და ვერ ჩაერეოდა. „საქართველოს არაფერი განუახლებია, საქართველომ რაც გააკეთა და რასაც აკეთებს, არის ის, რომ ჩვენ არ და ვერ დავუწესებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით სასჯელს და სანქციას. ვფიქრობ, ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს, უმარტივესი ჭეშმარიტებაა. არ მგონია, რომელიმე ქვეყანაში საკუთარი ხელისუფლება თუნდაც ერთ ადამიანს უქმნიდეს დამატებით ბარიერს, ჩვენ ამას უბრალოდ ვერ გავაკეთებთ, ეს ყველაფერი…

მეტი...

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. „2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დოქსოლოგიას აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე, რის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან…

მეტი...

,,აშშ-მა რუსეთის ჯინაზე დააწესოს უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები”- გურამ მაჭარაშვილი

,,ევროპელებმა და ზოგადად, უცხოელებმა თავი დაანებონ ჭკუის სწავლებას, თუ რამე დახმარება შეუძლიათ, პირდაპირი ფრენები თვითონ დააწესონ,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ აშშ სავიზო რეჟიმს მოხსნის და პირდაპირი ფრენას დააწესებს რუსეთის ”ჯინაზე”. „ჯერ ერთი, ეს არ ყოფილა საქართველოს გადაწყვეტილება. მეორე – რუსეთმა ეს ოთხი წლის წინ გააკეთა სანქცირების სახით და დღეს დამოუკიდებლად გადაწყვიტა, მოეხსნა სანქციები. მემგონი, ახლა შეშფოთებას უნდა იწვევდეს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოში, რომელთან დაკავშირებითაც, სხვათაშორის, იქნება ეს ჩვენი პარტნიორები, თუ ნებისმიერი ინსტიტუცია, თავად უნდა ზრუნავდნენ და კარგი…

მეტი...

მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის პირობებს შექმნის. კიშინიოვში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელს 18 მაისს მოაწერენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჟა. „ღია ცის შესახებ შეთანხმება სიმბოლოა ჩვენს ქვეყნებს შორის საჰაერო ტრანსპორტის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს. ეს არის ჩვენი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი მოლდოვას გაგრძელების გზაზე უფრო ღია და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოსკენ“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. შეთანხმების ძალაში შესვლა შექმნის წინაპირობებს…

მეტი...

,,ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ”- ნიკა გვარამია

დღეს, 16 მაისს ერთი წელი გავიდა, რაც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაშია. აღნიშნულ ფაქტს თავად ნიკა გვარამია ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გვარამია აცხადებს, რომ მისი მოტივაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ,,დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, ეს “სიმყუდროვე” ზედმეტად ჰერმეტულია და მოსაწყენი. რა თქმა უნდა, რთულია იმასთან შეგუება, რომ ქექე და სანდრო გარდატეხის ასაკს ისე გადიან, ისე ეცვლებათ გარეგნობაც, სიმაღლეც, სამყაროს აღქმაც და პრიორიტეტებიც, რომ მათ გვერდით არ ვარ. რა თქმა უნდა, სოფო ძალიან მენატრება და ვდარდობ, რომ ასეთი დიდი ტვირთი დააწვა, თან…

მეტი...

,,ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული” – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყულევში, ერთი კვირის წინ, 600 რუსული ვაგონი შემოვიდა სანქცირებული მაზუთით. მისივე თქმით, ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატი გაყალბებულია. ,,მინდა ერთი ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ, საგამოძიებო მოქმედებები რომ დაიწყოს სწრაფად: ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული, 35 ათას ტონაზეა საუბარი. მესაკუთრე არის „გაზპრომ ნეფტი“, დაიტვირთა მახაჩკალაში. დაღესტანი – აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და ეს გადაზიდვა განახორციელა კომპანია „მადოფსმა“. ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატი არის გაყალბებული და ნათქვამია, რომ თითქოს „რუსთავ ოილი“ არის ასეთი და იქ მოიპოვეს თურმე, თუ გადაამუშავეს მაზუთი. არადა „რუსთავ ოილს“ ლიცენზია…

მეტი...

,,როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია”- ერმაკი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი რუსეთთან ფრენების აღდგენას ეხმაურება. მისი თქმით, როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია. “საქართველომ კიდევ ერთ ავიაკომპანიას დართო ნება რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენებზე – Georgian Airways, მანამდე იყო Azimuth. ქართველი ხალხი მუდმივად სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც ქართველებს 90-იანი წლებიდან კლავს, შემდეგ 2008 წელს, 2014 წლიდან კი ის კლავს უკრაინელებს. მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი ცდილობს, უგულებელყოს კიევზე სარაკეტო თავდასხმები; განადგურებული მარინკა; ისინი ვინც ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლეს; ბავშვების გატაცება…როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია”,- წერს ერმაკი.

მეტი...

სურამში, ხეებისთვის ბეტონის ფენის მოხსნა მიმდინარეობს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში ხეებს ბეტონის ფენას ხსნიან. უწყების ცნობით, მოხდება გარემოზე მიყენებული ზიანის შესწავლა – მიწის დეგრადაციისა და ნაყოფიერი ფენის შესწავლა და შესაბამისად დაანგარიშდება ზარალი. ,,11 მაისს, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა გამოავლინეს სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი, რომლებზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. უნდა აღინიშნოს, რომ 11 მაისის მდგომარეობით, თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიებზე, არ ფიქსირდებოდა სამუშაოების, კერძოდ ბეტონის დასხმის არანაირი კვალი. სამართალდამრღვევმა, აღნიშნული ტერიტორიის ბეტონით დაფარვის სამუშაოები 12-14 მაისს (უქმეებზე) განახორციელა. 15 მაისს, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდგომ, ვითარების შესწავლის მიზნით, ადგილზე გავიდნენ ეროვნული…

მეტი...

,,ოპოზიციის არცერთმა წარმომადგენელმა  ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი – გაწიეს ეს თემა”- მამუკა მდინარაძე

,,წარმოგედგინათ, ორი კვირის წინ, გვარამიას ახსენებდნენ და პოლიტპატიმრებზე ილაპარაკებდნენ და სააკაშვილს არ ახსენებდნენ? ახლა გაწიეს ეს თემა, პიარული სვლაა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადეგნლებს ”ახლა არ უნდათ, ეს ორი თემა ერთმანეთში არიონ, შესაბამისად, მარტივად გასაშიფრი ჩვეულებრივი პიარული სვლაა და საზოგადოება ამას კარგად ხედავს.” ,,დღევანდელ გამოსვლაში რადიკალური ოპოზიციის არცერთმა წარმომადგენელმა  ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი. და იცით რატომ? – იმიტომ, რომ სააკაშვილზე, იმ რეზოლუციებზე, იმ განცხადებებზე, რაც თქვენ ნიკა გვარამიას მოტივირებული პატიმრობის არგუმენტად მოიტანეთ, გასცა პასუხი სტრასბურგის სასამართლომ. სტრასბურგმა რომ…

მეტი...

ბათუმში, ბანკში კრედიტ ოფიცერი დაჭრეს

ბათუმში, ”თიბისი” ბანკში კრედიტ ოფიცერი დაჭრეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,ნატო რუსეთზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ”ნატო იძინებს და იღვიძებს რუსეთზე ფიქრით”. მედვედევი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რუსეთის გეოპოლიტიკური დამარცხებისა და ჩინეთის ვასალურ სახელმწიფოდ ქცევის შესახებ. „2002 წელს, როცა საქმე უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, ნატო უხალისოდ გვიშორებდა, ახლა კი ნატოს ყველა წევრი ქვეყანა იძინებს და იღვიძებს რუსეთზე ფიქრით“, – განაცხადა მედვედევმა.

მეტი...

,,ხელისუფლების გადაწყვეტილება ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით”- სტანო რუსეთთან ფრენებზე

,,საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით,”- ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო რუსეთთან ფრენების აღდგენას. მისი თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა დაეცა უკვე ისედაც დაბალი 44%-იდან 31%-მდე. ,,ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ მიიღო რუსეთიდან და რუსეთში ფრენების განახლების გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის გამო ევროკავშირმა დაუწესა სანქციები რუსეთის ავიაციის სექტორს, რის შედეგადაც ევროკავშირის ქვეყნები და პარტნიორები კრძალავენ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში და…

მეტი...

,,ბატონი  ბერძენიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში გამოირჩევა სიძულვილის ენით”- კახა კალაძე

,,ბატონი  ბერძენიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში გამოირჩევა სიძულვილის ენით, ჩვენს წინაპრებზე შეურაცხყოფის მიყენებით,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მერი გამოეხმაურა  ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც,  გუშინ, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო მობილიზებული. ,,მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ არც ის ნიღბიანი პირები უნახავს ვინმეს და არც ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხართ, რომ ბატონი  ბერძენიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში გამოირჩევა სიძულვილის ენით, ჩვენს წინაპრებზე შეურაცხყოფის მიყენებით, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან ცუდია,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,სანამ არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება”- სალომე სამადაშვილი

,,სანამ არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება,”-  ამის შესახებ ”ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 1 წლის წინ, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, დაიხურა შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველოს შარშან მიეღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ სანამ არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრების პირობებში მყოფ ქვეყანას ევროპაში ადგილი არ აქვს. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის დღეს ერთადერთი გზა, რომლითაც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე…

მეტი...

,,როგორც რუსული კანონის გაწვევა მოგიწიათ თქვენი ხელით პარლამენტიდან, ასე მოგიწევთ ამ ფრენების შეჩერება”- გიორგი ვაშაძე

„საქართველოში ფრენას იწყებს ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყნას იზოლაციისკენ, იმიტომ, რომ შეიძლება დასანქცირდეს ჩვენი აეროპორტები. როგორც რუსული კანონის გაწვევა მოგიწიათ თქვენი ხელით პარლამენტიდან, ასე მოგიწევთ აუცილებლად ამ ფრენების შეჩერება“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“  წევრმა გიორგი ვაშაძემ. გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა 6 მაისს, აღმაშენებლის 75-ში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას „გაშავება“ და  „ქოლცენტრებთან“ დაკავშირება. ეს იყო პირდაპირ სუს-ის მიერ დაგეგმილი  ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ. მე ახლა ხელთ მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ…

მეტი...

,,მარტო იმისთვის ღირდა ამ ფრენების აღდგენა, რომ რუსულ კომპანიებს ჩაესწორებინათ”- მდინარაძე ”აზიმუტზე”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსული ავიაკომპანია “აზიმუტის” მიერ,  ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის”, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მარტო იმისთვის ღირდა ამ ფრენების აღდგენა, რომ ”რუსულ კომპანიებს ჩაეედითებინათ”. ,,მარტო იმისთვის ღირდა ამ ფრენების აღდგენა და დათანხმება, დავარქვათ თუნდაც დათანხმება, სპეციალურად ვუტრირებ, რომ რუსულ კომპანიებს ჩაეედითებინათ, ანუ ჩაესწორებინათ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად და ცალკე რეგიონად აღარ მოეხსენიებინათ, მარტო ამისთვის ღირდა. და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ პრაგმატული პოლიტიკა არის ამ ქვეყნის და მისი გაერთიანების მომავალი, სწორედ ასეთ რაღაცებსაც ვგულისხმობთ.”- განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის,  სოციალურ ქსელებში…

მეტი...

,,ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვერცერთი სანქცირებული კომპანია ვერ შეძლებს ფრენებს. „თქვენ იცით, როგორც ფრენები, ასევე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად იყო სანქცირებული, რაც ძალიან ცუდი იყო. გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან და ასევე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხვალ დაიწყება პირდაპირი ფრენები, რაც მისცემს ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა ქვეყნის გავლით კი არა, პირდაპირ შეძლონ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამგზავრება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძე რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტზე“ გავრცელებულ ინფორმაციასაც  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 3 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 და თავდაცვის სამინისტროს 1 თანამშრომელი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – ვ.გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქალაქ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მოქალაქეს სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა და წააქცია, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ,,საქართველოს პროკურატურამ, ბრალდებულს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.…

მეტი...

,,დროულად უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რათა არ დასანქცირდეს ჩვენი ქვეყანა”- სალომე სამადაშვილი

 „დიახ, ჩვენ გვირჩევნია დასანქცირდეს ივანიშვილი, დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც დღეს ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და რათა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ“, – ამის შესახებ ”ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.  „ის რაც დღეს და გუშინ ხდებოდა საქართველოს პარლამენტში არის ცალსახად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. ეს ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, პირველად დასანქცირდა თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, როდესაც შეგვიწყვიტეს დახმარება. დიახ, ჩვენ ვამბობთ რომ დროულად უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რათა არ დასანქცირდეს ჩვენი ქვეყანა. ის რასაც თქვენ აკეთებთ თუნდაც, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით – ეს არის საფრთხე იმისა, რომ საქართველო…

მეტი...

თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას  Georgian Airways-ი იწყებს

თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს.  ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგანტო ავრცელებს. ,,თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა,”- ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე ქართველი”- დიმიტრი ხუნდაძე

„ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემს ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე – ქართველი “, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ”რუსეთი იყო და  ჯერ კიდევ არის ის პოლიტიკური მოთამაშე, რომლის თითქოსდა უძლეველი იმიჯის შექმნაში თავად დასავლეთმა შეიტანა უდიდესი წვლილი”. ,,რამდენი ტყუილი და უსამართლო ბრალდება უნდა მოვისმინოთ ქართული ოპოზიციისგან და მათი პარტნიორი უცხოელი პოლიტიკოსებისგან? რამდენ უსამართლო ზეწოლას უნდა გაუძლოს ქვეყანამ? ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! ყველა ტყუილზე, ქართული იქნება ეს თუ უცხოური, აუცილებლად გვექნება რეაგირება. ვიმოქმედებთ იმ დიპლომატიური ჩარჩოს გათვალისწინებით, რასაც…

მეტი...

,,საცოდავი კაცია ლევან ბერძენიშვილი, გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს”- ირაკლი კობახიძე

,,საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი. ამას აქვს ორი მიზეზი, ერთი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე ის რომ, ის მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე გამოეხმაურა  ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც,  გუშინ, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო მობილიზებული. ,,ჯერ მემგონი არც არავის უჩვენებია ეს ოცი კაცი ხომ?! რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცი არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენ და ისე იღიმებოდნენო, რაღაც სისულელე თქვა, თვალებიდან ამოიკითხა ეტყობა მათი ღიმილი. თან ღიმილი როგორი იყო ისიც დააკონკრეტა, მარტივი სპეკულაციაა. თავისი პრობლემები აქვს…

მეტი...

,,სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ თავში უნდა გირტყათ იმ ადამიანებს, ვინც წააქეზეთ და ასეთ დღეში ჩააგდეთ”- ღუდუშაური

,,სააკაშვილმა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ თუ რაიმე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განაცხადა. ღუდუშაურმა  ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, სტრასბურგის გადაწყვეტილებით ბოდიში მოუხადონ საკუთარ ქვეყანას და ხალხს. „იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც პარაზიტირებდით სააკაშვილის თემით და სხვათა შორის, ეს ბატონი სააკაშვილის დედამაც თქვა, რომ მისი შვილის ხარჯზე პარაზიტირებენ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებიო, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ თავი დაანებოთ ამ ყველაფერს. ხარება და გოგია გამახსენდა ამასთან დაკავშირებით, ოღონდ შებრუნებით, იქ რომ არის…

მეტი...

„ავიაკომპანია „აზიმუტი“ დასანქცირებულია უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ“ – ხატია დეკანოიძე

„ავიაკომპანია,  „აზიმუტი“ დასანქცირებულია უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ“, – ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „ავიაკომპანია,  „აზიმუტი“, რომელმაც მოითხოვა და მიიღო ნებართვა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ მისი თვითმფრინავები დაეშვას თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში,  დასანქცირებულია უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, ამ ავიაკომპანიის კავშირები ამერიკის კომერციის დეპარტამენტის მიერ შესწავლას ექვემდებარება, ვგულისხმობ ძალიან სერიოზულ ინფორმაციას, რომ ავიაკომპანიას შესაძლებელია გამოყენებული ჰქონდეს საკუთარი ავიახაზები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ტექნოლოგიებისა და სამხედრო ტვირთების გადატანის მიმართულებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  მისი თქმით, დიდი ალბათობაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი აეროპორტები დასანქცირდნენ. „პრინციპში,  გასაგებია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მიესალმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას, განსაკუთრებით…

მეტი...

,,სოროსის ფონდი“ ჩართულია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიაში”- ირაკლი კობახიძე

„სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ,,სოროსის ფონდის“ ღონისძიებაზე მისვლა მმართველი გუნდის მხრიდან ალოგიკური იქნებოდა. „სოროსის ფონდი“ თავიდანვე იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მათმა ევროინტეგრაციის ექსპერტმა პირდაპირ დადო დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ივნისში კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნოდა. ანუ, ვიდრე კომისია, ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას, მანამდე „სოროსის ფონდმა“ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ანუ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებოდნენ კანდიდატის სტატუსს და ქართველი, თანამედროვეობის სერგო ორჯონიკიძე წერდა, რომ…

მეტი...

,,სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით”- თამარ კორძაია

„ჩვენს ქვეყანაში ვიწროვდება ყველა  სივრცე, რომელიც თავისუფალი აზრის და მოქმედების შესაძლებლობას ქმნიდა. ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი  ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით“-ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თამარ კორძაია რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, არც ერთი სერიოზული განცხადება ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულის უარყოფასთან დაკავშირებით არ მომხდარა. „თქვენი პარტიული ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის ძალიან კარგი, რომ მილიონი ქართველია თურმე რუსეთში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთიდან ფრენების აღდგენის შემთხვევაში, ფრენის უსაფრთხოება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეს თვითმფრინავები არ რემონტდება, ისინი აკრძალულია ჩვენს…

მეტი...

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ „აზიმუტმა“ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ  რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა” ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ”სამხრეთ ოსეთის”, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. მისი თქმით, ვინც ცდილობს, რომ აჟიოტაჟი შექმნას ამ საქმის გარშემო, ისინი ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც ამის საფუძველი არ არსებობს. ,,თავისთავად მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან, ეს ერთი, სპეკულაციისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და თავს იწონებდნენ. მაშინდელი პრეზიდენტი,…

მეტი...