“სასწრაფოდ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი, „პეტრიოტის“ სისტემები და რაკეტები”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის“ ფორმატით შეხვედრაზე დაასახელა ის საბრძოლო მასალები, რაც მოკავშირეებისგან სჭირდება. ზელენსკის თქმით, სასწრაფოდ სჭირდებათ შორი მოქმედების იარაღი,” საჰაერო თავდაცვა და არტილერია, რათა უკრაინაში არსებული ვითარება უკეთესობისკნ შეცვალონ.

„მიუხედავად იმისა, რომ ექვსი თვის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ველოდით ამერიკის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას, რუსეთის არმიამ მოახერხა ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე, ჩვენ მაინც შეგვიძლია არა მხოლოდ ფრონტის სტაბილიზაცია, არამედ წინსვლა, ომში უკრაინის მიზნების მიღწევა. პირველ რიგში, საჭიროა შორი მოქმედების იარაღი, რომ ოკუპირებული ტერიტორიის არცერთი კუთხე არ იყოს უსაფრთხო ადგილი ოკუპანტისთვის. წელს რუსულმა თვითმფრინავებმა უკვე გამოიყენეს ცხრა ათასზე მეტი მართვადი ავიაბომბი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები, რომ ჩამოვაგდოთ მათი საბრძოლო თვითმფრინავები, რათა ვერ მიუახლოვდნენ ჩვენს პოზიციებს და საზღვრებს. ეს შესაძლებელია. ისევე როგორც შესაძლებელია უკრაინის ქალაქების დაცვა რუსული რაკეტებისგან. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება „პეტრიოტის“ სისტემები და რაკეტები მათთვის. უკრაინას სჭირდება, სულ მცირე, შვიდი ასეთი სისტემა. თქვენ გაქვთ ეს სისტემები და მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“რამშტანის“ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემების რაკეტებს გადასცემს.

მსგავსი თემები