გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროინტეგრაციაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს

საქართველო-გერმანიის ურთიერთობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესების მხარდაჭერის კუთხით, ოკუპაცია და რუსული აგრესია იყო საქართველოს პარლამენტისა და გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც ორი ქვეყნის პარლამენტების წევრები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას შეფასებით, საქართველოს გერმანიასთან წარმატებული თანამშრომლობას განაგრძობს  ყველა მიმართულებით, რაც საქართველოსთვის პრიორიტეტული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. გერმანიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რათა ამ პრიორიტეტულმა მიმართულებამ რეგულარული დიალოგის ფორმატი შეიძინოს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ქართველმა ხალხმა ისტორიული უწოდა. შეხვედრაზე,…

მეტი...

“ოკუპაცია დიდი უსამართლობაა, ჩემი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა იცის“  – ანგელა მერკელი 

„ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, მათ შორის იქ, სადაც ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით” –  ასეთია ანგელა მერკელის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. ანგელა მერკელი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას „დიდ უსამართლობას“ უწოდებს და ამბობს, რომ ამ სიტუაციასთან შეგუება არ უნდა მოხდეს. „ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე რუსეთის პრეზიდენტს  ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა.…

მეტი...

ანგელა მერკელთან ერთად საქართველოში გერმანელი ბიზნესმენებიც ჩამოვლენ

 „პოლიტიკურის გარდა ეს ვიზიტი მოიცავას ეკონომიკურ კომპონენტსაც. ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესის წარმომადგენლები, რომტება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღებენ ქართული კომპანიებიც“ – აცხადებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე. პრემიერის შეფასებით,  გერმანიის კანცლერის  საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს დასტურია იმისა, რომ ევროპა საქართველოს გვერდით დგას. „ეს გახლავთ ქალბატონი კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. გერმანიის კანცლერი საქართველოს 10 წლის წინაც სტუმრობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით,  საქართველოში კიდევ ერთი ვიზიტი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს…

მეტი...

გამოწვევებთან გამკლავებაში, თუ მიღწევებში ამერიკა საქართველოს გვერდით დგას – გზავნილი აშშ-დან 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან წარმატებული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობას უხდის. მაიკ პენსი საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობებზე ხაზგასმით საუბრობს და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესახებ“, – აცხადებს ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს. შეხვედრისას მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში საქართველოს გვერდით დგას.…

მეტი...