„გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა“ – საპატრიარქო

საქართველოს საპატრარქო გავრცელებულ წერილში ძირითად ფასებულობაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ არასამთავრობოებისა და მედიის მხრიდან ხდება ლგბტ ტემის ცხოვრების წესის პროპაგანდა.

„საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა,

შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება“ – საპატრიარქო ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

მსგავსი თემები