ენგურჰესის დირექტორის თქმით, აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს

ენგურჰესის დირექტორის, ლევან მებონიას თქმით, რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ტრანსფორმატორის ქვესადგურის ნაწილი გადაიტანეს. 9 მარტს, აფხაზურმა Telegram არხმა RESPUBLICA-მ გალში გადაღებული ტვირთის ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოცემა წერდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მონაწილეობით “საიდუმლო ოპერაცია” განხორციელდა. მებონიას მტკიცებით, ტრანსფორმატორი აფხაზეთში გადაიტანეს და ერთ-ერთ ქვესადგურზე 2017 წელს დაამონტაჟეს, ახლა კი კონსტრუქცია დაშალეს და წყალტუბოში ახალ ქვესადგურზე დასამონტაჟებლად გადაიტანეს. 20 მარტს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) საკონტაქტო პირებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გასულ კვირას გალის რეგიონში, ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა. ორგანიზაციის ცნობით, მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის…

მეტი...

სააკაშვილის ანალოგიური მემკვიდრეა ივანიშვილი – ლევან გოგიჩაიშვილი

„საქართველოსთვის“ არის პარტია, რომელიც თანაბრად დისტანცირებულია „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ და „ქართული ოცნებისგანაც“, ამ პარტიას აქვს გამოკვეთილი იდენტობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. „ყველაზე მთავარი, რაც ამ პარტიამ მოახერხა, არის ის, რომ დიდი წნეხის მიუხედავად შეძლო ის, რომ შეენარჩუნებინა თავისი იდენტობა. ადამიანების წარმოდგენაში ის არის თანაბრად დისტანცირებული „ქართული ოცნებისგანაც“ და „ნაციონალური მოძრაობისგანაც“. პირადად ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის და ასევე როგორც პოლიტიკოსისთვის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის სისტემისგან თანაბრად დისტანცირება, მე ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დაჩქარდეს ევროინტეგრაცია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს…

მეტი...

ევროკავშირმა, ნავალნის სიკვდილისთვის, რუსეთის 35 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა, რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიაში ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით, სანქცია 33 პირსა და ორ ორგანიზაციას დაუწესა. სანქცირებულთა სია ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენშია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც შეზღუდვები მაგნიტსკის ე.წ. ევროპული აქტის მექანიზმის გამოყენებით დაწესდა.

მეტი...

26 მარტს, გულშემატკივარი ფინალის ყურებას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეძლებს- კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გუშინდელი გამარჯვება და ფინალში გასვლა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს ქომაგობისა და ქართული სპორტის სიყვარულისთვის. „პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას. გუშინ უამრავი ადამიანი იყო გამოსული და ზოგმა სტადიონზე, ზოგმა კი დიდ ეკრანთან უყურა თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო წვიმდა. ეს არის ქართული სპორტის სიყვარული. უთქვენოდ, გულშემატკივრის გარეშე არანაირი ფასი არ აქვს სპორტს, ფეხბურთს. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სპორტსმენებს უდიდეს მუხტს აძლევთ. მადლობა თქვენ, ქომაგობისთვის და ქართული სპორტის სიყვარულისთვის. ახლა კი,…

მეტი...

ახმეტაში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ცოლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. გამოძიების ვერსიით, 20 მარტს, ახმეტის რაიონში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლს სამი ჭრილობა მიაყენა. უწყების ცნობით, ბრალდებული ადგილზე მყოფმა პირებმა შეაკავეს, რა დროსაც მან არასრულწლოვან ნათესავსაც მიაყენა დაზიანება. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა). დანაშაული თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს უკვე…

მეტი...

HRC-ის ანგარიში: გრიგორიადისის და ბაჩალიაშვილის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ

შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდო ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRC) მოკლე ანგარიში გამოაქვეყნა. რესპონდენტებმა, რომლებიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2023 წლის იანვრიდან დღემდე ჩაწერა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აღნიშნეს, რომ აქციებში მონაწილეობისას, სავარაუდოდ, უცნობი პირები უთვალთვალებდნენ. პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო გაერთიანების წარმომადგენლები ინტერვიუებში აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე არაერთხელ გამხდარან ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები. ანგარიშში კონკრეტული მაგალითებიც არის მოხმობილი. როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, 2023 წლის 28 მაისს პარლამენტის წინ პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე HRC-ის მონიტორმა შენიშნა ორი არაიდენტიფიცირებადი პირი – კაცი და ქალი, რომლებიც, სავარაუდოდ,…

მეტი...

„როგორ მიდის ვაჭრობა რუსეთთან, ხომ კარგად?“ – დავით ქაცარავა ხელისუფლებას

რამდენმე დღის წინ, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, “РИА Новости” ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ალბოროვზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვთან „მჭიდრო კოორდინაციით“ განიხილება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთში შესვლის საკითხი, რომელიც „ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“ იქნება გადაწყვეტილი, აღნიშნულ ინფორმაციაზე სოციალურ ქსეში ვრცელი პოსტუ გამოაქვეყნა გვერდმა -„ეროვნული უსაფრთხოება.“ „კითხვაზე, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ალბოროვმა უპასუხა, რომ “მოსკოვი და ცხინვალი „კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას“ ატარებენ”. მან ასევე გამოთქვა რუსეთთან შეერთების მზაობა, მაშინ, როდესაც რუსეთთან „ერთად“ მივლენ აღნიშნულ იდეამდე. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხი აქტუალობას არ კარგავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. 2023 წელს ოკუპირებული…

მეტი...

დააკავეს კაცი, რომელიც ქალს ფოტოგრაფად გაეცნო, ფოტოები გადაუღო და აშანტაჟებდა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი კაცი დააკავა. ის დაკავებულია 19 წლის ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის კაცი Facebook-ის ჯგუფებში ყალბი ანგარიშით თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის ქალებს იწვევდა. მოგვიანებით კი მან ფოტოსესიაზე მისულ ქალს სქესობრივი კავშირი მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ფოტოები გაუვრცელა. „[მას] დაჰპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, ფოტოებში არ გამოჩნდებოდა სახე… ფოტოსესიის შემდეგ, ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს – არ შეხვდებოდა,…

მეტი...

ნებისმიერ თემას შეგიძლიათ მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ – ბექა ოდიშარია ოპოზიციას

„მერამდენე წელიწადია, 27 მაისსავე ვზეიმობთ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების – ჩვენი დიასპორის დღეს და მიხარია, სწორედ იმიტომ, რომ მეძლევა საშუალება, ვნახო მრავალი ჩვენი თანამემამულე, ჩვენი დიასპორელები. ეს დღე, სწორედ ის დღეა, სადაც უკვე 8 წელია არცერთი არამც თუ ეს ადამიანი, ვინც დღეს წარმოადგენს ემიგრაციის ფსევდო გულშემატკივარს, არ მინახავს ზოგადად ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს. ბექა ოდიშარიას შეფასებით, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ღია კარს ამტვრევს. „რაც შეეხება დღევანდელ წარმოდგენას, სახელწოდებით – ინტერპელაცია. მას წარმოგვიდგენენ დარგის…

მეტი...

ჩვენი ხელისუფლებისთვის დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილია – დარჩიაშვილი

„ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დროებით ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, მინდა როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო. ჩვენი ხელისუფლების ხედვა ასეთია, რომ დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილი გახლავთ“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მას ექნება შესაძლებლობა უახლოეს ორ თვეში მინისტრის საათის ფარგლებში კვლავ ეწვიოს საკანონმდებლო ორგანოს და კიდევ ერთხელ, ვრცლად ისაუბროს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაზე, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვას, ყოფის შემსუბუქებას და ისეთი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს…

მეტი...

„დღეს მე ვიყავი იღბლიანი, საბერძნეთს ან ყაზახეთს კი კვარამ მიხედოს“ – ბუდუ ზივზივაძე

ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ კომენტარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა. მისი მეშვეობით საქართველოს ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა. „ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი თამაში იყო, აუცილებლად უნდა მოგვეგო, რადგან ჩვენი მაყურებლის წინაშე ვთამაშობდით. იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ეს ალბათ, უფრო ემოციის ბრალი იყო და ფინალში გამოვასწორებთ, მწვრთნელიც გვეტყვის თუ რა იყო შეცდომები. დღეს მე ვიყავი იღბლიანი, რომ გოლები გავიტანე. საბერძნეთს კი, კვარამ მიხედოს. ორ გოლს არ ველოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს გავიტანდი. უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად…

მეტი...

26 მარტს, გულშემატკივარი ფინალის ყურებას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეძლებს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გუშინდელი გამარჯვება და ფინალში გასვლა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს ქომაგობისა და ქართული სპორტის სიყვარულისთვის. „პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას. გუშინ უამრავი ადამიანი იყო გამოსული და ზოგმა სტადიონზე, ზოგმა კი დიდ ეკრანთან უყურა თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო წვიმდა. ეს არის ქართული სპორტის სიყვარული. უთქვენოდ, გულშემატკივრის გარეშე არანაირი ფასი არ აქვს სპორტს, ფეხბურთს. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სპორტსმენებს უდიდეს მუხტს აძლევთ. მადლობა თქვენ, ქომაგობისთვის და ქართული სპორტის სიყვარულისთვის. ახლა…

მეტი...

დრო მიდის და პროგრესია საჭირო, არსებობს მკაფიო გეგმა – 9 ნაბიჯი – ჰერჩინსკი

დრო მიდის და პროგრესია საჭირო, არსებობს მკაფიო გეგმა – 9 ნაბიჯი, – ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი. ,,გუშინ და დღეს გვქონდა მორიგი ევროპული საბჭოს სხდომა. იყო ძალიან დატვირთული განრიგი და განხილულ თემებს შორის იყო გაფართოებაც. ჩვენ ევროკავშირში სერიოზულად განვიხილავთ ამ საკითხს და გვინდა, რომ მოვიწვიოთ ახალი წევრები. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, რომ დააჩქარონ რეფორმები. კარგი ამბებია უკრაინისა და მოლდოვისთვის, არაჩვეულებრივი ამბავია ბოსნიისთვის, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადადის და ამიტომ საქართველომ უნდა დააჩქაროს მუშაობა, რომ ასევე გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. დრო მიდის და პროგრესი საჭიროა. არსებობს…

მეტი...

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მწვანე ენერგეტიკის შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე. მან ვრცლად ისაუბრა მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის აუცილებლობასა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე. „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ მე-11 დისკუსიაში, სახელწოდებით „მწვანე ენერგეტიკის პერსპექტივები და რეგულირება“, სემეკის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. დისკუსიას მოდერატორობდა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. „გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია. დისკუსიის ფარგლებში…

მეტი...

როდესაც საქართველოს მოქალაქეები უკიდურეს სიღარიბეს ემიგრაციაში გაურბიან, ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე – თინა ბოკუჩავა

„მაშინ, როდესაც უკიდურეს სიღარიბეს, უმუშევრობასა და გაზრდილ ფასებს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე იძულებით ემიგრაციაში გაურბის – ხელისუფლება მათ უარს ეუბნება ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობაზე. საკონსულო აღრიცხვაზე ვერ და არ დგებიან ადამიანები მათ შორის, სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზების გამო, რომლებსაც შეგნებულად არ ასწორებს ხელისუფლება, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ვერ დააშინებს, ვერ მოისყიდის და შესაბამისად, მათი თავისუფალი ნება აისახება საარჩევნო შედეგზე, რომელიც ყოველთვის ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგია“, – ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის…

მეტი...

საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. თამაშზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა TKT.ge-ზე, ხვალ, 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. ,,გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია – ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია)” – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

მეტი...

თქვენ მორალური უფლებაც არ გაქვთ, რომ ევროპაზე ისაუბროთ – არჩილ თალაკვაძე

„დღეს წარმოუდგენელი მოცულობის დეზინფორმაცია მოვისმინეთ ამ ტრიბუნიდან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა ოპოზიციონერები პირდაპირ „ნიანგის ცრემლებით“ საუბრობდნენ ემიგრაციასთან დაკავშირებით. თქვენ ასე გაღიზიანებულები და აგრესიულები საგარეო საქმეთა სამინისტროს და ზოგადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ იმიტომ ხართ, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს არ ჰქონია, პრაქტიკულად, არც ერთი აღიარებული წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის გამოსვლის შემდეგ. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ ქვეყანაში დაასამარა ყველაფერი ევროპული – კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და თავისუფალი მედია, ასევე, დაატერორა ეკონომიკა და ფეხქვეშ…

მეტი...

ორმაგი უსამართლობაა, რომ ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ – პაატა მანჯგალაძე

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ. „ის, რომ ჩვენ ემიგრანტებს არ ეძლევათ რეალურად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ორმაგი უსამართლობაა. პირველი უსამართლობა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეს იმის გამო, რომ ქვეყანაში შესაბამისი პირობები არ არის, საკუთარი სამშობლოს, ოჯახის დატოვება უწევს, რათა შემდეგ ლუკმა-პურის ფული გამოაგზავნოს ქვეყანაში. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნებისთვის“, რომ საქართველოში ამ ხალხისთვის არ შეიქმნა ღირსეული სამუშაო ადგილები. მეორე უსამართლობა ის არის, რომ ქვეყნიდან წასულ ხალხს არ ეძლევა ქვეყანაში რეალურ ცვლილებებში მონაწილეობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში…

მეტი...

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი 80 ხმით, 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა. საკითხი განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. კომისიის წევრობის კანდიდატები არიან: დავით მაღლაფერიძე, მაკო ჯაოშვილი, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე. „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ვაკანსიაა. კონსულტაციების შედეგად, შერჩეულია შემადგენლობა. მათ შორის, ოპოზიციასაც ჰქონდა შეთავაზება, რომ წარმოედგინა კომისიისთვის საკუთარი კანდიდატურები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი მხრიდან არავინ იყო წარდგენილი. ასევე, შეთავაზება ჰქონდა სახალხო დამცველსაც, რომელმაც კომისიის წევრობის კანდიდატი…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ რა სჭირს გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს – კახა კალაძე

დასამალი არაა, რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომ ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გადარჩენის შანსი აქვს. თბილისის მერის განმარტებით, ქართველ ხალხს არ ავიწყდება ესა თუ ის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები რას წარმოადგენენ და რა განცხადებებსაც აკეთებენ. „ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას ძალიან აფასებს და უფრთხილდება. რეალურად, ხალხი ხედავს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რასაც ამბობენ. ხომ არ დაავიწყდა ამ კონკრეტულ პიროვნებას, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, მეორე ფრონტთან დაკავშირებით…

მეტი...

ყაზბეგისკენ მიმავალ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ ძველი გზით იაროთ – კალაძე

დარიალის ხეობაში არსებული საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაადგილების სხვა ალტერნატივაა საჭირო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ახალი გზა მოემსახურება როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს. „თქვენ აღნიშნულ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაქვთ მონაცემები, ყაზბეგისკენ რამდენი ადამიანი გადაადგილდება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ან თუნდაც ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები? არსებული გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ არ იაროთ ამ გზით, იარეთ ძველი გზით“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის…

მეტი...

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და პირიქით. საბურთალოს ხაზზე, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება.

მეტი...

თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, ხომ არ გახსენდებათ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც შეუქმენით მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის? შემიძლია გაგახსენოთ – დარჩიაშვილი

„სახელმწიფო თუ ექცევა მოქალაქეებს ღირსეულად, ექცევა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ხომ არ გახსენდებათ თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, არ გახსენდებათ ის ხელოვნური ბარიერები რომლებიც შეუქმენით მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის? შემიძლია გაგახსენოთ. თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილებები მაშინ და მოქალაქეებს აიძულეთ, რომ მათ მოეტანათ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. წარმოგიდგენიათ უცხოეთში, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან – ადამიანებს, იმ შემთხვევაში თუ მათ სურვილი ჰქონდათ, დამდგარიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ცნობა უნდა მიეტანათ?!“ – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე.…

მეტი...

ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ქვეყნის მტრები – კახა კალაძე

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციას, რომელმაც ევრონესტში საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა, აეროპორტში „მოღალატის“ შეძახილებით დახვდნენ. „ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები და ეს ბევრ კონკრეტულ საქმეში გამოიხატა. ყველამ კარგად ვიცით, რომ კაბინეტებში დარბოდნენ და სხვათა შორის, ეგ ამბავი თვითონ გამოიტანეს, რადგან ზოგიერთმა უხერხულობა იგრძნო იმიტომ, რომ ამ…

მეტი...

არცერთი დათქმაც რომ არ შევასრულოთ, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით მაინც ლიდერი ვართ – პაპუაშვილი

საქართველო, რომელიც უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ლიდერია, არის დაჩაგრული, ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული არ არის. „რაც შეეხება ევროპული საბჭოს განცხადებებს და გადწყვეტილებებს, მისასალმებელია, რომ გვაქვს კლავ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს, ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. დღეის მდგომარეობით, არის გადაწყვეტილება უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს უსამართლობას გადაწყვეტილებებში. არაფერს ვამბობ ბოსნია და ჰერცეგოვინაზე, საქართველო, რომელიც სამივე ქვეყანასთან შედარებით აბსოლუტურად…

მეტი...

წვიმა, თოვლი, ნისლი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

22 მარტიდან 24 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. „ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს,“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია – დარჩიაშვილი ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სამინისტროს ძალისხმევისა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია. დარჩიაშვილი ინტერპელაციის წესითაა დაბარებული პარლამენტში ოპოზიციის მიერ. ,,ჩვენ საკონსულო დაწესებულებებს უწევს ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებების და სხვადასხვა საკონსულო სერვისების შესახებ. შესაბამისად, საკონსულო თანამდებობის პირები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრებზე, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისთვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო…

მეტი...

პარლამენტმა იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლის, იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ დადგენილების პროექტს პარლამენტმა მხარი 89 ხმით, ერთხმად დაუჭირა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოგზავნილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, პარლამენტი უფლებამოსილია იმედა ნიკურაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნოს. მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშვნის გამო შეუწყდა.

მეტი...

თუ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ” – ​პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ხელს არ მოაწერს, ამას თავად გააკეთებს. ,,რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იცით, რომ ვეტო დაძლეულია და როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს. მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არა უშავს, თუ ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას და ამოქმედდება ეს ცვლილება, რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და იმისთვის, რომ იყოს ეფექტიანად მომუშავე ცესკო,” – თქვა პაპუაშვილმა.

მეტი...

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს პროგრესისკენ პრიორიტეტული რეფორმების შესრულების მხრივ

ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. EU ასევე მოუწოდებს საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ. ,,ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად. ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და მოუწოდებს ქვეყანას პროგრესისკენ განსაკუთრებით პრიორიტეტული რეფორმების მხრივ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მეტი...

,,უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ EU უნდა იყოს უკრაინის ფარი” – მეცოლა

უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს… ამიტომ EU უნდა იყოს უკრაინის ფარი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,მე ძალიან მკაფიოდ ავუხსენი ევროპარლამენტის პოზიცია ლიდერებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინას მივაწოდოთ მისთვის საჭირო აღჭურვილობა. რიტორიკიდან მოქმედებაზე გადასვლის დრო დადგა. უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს. ასე რომ, ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ, როგორც უკრაინის ფარი,” – განაცხადა მეცოლამ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პოზიცია…

მეტი...

,,ევროპულმა საბჭომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო” – მიშელი

,,ევროპულმა საბჭომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო”. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ავრცელებს. ,,ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. გილოცავთ! თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია. დღევანდელი გადაწყვეტილება არის მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი თქვენი EU-ის გზაზე. ახლა მძიმე სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რათა ბოსნია-ჰერცეგოვინამ სტაბილურად წაიწიოს წინ, როგორც თქვენს ხალხს სურს,” – წერს მიშელი.

მეტი...

აშშ-მა, სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებისთვის, Apple-ს უჩივლა

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, სმარტფონების ბაზრის მონოპოლიზებისთვის Apple-ს უჩივლა. სამოქალაქო სარჩელმა, რომელსაც 15 შტატი და კოლუმბიის ოლქი შეუერთდა, Apple-ს დააკისრა თავისი დომინირების გამოყენება სმარტფონების ეკოსისტემაში, რათა მეტი ფული მიეღო მომხმარებლებისგან, დეველოპერებისგან, კონტენტის შემქმნელებისგან, ხელოვანებისგან, გამომცემლებისგან, მცირე ბიზნესისა და ვაჭრებისგან. სარჩელი ეხება Apple-ის აპლიკაციების მაღაზიას, რომელიც მკაცრ პირობებს უწესებს დეველოპერებს, რომლებიც ცდილობენ iPhone-ის მომხმარებლებამდე მიღწევას, რომელთა რიცხვი, აშშ-ში, დაახლოებით 136 მილიონია. საპასუხოდ, Apple-მა განაცხადა, რომ სარჩელი საფრთხეს უქმნის კომპანიის უნარს, წარმატებით დააკმაყოფილოს მომხმარებლების მოთხოვნები. ,,ეს სარჩელი საფრთხეს უქმნის ვინ ვართ ჩვენ და იმ პრინციპებს, რომლებიც განასხვავებენ Apple-ის პროდუქტებს სასტიკი კონკურენტუნარიან ბაზრებზე… თუ…

მეტი...

ღამით რუსების თავდასხმების სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემა იყო

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს ცნობით, რუსეთის ჯარებმა წუხელ უკრაინის ენერგოსისტემაზე ბოლო დროს ყველაზე დიდი შეტევა განახორციელეს. ,,მიზანი მხოლოდ ზიანის მიყენება კი არ არის, არამედ შარშანდელის მსგავსად, ქვეყნის ენერგოსისტემაში ფართომასშტაბიანი მარცხის გამოწვევა. სამწუხაროდ, არის დაზიანებები და დაზიანებები წარმოების ობიექტებზე, გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე სხვადასხვა ზონაში”, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში. მან ასევე დაადასტურა, რომ დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომწოდებელი ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.

მეტი...

EU-ში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული – ევროკომისია

ევროკავშირის გაფართოება თავად ევროპული გაერთიანების სტრატეგიული ინტერესია, თუმცა ახალი წევრები გაერთიანებას მხოლოდ დამსახურების საფუძველზე შეუერთდებიან – ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც გაფართოებამდე რეფორმებისა და პოლიტიკის მიმოხილვას ეხება. ,,ამ სარგებლის რეალიზებისთვის ევროკავშირიც და წევრობის მსურველი ქვეყნებიც კარგად უნდა იყვნენ მომზადებული და გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული. ეს მოითხოვს სრულ და მდგრად პოლიტიკურ ვალდებულებას, ჩართულობას, უპირველეს ყოვლისა გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნებისგან, თავად ევროკავშირისგანაც. წინა გაფართოებებიდან მიღებული გაკვეთილების გამოყენებით და ჩვენი პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესებით, ჩვენ უკვე ვემზადებით უფრო დიდი კავშირისთვის. აღსანიშნავია, რომ თანდათანობით ინტეგრაცია გახდა მნიშვნელოვანი ელემენტი გაფართოების ქვეყნების მომზადებაში გაწევრიანებამდე…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული გ.კ., 1995 წელს დაბადებული ე.მ., 1984 წელს დაბადებული გ.ტ., 2000 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1998 წელს დაბადებული მ.პ., 1999 წელს…

მეტი...