მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზიის კონკურსის სამეულშია

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ქართველმა კონკურსანტმა 161 ქულა დააგროვა. ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა (203 ქულით), ხოლო მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი (180 ქულით) გავიდა. პოლონეთმა და სომხეთმა საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭეს. ქართველი კონკურსანტი დღეს მერვე ნომრად გამოვიდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა I Believe/მჯერა შეასრულა. კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

მეტი...

უკრაინაში ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა

უკრაინის პრემიერის ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული  მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა. როგორც დენის შმიგალი აცხადებს, უკრაინის ენერგოსისტემაში ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტია. „ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით”, – აცხადებს დენის შმიგალი.  

მეტი...

„სასიკვდილო განაჩენის შემთხვევაში, ადეკვატური რეაგირება იქნება“ – მელია სააკაშვილზე  

„იმ შემთხვევაში, თუ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება გაიგებს, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილისთვის, მიუხედავად ექსპერტთა ჯგუფების მიერ დადებული უმძიმესი დასკვნებისა, ბუნებრივია, ადეკვატური რეაგირება იქნება“ – აცხადებს ნიკანორ მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე განმარტავს, მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის სიცოცხლე გადარჩეს. „მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს. მნიშვნელოვანია აღსრულდეს მიღებული სხვადასხვა რეზოლუციები, აღსრულდეს სამედიცინო ექსპერტების მიერ დადებული დასკვნები, რომელიც ერთი და იმავეს ამბობს. პროფესორები, აკადემიკოსები ყოველდღიურად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა… ბუნებრივად შეიქმნა ის მდგომარეობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას შეეხება. პარტია დღემდე ამ პირობას იცავს. იმ…

მეტი...

უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. როგორც უკრაინული ხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა პოზიციები გაცვალეს მარცვლეული საკითხზეც ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინული მხარე მადლობელია თურქეთის. კერძოდ როგორც უკრაინელი ბავშვების შეფარების, დახმარებისა და ზრუნვის გამო, ასევე უკრაინაში გენერატორების ოპერატიულად გაგზავნისთვის. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ასევე ისაუბრა მარცვლეულის ექსპორტსა ჩაკეტილი დერეფნის გახსნა-გაფართოებაზე. შეგახსენებთ, რომ მანამდე, სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ერდოღანსა და პრეზიდენტ პუტინს შორისაც გაიმართა.  

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან სრული მხარდაჭერა იყო. ამასთან, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. „მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ კანდიდატების წარმომადგენლებმა შემოიტანეს ორი პროექტი. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, „ფეისბუქ“ პლატფორმაზე იყო საუბარი, მეორე იყო ბლოკჩეინის პლატფორმა, მაგრამ ორივე მხარე ამ ვითარებაში აღმოჩნდა „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ. 69-მ მისცა ხმა, ერთი იყო წინააღმდეგი. „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგინა ნიკა მელიას ჯგუფმა. რაც შეეხება თარიღს, შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებული ყოფილიყო 2023…

მეტი...

ტრაგედია კასპის მუნიციპალიტეტში – საჯარო სკოლის დირექტორი ხევში გარდაცვლილი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუდალეთის სკოლის დირექტორი, გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი თანასოფლელებმა სკოლის მიმდებარედ, ხევში ნახეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ფეხი დაუცდა, ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. თანასოფლელების თქმით, სოფელ გუდალეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და ამიტომ წლების განმავლობაში სკოლაში, მეზობელი სოფლიდან, საფეხმავლო ბილიკით დადიოდა.

მეტი...

“დისკუსიის გახსნას არ ვაპირებთ” – ხაბეიშვილის საგანგებო განცხადება პოლიტსაბჭოს დაწყებამდე

უკვე 2 საათზე მეტია “ნაციონალურ მოძრაობაში” დახურულ კარს მიღმა პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პარტიის თავმდჯომარეობის კანდიდატმა ლევან ხაებიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ დისკუსიის გახსნას არ გეგმავს და მისი ფლანგისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა რჩება. ამასთან, ხაბეიშვილს აინტერესებს, რა სამოქმედო გეგმა აქვს პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მეტი...

„ჭალაში წაუყვანიათ უწამებიათ…“ – რას ამბობენ ლანჩხუთში მომხდარ მკვლელობაზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მამაკაცი მოკლეს. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, 46 წლის ზ.წ. ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირმა სასტიკად აწამა. „არავინ არაფერი ვიცით, რა მოხდა. ჭალაში წაუყვანიათ და უწამებიათ, დაგლეჯილი ქონია ყველაფერი. სიკვდილის პირას მიუყვანიათ და მიუტოვებიათ. ერთი კი უვაჟკაცია დაჭრილს. დაურეკავს, სადაც იყო. იქ მისულებს უგონო მდგომარეობაში დახვედრიათ“,- ამბობენ ადგილობრივები. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომმომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და 67 წლის კაცი დააკავა.

მეტი...

რუსეთი ბირთვული არსენალის გაფართოებაზე მუშაობს

რუსეთი ბირთვული არსენალის გაფართოებაზე მუშაობს. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინაში ომის პარალელურად, პუტინი ატომური იარაღის მობილიზაციით და გათანემდროვეობით არის დაკავებული. ამჟამად პუტინის შეიარაღებაში ბორთვული იარაღის უდიდესი არსენალი, 6 ათასი რაკეტაა. რუსეთის გარდა მსოფლიოსთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთიც. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა სტრატეგიული სარდლობის შეკრებაზე ისაუბრა. სწორედ აღნიშნული სააგენტოა პასუხისმგებელი ბირთვულ შეკავებასა და სარაკეტო თავდაცვაზე.

მეტი...

რუსი სამხედროების ყაზარმაში ხანძარი გაჩნდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსი სამხედროების ყაზარმაში ხანძარი გაჩნდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ზუსტი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ღია წყაროებში ჯერ არ გავრცელებულა. დაუდგენელია ისიც, რა გახდა ყირიმში სამხედრო ბაზაზე ცეცხლის გამომწვევი მიზეზი. ტელეგრამ არხებზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ცეცხლი მთელს შენობაზეა გავრცელებული.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების თარიღზე პარტიის წევრები პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების თარიღზე პარტიის წევრები პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ამ შეხვედრაზე გადაწყდება, როდის ჩატარდება პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად შიდაპარტიული არჩევნები. საბჭოს წევრები ასევე იმსჯელებენ თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციაზე და ამ საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე. ასევე დღევანდელ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, ხმის მიცემის პროცესი იქნება ფარული თუ ღია. პარტიის წევრთა ნაწილი მომხრეა ხმის მიცემის პროცესი იყოს ღია, თუმცა ამ საკითხზე საბჭოს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. საბჭოს წევრთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საერთოდ ამ ეტაპზე შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბარი მიზანშეწონილი არ იყო. „დღეს პოლიტიკურ საბჭოზე არ განიხილება…

მეტი...

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება. „უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება. ამასთანავე არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მეტი...

რუსეთმა საქართველოსთან, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები განაახლოს – ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს

რუსეთმა საქართველოსთან, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები განაახლოს. ინფორმაციას პროპაგანდისტული მედია “ტასსი” ავრცელებს. დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტი არ გამორიცხავს, ვიზალიბერალიზაციასაც. მოსკოვში ვარაუდობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ამ თემაზე საბოლოო შეთანხმება შედგება, რადგან რუსული ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და ვაჭორობიდან საქართველომ სარგებელი ნახა და ეკონომიკამ ორნიშნა ზრდა აჩვენა. კრემლის პროპაგანდისტი მედიაში გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ყველაფერი საქართველოს ქცევაზე დამოკიდებული. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს რუსეთის მხრიდან “ქართული ოცნებისთვის” ერთგვარ ჯილდოს წარმოადგენს. მათი თქმით, ამგვარი შეთავაზება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 2023 წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს პრეზიდენტად

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 2023 წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს პრეზიდენტად. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ლიდერმა ქალაქ სამსუნში ვიზიტის დრო გააკეთა. „იმედი მაქვს, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და ბოლოჯერ ჩვენი სახელით“, – განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ ის ესტაფეტას ახალგაზრდებს გადასცემს. თავის გამოსვლაში ერდოღანმა თქვა, რომ მმართველმა პარტიამ „სამართლიანობა და განვითარება“ თურქეთი მსოფლიო ასპარეზზე წამყვან მოთამაშედ აქცია.

მეტი...

გურიაში  45 წლის კაცი ჩაცხრილეს

გურიაში  45 წლის კაცი ჩაცხრილეს. სატვირთო ავტომობილის  მძღოლს სოფელ ჭანჭათში ე.წ. კარიერებთან გაუსწორდნენ. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. დაჭრილი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, მაგრამ დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

მეტი...

„ერთადერთი ამოცანაა, ჩირქი მოსცხონ ბიძინა ივანიშვილს” – ამილახვარი საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაზე

კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მედიასაშუალებებთან, არანაირი ძალა არ აქვს, ერთადერთი ამოცანაა, ერთის მხრივ ჩირქი მოსცხონ ბიძინა ივანიშვილს და მეორეს მხრივ, თავიანთ დონორებს დაუმტკიცონ, რომ სამუშაოს კარგად ასრულებენ, რომ შესაბამისი დაფინანსება მიიღონ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც აბასთუმანში მიმდინარე მშენებლობებს ეხება. გიორგი ამილახვრის თქმით, ამ კვლევითაც კი მათი მოწონების რეიტინგი 1 %-ს არ აღემატება და საზოგადოებას მათი დასკვნები საერთოდ არ აინტერესებს. „ყველაზე დიდი ქველმოქმედი პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მილიარდზე მეტი დახარჯა ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროებში…

მეტი...

ვინ უნდა დახვედროდა ექსპრეზიდენტს საქართველოში – გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილს მასთან არაფერი უთქვამს

გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამომგზავრებამდე კიევში ჩავიდა, რათა ეთქვა შვილისთვის, რომ სამშობლოში არ წამოსულიყო, თუმცა მათი შეხვედრა ვერ შედგა. მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ სააკაშვილს მასთან არასდროს უთქვამს, ვინ უნდა დახვედროა მას საქართველოში და ვინ უღალატა. „ვიყავი ჩასული კიევში. იქ, სხვათაშორის, ჩემი ძმაც იყო ჩამოსული ამერიკიდან საგანგებოდ, რომ გველაპარაკა იმაზე, რომ არ ჩამოსულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ არ დაგველაპარაკა საერთოდ, ბინიდან გაქრა. დღემდე არაფერი ვიცი და არასდროს დამისვამს ეს შეკითხვა. სულ ველოდებოდი, რომ იქნებ თვითონ გაუჩნდეს სურვილი, რომ დაიწყოს ამალზე ლაპარაკი, მაგრამ არ გაუჩნდა სურვილი,” – თქვა…

მეტი...

აფეთქებები მელიტოპოლში, დონეცკსა და ყირიმში

მრავალი აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში, დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკასა და ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ყაზარმებში. ამის შესახებ CNN-ი წერს. გამოცემის ცნობით, უკრაინამ მელიტოპოლზე შაბათს სარაკეტო იერიში მიიტანა. ამასთან, ვრცელდება ცნობები რუსულ სახელმწიფო მედიაში, რომ კვირა დილით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაზე იერიში 20 რაკეტით განხორციელდა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის სამხედრო ყაზარმებში, მომხდარი მრავალი აფეთქების შესახებ. რუსეთის მიერ მელიტოპოლში დანიშნული ე.წ. ოფიციალური პირების თქმით, ქალაქს ოთხი რაკეტა მოხვდა, დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი. როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინელი ოფიციალური პირები ყირიმსა…

მეტი...

ექიმებმა ჰერსონში 1000-მდე ბავშვი დეპორტაციისგან იხსნეს

რუსულ სისასტიკეს და დეპორტაციას გადარჩენილი ბავშვები – ჰერსონში ექიმებმა ოკუპანტების ტყვეობიდან ასობით პატარა იხსნეს. ირკვევა, რომ ექიმები ბავშვთა სახლის ბენეფიცირებს, მცირეწლოვნებს არ არსებულ მძიმე დიაგნოზებს უსვამდნენ, რომ ისინი საოკუპაციო ჯარებს ჰეროსნიდან რუსეთის ტერიტორიაზე არ წაეყვანათ. მედიკოსების ცნობით, დეპორტაციას 1000-მდე მოზარდი გადაურჩა.

მეტი...

2025 წლის პირველი იანვრიდან, ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ ხანგრძლივი პაემნით ისარგებლოს

2025 წლის პირველი იანვრიდან, ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, ხანგრძლივი პაემნის უფლებით ისარგებლოს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ერთხელ. აღნიშნული უფლების შემოღებას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ეს უფლება არ გამოიყენება გარდა პატიმრობაში ყოფნის პირველი სამი თვის განმავლობაში და სამარტოო საკანში მოთავსებისას. ამასთან, ცვლილებებით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით პირთა ვიწრო წრესთან (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და და ძმა) წლის განმავლობაში ორჯერ, ხოლო წახალისების სახით – წლის განმავლობაში ერთხელ, დამატებითი ვიდეოპაემნის სახით. ასევე პროექტით, მსჯავრდებულს შესაძლებლობა ექნება, პაემნის გარესამყაროსთან ურთიერთობის…

მეტი...

2026 წლის პირველი იანვრიდან, ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება

2026 წლის პირველი იანვრიდან, ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება. აღნიშნულს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა და ის გაუთანაბრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს, გახდება არანაკლებ 4 კვ. მეტრი. ამასთან, ცვლილებებით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება, ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს.

მეტი...

„ფაქტია და ყველა ამბობს, რომ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა” – გიული ალასანია

მდგომარეობა ჯერჯერობით უარესობისკენაა, ისევ ისეთი მდგომარეობაა, დაბალი სიცხით იწყება დილა, დაბალი წნევა და სისუსტე აქვს, თავს ძალას ატანს, მეც ვაძალებ და შეიძლება, ერთი-ორი ლუკმა შეჭამოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა სწრაფად მოხდეს. „ტოქსიკოლოგის დასკვნაში წერია, რომ თუ კიდევ რამე ეშველება, სრულიად მისი განკურნება ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ თუ დარჩა რაიმეს რესურსი, იქნებ აღადგინონ, ამაზეა საუბარი. ეს შანსიც თუ აღარ შეგვრჩა, მაშინ არ ვიცი. ფაქტია და ყველა ამბობს, რომ საჭიროა მისი გადაყვანა. ასეთი…

მეტი...

შეძლებენ თუ არა შეთანხმებას მელია-ხაბეიშვილის ფლანგები – ენმ-ში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

შეძლებენ თუ არა შეთანხმებას – “ნაციონალურ მოძრაობაში” 15:00 საათზე გადამწყვეტი შეკრებაა დაანონსებული. ყველაზე დიდი ოოპოზიციური პარტიის პოლიტიკური საბჭოს დიდი გამოწვევის წინაშეა. სწორედ დღეს უნდა გადაწყდეს შიდა პარტიული არჩევნების თარიღი და ფორმატი, თუმცა გამორიცხული არ არის შეთანხმება ვერ შედგეს. ნიკა მელიას ფლანგი მიიჩნევს, რომ ახლა წინა პლანზე მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხია და ამიტომ, არჩევნები უნდა გადაიდოს. ამასთან, ენმ-ს წევრი ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურა თავმდჯომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი მუმლაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნიკა მელიას მმართველობის პირობებში პარტია სათანადოდ ვერ აქტიურობს. წიკლაური პირდაპირ ამბობს, რომ გიორგი მუმლაძე  აღნიშნული თანამდებობისთვის შეუფერებელი კანდიდატია. სხვაგვარად ფიქრობს…

მეტი...

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა. თანხას უკრაინა 2023 წლის განმავლობაში მიიღებს. შესაბამისი წინადადება მომდევნო კვირაში ევროპარლამენტს წარედგინება. როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით უკრაინას დახმარება შეღავათიანი კრედიტის სახით გადაეცემა, რომლის ძირითად ნაწილს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაფარავენ. კრედიტის გარანტიას კი ან ევროკავშირის ბიუჯეტი, ან წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ. 18-მილიარდიანი დახმარება, მათ შორის, მოხმარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას.

მეტი...

„ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა” – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა. პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვების, მომართვიანობა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს და COVID 19-ისა და სხვა რესპირაციული ინფექციების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. ცერცვაძის თქმით, აღნიშნულ პრობლემას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კარგად მომზადებული შეხვდა. „საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო გადაექცია COVID ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილიანობა მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად,…

მეტი...

„საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა” – სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ინკლუზიური თეატრის ,,კონტაქტი“ მთავარი რეჟისორის, ირინა კოხრეიძის ღირსების მედლით დაჯილდოებისას განაცხადა. ზურაბიშვილმა ,,კონტაქტი“ მთავარ რეჟისორსა და დასს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ინკლუზიური თეატრი უდიდეს საქმეს აკეთებს, რადგან შშმ პირებს შემოქმედებაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ. ,,დღეს, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ჩვენ ამ უფლებების დაცვით ვართ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა. ამ დღის აღსანიშნავად აქ, ორბელიანების სასახლეში არაჩვეულებრივი დასის ,,კონტაქტი“ მოყვანა გადავწყვიტეთ.…

მეტი...