რუსეთი ჰააგის პროკურორზე ძებნას აცხადებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურორ კარიმ ხანზე ძებნა იმიტომ გამოაცხადა, რომ მან ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. კრემლმა პროკურორის ფოტოც გაავრცელა წარწერით: იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება.  

მეტი...

აქციის მონაწილეები შს მინისტრისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას გეგმავენ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას აპირებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში იმყოფება. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენის აკრძალვას ითხვენ და აცხადებენ, რომ ეს მტრული ნაბიჯი ქვეყანას სერიოზული რისკის წინაშე აყენებს. „სირცხვილის კორიდორი გომელაურს”- იძახიან პარლამენტთან შეკრებილები.

მეტი...

„ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით“ – უმრავლესობა ვაშაძეზე

საკანონმდებლო ორგანოში პოზიცია-ოპოზიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მორიგი „რაუნდი“ დღეს შედგა. ოპოზიციის მხარეს კი ლანძღვის ობიექტი ძირითადად გიორგი ვაშაძე იყო. მმართველი გუნდის მხრიდან კი გინება და სალანძღავი სიტყვები არაერთი დეპუტატის მხრიდან გაისმა. „არ აგერიოთ, რა რეალობაში ხართ, რა დროში ხართ. დღეს ქვეყანა არ არის იმ ფორმაში, ან ეს პარლამენტი, ან რომელიმე დეპუტატი, ამ ფარჩაკი ვაშაძის ასაყირავებლები და ცეცხლწასაკიდებლები რომ გავხდებით“ – ეს სიტყვების ავტორი მმართველი გუნდის დეპუტატი ალუდა ღუდუშაურია. მან ვაშაძეს სისხლიანი რეჟიმი შეახსენა და პოლიტიკური ტურა უწოდა. „11 წელია აი, იმ წყლის ჭავლით ვრეცხავთ რუსთაველის გამზირს, რომელიც თქვენ ქართველი ხალხის…

მეტი...

„შენი დედას შე….“ – უმრავლესობის დეპუტატი ოპოზიციას

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მმართველი გუნდის წარმომადგენელ დაჩი ბერაიას, ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლა არ მოეწონა, ნერვებმა უმტყუნა და პირდაპირ გინებაზე გადავიდა. „შენი დედას შე…“ „შენი დედა მო…“ – ამ სიტყვებით გამოირჩეოდა დაჩი ბერაიას აქტიურობა პარლამენტში, რასაც ვაშაძის მისამართით თავში ხელის ჩარტყმა და გაწევ-გამოწევა მოყვა. ეს ყველაფერი კი მაში მოხდა, როცა სხდომათა დარბაზში შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. ვაშაძის გამოსვლა კი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და რუსულ პოლიტიკას ეხებოდა.  

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ინივიატივით მიმართავს, 1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. „100 წელი სრულდება, რაც 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკურმა რეჟიმმა 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა, რომელიც გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით და მიმართავს მთავრობას, რათა მათ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ”, – აცხადებს პრეზიდენტი.  

მეტი...

პარლამენტთან აქცია იმართება, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვე, აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. “არა რუსულ ფრენებს…” “არა რუსეთს” – იძახიან აქციის მონაწილეები, რითაც რუსეთთან პირდაპირ მიმოსვლას აპროტესტებენ. აქციის გამო, ამ წუთებში,  რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  

მეტი...

„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერასდროს წაგვიყვანს“ – გიორგი ვაშაძე  

„თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც მიესალმება რუსეთთან ფრენებს. როგორც 7-8 მარტი იყო წყალგამყოფი, ისე დღევანდელი დღეა წყალგამყოფი“ – ასე მიმართა  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდს. მისი შეფასებით, რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერასდროს გაფრინდება. „ყველას, ვინც საქართველოში ჩამოფრინდება, დავუდოთ ფურცელი და ვუთხრათ, აღიარეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვინც არ აღიარებს, არ შემოვუშვათ საქართველოში. გეყოფათ ამის გამბედაობა, შეძლებთ, რომ ეს გააკეთოთ? შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეჟიმის ინტერესებს ემსახურება. არ ემსახურება ხალხის ინტერესებს. ის არ ემსახურება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ადამიანების ინტერესებს. ის არ ემსახურება ევროპული პერსპექტივისთვის მებრძოლი ადამიანების ინტერესებს. ის ემსახურება რეჟიმის…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებებზე საუბრობს. „ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა. ეს არის ოლიგარქიული კლასიკა! ფაქტია, რომ არც ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს. ახლა მთავარია, მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება. დიდი საფრთხის წინაშეა ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე. მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა! მე ვრჩები…

მეტი...

პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის სტუმრობას ფიზიკური დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოსვლა მასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. მუშტი-კრივი პარლამენტში მას შემდგ გაიმართა, რაც მის უკან მჯდომმა უმრავლესობის დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ ის შეაგინა და უწმაწური სიტყვებით მიმართა. ეს ყველაფერი კი ფიზიკურ დაპირიპირებაში გადაიზარდა. ვაშაძეს „ქართული ოცნების“ სხვა  დეპუტატებიც დაუპირისპირდნენ და  „სამარცხვინოს“  და „ნაძირალას“ ეძახდნენ.  

მეტი...

თბილისის მერია „მეტროვაგონმშენთან“ ხელშეკრულებას აუქმებს

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა“  – აცხადებენ თბილისის მერიაში. რაც შეეხება მიზეზს, კომპანიის სანქცირება დასახელდა. „შეგახსენებთ, 2021 წლის მარტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მისივე ორგანიზებით, გამოცხადდა ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენისთვის 40 ახალი ვაგონის შესასყიდად. ჩატარებული ტენდერის შედეგად, 2021 წლის ნოემბერში, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „მეტროვაგონმაში“ და დაიდო ხელშეკრულება ვაგონების მოწოდებაზე. 2023 წლის 19 მაისს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა აღნიშნული კომპანიის სანქცირება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას.  შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან…

მეტი...

„დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი“ – შს მინისტრი

„საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი. მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევაც, სამწუხაროდ“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება აწარმოებს და სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მათთან. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას და სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სპეციალურ საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ…

მეტი...

„ჯამში, დაკავებულ იქნა 146 ადამიანი“ – ვახტანგ გომელაური

„საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა. მისის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა,  ხოლო ნაწილის საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება. „მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი. ყველა დაკავებული პირი  წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა,  ამ საქმეების ნაწილის…

მეტი...

„ჩაამსხვრიეს შენობის მინები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს“ – შს მინისტრი

„შეკრებილებმა მოხსნეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, დააზიანეს პარლამენტის უკან შესასვლელთან არსებულ ფანჯარაზე ცხაური და შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში გააჩინეს ხანძარი და რომ არა იქ მყოფი პოლიციელების დროული რეაგირება, ხანძარი შესაძლოა გავრცელებულიყო მთელს შენობაში“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საპოლიციო ძალებმა, წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.…

მეტი...

„აქციაზე მიჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები“ – შს მინისტრი

„პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ შემოწმებას, რის შედეგადაც დაკავდა 10 პირი. მათ საპროტესტო აქციაზე მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები და სხვადასხვა სახის პიროტექნიკა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 8 მარტის აქცია დაიწყო საღამოს 19:00 საათიდან, ცალკეული პირების მხრიდან პერიოდულად ისმოდა მოწოდებები ძალადობრივი ქმედებებისკენ, თუმცა შეკრება დაახლოებით 22:00 საათამდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. „სწორედ ამიტომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ…

მეტი...

„ღიად იყო მითითებები პარლამენტის შენობის „აღების“ შესახებ“ -შს მინისტრი

„8 მარტის აქციის წინ სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდებოდა ღია მოწოდებები მოქალაქეთა მხრიდან, თუ როგორ დაეორგანიზებინათ თავდასხმა პოლიციელებზე, შემოდიოდა უამრავი დაზუსტებული ინფორმაცია შეკრების არამშვიდობიან ფორმებში გადაზრდის შესახებ“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, 7 და 8 მარტს, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, განლაგებული იყვნენ პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე. „რაც შეეხება 8 მარტს დაწყებულ აქციას, შეკრება მეორე დღესაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. როგორც წინა დღეს, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ. პარლამენტის…

მეტი...

„არაერთმა პოლიციელმა, ასევე, თავად აქციის მონაწილეებმაც მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება“ – შს მინისტრი

„სიტუაციის ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა შემთხვევაში სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უსწრებდა გაფრთხილება, როგორც მასმედიის, ასევე უშუალოდ ადგილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით. „სატელევიზიო პირდაპირ ეთერებში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის,  რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა, ასევე, თავად აქციის მონაწილეებმაც მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება.…

მეტი...

„აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი“ – შს მინისტრი

„ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ საქართველოში პირველად აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში, 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე  საუბრისას განაცხადა. ვახტანგ გომელმაურმა  აღნიშნა, რომ აქციის  მონაწილეებმა  „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს. „პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღვოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები. ყველა…

მეტი...

პუტინი დასავლეთს „სოლის ჩარჭობაში“ ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დასავლეთს ისევ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთელი თავისი არსენალი რუსეთის წინააღმდეგ მიმართა და მისი სურვილია ფედერაციის დაშლა და დაყოფა. მან დასავლეთი რუსეთზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ  ეს არის რუსეთის ისტორიაზე, კულტურასა და ფასეულობებზე თავდასხმა. „დასავლეთი ცდილობს სოლის ჩარჭობას ხალხთა ძმობაში. აწყობენ პროვოკაციებს ეროვნულ თემებში. ეწევიან ანტირუსულ პროპაგანდას,  თავხედურად აცხადებენ, რომ აუცილებელია დეკოლონიზაცია. თამამად აცხადებენ, რომ რუსეთი უნდა დაიყოს ათეულობით მცირე სახელმწიფო ერთეულად, რათა შემდეგ დაემორჩილოს მათ ნებას და გამოიყენოს ისინი საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის,“- აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი არ დაიშლება და პირიქით, უფრო გაძლიერდება.  

მეტი...

„აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს, ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს“ – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მარჯვენა სანაპირო, შეკრების და მანიფესტაციის ადგილიდან მოშორებით ხელოვნურად შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა. „დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე (23:45 სთ) რუსთაველის გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ. კოლოფი, აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების მიზნით გახსნილი ჰქონდათ ალტერნატიული გზები და ეტაპობრივად პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი გათავისუფლდა.…

მეტი...

„პოლიციელებს ესროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის მოლოტოვის კოკტეილებს“ – მინისტრი

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდგნენ კორდონებად და მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების რეჟიმში“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში, 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე  საუბრისას განაცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით თორმეტის ნახევარზე, მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ორგანოს შენობა დეპუტატების და პარლამენტის თანამშრომლების ძირითადმა ნაწილმა დატოვა, აღარ არსებობდა საფრთხე ინდივიდუალური თავდასხმების,  მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპოლიციო ძალების კორდონებისგან  9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები ეტაპობრივად გათავისუფლებულიყო, რათა, შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილე პირებს  პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე მთელს პერიმეტრზე ჰქონოდათ. მისივე თქმით, გარდა ამისა, პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერების მიზნით დამატებითი…

მეტი...

„პოლიციის მიმართულებით ისროდნენსხვადასხვა საგნებს – ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინისა და ბეტონის ნაჭრებს“ – შს მინისტრი

„მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ კანონი და შეკრება-მანიფესტაცია გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ფორმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა“ –  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე  საუბრისას აღნიშნა. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, შესაბამისად, აუცილებელი გახდა წინა რიგებში პოლიციის თანამშრომლების ჩანაცვლება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებით, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური დამცავი საშუალებებით. „მიუხედავად პოლიციელებზე განხორციელებული არაერთი თავდასხმისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საპოლიციო კორდონები არ გადაადგილებულან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით და ისინი აგრძელებდნენ პარლამენტის შესასვლელების დაცვას.  შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით…

მეტი...

„არსებობდა რისკი, დეპუტატებსა და თანამშრომლებზე განხორციელებულიყო მიზანმიმართული ფიზიკური ანგარიშსწორება”- შს მინისტრი

„ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება“ – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა   პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა  7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას  საზოგადოებამ, ნათლად ნახა არაერთი ძალადობრივი ქმედება, უკანონობა,  თავდასხმები, რასაც შედეგად 60-მდე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ. დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, ერთ-ერთი…

მეტი...

„აქცია გადაიზარდა ძალადობრივ, არამშვიდობიან მასობრივ ქმედებებში“, – შს მინისტრი პარლამეტში

„სამწუხაროდ, 7-8 მარტის აქციების შესახებ ვნახეთ და მოვისმინეთ, ბევრი სპეკულაცია, პოლიციის მიმართ ცილისწამება და შეურაცხყოფა“ – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოდის. მინისტრი 7-8 მარტის აქციებსა და აქციის მონაწილეების დაშლაზე საუბრობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ  7 და 8 მარტს გამართული საპროტესტო აქციები,  არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. „დაახლოებით ერთი თვის წინ, პარლამენტის 8 დეპუტატის მხრიდან,  მივიღე კითხვები: პროპორციული იყო თუ არა 7-8 მარტს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა? ხომ არ წარმოადგენდა შეკრებისა და გამოხატვის…

მეტი...

რილოვის განცხადებით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობაც აღდგება

საქართველო-რუსეთს შორის  პირდაპირი პირველი ავიამიმოსვლის შესრულების შემდეგ, დუმის დეპუტატი სერგეი ლავროვი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეც ალაპარაკდა. როგორც დემის წევრი აცხადებს, შემდეგი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება. „გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლაც მოხდება.  სწორედ ამაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, მისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ. ჩვენს ხალხებს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა“, – აცხადებს გავრილოვი.

მეტი...

,,ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში – სიამოვნებით მოგისმენთ”- გიორგი ამილახვარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარს მოუსმინეს. მინისტრმა  სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. „ამ საკითხზე ჩვენ წლებია ვმუშაობთ. ეს პრობლემა არ არის ახალი, არ არის დამალული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არის ძალიან ბევრი ქვეყნის გამოწვევა, მათ შორის, უფრო მდიდარი ქვეყნებისაც“, – აღნიშნა მინისტრმა. გიორგი ამილახვარის განცხადებით, იმისთვის, რომ მოგვარდეს კვების საკითხი სკოლებში საჭიროა ჯერ გადაიდგას სხვა რიგი ნაბიჯები. მისი თქმით, სამინისტროებისა და უწყებების ჩართულობით შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი და იდენტიფიცირებულია ის გამოწვევები და საკითხები, რომლებზეც შეიქმნება…

მეტი...

26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით,26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო 19 მაისიდან 25 მაისის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი ზოლით შეიზღუდა, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩა. მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილი – ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერთან მდებარე გაჩერების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩის კვეთასთან გაჩერდება.

მეტი...

,,რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის საწინააღმდეგოა”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა. ლიეტუვა მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაბამისობაში მოვიდეს. ,,იმედგაცრუებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში”, – ნათქვამია  ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

,,შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა”- ნინო ლომჯარია

,,შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. “ოცნებავ”, ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ,”- ასე ეხმიანება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას ეხმიანება. ,,ხელისუფლებაში ყოფნიდან მეცამეტე წელს “ქართული ოცნება” წარმატებად გვასაღებს ომის საერთაშორისო დანაშულში ძებნილ, დასანქცირებულ, იზოლირებულ, ყველასგან მოძულებულ პუტინის ხელისუფლებასთან “შეთანხმების მიღწევას”, რომ მათმა ჯართმა თვითმფრინავებმა ფსბ-ს აგენტებითურთ საქართველოში იფრინონ. ამას გვთავაზობენ ევროპასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ. შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. “ოცნებავ”, ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ,”- წერს ლომჯარია. ცნობისთვის,…

მეტი...

,,გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან შესრულდა პირდაპირი რეისი”- გახარია

,,გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება,”-  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და ეს უპირველეს ყოვლისა ივანიშვილს ეხება. ,,დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექტორის შეცვლას ეცდება და პასუხისმგებლობას დაემალება, ცდება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული და…

მეტი...

,,სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია „Aqualia“- სთან აქტიურად ითანამშრომლებს”- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორი კომპანიის – „Aqualia“-ს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს. „Aqualia“-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია „Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს. „სემეკის მიზანია მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგების სისტემებში არსებული პრობლემები. ჩვენი რეგულირების მთავარი პრინციპია მომხმარებელმა მიიღოს უწყვეტი, საიმედო…

მეტი...

„ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“  საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე გადავიდა. მისი თქმით, „ქართული ოცნებამ“ საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეიცვალა. „ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე. მათ საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეიცვალეს და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტია რუსეთი და არა ევროკავშირი. მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მოპყრობილია თბილისზე, მთელი მსოფლიო ელოდება ახლა ქართველი ხალხის პასუხს ამ მავნებლობაზე, ღალატის ანატომიაზე, რომელსაც სჩადის ახლა „ქართული ოცნება“. ამიტომ ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, დღეს ხვალ და მუდმივად, სანამ როგორც რუსული კანონი არ გავატანინეთ პარლამენტიდან, ასევე არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან”,-…

მეტი...

,,ვერავინ გაექცევა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას”- გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას ეხმიანება. მისი თქმით, ვერავინ გაექცევა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას. ,,მმართველი პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად, პირველი რუსული თვითმფრინავი დაეშვა საქართველოში ქართველი გმირის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის და წამების დღეს. ვერავინ გაექცევა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას”,- წერს გიორგი გახარია Twitter-ზე. ცნობისთვის, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაეშვა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.

მეტი...

,,სამსახურში ჩემს სახელზე გამოიგზავნა ამანათი ასაფეთქებელი ნივთიერების კვალით”- მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სამსახურში ამანათით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუგზავნეს. ამის შესახებ სიმონიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ,,სამსახურში ჩემს სახელზე გამოიგზავნა ამანათი ასაფეთქებელი ნივთიერების კვალით (უსაფრთხოებამ აღმოაჩინა). პოლიცია მუშაობს”,- წერს სიმონიანი.

მეტი...

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა

პარლამენტში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, კვორუმის არარსებობის გამო, კენჭი ვერ უყარეს. უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს. სხდომაზე მხოლოდ 54 დეპუტატი დარეგისტრირდა, კვორუმისთვის კი  76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო. ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია “საქართველოსთვის” მიერ იყო ინიცირებული.

მეტი...

შემდგომი ნაბიჯი იქნება პუტინის ჩამოსვლა თბილისში სალაპარაკოდ – ტრისტან წითელაშვილი

რუსეთიდან  ჩამოფრენილი სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. მისივე თქმით, პუტინს პირადად ესაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი ”ძალიან მალე ჩამოვა”. ,,სტუმართმოყვარეობა ჩვენ გვაქვს და გვექნება ბოლომდე. ქართული სიმღერითაც დავხვდებით… ალბათ ეს ერთ-ერთი სიხარულიდან გამომდინარე იყო. რა არის ცუდი ამაში, ერთი მითხარით? ვაჟა-ფაშვალეა არ წაგიკითხავთ? სტუმარ-მასპინძელი არ გისწავლიათ სკოლაში? რუსეთი რომ ოკუპანტია, მაგას მე თქვენი ტელევიზიის დირექტორზე არე ვიძახდი. თქვენმა ტელევიზიის ხელმძღვანელმა რუსეთში იშოვა ფულები. მე რუსეთის წინააღმეგ წლები იარაღით ვბრძოლობდი. კარგად დაგხვდვნენ. გინდათ შემდგომი ნაბიჯი რა იქნება გითხრათ? შემდგომი ნაბიჯი იქნება პუტინი ჩამოვა თბილისში სალაპარაკოდ. შევხვდი…

მეტი...

,,გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა”- სერგეი გავრილოვი

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებით, საქართველოსთან ფრენების აღდგენის შემდეგ შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგეს. მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე. „ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების შემდეგი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა. ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს აქვთ მჭიდრო კავშირები, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა”, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა. ცნობისთვის, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაეშვა. მოქალაქეები ფრენების აღდგენას აეროპორტში პროტესტით დახვდნენ.

მეტი...