ცნობილი ირლანდიელი მომღერალი გარდაიცვალა

მსოფლიო ვარსკვლავი, ცნობილი ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. „მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი საყვარელი შინეიდის გარდაცვალებას. მისი ოჯახი და მეგობრები დამწუხრებულნი არიან და ამ ძალიან რთულ დროს პრივატულობას ითხოვენ”, – აღნიშნული  მომღერლის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.    

მეტი...

„ქართველი დიზაინერები საერთაშორისო სცენიდან ნელ-ნელა ქრებიან“ – სოფო ჭყონია

2023 წლის მაისში თბილისში, “კოკა კოლას” ყოფილ ქარხანაში, Mercedes Benz Fashion Week Tbilisi გაიმართება. პროექტის დამფუძნებელი და „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია გადაცემა „ქალების ნარატივში“ აცხადებს, რომ წელს პროექტის ჩატარება გადაწყვეტილი არ ჰქონდა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ ქართველი დიზაინერები საერთაშორისო სცენიდან ნელ-ნელა ქრებიან, უფრო მასშტაბური ჩვენების მოწყობა გადააწყვეტინა. „საკუთარ თავთან ბრძოლა მქონდა, გავაკეთო და გავაგრძელო თუ არა ეს პროექტი, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ის, რასაც ამდენი წლის მანძილზე მე და ჩემი არაჩვეულებრივი გუნდი ვქმნიდით, ნელ-ნელა ქრებოდა იმ კუთხით, რომ ქართველი დიზაინერები საერთაშორისო სცენიდან ნელ-ნელა ქრებიან, ასე…

მეტი...

მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზიის კონკურსის სამეულშია

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ქართველმა კონკურსანტმა 161 ქულა დააგროვა. ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა (203 ქულით), ხოლო მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი (180 ქულით) გავიდა. პოლონეთმა და სომხეთმა საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭეს. ქართველი კონკურსანტი დღეს მერვე ნომრად გამოვიდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა I Believe/მჯერა შეასრულა. კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

მეტი...

საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო

საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო – ერთად ვუგულშემატკივროთ მარიამ ბიგვავას. ხმის მისაცემად გადადით ლინკზე: vote.junioreurovision.tv, უყურეთ ვიდეოკოლაჟს, შემდეგ ავტომატურად გადახვალთ ხმის მიცემის გვერდზე, მონიშნეთ საქართველო, მარიამ ბიგვავა და კიდევ ორი ქვეყანა. ხმის მიცემის დასრულებისთვის შეასრულეთ მარტივი მათემატიკური ამოცანა (მაგ. 2+2; 8-4) და დაადასტურეთ ხმის მიცემა. ხმის მიცემა შეწყდება 11 დეკემბერს, 19:00 საათზე, საბავშვო ევროვიზიის შოუს დაწყებისას. ხმის მიცემა განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე. ამ დროს შეგვიძლია, უკვე მეორედ მივცეთ ხმა მარიამ ბიგვავას. ხმის მიცემა მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდება. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს, რათა მეოთხედ გავიმარჯვოთ საბავშვო ევროვიზიაზე. ერევანში, საბავშვო ევროვიზიაზე…

მეტი...

TIME-მა „წლის გმირებად” ირანელი ქალები დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებით გამოწვეული მიმდინარე პროტესტების ფონზე ირანელი ქალები „2022 წლის გმირებად” დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ინსტაგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. „TIME-ის ვერსიით ირანის ქალები „2022 წლის გმირები” გახდნენ. მოძრაობა, რომელსაც ისინი უძღვებიან წინ, არის განათლებული, ლიბერალური, სეკულარული, აღზრდილი უფრო მაღალი მოლოდინებით. ისინი საერთოდ არ ჰგვანან მათ, ვინც მათ წინ იყო, ისინი თავს უფრო ტრანსნაციონალურ თაობა Z-ად თვლიან, ვიდრე ირანელებად”, – წერს TIME. გამოცემა აღნიშნავს, რომ სწორედ ქალებმა დაიწყეს ირანის ისლამური რესპუბლიკის 43-წლიან ისტორიაში ხანგრძლივი პროტესტი.

მეტი...

საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე – მარიამ ბიგვავა

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს მარიამ ბიგვავა სიმღერით I Believe წარადგენს. კონკურსი 11 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება. საბავშვო ევროფესიტავლის გამარჯვებულის ვინაობა სწორედ 11 დეკემბერს გახდება ცნობილი. მას ჟიური და მაყურებელი ერთად აირჩევს. ონლაინ ხმის მიცემა 9 დეკემბერს JESC.TV-ზე დაიწყება. ხმის მიცემა 3 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც შეიძლება.         

მეტი...

გელათში არსებული ვითარების შესასწავლად UNESCO-ს ექსპერტები მივიდნენ

გელათში არსებულ ვითარებას უცხოელი ექსპერტები სწავლობენ. სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მონასტერში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით უნიკალური ფრესკები, რომლებიც წვიმას გადაურჩა, ნესტის გამო  ძირს ცვივა.

მეტი...

„დადიანების სასახლის აღდგენა იწყება”- აშშ-ის საელჩო

„დადიანების სასახლის აღდგენა იწყება”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. ,,სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას.“ — წერს აშშ-ის საელჩო.

მეტი...

„არხოტული საფეხვნო“ – ორდღიანი დღეობა არხოტის ხეობაში

24-25 სექტემბერს, არხოტის ხეობის სოფლებში – ამღასა და ახიელში ს ადგილობრივი წეს-ჩვეულებების, ტრადიციების, კულტურისა და ყოფა-ცხოვრების მონაწილე და გამზიარებელი შეგიძლიათ გახდეთ. ,,არხოტული საფეხვნო“ (არხოტული შეკრება) ასე ჰქვია ორდღიან დღეობას, რომელიც ხეობაში იმართება.  დაგეგმილია სხვადასხვა შინაარსის აქტივობა: სოფელშივე მოხარშული ლუდის დაგემოვნება – კოდის გახსნა; ხინკლის მასტერკლასი; ღაბახი – იგივე ყაბახი; დოღი – ტაბლის დალოცვა; დოღში გამარჯვებულთა დაჯილდოვება. შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ, გაიცნოთ და მოისმინოთ რამდენიმე თაობის ხევსურ პოეტთა შემოქმედება: ტარიელ ხალხელაური, თორნიკე ნაროზაული, მამუკა ოჩიაური, გიორგი არაბული. აღსანიშნავია, რომ არხოტს ასევე  ესტუმრებიან საქართველოს და ჩრდილო კავკასიის მთიანი კუთხეების წარმომადგენლები. ღონისძიება, ემსახურება არა მარტო…

მეტი...

ვიოლინოთი შესრულებული ჰიმნი – ქართულ-გერმანული ოჯახის სოლიდარობა უკრაინას (ვიდეო)

გერმანიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ, ბელა ბერკემერ-მახარაძემ, ქალიშვილთან ნინა ბერკემერთან ერთად უკრაინას სოლიდარობა საკუთარი შემოქმედებით გამოუცხადა. დედა-შვილმა უკრაინის ჰიმნი ვიოლინოზე შეასრულა. „ეს არის ჩვენი მოკრძალებული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“  – ამბობს ბელა ბერკემერ-მახარაძე.  

მეტი...

„1993 წლიდან ტკივილს ვატარებ“ – დემნა გვასალია უკრაინასა და საქართველოზე

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს, დემნა პარალელებს ავლებს ორ ქვეყანაში დატრიალებულ ტრაგედიაზე:   “უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა იმ წარსული ტრავმის, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც. ეს ისეთი რამ არის რაც ყოველთვის შენში რჩება. ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. ასეთ დროს, მოდა კარგავს არსებობის უფლებასაც. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. მე ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან,…

მეტი...

ალა პუ­გა­ჩო­ვამ ოჯახ­თან ერ­თად რუ­სე­თი და­ტო­ვა

ალა პუ­გა­ჩო­ვამ რუ­სე­თი, ოჯახ­თან ერ­თად, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით და­ტო­ვა – ინ­ფორ­მა­ცია უკრაინულ მე­დი­ა­ში ვრცელდება. თვითმხილ­ვე­ლის თქმით, მან პუ­გა­ჩო­ვა უმ­ცროს შვი­ლებ­თან ერ­თად, ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტში შე­ნიშ­ნა. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ალა ბო­რი­სოვ­ნა კერ­ძო თვიმთფრი­ნა­ვით სარ­გებ­ლობს. ვარ­სკვლა­ვურ ოჯახს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის ფაქ­ტი არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, თუმ­ცა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე ერთი კვი­რაა, რაც რუ­სეთ­ში აღარ არი­ან.

მეტი...

ქართული თეატრის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს თეა წულუკიანიც დაესწრო

გუშინ, 14 იანვარს ქართული თეატრის დღე იყო. დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლი „იდუმალი ვარიაციები“ აჩვენეს. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. კონკურსი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებით ჩატარდა. თეა წულუკიანმა განცხადებაც გააკეთა: “მინდა, ყველას ვუსურვო წარმატებები და დავპირდე, რომ მომავალ წელს, 14 იანვარს შევხვდებით კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო განვითარებულები ინფრასტრუქტურულად და ინსტიტუციურად”.  

მეტი...

პარლამენტის სასახლეში „მზის შვილების“ ბენეფიციარების მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

პარლამენტის სასახლეში არსამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“  ბენეფიციარების და მათი მშობლების მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პარლამენტის წევრებმა საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. „წინასაახალწლოდ, საქართველოს პარლამენტში, ორგანიზაცია „მზის შვილების“ მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა უკვე ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. სასურველია თუ მსგავსი ღონისძიებები სხვა დროსაც გაიმართება, რადგან აქსესუარების და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაციის ბენეფიციარების საჭიროებებს ხმარდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის წევრის, რიმა ბერაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო აქსესუარების დამზადებაში „მზის შვილების“ ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულები და ხელნაკეთი ნივთები…

მეტი...

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ რობერტ სტურუა დაინიშნა

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა, ხოლო 4 თეატრში ამ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა. თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა დაინიშნენ. სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებათ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი…

მეტი...

Netflix-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 24 იანვარს გაიმართება

ჭადრაკის ლეგენდა Netflix-ის წინააღმდეგ – ნონა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი კალიფორნიაში 24 იანვარს გაიმართება. თავდაპირველად Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა, სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა სასამართლო სხდომა. მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ სერიალ “ლაზიერის გამბიტის”(The Queen’s Gambit) რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე შეცდომით კი არა, განზრახ დაამახინჯა. მსოფლიოს მრავალ გზის რეკორდსმენი სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების თქმით, მათ შეძლეს გამოეკითხათ სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი, რომელმაც თავის ჩვენებაში აღიარა, რომ კარგად იცნობდა ნონა გაფრინდაშვილის ბიოგრაფიას. “ჩვენ, ამ ეტაპზე, უნდა ვაჩვენოთ სასამართლოს, რომ Netflix-მა ეს გააკეთა განგებ. მას ჰქონდა ამის ცოდნა, ან მან მოახდინა…

მეტი...

საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2021-ზე ნიკო ქაჯაია წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 2021, რომელიც წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს 10 წლის ნიკო ქაჯაია წარადგენს. ნიკო მილიონობით მაყურებლის წინაშე სიმღერით  „Let’s Count The Smiles” – “დავაგროვოთ ღიმილები” წარსდგება. უკვე მეოთხე წელია საბავშვო ევროვიზიაზე პირველი არხის პროექტის “რანინა” გამარჯვებული მიემგზავრება, რომელიც შიდაშესარჩევი კონკურსია. ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

მეტი...

“მომხრე ვარ, არავაქცინირებულ ადამიანებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ის მომხრეა, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ძირითადად, პროფესიული ნიშნით) ვაქცინაცია იყოს სავალდებულო. მისივე თქმით, ის მომხრეა იმისიც, რომ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე აუცრელ ადამიანებს წვდომა შეეზღუდოთ, მაგრამ, მისივე თქმით, ამ რეგულაციის შემოღებისთვის საჭიროა, ვაქცინირებულთა რიცხვი უფრო მეტად გაიზარდოს.  “ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ვარ მომხრე იმისთვის, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ეს იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ, ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად, პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები. გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ…

მეტი...

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში ვენახის გამო უჩივის

ბრედ პიტი ყოფილ მეუღლეს, ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის. მსახიობმა ლუქსემბურგის სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. საქმე ეხება მსახიობების საერთო ვენახებს საფრანგეთში. გავრცელებული ინფორმაციით, ჯოლის შატო მირავალის ვენახების გაყიდვა პიტთან შეუთანხმებლად სურდა. ვენახები, სახლთან ერთად, 160 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

მეტი...

ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“. 2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს ითვლის. მონაწილეობა 80-ზე მეტ ფილმში აქვს მიღებული.

მეტი...

ლიტერატურულ კონკურსს, რომლის ჟიურის წევრადაც კულტურის მინისტრის მრჩეველი დაინიშნა, პროტესტს მწერლები და ჟიურის წევრები უცხადებენ

მწერლების ბოიკოტი “ლიტერას”  – მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები და გამომცემლები ლიტერატურულ კონკურსში ჟიურის მეხუთე წევრის – იოსებ ჭუმბურიძის დანიშნვას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჭუმბურიძე წარმოადგენს კულტურის მინისტრის მრჩეველს და მათთვის მიუღებელია სამინისტროს ამგვარი ჩარევა ლიტერატურულ პროცესებში. როგორც ლიტერატურული წრის წარმომადგენლები ამბობენ, კონკურსი 5 წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის თავისუფალი იყო პოლიტიკური სარჩულისგან. მწერლების პროტესტს შეუერთდნენ ჟიურის წევრები. ჟიურის დატოვების შესახებ განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს  ოქტაი ქაზუმოვმა, რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა და ბელა წიფურიამ. ლიტერატურული პრემია “ლიტერას” 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი იყო წარმოდგენილი. საკუთარი ნაწარმოები კონკურსიდან 20-მდე ადამიანმა მოხსნა.

მეტი...

რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

რუსთაველის თეატრის დასი, მიუხედავდ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებისა, რუსეთში მაინც გაემგზავრება. სანამ გასტროლებზე მსახიობები წავლენ, მოსკოვში უკვე გაფრინდა რეჟისორი რობერტ სტურუა. რობერტ სტურუა ემიჯნება საზოგადოების კრიტიკას და ამბობს, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს. “წინასწარ მივდივარ სცენა, რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27-ში და უნდა ითამაშონ. მე იცი რა მაკვირვებს, ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება და როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძალიან ტაშით ხვდებით. ხელოვნებას არა აქვს საზღვარი. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, თუ რას აკეთებს საქართველო მაშინაც კი, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსებმა,” – განაცხადა რობერტ სტურუამ მოსკოვში გამგზავრების წინ.

მეტი...

“სად არის ჩემი ფული?! ” – მუსიკოსები პარლამენტს მიმართავენ

საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით, 400-მდე ხელოვანი პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართავს. მუსიკოსების თქმით, მათი ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას, ხშირ შემთხვევაში ჰონორარების განაწილების პრინციპი ირღვევა. პრობლემებზე სასაუბროდ დღეს ხელოვანებმა ბრიფინგი გამართეს.”კონკრეტული კანონები, რომელიც დღეს არსებობს, იმდენად ბუნდოვანია, რომ ფაქტობრივად არარსებულია. ჩვენი თხოვნაა, რომ კანონმდებლობის დონეზე ეს კანონები, რაც საავტორო უფლებებს და საავტორო უფლებებით ანაზღაურებას ეხება, გახდეს კონკრეტული, გამჭვირვალე და ავიდეს საკანონმდებლო დონეზე,” – აღნიშნა მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა. მომღერალი რომა რცხილაძე ამბობს, რომ კულტურის სფეროს სათანადო მხარდაჭერა, ხელოვან ხალხს კი გაფრთხილება სჭირდება. “სად არის ჩემი ფული?! – ჩვენ ხელოვან ხალხს გაფრთხილება გვჭირდება. კულტურას, თუ…

მეტი...

პრიმაბალერინას კონტრაქტი ოფიციალურად შეუწყვიტეს

ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ვერ ითანამშრომლებს. თეატრმა პრიმაბალერინას კონტრაქტი ოფიციალურად შეუწყვიტა. როგორც თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. „ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ თეატრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, თეატრმა, ნინო ანანიაშვილის (ხელმძღვანელის პოზიციაზე)  ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე,  დასის უპატივცემლობად ჩათვალა, რაც კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი გახდა.   „ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში…

მეტი...

მერიის ორგანიზებული საახალწლო სატელევიზიო კონცერტები ხვალ სრულდება

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი საახალწლო პროექტები დასასრულს უახლოვდება. 13 იანვარს, კომპანია “Bukajazz Entertainment”-ის  ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტელეკომპანია “იმედის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საახალწლო კონცერტში, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაიცემა, მონაწილეობას მიიღებენ ყველა თაობის ქართველი საესტრადო შემსრულებლები. „აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად  შეიქმნა კომპოზიციების ახალი ვერსიები, ნიკოლოზ რაჭველის, ბუკა კარტოზიას და რუსუდან მორჩილაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიება პირდაპირ ეთერში 22:30 საათზე დაიწყება. 14 იანვარს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ქართული ესტრადის მონაწილებით საუკეთესო ჰიტებისგან შემდგარი საახალწლო კონცერტი გადაიცემა. 13 და…

მეტი...

თემურ წიკლაური ცოცხალია და ჰოსპიტალში მკურნალობს 

გავრცელებული ინფორმაცია მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ჭორია. მომღერალი “კოვიდ 19”-ის დიაგნოზით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ. თემურ წიკლაურის კოვიდინფექციის შედეგად გამოწვეული თანმდევი დაავადებების გამო, თემურ წიკლაური რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ოჯახის თქმით, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებსა და გარკვეულ საინფორმაციო გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ბუმბერაზ ადამიანს – თემურ წიკლაურს.   

მეტი...

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია კანონი და სამართლის ლიდერს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს ოლქში, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს: “ძვირფასო  მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს!  თავისუფლება ლომთა ხვედრია,” – წერს თაკო ჩარკვიანი.

მეტი...

კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 7 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო 11 იმპორტირებული შემთხვევაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო 11 იმპორტირებული შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, იმპორტირებული შემთხვევებიდან  2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 67 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. შედეგად 13 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან, 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 308 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 117 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მეტი...

გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ამჯერად, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი უმასპინძლებს. სრულიად განახლებული და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცით, მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეიდან მიიღებს.   მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო. „დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქალაქს კულტურული და ტურისტული მნიშვნელობის კიდევ ერთი ობიექტი შეემატა – ჩვენი დიდი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმი, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში, მუზეუმების გაერთიანებამ იმუშავა. განახლებულ სივრცეში, სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრი ინფორმაციაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, მუზეუმებისა და…

მეტი...

მსახიობები საერთო გრიმსა და „კოსტუმებს“ ვერ გამოიყენებენ – რა რეგულაციები დაწესდა ხელოვანებისთვის   

„ინდივიდუალური გრიმი და „კოსტუმი“ – ასეთია  უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება  დახურულ სივრცეში რეპეტიციებთან დაკავშირებით. დღევანდელი გადაწყვეტილებით, შემოქმედებითი საქმიანობისთვის რეპეტიციები დასაშვები ხდება, თუმცა, შეზღუდვები მკაცრია. როგორც როგორც  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ „მედიაცენტრ მთავართან“  საუბრისას განაცხადა, ერთი ჯგუფისთვის რეპეტიცია 2 საათზე მეტი დროით ვერ გაგრძელდება.   „რაც შეეხება შემოქმედებთ საღამოებს, ეს ფიზიკურად ვერ განხორციელდება რეპეტიციების გარეშე. ამიტომ, გადაწვეტილებით, რეპეტიციებზეც გარკვეული რეგულაციები იმოქმედებს. კერძოდ, 10 ადამიანზე მეტი არ უნდა მოექცეს ერთ სივრცეში; უნდა ხდებოდეს საგრიმიოროში ერთი გრიმის გამოყენება ერთი მსახიობის მიერ; კოსტიუმები და ტანსაცმელი უნდა იყოს ინდივიდუალური ან ყოველი გამოყენების შემდეგ…

მეტი...

გარე სივრცეში 200 ადამიანის შეკრება დასაშვებია – რა რეგულაციები ამოქმედდა კულტურული ღონისძიებებისთვის?!

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები ხდება კულტურული ღონისძიებების ჩატარება. საუბარია ღია სივრცეებში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე, სადაც მაქსიმალური ლიმიტი  200 ადამიანია. როგორც  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, დღეიდან რეპეტიციებიც დაშვებულია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. „კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი საკითხები: სკრინინგის განხორციელება, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, 5 კვ მეტრზე ერთი ადამიანის განთავსება და  სადეზინფექციო სამუშაოები. ბიზნესს მოუწევს ადაპტირება, თუმცა, ეს  გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით. ღია სივრცეებში, სადაც კონკრეტული შემოქმედებითი თუ კულტურული ღონისძიებები დაიგეგმება, ადამიანთა მაქსიმალური ოდენობა 200-ზე მეტი არ უნდა იყოს  “ – განაცხდა ბექა ფერაძემ…

მეტი...

გელათის კომპლექსის რეაბილიტაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება სამუშაოების შემსრულებელს მოუწევს

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში დაშვებულ შეცდომებს სამუშაოების  შემსრულებელი –  „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ გამოასწორებს. შეგახსენებთ, რომ სამონასტრო კომპლექსში ხარვეზები 2020 წლის მარტში თვეში დაფიქსირდა. საუბარია კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვაზე.  „გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფექტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავდა. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საბურველის ნაწილის პრობლების გადაჭრის პროცესი ფინანსური კუთხითაც კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი და მასში სახელმწიფო სახსრები არ დაიხარჯება. მიმდინარე პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კვლავაც სარესტავრაციო პირობების განუხრელ…

მეტი...

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სოციალურ ქსელში სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენებას იწყებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სოციალურ ქსელში სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენებას იწყებს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დიმიტრი ხვთისიაშვილის თქმით, დღეიდან, ყოველდღიურად თეატრი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი ორი სპექტაკლის ჩანაწერს აჩვენებს. სპექტაკლების შესახებ ინფორმაცია კი ყოველდღიურად განახლდება. „20 მარტი მსოფლიო საბავშვო თეატრების საერთაშორისო დღეა. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩართულია მსოფლიო საბავშვო თეატრების ფერხულში. აქედან გამომდინარე, ჩვენც აღვნიშნავთ დღევანდელ დღეს. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამ თარიღის ფართო აღნიშვნის არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია. გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ სოციალური ქსელი და ჩვენი პატარებისათვის და მოზარდთათვის გიჩვენებთ ორი სხვადასხვა ასაკის მაყურებელზე გათვლილ გათვლილ წარმოდგენას. დღეს ჩვენ ვიწყებთ ქართული ხალხური…

მეტი...

თორნიკე ყიფიანის საევროვიზიო სიმღერას მილიონი ნახვა აქვს (ვიდეო)

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს ევროვიზიის ოფიციალურ არხზე მილიონამდე ნახვა აქვს. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია. სოციალურ ქსელში თორნიკე ყიფიანის სიმღერას სხვადასხვა ვლოგერები ემხაურებიან და საერთო ჯამში ამჟამად 41 ქვეყნიდან მე-14 ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, ისიც რომ “ახალი კორონავირუსის” გავრცელების გამო, შეიძლება ევროვიზიის კონკურსი გადაიდოს და არ ჩატარდეს მაისში.

მეტი...

თორნიკე ყიფიანის ვიდეოს 400 000-ზე მეტი ნახვა აქვს (ვიდეო)

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს ევროვიზიის ოფიციალურ არხზე 400 000-ზე მეტი ნახვა აქვს. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია. სოციალურ ქსელში თორნიკე ყიფიანის სიმღერას სხვადასხვა ვლოგერები ემხაურებიან და საერთო ჯამში ამჟამად 41 ქვეყნიდან მე-14 ადგილზე იმყოფება.

მეტი...