“მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე ქვეყანა აირიონ” – თეა წულუკიანი

“ეს ოპოზიციური ძალები, ვინც გუშინ და დღეს საოლქო კომისიის შენობების წინ არიან, ატყუებენ საკუთარ ამომრჩევლებს, რომ თითქოს ისინი არიან ბევრნი და წუთი წუთზე ქვეყანაში რევოლუციური სცენარი დაიწყება და გადატრიალდება ქვეყანა, რაც არის სიცრუე. ამასთან, ისინი პირდაპირ ახდენენ ზეწოლას საარჩევნო სისტემაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის მიზანს არ წარმოადგენს ხმების გადათვლა.

„მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე ქვეყანა აირიოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ძალა და რესურსი არა აქვთ. მას ამის უფლებას არც ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები მისცემს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე ქვეყანა აირიონ” – თეა წულუკიანი”

  1. 1ნინია

    ვერ ეღირსებიან მაგას ვერასადროს

Comments are closed.