რუსეთს ფედერაციის პრეზიდენტი მორიგ განცხადებას აკეთებს და დასავლეთს „უგუნური პოლიტიკის“ გამო აკრიტიკებს. როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, დასავლეთი აქტიურად ცდილობს რუსეთს მეგობრები ჩამოაშოროს. „დასავლელი ოპონენტები ცდილობენ, დაპირებებითა და შანტაჟით დაარწმუნონ ჩვენი მრავალი პარტნიორი, რომ შეაჩერონ რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა. რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად ეკიდება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას და ჩვენ ვასრულებთ სრულად. დროულად ვასრულებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიღებულ შეთანხმებებს და საერთოდ, ჩვენს შეთანხმებებს სრულად ვასრულებთ“, – აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
მეტი...დღე: მაისი 24, 2023
„ველოდებით, რომ სამიტის დასასრულს მიღებული იქნება ძლიერი კომუნიკე“ – ხავიერ კოლომინა
საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტისგან, საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდებიან. „ველოდებით, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დასასრულს მიღებული იქნება ძლიერი კომუნიკე. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო იქნება ამ პოლიტიკური კომუნიკეს ნაწილი იმ აქცენტით, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეხება“ – აღნიშნა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ მედიასთან. მისი შეფასებით, ამ ეტაპისთვის ისევ გადაწყვეტის პროცესში იმყოფებიან, თუ როგორ წარიმართება ვილნიუსის სამიტი. „ველოდებით, რომ საქართველო სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მთავარი არ არის, ვინ ესწრება სამიტს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვართ საქართველოსთან დაკავშირებული და იმის მიუხედავად,…
მეტი...„ჩვენი პოზიცია შეშფოთების პოზიციაა, მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს“ – ხავიერ კოლომინა
„ფრენების განახლების შესახებ მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია, რომლებსაც ვკითხულობდით და ვხედავდით, შეშფოთების საგანია ჩვენთვის“ – აცხადებს საქართველოში სტუმრად მყოფი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა. ნატო-ს წარმომადგენლის შეფასებით, რეაქციები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან და მთავრობის წევრისგან რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო მოისმინა. შემაშფოთებელია. „ერთგული ვართ “ღია კარის” პოლიტიკის და იმ გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ბუქარესტში 2008 წელს მივიღეთ. ამავდროულად, ვამბობდით და მეც ბევრჯერ მითქვამს, რაც ეს თანამდებობა დავიკავე რამდენიმე წლის წინ, რომ არის რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს. შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან, და…
მეტი...„ბახმუტისთვის ბრძოლაში 10 000 ყოფილი პატიმარი დაიღუპა“ – „ვაგნერის“ დამფუძნებელი
სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი უკრაინასთან ომში რუსეთის მარცხზე საუბრობს და ზარალს ასახელებს. ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტისთვის ბრძოლაში 10 000 ყოფილი პატიმარი დაიღუპა. „ვაგნერში“ აყვანილი იყო 50 000 პატიმარი, საიდანაც დაახლოებით 20% დაიღუპა. მისი თქმით, დანაკარგის ანალოგიური წილია დაქირავებული მებრძოლების სხვა კატეგორიაშიც“ – აღნიშნა მან.
მეტი...„ოლიგარქს ჯიბეში აქვს ჩადებული საქართველოს მთავრობა“ – გიორგი ბარამიძე
„საქართველოს რუსეთი ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე აბრუნებს“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ. „მეგობრებს კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხის ამოცანა და მიზანია, საქართველო გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. მოღალატეობრივი რეჟიმი ყველაფერს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ აკეთებს, საქართველოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე აბრუნებს“ – აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა ბარამიძემ მედიასთან. მისი შეფასებით, ნატო-სა და ევროკავშირის წევრებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. „იციან, რომ საქართველო რუს ოლიგარქს აქვს მიტაცებული; ის, რომ საქართველოს მთავრობაში რუსეთის მაფიის ქართული ფილიალი მოქმედებს, რომელსაც…
მეტი...„ბიძინა ივანიშვილს თავი უნდა მოძვრეს“ – გიორგი ვაშაძე
“როგორც კი ივანიშვილი არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ნატოშიც და ევროკავშირშიც შევალთ“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნატოსა და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ისე ფართოდ გაიღო, როგორც არასდროს. მისი შეფასებით, ამ შანსის გამოყენებას მხოლოდ ერთი რამ უნდა, ბიძინა ივანიშვილს „თავი უნდა მოძვრეს“. „როგორც კი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მერწმუნეთ, ჩვენ ნატოშიც და ევროკავშირშიც შევალთ“ – აღნიშნა, მან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ. „ერთი თავი უნდა მოძვრეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავი. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ამ ქვეყნის…
მეტი...,,პუტინს მეტი რომ შეეძლოს, ამას უკვე გააკეთებდა”- კურტ ვოლკერი
პუტინს მეტი რომ შეეძლოს, ამას უკვე გააკეთებდა – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლ კურტ ვოლკერმა განაცხადა. ვოლკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები არ გადასცემენ უკრაინას გარკვეული ტიპის იარაღს იმის გამო, რომ „ე.წ. წითელი ხაზები უნდა იყოს დაცული, რათა არ მოხდეს პუტინის პროვოცირება“. ,,ეს აბსოლუტურად არასწორია. მე საერთოდ არ მესმის. პუტინს რომ შეეძლოს რაიმე მეტი, ის უკვე გააკეთებდა. ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და ის ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ვოლკერმა.
მეტი...რუსული მხარის ცნობით, ყირიმში ოლენა ზელენსკას ბინის “ნაციონალიზაცია მოახდინეს”
რუსების მტკიცებით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მათ უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ბინის “ნაციონალიზაცია” მოახდინეს. მათივე განცხადებით, მისი გაყიდვიდან მიღებულ თანხებს ომის „საჭიროებისთვის“ გამოიყენებენ. ზელენსკას ბინის გარდა, ოკუპანტებმა კიდევ 57 ქონება მიითვისეს, რომლებიც, rosZMI-ის ცნობით, უკრაინელ ოლიგარქებს ეკუთვნის. მათ შორისაა სავაჭრო ზონა “სკაი პლაზა”, რომლის ბენეფიციარი ყოფილი პრემიერმინისტრი არსენ იაცენიუკია. ე.წ. „ყირიმის სახელმწიფო საბჭოს სპიკერმა“ ვოლოდიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ იალტაში ზელენსკას „ნაციონალიზებული“ ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხები გამოყენებული იქნება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის „მოთხოვნილებებისთვის“. მისივე თქმით, თანხები ომში დაღუპული ოკუპანტების ოჯახების დახმარებას მოხმარდება.
მეტი...,,სიკვდლს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად”- გლდანში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა
გლდანში, მესამე მიკრორაიონში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში მოქალაქე ავრცელებს. მისი თქმით, შემთხვევის დროს ლიფტში ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ,,დღეს სიკვდლს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა,”- წერს მოქალაქე გლდანის ფეისბუქ ჯგუფში.
მეტი...მკვლელობა თბილისში – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 მაისს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კანაფი ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 265-ე მუხლის 3-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ…
მეტი...,,ღარიბაშვილი, როცა ლაპარაკობს ცივილიზებულ სამყაროზე, ჯობია პირი ამოიკეროს”- ლევან ხაბეიშვილი
”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს აფასებს, ეხმიანება, რომელიც პრემიერმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა. ხაბეიშვილის თქმით, თუ ვინმე აქეზებს ომს საქართველოში ”რუსული ოცნებაა”. ,,ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან ანტონი ღარიბაშვილისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე უკრაინას უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ამერიკას უნდა, თურმე ცივილიზებულ სამყაროს უნდა, ეს არის ცხადია ტყუილი და ეს არის რუსული პროპაგანდა. თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში არის რუსული ოცნება, როცა ასი ათასობით რუსი შემოდის საქართველოში და არ დაგვავიწყდეს ხვალ შეიძლება პუტინმა თქვას, აი ამ რუსი მოქალაქეების დასაცავად მივდივარ მე…
მეტი...,,სისულელეა, მამალი სისულელეა – აბა მე მკითხეთ, მინდა თუ არა ვაშაძე ხელისუფლებაში” – იაგო ხვიჩია
”გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია ”სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადების ეხმიანება და მას სისულელეს უწოდებს. საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმად 50 000 პატრიოტმა ადამიანმა, ათი დღით უნდა გამონახოს რამდენიმე საათი, გავიდეს ქუჩაში და შეცვალოს ხელისუფლება. ,,სისულელეა, მამალი სისულელეა. 50 000 კაცს დაუძახო ქუჩაში, ისე რომ არ უთხრა, რისთვის ეპატიჟები, შეურაცხყოფაა. რანაირად ვცვლით ხელისუფლებას? როგორი იქნება ახალი ხელისუფლება? აბა მე მკითხეთ, მინდა თუ არა ვაშაძე ხელისუფლებაში, ან ვინმე სხვა, ასე ერთპიროვნულად. არასერიუზულია, 50 000 კაცს ქუჩაში ეძახდე და არ ეუბნებოდე რა გინდა. შენ უნდა მოხვიდე ”ქოცების” ნაცვლად? რა ძალაუფლება გექნება? სასამართლო როგორი იქნება? პროკურატურა როგორი…
მეტი...უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის – მედია
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კიევის ეპისკოპოსთა საბჭოზე ახალ საეკლესიო კალენდარზე გადასვლაზე შეთანხმდა. კალენდარი პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. საბოლოო გადაწყვეტილება სინოდმა 27 ივლისს უნდა დაამტკიცოს. ახალი კალენდრის მიხედვით, უკრაინა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და არა 7 იანვარს. ასევე შეიცვლება სხვა დღესასწაულების თარიღებიც. წმინდა ნიკოლოზის დღე კი, 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს აღინიშნება. მედიის ცნობით, აღდგომა და სამების დღესასწაული ძველებურად დადგინდება.
მეტი...ჟურნალისტმა ექიმის დანიშნულებით წამლები დალია და ანაფილაქსიური შოკი მიიღო – ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ (ვიდეო)
ჟურნალისტმა ექიმის დანიშნულებით წამლები დალია და ანაფილაქსიური შოკი მიიღო – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება. მიშა რობაქიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ,,ჩვენი კოლეგა თათია ნიკოლეიშვილი, რომელიც რამოდენიმე საათის წინ იმყოფებოდა სუპერმარკეტში, უეცრად დაკარგა გონება. სასწარო დახმარების მანქანამ მოიყვანა ”ნიუ ჰოსპიტალში”. ამჟამად იმყოფება შოკის განყოფილებაში, უმძიმეს მდგომარეობაში. უგონო მდგომარეობაში, ხელოვნურ სუნთქვაზე. ექიმები არასავალალო პროგნოზებს იძლევიან. გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, იქნებ ვინმეს გქონდათ კავშირი, თათია ნიკოლეიშვილთან. ის დილას იმყოფებოდა ექიმთან, მიიღო გარკვეული დანიშნულება, შესაბამისად შეიძინა წამლები და დალია. იქნებ, ისაუბრა და იცით რომელი წამალი აქვს მიღებული. თუ…
მეტი...,,რატომ უნდა იყოს ამერიკის საქმე, რაზე მოილაპარაკებს ორი სუვერენული სახელმწიფო”- ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ვაშინგტონის განცხადებები, რომ საქართველოს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს იმის გამო, რომ რუსეთთან ფრენები აღადგინა, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ზახაროვა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა ფრენებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ”საქართველო, ისევე როგორც რუსეთი, დემოკრატიული ქვეყანაა და იქ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას”. ,,ვაშინგტონის განცხადებები, რომ შეიძლება სანქციები დაუწესდეს საქართველოს იმის გამო, რომ რუსეთთან ფრენები აღადგინეს, სხვა არაფერია, თუ არა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა. რატომ უნდა იყოს ამერიკის საქმე, რაზე მოილაპარაკებს ორი სუვერენული სახელმწიფო. თუ აშშ ადამიანის უფლებებს პირველ ადგილზე აყენებს,…
მეტი...ძალადობა მოზარდზე – გოგონა მამას და ბიძას ადანაშაულებს
13 წლის გოგო მამას და ბიძას ძალადობაში ადანაშაულებს. მოზარდი აცხადებს, რომ შეყვარებულის ყოლის მიზეზით, ოჯახის წევრებმა სასტიკად სცემეს. როგორც მოზარდის დედა აცხადებს, გოგონას ჩვენების შემდეგ, ბიძაც და მამაც დააკავეს. ,,იმის ნიადაგზე, როცა გაიგო, რომ ბავშვს ჰყავდა შეყვარებული, სცემა, სულ წიხლებით სცემა ბავშვს ნეკნებში. ეს ყველაფერი პოლიციაშიც არის დაფიქსირებული, სადაც ბავშვი აფიქსირებს, რომ “ვეღარც კი ვსუნთქავდი ისე ცუდად ვიყავი, სამი დღე სკოლაშიც ვერ წავედი”. ბავშვს ეუბნებიან, ესეთ რაღაცას, სოციალურ მუშაკთან იტყვი ყველაფერ საპირისპიროს, რომ დედა გავიწროებს, იტყვი, რომ დედა ძალადობს შენზე,”- განუცხადა ტვ პირველს მოზარდის დედამ.
მეტი...,,ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში ამაზრზენი განცხადება გააკეთა”- გონჩარენკო
რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, ეხმიანება, რომელიც კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა. გონჩარენკო ღარიბაშვილის განცხადებებს ამაზრზენსუწოდებს. ,,საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში უბრალოდ ამაზრზენი განცხადება გააკეთა. მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, წუწუნებს, რომ ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობს (თუმცა სინამდვილეში ბრუნვა იკლებს) და ესაა ერთგვარი მიზეზი საქართველოსთვის, რომ გაზარდოს ვაჭრობა რუსეთთან. რა თქმა უნდა, მან “უკრაინელი პოლიტიკოსები” დაადანაშაულა, რომ მათ სურთ “საქართველო კონფლიქტში ჩაითრიონ”. ირაკლი, თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რომ ეს გამოვასწოროთ, თქვენ კი თქვენ ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ მიათრევთ, რომ…
მეტი...დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი უკრაინაში ჩავიდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა უსაფრთხოების არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ,,განვიხილეთ უკრაინის ნატოს პერსპექტივა ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტის კონტექსტში. მათ შორის უკრაინის ხედვა ევროპაში მშვიდობის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულის გამოყენებით,”- განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა. ბენ უოლესის თქმით, Storm Shadow რაკეტები იყო ამ ტიპის პირველი იარაღი, რომელიც უკრაინას პარტნიორებმა მიაწოდეს. ,,უკრაინამ მიიღო Storm Shadow-ს რაკეტები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია შორ მანძილზე. ეს არის პირველი შორი დისტანციის რაკეტები, რომლებიც უკრაინას მისმა…
მეტი...,,მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები”- კობახიძე
,,მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ეს მძიმე ინფორმაცია უნდა იყოს გაზიარებული საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც. ,,შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი. ამაზე მაღალი თანამდებობის პირი პრეზიდენტის შემდეგ არ არსებობს. დანილოვი პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას; მეორე, პოდოლიაკი, რომელიც გახლავთ დღემდე ზელენსკის მთავარი მრჩეველი. ის პირდაპირ საუბრობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ,…
მეტი...საქართველო რუსებისთვის მეორე ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა დასასვენებლად – ვოლკოვი
საქართველო რუსებისთვის თურქეთის შემდეგ მეორე ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა დასასვენებლად – ამის შესახებ რუსულ მედია TASS-ს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ეროვნული კავშირის (OSIG) პრეზიდენტმა ალექსეი ვოლკოვმა განუცხადა. ექსპერტის აზრით, საქართველო მაინც ვერ დაიკავებს თურქეთის ადგილს უცხოურ მიმართულებებს შორის პოპულარობით, ვინაიდან თურქეთს უფრო მეტი განსხვავებული დონის და ხარისხის შეთავაზება აქვს. ,,ასევე ეს [თურქეთთან მიმოსვლა] არის დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული ტრენდი რუსებს შორის, მაშინ როცა ისინი, ჯერჯერობით, “აკვირდებიან” საქართველოს. ამ ქვეყანაში ტურისტებს სხვა რამეებთან ერთად, ადგილობრივი სამზარეულო, მთები და ზღვისპირას დასვენება იზიდავთ” – განაცხადა ვოლკოვმა. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს…
მეტი...,,პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა, ყველა აქცენტი გაკეთდა”- ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ”არაჩვეულებრივს” უწოდებს. ,,პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა, ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, მის პოლიტიკას, მათ შორის შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს არამარტო სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებითაც. „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ეს არის გამოხატული არა მარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა…
მეტი...,,პრურუსი ბოტი”- გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილზე
,,ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეს იყო პრურუსი ბოტი, რომელსაც დაუწერეს თავიდან ბოლომდე გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯებით საუბრობს საქართველოს სახელით, ესაა ყველაზე დამღუპველი,”- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა. ,,კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უმძიმესი დარტყმა მიაყენა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას. გთხოვთ ყველას, ყურადღებით მოუსმინეთ ამ გასაუბრებას ბლუმბერგის ჟურნალისტთან მსოფლიო ლიდერების თვალწინ. იქ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერმინისტრი, არამედ პუტინის წარმომადგენელი. მან, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გადაწყვეტის რუსულ მოდელს, რომ…
მეტი...სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს. ,,ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს უკანონოდ მიეთვისებინა 57758 ლარი,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში. სკოლის დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით…
მეტი...სახელმწიფოს კუთვნილი 500 000 ლარის მითვისებისთვის 4 პირი პასუხისგებაში მიეცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, გულგრილობისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, პასუხიგებაში ოთხი პირი მიეცა, რომელთაგან დაკავებულ იქნა ერთი მეწარმე სუბიექტი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-სა და კახეთის რეგიონში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კოოპერატივს შორის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აფინანსებდა კოოპერატივის მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარის შეძენას, რისთვისაც მას გადაეცა თანხა 500 000 ლარის ოდენობით. ბრალდებულმა – კოოპერატივის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, სხვა კომპანიის ხელმძღვანელების…
მეტი...,,რუსეთის სათქმელს ამბობს”- გოცირიძე ღარიბაშვილზე
ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, ეხმიანება, რომელიც კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის სათქმელს ამბობს. ,,ეს თავგასულობა უკვე აღწევს მწვერვალს. ყველა ის მავნებლური განცხადებები, რაც კეთდებოდა საქართველოში უკვე გაიტანეს საგარეო ტრიბუნაზე. ორადორი ვისაც მსგავსი ენით საუბარი შეუძლია დღეს ეს არის პუტინი და ლუკაშენკო. ახლა მესამე გამოჩნდა ეს მავნებელი და რუსეთის სათქმელს ამბობს თავად” – განუცხადა რომან გოცირიძემ ტვ პირველს.
მეტი...,,არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არ იქნება”- თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გივი თარგამაძის განცხადებას ეხმიანება. მისი განცხადებით, არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არ იქნება. „როგორ მოახერხა ამის გამოთქმა, რადგან ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, დაწვაზე, მანქანების განადგურებასა და სხვა ტიპის ძალადობრივ აქციაზე იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ყველაზე ბოლოს მაშინ, როდესაც თავად გივი თარგამაძე იყო ხელისუფლებაში და უპასუხისმგებლოც რბილი შეფასებაა ამგვარ განცხადებასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არ იქნება რისკის დონეზეც კი…
მეტი...დემოკრატიის მაჩვენებელი საქართველოში – „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევა
„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 3.04-ს შეადგენს მაქსიმალური 7-დან. დემოკრატიის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირდა, დემოკრატიის წლევანდელი პროცენტი კი 33.93% შეადგენს. დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირდა 3,50-დან 3,25-მდე (ყველაზე მაღალი ქულა 7) ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო. ანგარიშში მაგალითებად კი მოყვანილია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელევიზიის დამფუძნებლების მიმართ სასამართლო დევნა, ასევე უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც შეარყია სარედაქციო დამოუკიდებლობა. „გასულ წელს, საქართველოში დემოკრატიას ყურადღებით აკვირდებოდნენ, რამდენადაც ქვეყანამ გადადგა შეთანხმებული ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ. თუმცა სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო დამოუკიდებლობა, მედიათავისუფლება…
მეტი...,,უკრაინელებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში”- ირაკლი ღარიბაშვილი
,,მინდა აგიხსნათ. თუ ჩვენ განვსჯით, ვთქვათ, ქვეყნის მუშაობას, მის დამსახურება უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენ ორივეს ვუსწრებთ წინ, ორჯერ, სამჯერ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი თქმით, თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, თუ საუბარია მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია გეოგრაფიის გამო, მიმდინარე ოკუპაციის გამო. „კვლავ ვიტყვი, რომ 20% კვლავ ოკუპირებულია. მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. არ მინდოდა ამაზე საუბარი. უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან. მათ საჯაროდ…
მეტი...უმძიმესი ავარია პოლონეთში – საჭეს ქართველი მძღოლი მართავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა პოლონეთში – 13 მაისს, 29 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გაჩერებულ Audi-ს დაეჯახა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი ფეხით დატოვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. 20 წლის ახალგაზრდები, რომლებიც „აუდის“ მანქანაში ისხდნენ შეჯახების დროს, დაშავდნენ, რის გამოც ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მეტი...ყირიმის ხიდზე ძლიერი დაკვამლიანებაა
ყირიმის ხიდზე ძლიერი დაკვამლიანებაა. შესაბამისი კადრები ტელეგრამ არხებით ვრცელდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, ე.წ. გუბერნატორი, სერგეი აქსენოვი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდი რაიონში მიმდინარე წვრთნების გამო დაკეტილია. მისივე თქმით, ხიდზე მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება. რამ გამოიწვია დაკვამლიანება ამ ეტაპზე უცნობია.
მეტი...,,სააკაშვილი ციხეში კი არ არის, კერძო კლინიკაშია, უკვე ერთი წელია”- პრემიერი
არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი შეცდომა ჩაიდინა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა. „მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე, უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი შეცდომა ჩაიდინა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის, ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში, კერძო კლინიკაშია, უკვე ერთი წელია. ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო…
მეტი...,,პირდაპირი ფრენები რუსეთთან მემგონი ჩვეულებრივი ამბავია”- ირაკლი ღარიბაშვილი
ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია არც ერთი სანქცირებული ავიახაზები არ იფრენს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან. ,,ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან. ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. რუსეთთან. თქვენ ბრძანეთ ფრენების შესახებ რუსეთთან. ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია არც ერთი სანქცირებული ავიახაზები არ იფრენს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობლები ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპის მიმართაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც…
მეტი...,,სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო”- მკვლელობა კახეთში
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დიდი ხნის ნაცნობს, 1969 წელს დაბადებულ ჟ.ტ.-ს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. გ.ხ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს,”- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მეტი...,,მე მშვიდობის ადამიანი ვარ”- ირაკლი ღარიბაშვილი
,,მე მშვიდობის ადამიანი ვარ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. პრემიერმა უპასუხა კითხვას, უჭერს თუ არა მხარს, უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, ჩინეთის მშვიდობის ფორმულას. ,,ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი ლიდერიდან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს. მოლაპარაკებებისკენ გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ. მე სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა,”- განაცხადა პრემიერმა.
მეტი...,,20% უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებულია, რა მოხდება ხვალ, არავინ იცის”- ირაკლი ღარიბაშვილი
,,ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყების დღიდან 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო და რა მოხდება ხვალ, არავინ იცის. „კითხვაზე რომ გიპასუხოთ გეტყვით შემდეგს, შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე…
მეტი...,,ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?!”- ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორმხრივი სანქციების დაწესების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ამის შესახებ პრემიერმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 2008 წელს, მსოფლიოში არავის ჰქონია სწორი რეაქცია. ,,საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენ ხალხს, თუ მსგავს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს, ორმხრივს, მაგრამ დავიწყებ იმის თქმით, რაც თავში თქვი, კარგად იცით, 2008 წელს გვქონდა ჩვენ ომი, თქვენ კარგად გემახსოვრებათ, გახსოვთ ვინმე ვინც დააწესა სანქციები რუსეთს მიმართ ჩვენი ომის დროს?! არავინ, არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია იმ ომის შემთხვევაში, ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე,…
მეტი...