ამ წუთებში, მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას აკეთებენ. მშობლებმა გადაწყვეტილება მიიღეს 24 საათიანი პროტესტი შეწყვიტონ. „ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლომდე იქნება დასრულებული. ასევე ფინანსთა სამინისტრო მზადაა, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს პრეპარატის შესყიდვას, ფინანსთა სამინისტრო დაუყოვნებლივ გამოყოფს თანხებს. ამიტომ, მშობლებმა გადავწყვიტეთ, შევწყვიტოთ 24 პროტესტი კანცელარიასთან. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე ყველა შეჯერდა რომ ეს არის ერთადერთი პრეპარატი აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალოდ. გახარებულები ვიქნებით მაშინ, როცა ჩვენი შვილები პირველ დოზას გაიკეთებენ“ – განაცხადეს მშობლებმა.
მეტი...დღე: მაისი 5, 2023
„ვეღარ დაგიჯერებთ რომ თქვენ ნიკო კვარაცხელიას საქმეს გახსნით და ხელისგულზე დადებულ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ!“ – ნიკო კვარაცხელიას დედა
მოკლული ახალგარდა ბიჭის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს. შვილმოკლული დედა გამოძიების დროულად დასრულებას ითხოვს და ეჭვი აქვს, რომ საქმე ხომ არ შეწყვიტეს. „ბატონო მინისტრო! მოგმართავთ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე, იქნებ ნიკო კვარაცხელიას საათის შესახებაც პირადად თქვენ ფლობთ ინფორმაციას ან პირადად თქვენთან ინახება, საათი რომელიც ქალაქის ცენტრში დახვრეტილ ახალგაზრდას მოპარეს და ალბათ სამომავლოდ შანტაჟისთვის გადაინახეს! ან იქნებ ისიც მითხრათ მეორე საქმედ გამოფილი ნაწილი როდის აღსრულდება, ყველაფერს აქვს დასასრული, მოთმინებით, ქრისტიანული მორალის დაცვით და განსაზღვრული უფლებებით მივუყვები საქმეს მაგრამ საპირისპიროდ ჩვენ განადგურებული დედები თითქოს ვტყუით (ან ვიღაცში…
მეტი...„ეს იყო აუცილებელი მოგერიება“ – სისხლიანი დაპირისპირება გოგებაშვილზე
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაკავებული კახაბერ კამლაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება და არა განძრახ მკვლელობა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი და ვესაუბრე. არსებული მდგომარეობით, ნამდვილად მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მან გასროლა თავის დაცვის მიზნით განახორციელა. დაცვის თანამშრომელია და იცავდა პირს, რომელსაც ესროლეს, მარგველაშვილს. ამბობს, გავიგონე გასროლის ხმა და ვნახე როგორ ესროლაო. ამის შემდეგ ვუთხარი „სდექ“ და მოვუწოდე იარაღის დაგდებისკენ-ო. ამის შემდეგ, მან მეორე ჯიბიდან ამოიღო „მაკაროვის“ ტიპის იარაღიო. მას განზრახული არაფერი ჰქონია. ეს იყო აუცილებელი მოგერიება“ – განაცხადა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ „მედიაცენტრ მთავართან“.…
მეტი...პანდემია დასრულდა, ჯანმომ პანდემიის სტატუსი გააუქმა
კორონავირუსის პანდემიის სტატუსი ოფიციალურად გაუქმებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის – ტედროს ადანოს განცხადებით, ჯანმო რეკომენდაციას იძლევა გლობალური განსაკუთრებული ვითარების დასრულების შესახებ. „საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მეთხუთმეტედ შეიკრიბა და რეკომენდაცია გამიწია, გამომეცხადებინა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე მივიღე ეს რჩევა. ამიტომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ. იმედით ვამბობ, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც გლობალური განსაკუთრებული ვითარება ჯანდაცვის სფეროში. ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19 მთლიანად გაქრა. ის არ გამქრალა. ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში რეანიმაციაში ებრძვის ამ დაავადებას. ვირუსი არსად არ მიდის. იგი მცირდება და მუტაციას განიცდის. ჯერ კიდევ არსებობს…
მეტი...ჯანდაცვის უწყება აქონდროპლაზიის მართვის გაიდლაინს დაჩქარებულ ვადებში შეიმუშავებს
ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აქონდროლაზიის მართვის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სამინისტრო და ექსპერტების ჯგუფი მზად არიან, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინის შექმნა. თამარ გაბუნიას განმარტებით უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ მწარმოებელ კომპანიასთან. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ პრეპარატის უსაფრთხოდ დანერგვისთვის აუცილებელია იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია და შესაბამისი მართვის სისტემის დანერგვა. იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის…
მეტი...„საქართველოში რუსი ტურისტები არ არიან, ისინი მიგრანტები ან ლტოლვილები არიან, ვინც გამოიქცნენ“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“
„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ტურისტულ ნაკადსა და ტურისტულ სეზონზე ისაუბრა რა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსი ტურისტები არ არიან. მისი შეფასებით ლტოლვილებად თუ მიგრანტებად უფრო განიხილებიან, ვიდრე ტურისტებად. „სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატება თბილისში, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან. ეს გადასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ, ლტოლვილების, მიგრანტების თუ სხვა“ – განაცხადა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისი თქმით 2023 წლის პირველი კვარტალი რთული იყო, თუმცა, პოზიციური მოლოდინი არსებობს. „საკმაოდ რთული…
მეტი...საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას. ,,ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონია არ ჩატარებულა”, – განაცხადა ელჩმა სიფიო ქაცარავამ. მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში…
მეტი...,,მივიღეთ სიტყვიერი დაპირება პროტოკოლის დამტკიცების ვადაზე”- მშობლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინიტროში
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს, იშვიათი დაავადების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა შორის შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი შეხვედრის დეტალებს ავრცელებს. ,,მორიგი შეხვედრა დასრულდა ჯანდაცვის სამინისტროში. 1. გავეცანით ექიმების სამუშაო ჯგუფს, რომლებიც პროტოკოლზე მუშაობენ და გაგვაცნეს, რა ეტაპზე არიან ახლა. მათგან მივიღეთ სიტყვიერი დაპირება პროტოკოლის დამტკიცების ვადაზე – მაქსიმუმ 10 ივნისი. 2. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლისგან მივიღეთ მზაობა, რომ ერთი დღე იქნება მათთვის საკმარისი, პროტოკოლის დამტკიცებიდან, ვოსორიტიდისთვის საჭირო თანხის გამოსაყოფად. 3. ბიომარინთან კომუნიკაციის დეტალებს გავეცანით – არის წინსვლა, თუმცა აქ ვადები ბუნდოვანია. 4. რაც მთავარია, სახალხო დამცველის…
მეტი...ხანძარი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში – საწყობები იწვის
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში აალებადი სითხეებისა და რეზინების საწყობებში მასშტაბური ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ხანძარი 4 000 კვადრატულ მეტრამდე გავრცელდა. ხანძარმა ორი საწყობსა და ტყეზეც გავრცელდა. უწყება დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.
მეტი...,,ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი”- პროკურატურა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა აცრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის ფსიქიკური…
მეტი...ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს „ჯაშუშობის“ ბრალდებით 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დაკავებულის ადვოკატზე, ავთანდილ ჭკადუაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი თაკალანძის მიმართ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვის ვადით [საერთო რეჟიმის კოლონიაში] მოსახდელად“, – განაცხადა ჭკადუამ. ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს. „თაკალანძე ქრისტინე ველოდიევნა დამნაშავედ ცნო აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე („ჯაშუშობა“) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში. თაკალანძის…
მეტი...,,უკრაინის ომბუდსმენმა მიმართა პენიტენციურ სისტემას, რომ პირადად მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი”- გიული ალასანია
,,უკრაინის ომბუდსმენმა მიმართა ჩვენს პენიტენციურ სისტემას, რომ პირადად მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. კიევში, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისში სააკაშვილის საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დისტანციურად ესწრებოდა გიული ალასანია. „შეხვედრის თემა იყო მიხეილ სააკაშვილი. ის უკრაინის მოქალაქეა და გაკვირვებული ვარ, რომ ადამიანები, რომელთაც ომი აქვთ ქვეყანაში და იბრძვიან, კიდევ პოულობენ დროს და არცერთი წუთი არ შეუწყვიტავთ ჩემს შვილზე ზრუნვა. წარმოადგინეს ის თარიღები და ფაქტები, რა როგორ მოხდა. მისი დაპატიმრება, შიმშილობა, როგორ იცვლებოდა შენობები, სადაც ის იყო მოთავსებული, ყველაფერი აქვთ აღნიშნული ისე დეტალურად, რომ ჩვენ სალაპარაკო…
მეტი...,,არც სიმონიანია ჰიტლერი, არც კალაძეა ბეთჰოვენი”- მიხეილ სარჯველაძე
,,არც სიმონიანია ჰიტლერი, არც კალაძეა ბეთჰოვენი,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც კრემლის პროპაგანდისტის, მაგარიტა სიმონიანის განცხადებას გამოეხმაურა. ,,კალაძეს, არ მგონია, ამ შემთხვევაში, რომ კრიტიკა შეიძლება ეკუთვნოდეს იმის გამო, რომ სხვა მას აქებს… მაგალითად, ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ამის გამო ეს ბეთჰოვენის ნაკლია თუ ჰიტლერზე შეგიძლიათ… არ შეიძლება ასე ვილაპარაკოთ. პარადიგმაა თვითონ არასწორი. არც ერთი შედარება არ გააკეთოთ, ოღონდ პიროვნებებზე. არც სიმონიანია ჰიტლერი, არც კალაძეა ბეთჰოვენი,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ცნობისთვის მარგარიტა სიმონიანი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში ქართული ღვინისა და სოფლის…
მეტი...,,ვეძებთ ხელებს, ვისაც მუშაობა უნდა” – შალვა ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”
,,რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი კადრი გადის საქართველოდან. ყოველდღე მესმის – ვეძებთ ხელებს, ვისაც მუშაობა უნდა,” -ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლმა“ შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, არ გამორიცხავს, უცხო ქვეყნის მოქალეები დასაქმდნენ საქართველოში მდებარე სასტუმროებსა და რესტორნებში. ,,ყველაზე დიდი პრობლემა სერვისში არის კადრები. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი კადრი გადის საქართველოდან. ყოველდღე მესმის, ”ჩემი კადრი წავიდა საზღვარგარეთ”. მინდა ვაღიარო, რომ ჩვენი ხელფასები არ შეესაბამება იმ ხელფასებს, რომელიც ევროპაშია. ჩვენთან რასაც ლარში იღებენ იგივე ხელფასი აქვთ ევროში. თუმცა, საქართველოში ხელფასები პანდემიამდე პერიოდთან…
მეტი...,,ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ”- გიორგი ვაშაძე
„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაციაა რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გაგვსვარონ მე და ჩემი ძმა, თითქოს ქოლცენტრებთან რაიმე კავშირი გვაქვს. ეს არის 100-პროცენტიანი ტყუილი. ქოლცენტრების უკან დღეს თუ ვინმე დგას, ეს „ქართული ოცნებაა“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აპირებს დაუკავშირდეს გერმანელ სამართალდამცველებს, რათა ყველა ინფორმაცია, რის მოპოვებასაც შეძლებს, მიაწოდოს. „აუცილებლად დავუკავშირდები და შევეცდები, გავიდე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომელთაც მაქსიმალურად მივაწვდით იმ ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ევროკავშირში ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა ეს თაღლითი მავნებლები, კრიმინალები მიეცენ პასუხისმგებაში. მათ შორის ევროპელი სამართალდამცავი ორგანოების…
მეტი...,,ფაქტია, ზელენსკით დაწყებული, არახამია, კულება, ვისაც კი აქვს რაიმე შეხვედრა, უსათუოდ არის ხოლმე სააკაშვილის თემა”- გიული ალასანია
გიული ალასანიას განცხადებით, უკრაინის ომბუდსმენი იუსტიციის სამინისტროსთვის კიდევ ერხთელ მიმართვას აპირებს, რათა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მიიღოს. კიევში, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისში სააკაშვილის საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დისტანციურად ესწრებოდა გიული ალასანია. ,,ომბუდსმენმა ბრძანა, რომ დაწერა განცხადება, მიმართა ჩვენ პენიტენციურ სისტემას, რომ მიეცათ მისთვის უფლება მოენახულებინა მიხეილ სააკაშვილი და როგორც ჩანს უარია ამაზე. მე კიდევ ვაპირებ თავიდან დავწეროო. ფაქტია, რომ ზელენსკით დაწყებული, არახამია, კულება, ეს ადამიანები, ერმაკი, ვისაც კი აქვს რაიმე შეხვედრა, იმ შეხვედრაზე უსათუოდ არის ხოლმე სააკაშვილის თემა”, – განაცხადა ალასანიამ. გიული ალასანიას კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს.
მეტი...,,საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დალუქეს”- გომელაური ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელზე
,,საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დალუქეს, ჩემი აზრით, ეს არის ტყუილი,”- ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილ გამომძიებელ, სერგო შუბითიძესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი კანონიერად გაკეთდა და ტელეფონი იქვე დაილუქა. „ეს ყოფილი გამომძიებლის თქმით – მხილება, პირდაპირ ნუ ვიტყვით, ვთქვათ ბრჭყალებში. რა თქმა უნდა, მგონია, ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ტელეფონი. გადაღებულია ეს პირდაპირ, უწყვეტი კადრებით იღებდა ჩვენი საექსპერტო სამსახური. ყველაფერი გადაღებულია, ფაქტები გვაქვს. პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით უკვე, აღარ მახსოვს. ადგილზე ამოღებული გარდაცვლილის ტელეფონი, ყველაფერი დაილუქა ადგილზე,…
მეტი...6 მაისს ზუგდიდში მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიხსნება საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი
მიმდინარე წლის 6 მაისს, 16 საათზე,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,ქ. ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიხსნება საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი. ხვალ,მისი 80 წლის იუბილე აღინიშნება. ღონისძიებას დაესწრებიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან ერთად, მამია ალასანიას ვაჟი, ირაკლი ალასანია, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, საქართველოს პარლამეტის დეპუტატები, მედიის წარმომადგენლები.
მეტი...,,თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ თუ?!”- გომელაური “ქოლ-ცენტრებზე”
,,ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ თუ?!”- ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას „ქოლ ცენტრების“ მფარველობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის მიმართულებით აქიურად მუშაობენ. ,,ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ თუ?! ჩვენ ვააშკარავებთ ნამდვილად, გუშინ ვინ გამოააშკარავა, ფინანსურმა პოლიციამ და ჩვენ, ასე რომ, ეს რა თქმა უნდა, ტყუილია”, – განაცხადა გომელაურმა.
მეტი...,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეროვნულ ღირებულებებზე საუბარი რუსულია, ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ უფრო უნდა ვილაპარაკოთ”- მდინარაძე
,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეროვნულ ღირებულებებზე საუბარი ღირებულებებს მიღმაა, რუსულია, ანტიდასავლურია, ასეთ ხალხთან ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ უფრო უნდა ვილაპარაკოთ ვიდრე ისინი აქეთ ილაპარაკებენ ამაზე,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე ევროპელი სოციალისტების პარტიის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა დაგმო. ,,პრემიერმა ღარიბაშვილმა ილაპარაკა ტრადიციულ და ეროვნულ ფასეულობებზე და მომავლის ხედვაზე ამ ყველაფრის გათვალისწინებით და პროგრესის და წარსულის პატივისცემის, ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული ღირებულებების სინთეზზე და ეს ყველაფერი თუ არის ღირებულებების მიღმა და ეს თუ სწორი შეფასებაა ამაზე ქართულმა საზოგადოებამ იმსჯელოს და…
მეტი...,,ჩვენ ქვეყანაში ყველა დაცულია, უმცირესობაც, უმრავლესობაც”- ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა აფასებს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგი განცხადებები გააკეთა. ,,ძალიან კარგი განცხადებები გააკეთა ბატონმა პრემიერმა, ჩვენ ქვეყანაში ყველა დაცულია, უმცირესობაც, უმრავლესობაც და ყველა. იცით ძალიან კარგად, ახლა ნუ გამომეკიდებით რაღაც”,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მეტი...,,რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ, რომ კრიმინალი გაიზარდა?”- ვახტანგ გომელაური
,,კრიმინალი გაიზარდაო, სტატისტიკა დადებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა?,”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს მკვლელობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ,,რაც შეეხება კრიმინალის გაზრდას, თქვენ ყოველ წელს მაგას იძახით, კრიმინალი გაიზარდა, გაიზარდა. შარშან მაგალითად, პირველად მოხდა საქართველოში, რომ 74 მკვლელობა მოხდა წელიწადში, როდესაც იყო 300-330. ყველაზე დაბალი დაფიქსირდა 2022 წელს, 74 მკვლელობა საქართველოში, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა ნამდვილად. კრიმინალი გაიზარდაო, სტატისტიკა დადებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ. ციფრებია, რომლების…
მეტი...,,რეალური ტურიზმი და სტატისტიკა აცდენილია ერთმანეთს – საქართველოში რუსი ტურისტები არ არიან”- შალვა ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”
რეალური ტურიზმი და სტატისტიკა აცდენილია ერთმანეთს – საქართველოში რუსი ტურისტები არ არიან – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლმა“ შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობა და რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, ვერ იმიჯნება ერთმანეთს. ,,სტატისტიკა აბსოლუტურად აცდენილია რეალურ ტურიზმს. რეალურად, ტურისტების რაოდენობა და რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელსაც მიგრანტები შეიძლება დავარქვათ, ვერ იმიჯნება ერთმანეთს. პირველი კვარტალი შედარებით, საკმაოდ რთული იყო. სამწუხაროდ, ომის გამო ევროპელი ტურისტების ჯგუფური ჯავშნები თითქმის არ ხდება. ტურისტებს რუსეთიდან თითქმის არ ველოდებით, ასევე უკრაინიდან. თუმცა სტატისტიკის მიხედვით, უკრაინიდან ერთ თვეში 20 000- ზე მეტი…
მეტი...,,10 მაისს ვაგნერელები ბახმუტიდან გამყავს”- ევგენი პრიგოჟინი
რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელია ევგენი პრიგოჟინის განაცხადებით, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. მისი თქმით, შეიარაღების უქონლობის გამო, ისინი განწირულები არიან ”უაზრო სიკვდილისთვის”. ,,ოფიციალურად მივმართავ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, თავდაცვის მინისტრს, რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალს და რუს ხალხს. 10 მაისს იძულებული ვიქნებით ბახმუტში ჩვენი პოზიციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს გადავცეთ და ჩვენი მეომრები გავიყვანოთ ფრონტის ხაზიდან, რათა ჭრილობები მოვიშუშოთ. გამყავს ვაგნერელები, რადგან შეიარაღების უქონლობის გამო, ისინი განწირულები არიან უაზრო სიკვდილისთვის”, – აცხადებს პრიგოჟინი.
მეტი...,,ღია ვარ ყველაფრისთვის, ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური”- გიორგი ვაშაძის ძმა
,,ღია ვარ ყველაფრისთვის და ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმამ დავით ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობაში სასტუმროს ფლობს და ამბობს, რომ მას შეხება მხოლოდ სასტუმროსთან ჰქონდა. „ჩემი ნაწილი ამ შენობაში არის მხოლოდ სასტუმრო. საერთოდ არანაირ გადაწყვეტილებაში არ ვარ ჩართული. შენობის 25 პროცენტი შენობაში არის ჩემი, მაგრამ ეს 25 პროცენტი არის მეორე სართულის სასტუმრო. მე, როგორც 25 პროცენტის მფლობელს, საერთოდ არ მაქვს არანაირი უფლება უძრავ ქონებაში გადაწყვეტილების მიღებაში, ხელშეკრულების გაფორმებაში. დირექტორი ვინც არის, შეგიძლიათ, ნახოთ და ესაუბრეთ დირექტორს. „ქოლცენტრზე” არასდროს არაფერი…
მეტი...პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს ათონელზე კონცერტი “ევროპისათვის” გაიმართება
9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისრტაციის მხარდაჭერით კონცერტი “ევროპისათვის” გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი – “სუხიშვილები”, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.
მეტი...ჩხუბი რუს და უკრაინელ დეპუტატებს შორის – რუსმა დეპუტატმა უკრაინის დროშა ჩამოგლიჯა
თურქეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე რუს და უკრაინელ დელეგატებს შორის ჩხუბი მოხდა. ვიდეოს უკრაინის სახალხო დეპუტატი ალექსანდრე მარიკოვსკი აქვეყნებს. როგორც სოციალურ ქსლებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა, ვალერი სტავიცკიმ უკრაინის დროშა ჩამოგლიჯა. ამის გამო მას უკრაინელი დეპუტატი ოლექსანდ ნარიკოვსკი დაუპირისპირდა. როგორც კადრებში ჩანს, რუსეთის ერთ-ერთმა დელეგატმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვალერი სტავიცკიმ სახალხო დეპუტატს უკრაინის დროშა წაართვა და გაურკვეველი მიმართულებით წაღება სცადა. მარიკოვსკმა დროშის გამორთმევა სცადა და რუს დიპლომატს ფიზიკურადაც შეეხო. უკრაინელ და რუს დელეგატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზშიც მოხდა.
მეტი...,,ზოგადი მდგომარეობა რჩება მძიმე”- როგორია გიჩო მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. ,,ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ამ წუთას მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. ამ ეტაპზე მისი ზოგადი მდგომარეობა რჩება მძიმე, საყურადღებო”,- აცხადებს ექიმი. ცნობისთვის, გუშინ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. სროლისას 2 პირი, გიჩო მარგველაშვილი და მაღაზიაში მყოფი რიგითი მოქალაქე დაიჭრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა გიჩო მარგველაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელი. მკვლელობა გოგებაშვილზე – დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი
მეტი...მკვლელობა გოგებაშვილზე – დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ., – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ განაცხადა. ,,საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ. მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად გ.მ.-ს…
მეტი...“ვეძებთ ხელებს, ვისაც მუშაობა უნდა” – შალვა ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”
„ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა”- პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე არანაირ შეხებაში არ არის „ქოლცენტრებთან“. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, სინამდვილეში, „ქოლცენტრებთან“ „ქართული ოცნება“ არის დაკავშირებული. „როცა „ქოლცენტრებზე“ საუბრობდნენ, მეგონა, რომ ეს რაღაცაზე იყო დაფუძნებული. რა „ქოლცენტრზეა“ ლაპარაკი? – არანაირ შეხებაში არ არის. ეს პროპაგანდისთვის უნდათ, რომ ყველა ადაიანი დაკავშირებულია „ქოლცენტრთან“. სინამდვილეში, „ქოლცენტრებთან“ „ქართული ოცნება“ არის დაკავშირებული და კომისიის შექმნას ხელს უშლის. გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა, ეს არის პროპაგანდა. შუა საუკუნეებში ეშმაკეულად გამოგაცხადებნენ და შემდეგ შანსი არ გქონდა, დაგემტკიცებინა, რომ ეშმაკეული არ ხარ. ასეთივე ეს, რაც ბოდვაა. პარტიაში ათი კომპიუტერი გვაქვს, მერე? რა ტერიტორიაა?…
მეტი...,,შოიგუ, გერასიმოვ, სად ჯანდაბაშია ტყვია-წამალი?! ბ**ებო”- პრიგოჟინი შოიგუს აგინებს
რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მისი თქმით, გარდაცვილი დაქირავებული გვამები ჩანან. პრიგოჟინი, საბრძოლო მასალის ნაკლებობაზე საუბრობს და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, ასევე გენერალური შტაბის უფროსს, ვასილ გერასიმოვს მიმართავს და აგინებს. ,,აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან არიან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შეშრობიათ, გადაიღე ყველა მათგანი. ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ბ**ები რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან. საბრძოლო მასალის ნაკლებობა გვაქვს, 70%-ით. შოიგუ, გერასიმოვ, სად ჯანდაბაშია ტყვია-წამალი?! ბ**ებო”, – ამბობს პრიგოჟინი.
მეტი...დავით ნარმანიამ ნეტო აღრიცხვის შესახებ საქართველოს გამოცდილებზე მოლდოვაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოლდოვაში, ქ. კიშინოვში გამართულ ფორუმში – ,,კიშინიოვის ურბანულ-სოციალური ფორუმი – 2023” (Urban Social Forum Chisinau – 2023) მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ, როგორც მიწვეულმა სპიკერმა, ენერგოეფექტური ქალაქის შესახებ თემატურ პანელზე წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში ენერგოეფექტურობისა და ნეტო-აღრიცხვის შესახებ. ფორუმში მონაწილებდნენ მოლდოვის სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად ფორუმში მონაწილეობა მიიღო სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ. ურბანულ-სოციალურ ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგეფექტური ქალაქების განვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე. პანელურ დისკუსიებზე განიხილეს სამუშაო ადგილების შექმნის…
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში მსხვერპლით დასრულდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და “მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად “მერსედესის” მარკის ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
მეტი...ავარიული შენობის დემონტაჟი უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს – ვიდეო
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერწოს ქუჩის 11-ში ავარიული შენობის დემონტაჟი უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს. აღნიშნული ვიდეო „მედიაცენტრმა მთავარმა“ გადაიღო. ხელოსნები შენობის სახურავზე დგანან ყოველგვარი დამცავი ბარიერების გარეშე. შენობას, რომლის დემონტაჟიც მიმდინარეობს არ აქვს შემოვლებული სპეციალური ბადე, რომელიც ირგლივ მაცხოვრებლებს სამშენებლო მტვერისა და ნარჩენებისგან უნდა იცავდეს და რომელიც ჰაერში იფრქვევა. იმედია, შრომის ინსპექცია დაინტერესდება ამ კონკრეტული შემთხვევით. სამშენებლო ნარჩენებს ზევიდან ყრიან, ელემენტარული თვალითაც შესამჩნევია, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. ვიდეო – https://www.youtube.com/watch?v=ul6KtClwWdI
მეტი...,,მზად ვართ, შევიტანოთ რეალური წვლილი უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში,”- ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,მზად ვართ, რუსეთთან კონტაქტებითა და კოორდინაციით, შევიტანოთ რეალური წვლილი უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში,”– ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა. “ჩინეთი და რუსეთი ყველა დონეზე ინარჩუნებენ უფრო და უფრო აქტიურ კონტაქტებს ერთმანეთთან, ხელს უწყობენ თანამშრომლობას ყველა სფეროში”- განაცხადა ცინ განმა. შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზეც ისაუბრეს. „ჩინეთი მზად არის გააძლიეროს სტრატეგიული კონტაქტები რუსეთის ფედერაციასთან, გააძლიეროს და გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში“,- განაცხადა ცინ განმა.
მეტი...