„არ მოხდება სანქციების გვერდის ავლა“ – პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო არ აპირებს სანქციებს გვერდი აუაროს. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული ფრენები ვერ შესრულდება.

„ხელისუფლება სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ, უზრუნველვყოფთ, არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით. ფრენები რომ არ ყოფილიყო შეწყვეტილი, როგორც სახმელეთო მიმოსვლა არ შეწყდა, ვიზა არ დაწესდა, ასევე თავის დროზე არ შეწყდებოდა საქართველოს მხრიდან ფრენები. ეს საკითხი დაბლოკილი იყო რუსეთის მხრიდან. ახლა მან მოხსნა სანქცია და საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მსგავსი თემები