“რუსებს აგინებენ, პური შემოაქვთ, შაქარი შემოაქვთ, ყველაფერი შემოაქვთ, დაკეტონ მაშინ მიმოსვლა” – ექსკლუზიური ინტერვიუ თამაზ გაიაშვილთან

„თავის ნამუსთან და სინდისთან უნდა იყვნენ მართლები, ქართველ ხალხს ცხოვრებას ნუ ურთულებენ. ნუ უძვირებენ და ნუ ურთულებენ. რუსებს სასტუმროებში უვარდებიან, ლანძღავენ, საღებავებით დასდევენ. ჩამოვიდა ავტობუსი, საღებავი შეასხეს, აგინებენ, მეტი რა უნდა გაუკეთონ, რომ ტურისტი შეაშინონ“ – აცხადებსმედიაცენტრ მთავართანექსკლუზიურ ინტერვიუშიჯორჯიან ეარვეისისდამფიძნებელი თამაზ გაიაშვილი  

მედიაცენტრი მთავარი:“ ეკონომიკურად გაამართლა თუ არა რუსეთსაქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ?

თამაზ გაიაშვილი: ჯერ ნაადრევია შეფასება, გაამართლა თუ არა პირდაპირი ფრენების აღდგენამ. ამ ეტაპისთვის, დატვირთვა არის 40-50%. მოლოდინი, რომ პირველივე დღიდან დაიწყებოდა დატვირთვა, მართალი გითხრათ, არც გვქონია. ნელ-ნელა შეიძლება გაზრდა. ის ფონი, რაც ახლა ხდება, რომ ქართველები რუსებს აბულინგებენ, მოქმედებს.  რუსები ცოტა თავშეკავებულები არიან. როგორ გაამართლებდა ჯერ ვერ ვიტყვით, რადგან, 4 დღეა რეისი სრულდება. დატვირთვის პროცენტი დაბალია, ვნახოთ დრო სჭირდება 2-3 თვე.

მედიაცენტრი მთავარი“: რას გულისხმობთ როცა ამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსებს აბულინგებენ?

თამაზ გაიაშვილი: იმას, რომ სასტუმროებში უვარდებიან, ლანძრავენ, საღებავებით დასდევენ. ჩამოვიდა ავტობუსი, საღებავი შეასხეს, აგინებენ, მეტი რა უნდა გაუკეთონ, რომ ტურისტი შეაშინონ. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთონ?. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მოქმედებს. მე რომ ვიყო უცხო ქვეყანაში წასასვლელი, ჩემზეც იმოქმედებდა, რომ სადღაც ჩავდიოდე და იქ ეგრე ხდებოდეს ქართველებზე. რად უნდა ამას ლაპარაკი.

მედიაცენტრი მთავარი:“ ძირითადად ვინც პირდაპირი ფრენებით სარგებლობს ქართველები არიან თუ რუსები, ბალანსი როგორია?

მედიაცენტრი მთავარი:“ ჯერჯერობით, უმეტესი ქართველებია. ამ ბულინგით რუსები დააშინეს. ერთი რაცაა, ამ მთავრობამ უნდა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და წესრიგი. ნუ აძლევს ოპოზიციას უფლებას, თავდასხმა აწარმოოს ტურისტებზე. ეს ქმედებები დემოკრატიის ფარგლებს სცილდება, ვინც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, სასტიკად უნდა დაისაჯოს.

მედიაცენტრი მთავარი:“ ევროპაში ფრენების დამატებაზე რა გეგმები გაქვთ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ამატებთ ევროპას?

თამაზ გაიაშვილი: ეს უცოდინრობის საკითხი უფროა, რასაც ავრცელებენ. ტრანზიტული ფრენები რას ნიშნავს? ქართველების დიდი ნაწილი ტრანზიტით დაფრინავს თბილისიდან სტამბულში და სტამბულიდან სხვადასხვა მიმართულებით, ამერიკაში თუ ნებისმიერ ქვეყანაში. რუსი გაფრინდება, ჩეჩენი თუ სხვა ეროვნების, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ბილეთს რომ იყიდის ადამიანი მოსკოვიდან თბილიში, თბილისიდან შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით იყიდოს. უნდა დუბაიში გაფრინდება და უნდა სხვაგან. რაც არის მსოფლიო საავიაციო სტანდარტებით დაწესებული, ყველაფერი ის იქნება და არა რამე განსაკუთრებული და აკრძალული. არავითარი ზედმეტი არ იქნება, რაც არ არის სხვაგან პრაქტიკაში.

მედიაცენტრი მთავარი:“ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე

თამაზ გაიაშვილი:“ რა სისულელეს იძახიან. ევროპა რუსეთის მოქალაქეებს ვინ დაუკეტა? რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივ დადიან ევროპაში, ვიზებსაც აძლევენ და არაფერია მათთვის აკრძალული. 40 რეისი დაფრინავს დღეში რუსეთიდან სტამბულში და მერე სტამბულიდან მიდიან მესამე ქვეყანაში. მათ არაფერი აქვთ დაკეტილი. ეს რა სიგიჟეშია ჩვენი ხალხი მართლა არ მესმისსიგიჟესაც თავისი საზღვარი აქვს.

თბილისი მოსკოვი არის ერთი რეისი, თბილისი პარიზი არის მეორე რეისი. ვინც იყიდის პარიზზე რეისს, შეიძლება იმას სანფრანცისკოში ჰქონდეს ნაყიდი თბილისი-პარიზის ბილეთი. მოსკოვშიც შეუძლიათ იყიდონ ბილეთი თბილიში და თბილისიდან შემდეგ მესამე ქვეყანაში გამგზავრების. რასაკვირველია, ვინც სანქცირებულები არიან, ისინი ვერ იყიდიან ბილეთს და ვერ გაფრინდებიან.

მედიაცენტრი მთავარი:“ რა მიმართულებების დამატებას გეგმავთ ევროპისკენ?

თამაზ გაიაშვილი: 6 თვის უკან დაიგეგმა, რომ დაემატება რეისები კვიპროსზეც, სალონიკშიც, მილანშიც, ლარნაკაშიც, ბერლინშიც. ეს რუსებისთვის არ დამატებულა, დაემატა ყველასთვის, ვინც ბილეთს იყიდის. ჩემთვის ყველა კლიენტია. არავის აუკრძალია რუსებისთვის არც ვიზების გაცემა და არც ევროპაში შესვლა. ეგ ტყუილი ამბავია, ზღაპარს ნუ ავრცელებენ და ნუ აბრუებენ ქართველებს.

მედიაცენტრი მთავარი:“ პოლიტიკურ ნაწილზეც გკითხვათ, პოლიტიკურად რამდენად გაამართლა გადაწყვეტილებამ პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით?

თამაზ გაიაშვილი: პოლიტიკურად, რაც ქართველი ხალხისთვის კარგია და საქართველოს ინტერესებში შედის, ყველაფერი კარგია. ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. 2008 წელს ჩვენთან რომ იყო ომი, უკრაინელებს ჩვენთვის ყურადღება არც მოუქცევიათ. პირიქით, ზელენსკი დაგვცინოდა, რომ დამტვრეული ტანკები მივყიდეთო.

მედიაცენტრი მთავარი:“ ძალიან ბევრი კრიტიკა და ლანძღვა მიიღეთ და ეს დღემდე გრძელდება….

თამაზ გაიაშვილი: 6 000 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში, რომელიც დაფინანსებულია უცხოეთიდან. აბა რას უნდა ველოდეთ ის ხალხი, რომელსაც საქარველოში ნორმალური ცხოვრება გვინდა. ეს ხალხი თავიანთ ხელფასს ამართლებს. ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატია მე ასე მესმის – მე მათ აზრს პატივს ვცემ და იმათ ჩემს აზრს უნდა სცენ პატივი. თუ რამე პროტესტი აქვთ, დადგნენ ტროტუარზე და აწიონ პლაკატი. შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს. ამისთვის კი მთავრობამ უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს. სხვა შემთხვევაში, არც ტურისტი ჩამოვა ჩვენთან და ქართველ მოსახლეობას შორისაც შესაძლებელია დაპირისპირება. ვინმე რომ შემხვდეს და შემაგინოს, იმას ხომ ცუდად წაუვა საქმე.

პატარაა საქართველო და გავლენას ვერ ვახდენთ ვერაფერზე. ტყუილად ნუ ხარჯავენ თავიანთ ენერგიას.  იგივე, ჩვენი გადაზიდვები თუ პოლიტიკა, კარგით რა ხალხო… კატას რომ უთხრეს შენი თათი ოქროაო და ღრმად დამარხა, ასე ვართ ჩვენც. რუსებს აგინებენ, აგინებენ, პური შემოაქვთ, შაქარი შემოაქვთ, ყველაფერი შემოაქვთ რუსეთიდან, დაკეტონ მაშინ მიმოსვლა, სახმელეთო მიმოსვლაც და დაკეტონ ყველაფერი. რა სიგიჟეში არიან. 2009 წელს რომ ყველაფერს აკეთებდა „ნაცნოძრაობა“ და სტრატეგიული ობიექტები გაყიდა, მაშინ კარგი იყო? დღეს გახდა ცუდი? თავის ნამუსთან და სინდისთან უნდა იყვნენ მართლები, ქართველ ხალხს ცხოვრებას ნუ ურთულებენ. ნუ უძვირებენ და ნუ ურთულებენ.

მედიაცენტრი მთავარი:“ სალომე ზურაბიშვილზევ გკითხვავთ,  სადმე ფრენა რომ დასჭირდეს, უარს ეტყვით?

თამაზ გაიაშვილი: მას ჩვენი ავიაკომპანია არ მოემსახურება, თუ ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის. ასევე, ავიაკომპანიის თანამშრომლებს უნდა მოუხადოს ბოდიში.

მედიაცენტრი მთავარი:“  დაფრინავდა თქვენი ავიაკომპანიით?

თამაზ გაიაშვილი: რასაკვირველია.

მედიაცენტრი მთავარი:“ თუ არ მოემსახურებით, სხვა ავიაკომპანიით ისარგებლეს, არც ესაა პრობლემა

თამაზ გაიაშვილი: წავიდეს, გაფრინდეს.

მედიაცენტრი მთავარი:“ ადრეც ჰქონდათ თქვენ უკმაყოფილება?

თამაზ გაიაშვილი: არა, არაფერი. თამაშობს და ითამაშოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები