საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

“რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამნისტროსთან მივიდნენ. მათ, ადგილზე პოლიცია დახვდათ მობილიზებული, თუმცა ახალგაზრდები ამბობენ, რომ ისინი სამართალდამცავებთან დაპირისპირებას არ აპირებენ. “პოლიციასთან არანაირ დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიაზრებთ, რომ თქვენ ახლა გომელაურის სისტემას ემსახურებით, თუმცა სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდებით და მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი დადგება, ვერავინ შეგვაშინებს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია თბილისში მეთერთმეტე დღეა მიდინარეობს. ამის პარალელურად ოპოზიცია და სამოქალქო სექტორი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. მთავარი განსახილველი თემაა, პარლამენტის მიერ ინიცირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი…

მეტი...

ქართველი ძიუდოისტი ევროპის ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ჩემპიონატი ძიუდოში ხორვატიის დედაქალქ, ზაგრებში მიმდინარეობდა. ქართველმა ფინლში თურქი სპორტსმენი დაამარცხა და ამ გამარჯვებით ორგზის ჩემპიონი გახდა.  

მეტი...

“არა რუსულ კანონს” – მსვლელობა საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ

თბილისში საპროტესტო ტალღა ისევ გრძელდება. აქციის მონაწილეები, რომლებმაც საავტომობილო გზა გადაკეტეს, მსვლელობას მართავენ. ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან. ახალგაზრდები ამბობენ, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი სანამ ხელისუფლება “რუსულ კანონს” არ გაიწვევს. თბილისში საპროტესტო აქცია მეთერთმეტე დღეა მიმდინარეობს.  

მეტი...

„გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი, კრიმინალი“ – კახა კალაძე

ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ევროპარლამენარებმა კრიმინალ სააკაშვილის გათავსუფლება მოითხოვეს. „ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრისა და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც  ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო“ – აღნიშნა კალაძემ.    

მეტი...

„გვითხრეს, რომ ფართო ასპარეზი დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას“ – კალაძე

„სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ,  უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ  –  პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას,  მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს“ – ეს განცხადება კახი კალაძემ ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ყველას უფლებები დაცულია. „ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად მათი სარწმუნოების, სქესისა, ორიენტაციისა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ  ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ, ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ…

მეტი...

„დავეხმარებით ევროპელ კოლეგებს, თავი დააღწიონ აგენტური მმართველობას“ – კალაძე ევროსტრუქტურებზე

დედაქალაქის მერი ევროსტრუქტურებში ლობიზმის არსებობაზე საუბობს და ამბობს, რომ მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები, რაც დღეს მიიღეს, სწორედ ამისი დასტურია. „სამწუხაროდ, დღეს ევროპულ სტრუქტურებში ფეხი აქვს გადგმული ლობიზმს და მანკიერ ურთიერთობებს. მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები, პირველ რიგში, სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას. დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში“ – აცხადებს კალაძე. მისი თქმით, საქართველო დაეხმარება ევროსტრუქტურებს, აგენტურისგან გაიწმინდოს. „უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას,…

მეტი...

„აბსურდული ჩანაწერი“ – კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი“ – აცხადებს კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით. „ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი.  ამის ნათელი მაგალითია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი ქმედება – რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ“ – აცხადებს კალაძე. მისი შეფასებით, საზოგადოება არ უნდა მოტყუვდეს. „საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ არ მოტყუვდეთ,…

მეტი...

„სამარცხვინო მაკულატურა“ – კახა კალაძე ევრიპარლამენტის რეზოლუციაზე

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას „მორიგი სამარცხვინო რეზოლუციას“ უწოდებს. მისი თქმით, იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობასა და სიმართლეს ეფუძნება. „ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრისა და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20 პროცენტი შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩააგდო. ამის პარალელურად, სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც…

მეტი...

“კობახიძე მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა” – იან კელი

აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელ აცხადებს, რომ კობახიძე მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა, რომ ეს ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის. ამის შესახებ, იან კელიმ სოციალურ ქსელში დაწერა. ყოფილი ელჩის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არასწორი გზა აირჩია. CPAC ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უმაღლეს პრიორიტეტად რჩება, მაგრამ მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა, რომ ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორი გზა აირჩიეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,” – წერს იან კელი.  

მეტი...

„ქართული ოცნები“ოფისში სპეციალური ბრიფინგო ჩაინიშნა

რამდენიმე წუთში, „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება. მას მმართველი გუნდის  გენერალური მდივანიკახა კალაძე ჩაატარებს. ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. კონკრეტული თემა უცნობია.    

მეტი...

ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი მწვრთნელი დამნაშავედ ცნეს

ქუთაისის სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი მწვრთნელი დამნაშავედ ცნო. მას ქალი ფეხბუთელების მიმართ თაღლითობას ედავებიან. ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის  ავრცელებს. ამავე ცნობით, ბრალდებული სხვადასხვა მიზეზით  ქალი ფეხბურთელებისგან თანხის შეგროვებას და  ხელფასის ნაწილის დაბრუნებას ითხოვდა. მას სასჯელის სახედ და ზომად 10 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

მეტი...

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს”- მსვლელობა ზუგდიდში

ზუგდიდში მსვლელობა “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები, სამოქალქო სექტორი  და მოსახლეობა იღებს. მსგავსი მსვლელობები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება.   ოპოზიცია ზუგდიდში შეხვედრას მართავს

მეტი...

ოპოზიცია ზუგდიდში შეხვედრას მართავს

ოპოზიციური პარტიები და სამოქალქო სექტორი  ზუგდიდში მოსახლეობას  ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს, მოგვიანებით კი დაგეგმილია მსვლელობა. “ეს არის ინტერპარტიული შეხვედრა სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, სამოქალაქო სექტორი ვხვდებით მოსახლეობას, ვსაუბრობთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც მოჰყვება, რუსულ კანონს ცხადია ხალხს კარგად ესმის და მათ წინდაწინ იციან თუ რამხელა საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ მობილიზებული და ეს ქვეყანა არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს და მის კრიმინალურ ხელისუფების“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. მსგავსი შეხვედრა, გუშინ, ქუთაისში გაიმართა.    

მეტი...

დაჭრილი და სავარაუდო დამჭრელი მეგობრები არიან – წყალტუბოში მომხდარის დეტალები

წყალტუბოში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი და სავარაუდო დამნაშავე მეგობრები არიან, რომლებიც უცხოეთში იმყოფებოდნენ და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი. თვითმხილველების ცნობით, შეიარაღებულმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა, მათ შორის მაშინაც, როდესაც უკვე დაჭრილი მამაკაცი გაქცევას ცდილობდა. დანაშაული, ცოტა ხნის წინ, წყალტუბოს ცენტრში მოხდა. ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია. გამოძიება მომხდარზე მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა დამნაშავე.

მეტი...

კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ – სამოქალაქო ორგანიზაციები

სამოქალაქო საზოგადოება კვირას, 28 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებიდან ხდება ცნობილი. ,,მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა”, – აცხადებენ ორგანიზაციები ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც ამ დროისათვის 126 ხელმომწერი ჰყავს.

მეტი...

უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს

24 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ეწვივნენ და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს. სკოლის ბიბლიოთეკას 220 ერთეული წიგნი გადაეცა, მათ შორის საბავშვო, საყმაწვილო, სასწავლო-შემეცნებითი და მხატვრული კლასგარეშე ლიტერატურა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, აპარატის თანამშრომლები ზურაბ კობახიძე და გიგა შელია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე გულნაზ აშორტია,…

მეტი...

დამთავრდა სახლში ჯდომის დრო, საქართველოს აუქმებს ივანიშვილი – ხაბეიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან, – ასე აფასებს “ენმ”-ის თავმჯდომარე ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც 425 ხმით, ცოტა ხნის წინ მიიღეს. „უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად 480 – დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს. უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან. ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას – ევროპული კურსიდან გადახვევა, უკიდურეს გაჭირვებას და უმძიმეს რეალობას საქართველოსთვის. რეზოლუციაში მოთხოვნილია მთავარი…

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები. ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების როლს ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე გადასვლისკენ. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის…

მეტი...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში 36 წლის კაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით 36 წლის კაცს თანასოფლელმა ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში, ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს 1988 წელს დაბადებული დ.კ. ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის…

მეტი...

წყალტუბოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კაცი დაჭრეს

წყალტუბოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისათვის, უცნობია.

მეტი...

ბათუმში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – მცირეწლოვანი დაიღუპა

ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც TV25-ს საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვი შეყვანის დროს უკვე დაღუპული იყო.

მეტი...

უკრაინამ და რუსეთმა ბავშვების დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკება გამართეს

უკრაინასა და რუსეთ შორის მოლაპარაკება, დოჰასში, კატარის შუამდგომლობით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის, ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე,  მოლაპარაკება პირველად გაიმართა. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა მარია ლვოვა-ბელოვამ განაცხადა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან უკრაინაში 29 ბავშვს ჩაიყვანენ, უკრაინიდან რუსეთში კი 19 ბავშვს. კიევი ირწმუნება, რომ ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთსა თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 ათასზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს. ლვოვა-ბელოვამ ამ ინფორმაციას სიყალბე უწოდა.

მეტი...

სიახლე, რომელიც მაისიდან ამოქმედდება და 20 000-ზე მეტ მოქალაქეს შეეხება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია. პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ეხება არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს. „მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული…

მეტი...

,,ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად” – მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტმა მოახლოებული არჩევნების წინ, ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ერთიანი სია: ,,პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ყველა წყენა, წვრილმანი კინკლაობა და მითუმეტეს პირადი ამბიცია, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს. რა თქმა უნდა, არც არჩევნები იქნება ჩვეულებრივი. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა ,,ოცნების” კონტრაქციასაც, რომელიც 29-შია დაგეგმილია და აღნიშნა, რომ არასწორია შედარება,…

მეტი...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე  2 200 ლარით დააჯარიმა. სანდრო ჯოხაძე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აქციაზე დაკავებულ გიგა ბერაძეს კი  2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მეტი...

სანქციები ბიძინა ივანიშვილს – ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს: ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“; ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფშორების კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს. ბანკი ამბობს, რომ თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება. ეროვნული ბანკის თქმით, ეხმაურებიან ,,თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს”. ,,აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება.…

მეტი...

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გიორგი ძიძარის 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ერთობლივად ჩაეტარებინა ღონისძიება და პატივი მიეგო გამოჩენილი აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ძიძარიას ხსოვნისათვის. ამ ადამიანის როლი ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის ჯანსაღი წინაპირობების შექმნაში ძალიან დიდია. აფხაზეთში მიმდინარე პროცესი ცხადად მიუთითებს რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ადამიანების, საზოგადო მოღვაეებისა და მეცნიერების ჩართულობას პრობლემის დარეგულირების პროცესში. აფხაზეთში სეპარატისტული იდეოლოგიის აღზევების ფონზე, ამ მოვლენებში გარეშე ნეგატიური ფაქტორების – ცრუ და დაქირავებული მეცნიერები, ე.წ. უხუცესთაკონტრპროდუქტიული ინსტიტუტი, მეზობელი ქვეყნებიდან რეაქტიული ძალების მოზღვავება – არსებობის პირობებში გიორგი ძიძარიას სახელის წარმოჩენა და მისი…

მეტი...

როცა ცვლილება კონსტიტუციას ეხება, აუცილებელია, პარლამენტმა კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ამ საკითხებზე საზოგადოების დამოკიდებულება – პაპუაშვილი

„ჩვენი კონსტიტუციით, კანონით, როცა ცვლილება კონსტიტუციას ეხება ან როცა კანონს კონსტიტუციური კანონის სახე აქვს, აუცილებელია სახალხო განხილვა იმისთვის, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ გადაამოწმოს საზოგადოებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით რა დამოკიდებულებაა, თუ საზოგადოებისგან მხარდაჭერა არის, ამის შემდეგ გააგრძელოს პროცედურები პარლამენტში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები ეხება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს. „ზოგადად, დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობა ემყარება ერთ რამეს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი არჩევნების გზით აძლევს დროებით მანდატს მის წარმომადგენლობით ორგანოს – პარლამენტს,…

მეტი...

საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს

ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნების მოპარვისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 4 პირი დააკავეს. ფართომასშტაბიანი ღონისძიება ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის, საფრნაგეთის, ლიეტუვისა და შვეიცარიის კომპეტენტური უწყებების ჩართულობით განხორციელდა. პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრების განზრახვა ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებული წიგნების დაუფლება იყო. ,,წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ – ორიგინალი წიგნების…

მეტი...

FB-ზე სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის ღირსების შემლახველ პოსტებს – თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე 1 პირს ბრალდება წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში, პირადი უთანხმოების გამო, სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვასა და უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. ამის გამო, 2023 წლის 17 ოქტომბერს, დაზარალებულმა თვითმკვლელობის მიზნით მარცხენა ზედა კიდურზე, ბასრი საგნის გამოყენებით მიიყენა დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე…

მეტი...

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ,,ვივა მედიდან” მიხეილ სააკაშვილის ჩართვის დასრულების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა სხდომა შეძახილებით – ,,მონებო”, ,,გაათავისუფლეთ უდანაშაულო პრეზიდენტი” დატოვეს. ,,მსგავსი ქცევები სასამართლოს მიმდინარეობას ხელს უშლის და წესრიგის დაცვის მიზნით, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება”, – აღნიშნა მოსამართლემ. პიჯაკების საქმის მორიგ სხდომაზე დღეს ჩვენებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აძლევს, რომელიც წარსულში საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი იყო. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის…

მეტი...

2011 წლიდან აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს – კალაძე არსენალის მთის პროექტზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდების საპასუხოდ ისაუბრა. კითხვაზე რატომ არავინ სთხოვს კომპანია „არსენალი დეველოპმენტს“ დავალიანების გადახდას, კახა კალაძე პასუხობს, სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს, რადგან პროექტის ვერ განხორციელებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები და ასევე, სახელმწიფოს და ინვესტორის ვალდებულებები თანხვედრაში ვერ მოვიდა. „სახელმწიფო დავალიანების გადახდას ვერავის მოსთხოვს. 2007-2008 წელს კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიის შეძენაში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ფორს-მაჟორი, დაიწყო ომი. შესაბამისად, როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში…

მეტი...

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს – კალაძე

„საქართველო აფხაზეთია და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ ხსენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება, რომ მათ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი გააჩნიათ. „ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს, მით უმეტეს, იმ ადამიანებს, ვინც ვითომ მეგობრებად მოგვევლინებიან. თავიანთი განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ აქვთ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. უკვე ავხსენი, თუ რა არის იმ რამდენიმე ევროპარლამენტარის პატარა პოლიტიკური ინტერესი, რომელთა სამარცხვინო განცხადებებს ვისმენთ. ეს არ არის…

მეტი...

თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა? – კალაძე ოპოზიციას

„როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა 29 მაისს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს. თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო დღე უკვე დასრულებული იქნება და საჯარო მოხელეებს მასზე ნებაყოფლობით დასწრების სრული უფლება ექნებათ. „რა, საჯარო მოხელე არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე? აქცია არის საღამოს 20:00 საათზე, სამუშაო დღე კი სრულდება საღამოს 18:00 საათზე. შესაბამისად, შესაძლებელია,…

მეტი...

არანაირი ფასი ამ რეზოლუციებს არ აქვს – კახა კალაძე

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციას. მისივე განმარტებით, მსგავსი რეზოლუციები კონკრეტული მოთხოვნებით წინა თვეებშიც მომზადებულა, საბოლოოდ კი მას არანაირი ფასი არ გააჩნია. „არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი. თუმცა, ისიც ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, ცოტა ხანში FARA-ს დოკუმენტში ყველაფერი ასახული იქნება და საზოგადოებაც გაიგებს ამას. გვახსოვს ჩვენ ის რეზოლუციებიც, რომლითაც მოგვიწოდებდნენ, რომ თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა სანქციების არ…

მეტი...