,,გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო რუსეთმა და მე რა ვუქნა, მივიდე და კისერში ვწვდე?” – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთმა გადაწვეტილება ცალმხრივად მიიღო.

,,თქვენი აზრით, აქ იმისთვის ვართ, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი? ჩემი აზრები ჩემთან იქნება, ეს ჩემი კომპეტენტურობა არ არის. მე როცა ჩემს ფიქრებში მოგიწვევთ, მაშინ შეიძლება გაგცეთ [პასუხი] ეს რომ საქართველოს გაეკეთებინა, შეიძლება შემეფასებინა. ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო იმ სახელმწიფომ და მე რა ვუქნა ახლა, მივიდე და კისერში ვწვდე?,”- განაცხადა მიტროპოლიტმა.

მსგავსი თემები