გოგებაშვილზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას დაკავებულს პატმრობა შეუფარდეს

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გოგებაშილზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებისთვის ბრალდებულ კახაბერ კამლაძეს პატიმრობა მიუსაჯა. საუბარი თავდამსხმელ საბა გახოკიას მკვლელობაზე, რომელმაც გიჩო მარგველაშვილს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა, მარგელაშილის დაცვა კამლაძემ კი თავდამსხმელს ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაცვის მხარე კამლაძისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. რაც შეეხება დაჭრილ მარგველაშვილს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ კომაში იმყოფება.  

მეტი...

„ვაგნერი“ უკრაინაში პოზიციებს ჩეჩენ მებრძოლებს გადააბარებს

სისასტიკით გამორჩეული „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელის რუსეთის თავდაცვის მინისტრს უპირისპირდება,  აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან პოზიციებს ჩეჩნურ სპეცრაზმ „ახმატის“ მებრძოლებს გადასცემს. პრიგოჟინის განცხადებით, ე.წ. გადაბარება  10 მაისს მოხდება. „ვაგნერის“ რუსეთის თავდაცვის მინისტრს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მათ საბრძოლო მასალების მიწოდების პრობლემა შეუქმნეს.  

მეტი...

გოგებაშვილზე სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე დაცვის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კახაბერ კამლაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. საუბარია ფაქტზე, როცა ჩასაფრებულმა მამაკაცმა კამლაძის დაცვის ობიექტს – გიჩო მარგველაშვილს რამდენჯერმე ესროლა, კამლაძე კი მას გაეკიდა და საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელი გარდაიცვალა. პროკურატურამ ბრალდება გადააკვალიფიცირა და კამლაძეს ბრალი დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი,…

მეტი...

„3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა გკითხავ“ – მეუფე იაკობი ევროპაზე

„ჩვენ გაჩერებული ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით რაღაც რომ არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია იმ რაღაცა, აი, სულ რამდენი იქნებიან? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს დაქალი ქალი არ უნდა იყოს, ბავშვებმა სქესი გადაიკეთონ? რას ჰქვია? სადაური წესია, შენ მოგწონს? შენ ქვეყანაში მიიღე ის კანონი, გქონდეს და მე თავი დამანებე“ – აცხადებს მეუფე იაკობი. ბოდბელი ეპისკოპოსის ქადაგებით, ქვეყანას, რომელსაც შოთა და გალაქტიონი ჰყავს, არავისთვის არაფრის კითხვა სჭირდება. „3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა გკითხავ. სხვას თუ სერვანტერესი ჰყავს, ჩვენ…

მეტი...

„გამოვიდნენ  პირდაპირ თქვან- როგორი საქართველო გვინდა – კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს?“ – მეუფე იაკობის ქადაგება

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ახალგაზრდებს მიმართავს. როგორც მეუფე აცხადებს, მამა რომ მამაკაცია და დედა რომ ქალბატონია, ამას არანაირი მტკიცება სჭირდება. “ახალგაზრდებს მინდა მივმართო: ჩვენ როგორი მომავალი გვინდა? გვინდა თუ არა, ვიყოთ ისეთივე ვაჟკაცები, როგორც დღევანდლამდე მიგვიყვანა ჩვენმა წინაპრებმა? დღეს რომ ამ საქართველოში ცხოვრობთ, რომ არჩევნის უფლება გაქვთ, განა ჩვენი, ჩვენი წინა თაობების და ჩვენი შემდეგი თაობების დამსახურება არ არის? ის ყველა ძნელი პერიოდი ჩვენზე არ გადადიოდა, ყველა ჩვენგანი მონაწილე არ ვიყავით, თუ თქვენ ხართ მარტო გმირები ხო? მართლა, ძალიან კარგები ხართ, მაგრამ არასდროს წინა თაობები არ უნდა დავივიწყოთ – კარგი…

მეტი...

„ჩვენ ვჭირდებით ევროპას, რაც კარგი აქვთ, გაუმარჯოთ, მაგრამ რაც ცუდია ჩვენთვის, ვერ მივიღებთ!“ – მეუფე იაკობი

„მეც ხშირად  მიწევს უცხოეთში ყოფნა, ძალიან ბევრი რამე მოსაწონია იქ, მაგრამ ბევრი ისეთია, ჩემთვის მიუღებელია და არასდროს მივიღებ. ამიტომ ევროპა იქნება, ამერიკა იქნება, რუსეთი იქნება, ჩინეთი იქნება თუ ა.შ. უნდა შეეგუონ იმას, რომ ქართველები ასეთები ვართ“ – აცხადებს მეუფე იაკობი ევროპის დღესთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ჩვენ ვჭირდებით ევროპას და არა პირიქით. „იცოდეთ, ქართველებო. ღმერთი ჩვენ არასდროს გაგვწირავს. უარესი გამოგვივლია და გვინახავს. ჩვენ ვჭირდებით ევროპას – ჩვენი სისუფთავე და იდეები სჭირდება. რაც კარგი აქვთ, გაუმარჯოთ, მაგრამ რაც ცუდია ჩვენთვის- ვერ მივიღებთ! – აღნიშნა მეუფემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ნინოს ტაძარში საზეიმო…

მეტი...

„კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი“ – ირაკლი ღარიბაშვილი  

„მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სტატუსის მინიჭება სიმბოლური აქტია. „ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპასთან და ევროპელ ხალხთან საქართველოს აკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა და…

მეტი...

„საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ  ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მერმა  საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის  სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება. „მსურს, მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არამხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია. ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია. დღეს, ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის…

მეტი...

ძაღლის გასეირნებისას მეპატრონე ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული წესები!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მთაწმინდის რაიონში ძაღლების გასეირნებასთან დაკავშირებული საინფორმაციო დაფები განათავსა. ამჯერად დაფები განთავსდა დ. ჭონქაძის, მ. კოსტავას, აბაკელიას, 9 აპრილის, მთაწმინდის, ნ. ჟვანიას, ვ. პეტრიაშვილის, ი. გოგებაშვილისა და ქუთათელაძის ქუჩებზე მდებარე ბაღებსა და სკვერებში. ამის პარალელურად, სააგენტოს ეკიპაჟები აღნიშნულ მისამართებზე მეპატრონეების მიერ გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვას და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას ინტენსიურ რეჟიმში ამოწმებენ. სააგენტოს თანამშრომლები ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გასეირნების წესების დარღვევებისა და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება. 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება,…

მეტი...

ქართული მხარე საქართველოში ტერორისტების მომზადებას გამორიცხავს

თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში ტერორისტული მიზნებისთვის ჯგუფები გადამზადებას გადიოდნენ, სუს-ში არარეალურს უწოდებენ. როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ განაცხადა, ცალსახად გამორიცხულია  უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაცია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზები არსებობდა. „აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს ტერორისტების და მებრძოლების მომზადება. მეტსაც გეტყვით, სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული ხასიათის ინფორმაცია, საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ოპერატიულად გავუზიარეთ ჩვენს პარტნიორებს. ამასთან, ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარეს და შესაბამისად, ჩვენ მიერ მიწოდებული…

მეტი...

საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც სხვადასხვა „აქტივობას“ გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები გამოვლინდა, რომელიც უცხო ქვეყნებში იგეგმებოდა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რომელიც უცხო ქვეყნებში  ტერორისტული აქტივობების მზადებას ადასტურებს. “ჩვენს მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები. მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის…

მეტი...

რუსეთში 9 მაისის აღლუმი არ ჩატარდება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი 9 მაისს აღლუმს არ ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მზარდი დაუცველობა სახელდება. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაგეგმილი აღლუმი  რუსეთის 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა გააუქმა. ასევე, აღლუმი გაუქმებულია ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.  კრემლში არც მასშტაბური მიღება გაიმართება, ერთადერთი ღონისძიება კი მცირე მასშტაბის ზეიმი იქნება.      

მეტი...

ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

კახაბერ კამლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. დაცვის მხარე აუცილებელ მოგერიებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა. ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება 2 დღის უკან მოხდა. დაიჭრა 2 ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. კამლაძეს განძრახ მკვლელობას ედავებიან. როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, მან იარაღი მას შემდეგ ამოიღო, რაც ჩასაფრებულმა თავდამსხმელმა მისი დაცვის ობიექტს, გიჩო მარგველაშვილს დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი დაეცა, მას იარაღი იქვე ესროლა. ამის შემდგ კი იარაღს დაკავებული კამლაძე იღებს, მისდევს თავდამსხელს და ესვრის. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი მიზანი არ…

მეტი...

ბახმუტი ე.წ. ფოსფორის ბომბებით დაბომბეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტს „ფოსფორის ბომბებით“ შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები ავრცელებს. „მტერმა საბრძოლო მასალად ფოსფორი გამოიყენა, რათა ქალაქი აღიგავოს პირისაგან მიწისა. ამის მიუხედავად, თავდაცვის ძალები მამაცურად განაგრძობენ ქალაქის დაცვას. ამ პირობებში განვაგრძობთ მტრის განადგურებას” – აცხადებენ ოპერაციულ ძალებში.  

მეტი...

სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზის ტერასებზე გაშენების პროცესი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, სადაც მესხური ვაზის გაშენების პროცესში მიიღო მონაწილეობა. სამცხე-ჯავახეთში ფერმერებისთვის  ენდემური ვაზის ნერგების უსასყიდლოდ გადაცემა და გაშენება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში ხორციელდება. „აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა და დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორისაა ახალი პროექტი, რომელიც წელს დავიწყეთ და რომლის მიზანი მესხური ვაზის და ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების ისტორიულ სამშობლოსთან დაბრუნებაა. პროექტის ფარგლებში ადგილობრივებს წარმოებისთვის უსასყიდლოდ გადავცემთ მესხური ვაზის ნერგებს…

მეტი...

გიორგობასთან დაკავშირებით, მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა ტარდება

მართლმადიდებელი ეკლესია  გიორგობის დღესასწაულს  აღნიშნავს.  ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა ტარდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. გადმოცემის თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. სხვადასხვა სატანჯველს შორის, ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის…

მეტი...

ბრიტანეთი მეფე ჩარლზის კორონაციის სამზადისშია

რამდენიმე წუთში, გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის, მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ცერემონია დაიწყება.  ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით,  ღონისძიება 11:00 საათზე გაიხსნება. მეფედ კურთხევის ცერემონიისთვის ლონდონის უესტმინსტერის სააბატოში ისტორიული ქვაც ჩამოიტანეს. ეს სწორედ ის ქვაა, რომელზეც კორონაცია საუკუნეებია იმართება. ღონისძიებას დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრება. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მონარქი  მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი გახდა.  

მეტი...