გერმანიის საგარეო მინისტრი უკრაინაში იმყოფება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა. გერმანელი დიპლომატი ხარკოვში იმყოფებოდა. მან ხარკოვს რუსეთის  აგრესიული ომის სიგიჟის სიმბოლო უწოდა. „უკრაინელებს შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი. ეს ქალაქი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო.  მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ დავკარგოთ უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახში, ამ ზამთრის ომშიც“, – განაცხადა ბერბოკმა. გერმანელ დიპლომატთან ერთად იმყოფებოდნენ უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება და უკრაინის ელჩი გერმანიაში ალექსეი მაკეევი. „დღეს ანალენა ბერბოკი და მე ხარკოვს ვეწვიეთ, რომელსაც რუსეთმა უდიდესი ტანჯვა მიაყენა. ხარკოვი ახლა წარმატებული უკრაინული კონტრიერიშების სიმბოლოა, რომლებიც ადასტურებენ, რომ პარტნიორებისგან…

მეტი...

„თუ მუშახელის გადამზადება დამსაქმებლის ინტერესებზე არ არის მორგებული, ასეთი პროგრამები არაფრის მომცემია“ – ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„თუ ხელფასი გაიზრდება, ის აუცილებლად აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე. შესაბამისად, ფასიც გაიზრდება ამა თუ იმ პროდუქტის თუ მომსახურეობის“ – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ გააკეთა და იმ მოთხოვნად სპეციალობებზეც ისაუბრა, რაზეც ვაკანსიები არსებობს თუმცა, ვერ ივსება. „ბიზნესისთვის იცით რომ მნიშვნელოვანია მაღალი ტექნოლოგიური დანადგარები, შესაბამისად, საჭიროა კადრი ვინც უნდა იცოდეს ამ დანადგარების მართვა, სხვანაირად წარმოუდგენელია. როცა ხშირად ვსაუბრობთ, რომ ხელფასი არ შეესაბამება სამუშაოს მაძიებლის მოთხოვნას, ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს პროდუქციის თვითღირებულება და მომსახურება.  თუ ხელფასი გაიზრდება, ის აუცილებლად აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე, შესაბამისად, ფასიც გაიზრდება ამა თუ იმ…

მეტი...

უკრაინის დასახმარებლად, ნატო იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდის ინიციატივით გამოდის

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების გაზარდოს საჭიროებას ხედავს. როგორც სტოლტენბერგმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინის საბრძოლო მასალით დახმარება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მარაგებს ამცირებს. „ჩვენ ვამცირებთ ჩვენს მარაგებს, არსებობს მხოლოდ ერთი გრძელვადიანი გამოსავალი – მეტი უნდა ვაწარმოოთ”, – აღნიშნა იენს  სტოლტენბერგმა და განმარტა რომ შეთანხმება მარაგების გაზრდაზე მიღწეულია. „მიზანი ის არის, უკრაინისადმი დახმარების გაგრძელება და ასევე გაზრდა შეგვეძლოს. ვინაიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა უკრაინაში დიდი დანაკარგები განიცადა უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა…

მეტი...

ბაზრის მოთხოვნები სამუშაოს მაძიებელთა მოთხოვნებს ვერ პასუხობს

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობა შემცირდა და  დასაქმება გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო ბევრმა ფაქტორმა. იცით, რომ ტურისტული და სასტუმრო ბიზნესი კარგად გამოცოცხლდა, მან აანაზღაურა ის დანაკარგები, რაც პანდემიის წლებში იყო. ტურისტების დიდმა შემოდინებამაც გაააქტიურა“,- აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ გააკეთა. მისივე თქმით, რეალურ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დამსაქმებლებს დიდი მოთხოვნა აქვთ სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანებზე, რისი დეფიციტიც ქვეყანაშია. „ახალი საწარმოების შექმნა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა აქ რეალური პრობლემა გვაქვს ის, რომ ჩვენ, დამსაქმებლებს, დიდი მოთხოვნა გვაქვს სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანებზე, რაც სამწუხაროდ,…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე – არის მსხვერპლი

აგარასთან, ცენტრალურ ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, დამცავ ჯებირს შეეჯახა და არხში გადავარდა. შემთხვევის დროს შუა ხნის კაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

მეტი...

სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა შემოტანას. ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 628,5 ლარი შეადგინა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს გ.ჯ.-ს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5 244,5 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ი.მ.-ს მიმართ, საქმის მასალები შემდგომი…

მეტი...

,,რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი და დატოვოს უკრაინა”- ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაცია

,,უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და დატოვოს უკრაინა,”- ამის შესახებ ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი. დეკლარაციის თანახმად, ნატო-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა განხორციელდება აღნიშნული ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების ავტონომიის შესაბამისად და მათი წევრების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სპეციფიკის შეზღუდვის გარეშე. „დღეს ჩვენ ვდგავართ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში უმძიმესი საფრთხის წინაშე. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო კანონს და გაერო-ს წესდების პრინციპებს. ის ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რუსეთის ომმა გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც აზარალებს მილიარდობით ადამიანს მთელს მსოფლიოში. უმკაცრესად…

მეტი...

,,კრემლი შეისწავლის ფაშინიანის პოზიციას”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი შეისწავლის სომხეთის პოზიციას, საკუთარ ტერიტორიაზე არ ჩაატაროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნები. მისივე თქმით, სომხეთთან დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან იგი რუსეთის ახლო მეგობარი და პარტნიორია. “სომხეთის პრემიერის ეს განცხადება საკმაოდ ახალია და ვფიქრობ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები ერთმანეთთან კავშირზე იქნებიან და ისინი გაარკვევენ სომხეთის პოზიციის დეტალებს”, – განაცხადა პესკოვმა.   სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ამწე კალათის მეშვეობით, კატა ხიდან ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში კატას დაეხმარნენ, რომელიც 8-10 მეტრის ხიდან ჩამოსვლას თითქმის სამი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მაშველებმა კატა ამწე კალათის მეშვეობით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს. ,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,უკრაინის მოვლენები არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს შორის”- ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს შორის. „უკრაინის მოვლენები არ არის მოსკოვსა და კიევის შორის შეტაკება – ეს არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის“, – განაცხადა პატრუშევმა. მისი თქმით, დასავლეთი გეგმავს რუსეთი საბოლოოდ  წაშალოს მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან. „საპასუხოდ, რუსეთი მიაღწევს ეკონომიკურ სუვერენიტეტს და ფინანსურ დამოუკიდებლობას, ასევე გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი პოტენციური აგრესორის შეკავება,“- განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მეტი...

მოსკოვში მასშტაბური ხანძარია

ხანძარი მოსკოვში – ქალაქის  ჩრდილოეთით მეტროსადგურ “დმიტროვსკაიას” მახლობლად ხანძარია. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი მრავალსართულიანი შენობაში, ავტომომსახურების საწყობში გაჩნდა. მაშველებმა იმავე შენობაში მდებარე ჰოსტელის ევაკუაცია დაიწყეს. უწყებები ამბობენ, რომ არსებობს ცეცხლის მეზობელ შენობებზე გავრცელების საშიშროებაც. ხანძრის საერთო ფართობი 1 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

მეტი...

ნატო-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს

ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. იენს სტოლტენბერგმა ხელმოწერის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ალიანსის ევროკავშირთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. „ახლახან მოვაწერეთ ხელი ევროკავშირ-ნატო-ს ერთობლივ დეკლარაციას, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე. „რუსეთისგან მომავალი საფრთხე ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა არა ერთადერთი.…

მეტი...

,,ერთი რამ მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, წითელი ხაზები არ გადაკვეთონ”- ალუდა ღუდუშაური

,,ერთი რამ მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, მათ შორის, სააკაშვილის ინტერესების დამცველ ადვოკატებს და ნებისმიერ პირს, ვინც მასთან არის დაკავშირებული, წითელი ხაზები არ გადაკვეთონ,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაური „ვივამედის“ დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ექთანს პირადი მონაცემები გამოართვა და უთხრა, რომ „მოწმეების და დასაჭერების სიაში“ უნდა შეიყვანოს. „არ გადაკვეთონ წითელი ხაზები, რამეთუ ნებისმიერი ფორმით ძალადობა, მუქარა, შევიწროება… კარგად ხედავთ არ არის მათი მხრიდან პირველი ფაქტი, როცა ხდება ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა. საზოგადოება ხედავს, რომ ხდება მოსამართლეზე, სასამართლო სისტემაზე, მათ შორის, ექიმებთან მიმართებაშიც ზეწოლა, რომ თუ…

მეტი...

ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციას და უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს – მედია

ესტონეთი რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს . მედიის ცნობით, ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციისთვის შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა ამ თვის ბოლოდან გეგმავს. მედიის ინფორმაციით, ესტონეთს ამ მექანიზმის წარდგენა მანამდე სურს,  სანამ ევროკომისია რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საერთო გეგმას შეიმუშავებს. ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა “მუშაობა უნდა გააგრძელოს რუსეთის აგრესიაზე პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად და რუსეთის გაყინული აქტივები გამოიყენოს”. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ესტონეთის მიერ გაყინული რუსული აქტივების ღირებულება, დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

მეტი...

,,პროკურორის როლში იყო ადამიანი, რომელიც თურმე შაჰინ ლახანის დიაგნოზს არ ეთანხმება და აქვს დამთავრებული, გორში იურიდიული ფაკულტეტი”- გიული ალასანია

,,პროკურორის როლში იქ იჯდა ადამიანი, რომელიც თურმე შაჰინ ემანუელ ლახანის დიაგნოზს არ ეთანხმება და ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა ისევ დავაკნინო, გორში იურიდიული ფაკულტეტი,” -ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას აღიარებს, თუმცა ცდილობს, რომ ეს ყველაფერი უკრაინაში დაპატიმრებას დაუკავშიროს. „დაკითხვაზე იყო ადამიანი, რომელიც თავის დროზე ვუნდერკინდი იყო და 12 წლის ასაკში უკვე სტუდენტი იყო, ორი მედალი აქვს: კონგრესის და ბუშის მედალი. პროკურორის როლში იქ იჯდა ადამიანი, რომელიც თურმე მის დიაგნოზს არ ეთანხმება და ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა დავაკნინო ისევ,…

მეტი...

„დასვენებამ არაფერი მოუტანა, ორთვიანი პაუზის შემდეგ ვერ დაბრუნდა ისეთი, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო“- მედია

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „სამპდორია“ 0:2 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილმა იტალიურმა სააგენტო CalcioMercato-მ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა და მოლოდინი გამოთქვა, რომ ხვიჩა ჩვეულ ფორმას მალე დაუბრუნდება. „ხვიჩა კვარაცხელია მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა ქართველი ორთვიანი პაუზის შემდეგ ნამდვილად ვერ დაბრუნდა ისეთი, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო. ამ დასვენებამ მას არაფერი მოუტანა. კვარამ სეზონის სტარტზე გუნდის თამაშზე ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა. ის იყო ნამდვილი წინამძღოლი თავისი თამაშით, დრიბლინგებით, გოლებით, პასებით და მოპოვებული პენალტებით. მან შემოგვთავაზა სპექტაკლი, რომელმაც ინსინიე სწრაფად გადაგვავიწყა. ქართველმა ბოლოს 29 ოქტომბერს, „სასუოლოს“…

მეტი...

აშშ-ში ფუტკრებისთვის პირველი ვაქცინა დაამტკიცეს

აშშ-ში კომერციულ მეფუტკრეებს მალე ექნებათ ვაქცინა, რომელმაც მათი მწერები იმ გამანადგურებელი დაავადებისგან უნდა დაიცვას, რომელიც ამჟამად ფუტკრებს უტევს. დაავადების, სახელად ამერიკული ბუდობის (AFB) საწინააღმდეგო პრეპარატი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Dalan Animal Health-მა შექმნა. ამ გადამდებ დაავადებას სპორების წარმომქმნელი ბაქტერია Paenibacillus larvae იწვევს. მუშა ფუტკრების სკაში შეტანის შემდეგ, ორალური ვაქცინა „ფუტკრის რძეში“ ხვდება, რომლითაც დედა ფუტკარი იკვებება. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, Dalan-ი ვაქცინის შეზღუდულ რაოდენობას მიაწვდის მეფუტკრეებს აშშ-ში. ამის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მეფუტკრეებს შეიძლება ვაქცინაზე პირდაპირი წვდომაც მიეცეთ. თაფლია ფუტკრების პოპულაციათა გლობალური შემცირება თანამედროვე მსოფლიოს სერიოზული პრობლემაა. მხოლოდ აშშ-ში, სოფლის მეურნეობის…

მეტი...

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ფაშინიანის თქმით, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე მიაწოდა ინფორმაცია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს, რომ შექმნილ ვითარებაში წვრთნების ჩატარებას არამიზანშეწონილად მიიჩნევს. „ყოველ შემთხვევაში, წვრთნები წელს არ ჩატარდება“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მეტი...

,,სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!”- მიხეილ სააკაშვილი

,,სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, ”ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“. „სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს „ბუკ“-ის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც „ბუკ“-ის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს. ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები „ბუკ“-ისთვის.…

მეტი...

,,კვარაცხელიაზე გადააჭარბეთ, ახალი მარადონა გეგონათ”- მიკელე მარცულო

ნეაპოლელი სპორტული ექიმის, მიკელე მარცულოს განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიას  ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს და წნეხს ვერ უძლებს. ამის შესახებ ექიმმა Radio Punto Nuovo-თან ინტერვიუში ისაუბრა. “კვარაცხელიას მდგომარეობა? – ამ ბიჭზე ცოტათი გადააჭარბეთ, ბევრი ფიქრობდა, რომ ის ახალი მარადონა იყო. უცბად, ის ამხელა პასუხისმგებლობას ვერ გაუმკლავდა, რომელიც დაეკისრა. მას, ფიზიკურ პრობლემაზე მეტიად, ფსიქოლოგიური პრობლემა აწუხებს. მოედანზე ყველაფრის გაკეთება მარტო სურს, რაც გუნდისთვის კარგი არაა,” – განაცხადა მარცულომ.

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს”- ბექა დავითულიანი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. დავითულიანის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან მმართველ გუნდს კავშირი არ აქვს. „ბრალს გვდებენ, რომ ამ ჩანაწერთან კავშირი ხელისუფლებას აქვს მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი წევრი ისევე, როგორც მე, „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვემხრობით, თუმცა ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ ხელს ადებენ ვანო მერაბიშვილს, რომ ეს მისი გავრცელებული ჩანაწერია. თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში…

მეტი...

,,განზრახ არ ჩამიდენია” – პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყილაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის თანამშრომელ გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე უმკაცრესი ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, რადგან არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. დაცვის მხარეს ბრალდებულის გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა არ დაუყენებია. გიორგი მღებრიშვილმა დღევანდელ სხდომაზე პოზიცია დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია. თავად ბრალდებულმა კი სასამართლოზე აღნიშნა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია. “წლები, მუხლები ჩემთვის არანაირი ღირებულება არ აქვს. ამას იმიტომ არ ვიძახი რომ შეღავათი, პირიქით…განზრახ მე არ ჩამიდენია…

მეტი...

სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისთვის 4 პირი დამნაშავედ ცნო – ხანუმ ჯეირანოვას საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ხანუმ ჯეირანოვას მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში…

მეტი...

,,ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, მოწმეების და დასაჭერების სიაში უნდა შეგიყვანოო”- ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ამავე კლინიკის ექთანი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ პალატაში დაიბარა და პირადი მონაცემები გამოართვა. „ადვოკატი იბარებს ექთანს პალატაში, როცა მისი მორიგეობა დასრულებულია, ართმევს პირად მონაცემებს, სიაში უნდა შეგიყვანო მოწმეებისო და დასაჭერებისაცო, ეს ნორმალურია? ღმერთო, გაძლება მოგვეცი სიკეთე დასჯადია?!“, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,სამუშაო ადგილები არსებობს – კვალიფიციური კადრი კი არა”- ელგუჯა მელაძე “მედიაცენტრ მთავარში”

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის განცხადებით, ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა. მისივე თქმით, რეალურ პრობლემას კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოადგენს. ,,ჩვენი სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობა შემცირდა და დასაქმება გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო ტურისტული და სასტუმრო ბიზნესის გამოცოცხლებამ, მან აანაზღაურა ის დანაკარგები, რაც იყო პანდემიის წლებში და სერიოზულად გააქტიურდა. არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ასევე სხვა საწარმო მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმენას. მაგრამ, რეალური პრობლემა დამსაქმებლებს გვაქვს, სამუშაო ადგილებზე სპეციფიკური სპეციალობის უნარების მქონე ადამიანებზე. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს,”- აღნიშნა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, ქვეყანაში  სპეციფიკური სპეციალობის…

მეტი...

დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება – თბილისის მერია

დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ყინვისა და ნალექის გამო, დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, პრობლემა შეიქმნა. „შპს „თბილსერვის ჯგუფი“, 200-მდე თანამშრომლითა და სამი ათეული სპეციალური ტექნიკით, 24 საათის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას. ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები. მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავოთ ავტომანქანით გადაადგილებისგან. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი – 2 61 90 50, 2 72 22 22“, – ნათქვამია…

მეტი...

,,ხო, აბა, ვისი ხელწერაა“ – ბაჩო დოლიძე ფარული ჩანაწერის გავრცელებაში ვანო მერაბიშვილის ხელწერას ხედავს

,,ფარული ჩანაწერებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით, პოლიტიკური ქულების დაწერა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა. „სამწუხაროა, ეს ყველაფერი, რაზეც „ქართულ ოცნებას“ ვაკრიტიკებთ, რისთვისაც ვებრძვით, იმავე მეთოდებს ვხედავთ, რაც გამოყენებულია წინასაარჩევნოდ. ჭკუა ვერ ისწავლეს ადამიანებმა, რომლებიც დგანან ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ. კითხვაზე, ხედავს თუ არა ვანო მერაბიშვილის ხელწერას აუდიოჩანაწერების გავრცელებაში, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა: „ხო, აბა, ვისი ხელწერაა“. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების…

მეტი...

,,ბატონების“ რიტუალს, რთველის, მცხეთური ღვეზელისა და აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართული ხორბლის კულტურა, რთველის ტრადიცია საქართველოში, მესხური სამზარეულო, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია, ინფექციურ დაავადება ე.წ. „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალები და გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შევიდა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გამოსცა. ,,მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“, „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“, „რთვლის ტრადიცია საქართველოში“, „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“, „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“, „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“,- ნათქვამია ბრძანებაში.…

მეტი...

,,ვერ ვიგებ, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში”- ბენ ჰოჯესი

,,ვერ ვიგებ, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში, ეს ჩემთვის გაუგებარია,” – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის ეს სარგებლის მომტანი იქნება, არა მხოლოდ ახლა, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, არამედ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების თანამშრომლობის ფარგლებში, როდესაც ეს ომი დამთავრდება. „ვერ ვხვდები, რა არის სასარგებლო საქართველოსთვის კრემლის ხელბორკილებში, რადგან კრემლი აგებს ამ ომს, ეკონომიკა ჩამონგრეულია. ათასობით რუსი ჩამოვიდა საქართველოში, რადგან არ სურდათ მობილიზაციაში მოხვედრა. არ სურთ უკრაინაში ბრძოლა. ჩემი აზრით, არის გარღვევა იმაში, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც თვლის,…

მეტი...

,,საქართველოს „ბუკისა“ და „ჯაველინის“ სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია”- თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და „ჯაველინებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ უკრაინამ საქართველოს „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების „ჯაველინი“ შესყიდვის მიზნით.…

მეტი...

,,ნებისმიერი ჟურნალისტის დაპატიმრება, აშკარა კრიმინალური საქმიანობის გარდა, პრობლემურია”- ბენ ჰოჯესი

,,ნებისმიერი ჟურნალისტის დაპატიმრება რამისთვის, გარდა აშკარა კრიმინალური საქმიანობისა, პრობლემურია,” – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ჰოჯესს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. „არსებობს მიზეზი, რის გამოც აშშ-ის კონსტიტუციაში დამფუძნებელმა მამებმა, კონსტიტუციის ავტორებმა ჩაწერეს, რომ პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის არსებითი ელემენტი. ვფიქრობ, ნებისმიერი ჟურნალისტის დაპატიმრება რამისთვის, გარდა აშკარა კრიმინალური საქმიანობისა, პრობლემურია. ვგულისხმობ, რომ ჟურნალისტს თუ აპატიმრებენ პოლიტიკური მიზეზებით, ამის გამო, ქვეყანაში შეშინებული უნდა იყოს ყველა სხვა ჟურნალისტიც, განურჩევლად იმისა, რომელი ორგანიზაციისთვის მუშაობთ ჟურნალისტები. ყველა, ვინც დემოკრატიაზე ზრუნავს, უნდა იყოს გაერთიანებული…

მეტი...

სამუშაო საათების შემცირებაზე შეთანხმება ვერ შედგა თუმცა, მთავრობამ დადგენილება მაინც მიიღო

,,დასაშვები სამუშაო საათების რაოდენობა შემცირდა და 40-საათამდე განისაზღვრა,”- ამის შესახებ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,მთავრობამ წინა წლის დეკემბერში მიიღო, სპეციალური რეჟიმის მქონე საწარმოების ნუსხა და ამით მოხდება დარეგულირება 40 და 48-საათიანი სამუშაო კვირის. ეს სიახლე ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა, თუმცა მასთან დაკავშირებით დიდიხანია ვმუშაობთ მთავრობა, პროფესიული კავშირების გაერთიანებები და დამსაქმებლები. ყველა სექტორი იყო ჩართული ამ ღონისძიებებში.  მთლიანობაში, ვერ შევთანხმდით იმაზე, თუ რომელი სექტორები ყოფილიყო შესული 48-საათიან დაშვებულ სიაში. თუმცა, 40-საათიანის შემთხვევაში არის გარკვეული მექანიზმები. არის პირობები, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებებს შორის უნდა მოხდეს…

მეტი...

ავარია თბილისში – 7 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ავარია თბილისში – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა. კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. „მეგობრებო, დააყენეთ ზამთრის საბურავები და იარეთ ნელა“ – „ჩემი ქალაქი მკლავს“.

მეტი...

,,ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“- გია ბარამიძე

,,ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს. „მინდა, ყველამ მკაფიოდ იცოდეს ჩემი აზრი, რომ ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ „კაგებეშნიკად“, ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი. შესაბამისად, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ს არც ერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს, არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, რაც არ უნდა ხდებოდეს, (ერთმანეთის საწინააღმდეგოდ), კონკურენციაში თუ პაექრობისას არასდროს გამოიყენებს“, – წერს გია ბარამიძე. ცნობისთვის,…

მეტი...

რუსეთი უკრაინას სამი მიმართულებით უტევს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული ძალები ქვეყანას სამი ძირითადი – ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით უტევენ. უწყებით ცნობით, რუსეთი ცდილობს ტაქტიკური მდგომარეობა კუპიანსკის მიმართულებით გაიუმჯობესოს.  მათივე განცხადებით, ოკუპანტების ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების დაკავებაზე, თუმცა წარუმატებლად. გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ 8 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე, 63-ჯერ დაბომბა უკრაინის ტერიტორია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქების ხარკოვის, ხერსონისა და კრამატორსკის და მიკოლაივის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მეტი...