ფინეთში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

ფინეთში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. დაღუპულია ხუთი ადამიანი, რომელიც ვერტმფრენების ბორტზე იმყოფებოდნენ. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ეურას მხარეში მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე ვერტმფრენი ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან ფინეთის ქალაქ კოკემაკისკენ მიფრინავდა. ბორტზე ბიზნესმენები იმყოფებოდნენ. როგორც ფინური მედია თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, კატასტროფამდე ვერტმფრენები მანევრებს ასრულებდნენ. ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.  

მეტი...

აშშ-ში ტორნადოს 21 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის მისურისა და კენტუკის შტატებში ტორნადო 21 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით მოქალქე. ადგილობრივ ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზრდება. მისურიში სტიქიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. სტიქიამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, ასობით ათასი აბონენტი.

მეტი...

“ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი მზადდება”- პესკოვი

კრემლის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, სატელეფონო საუბრის გასამართად მზადება მიმდინარეობს. „საუბარი მზადდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ამის შესახებ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალშია

ქართველ ჩოგბურთელს, ნიკა ბასილაშვილს ერთი მოგებაღა აშორებს ბორდოს ჩელენჯერის მოგებამდე. მან დამაჯერებლად ჩაატარა ნახევარფინალური შეხვედრა ნიდერლანდელ ტალონ გრიეკსპოორთან, 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალი 18 მაისს გაიმართება, ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი მპეტში პერიკარი იქნება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.  

მეტი...

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს. მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტთან იმყოფებიან, უცვლელი მოთხოვნები აქვთ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

მიხეილ ყაველაშვილი რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი, 18 მაისს, მეუღლესთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში ასევე იმყოფებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

მეტი...

“ახლაა ამ ომის დასრულების დრო“- რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიკვდილი და ნგრევა უნდა შეწყდეს. მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ი მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებას ტყვეების გაცვლის შესახებ. „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას მე კიდევ ერთხელ გავიმეორე აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი, რომ სიკვდილი და ნგრევა უნდა შეწყდეს. შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა ძლიერი სამშვიდობო გეგმა და ჩვენ მივესალმებით სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებას სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ. ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ უზარმაზარ შესაძლებლობას. ახლაა ამ ომის დასრულების დრო“, –წერს მარკო რუბიო.    

მეტი...

დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბარს ჯერ პუტინთან, შემდეგ კი ზელენსკისთან გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 მაისს გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას. ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის ლიდერთან საუბრის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება. „ორშაბათს, 19 მაისს, დილის 10:00 საათზე, სატელეფონო საუბარს გავმართავ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. საუბრის თემა იქნება „სისხლისღვრის“ შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე საუბრის თემა იქნება ვაჭრობა. ამის შემდეგ დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე. მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი,…

მეტი...

თურქეთმა შავ ზღვაში 75 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა

თურქეთმა შავ ზღვაში 75 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ, პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ამ აღმოჩენით, ჩვენ დავაკმაყოფილებთ თურქეთის საცხოვრებელი სახლების ბუნებრივი აირის მოთხოვნილებას სამ წელიწადნახევის  განმავლობაში“ – განაცხადა ერდოღანმა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბადო „გოკთეპე-3“-ის ჭაბურღილში, 3 500 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს და მისი ეკონომიკური ღირებულება 30 მილიარდ დოლარს შეადგენს.  

მეტი...

პოლონეთში საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

ვარშავის პოლიცია იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაში საქართველოს მოქალქეებს ადანაშაულებს. სამართალდამცავებმა ვარშავიდან აღმოსავლეთით 21 კილომეტრში მდებარე სოფელ ნოვი კონიკში ჩატარებული რეიდის დროს მათ ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, მოპარული საქონელი და ყალბი დოკუმენტები ამოიღეს. საერთო ჯამში დაკავებულია შვიდი ადამიანი. „დაკავებულები არ არიან ბანდიტები. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ქურდები ან ყაჩაღები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მაფიის იერარქიაში ძალიან მაღალი თანამდებობის პირები არიან“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მეტი...

“უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა კონსტრუქციული წინადადება რუსულმა მხარემ წამოაყენა”- ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა კონსტრუქციული წინადადება წამოაყენეს. მარია ზახაროვა 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ამ ყველაფერს აზრი ჰქონდა, რადგან 1000 უკრაინის მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება“. „ეს „ათასი ათასზე“ გაცვლა რუსეთის მიერ იყო შეთავაზებული და სახელმწიფოს მეთაურის მიერ უფლებამოსილი დელეგაციის მიერ განხორციელდა, რომელსაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ზელენსკი დასცინოდა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, რუსეთის მიერ ტყვეების „ათასი ათასზე“ ფორმულით გაცვლის წინადადება ლოგიკურია.

მეტი...

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დოჰაში მიმდინარეობს. “ჰამასისი“ წარმომადგენელმა თაჰერ ალ-ნონომ განაცხადა, რომ მზადაა გამოიყენოს ყველა საჭირო ძალისხმევა“ შუამავლების დასახმარებლად, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს და აღნიშნა, რომ „მაგიდაზე არ დევს კონკრეტული შეთავაზება“. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში იუწყებიან, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღაზის სექტორში სტრატეგიულ ობიექტებს იკავებენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 5 მაისს განაცხადა, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ გაფართოებულ, ინტენსიურ შეტევას გეგმავს.

მეტი...

“პუტინის ცინიზმზე პრეზიდენტი ტრამპს რეაგირება ექნება”- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “პუტინის ცინიზმზე რეაგირებას მოახდენს”. “იმის ფონზე, თუ როგორ ცინიკურად იქცევა პრეზიდენტი პუტინი, მჯერა – დარწმუნებულიც კი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, აშშ-ისადმი ნდობაზე ზრუნვაში, რეაგირებას მოახდენს ამაზე. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია. ის თანამდებობაზე კეთილშობილური მიზნით მოვიდა – უზრუნველყოს მშვიდობა, და ამბობდა, რომ ამ მიზნისთვის ყველას ჩართავდა. პუტინმა და მისმა არმიამ პატივისცემა არ გამოიჩინეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებისადმი, რომლებიც, შეგახსენებთ, ამერიკული ინიციატივა იყო” – განაცხადა მაკრონმა.

მეტი...

“ტრამპი იტყუება, როდესაც მშვიდობაზე საუბრობს”- ირანის სულიერმა ლიდერი

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სიცრუეში დასდო ბრალი. მისი განცახდებით, ტრამპი იტყუება, როდესაც მშვიდობაზე საუბრობს. „პირიქით, შეერთებული შტატები იყენებს თავის ძალაუფლებას 10-ტონიანი ბომბების ისრაელის რეჟიმისთვის გადასაცემად, რათა ღაზაში მცხოვრები ბავშვების თავებზე ჩამოყარონ“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. ალი ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები „პასუხის ღირსი არ არის“. „უდავოდ, კორუფციის, ომისა და კონფლიქტის წყარო ამ რეგიონში არის სიონისტური რეჟიმი – საშიში, მომაკვდინებელი სიმსივნე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, და აღმოიფხვრება“ – განაცხადა ალი ხამენეიმ.

მეტი...

ვატიკანი შეიძლება გახდეს რუსეთ-უკრაინას შორის დიალოგის ხელშემწყობ ადგილად

რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, ინაუგურაციას ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება, რომელიც რომში იმყოფება. ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.  ზელენსკი მზადაა, ინაუგურაციის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდეს. ვატიკანის ცნობით, რუსეთი კულტურის მინისტრის, ოლგა ლიუბიმოვას დონეზეა წარმოდგენილი. ჟურნალისტებთან საუბრისას მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვატიკანი შეიძლება გახდეს რუსეთ-უკრაინას შორის დიალოგის ხელშემწყობ ადგილად. 18 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონი გაიმართება.

მეტი...

სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს

რუსეთის აგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „17 მაისს, ამერიკული მხარის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო, მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა სტამბოლში გუშინ გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა.

მეტი...

რუსეთი და უკრაინა ტყვეებს „1000/1000-ზე ფორმულით“, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გაცვლიან

რუსეთთან ტყვეების „1000/1000-ზე ფორმულით“ გაცვლა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი  ავრცელებს. „იმედი მაქვს, ეს მომავალ კვირაში მოხდება. თქვენ ხომ გესმით, იქნება გაცვლა, ასე რომ ვთქვათ, ვისი წამოყვანაც შეგვეძლება, იმას წამოვიყვანთ“ – განაცხადა კირილ ბუდანოვმა. სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები დროს რუსეთი და უკრაინა „1000/1000-ზე ფორმულით“ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაც.

მეტი...

საპატრიარქო აბორტებთან დაკავშირებით კანონმდებლობის  გამკაცრებაზე საუბრობს   

„საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 50-55 000-ით მცირდება. ქვეყანაში დაახლოებით 40-50 000 აბორტი კეთდება, ეს მდგომარეობა საგანგაშოა“ – აცხადებს მეუფე შიო და კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს. „აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად, თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. აშშ-ში ათი შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი და ბევრ ქვეყანაში არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ალბათ დადგა დრო, ამაზე ვიფიქროთ, ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო.  იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები, მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბარს,…

მეტი...

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა. პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე  შიომ მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. გარდა ამისა მეუფემ მნიშვნელოვან საკითხებზე იქადაგა. მსვლელობაში მონაწილეობას მოქალაქეებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ. თბილისის გარდა, მსვლელობა სხვადასხვა ეპარქიაში ჩატარდა. ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.

მეტი...

“დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ფასეულობების დასაცავად”- პრემიერი

„მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული  ინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს“- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას ტრადიციული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, რომ არიან ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ ყველაფერს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ხელისუფლების ვალია, დედა ეკლესიის მხარდამხარ იბრძოლოს ეროვნული ფასეულობების დასაცავად. „ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის. ეს ბრძოლა არ არის იოლი. არიან ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ…

მეტი...

„ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას“ – მეუფე შიო

„აბორტი არის უმძიმესი ცოდვა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში“ – აღნიშნა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. მეუფეს თქმით, ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე. „ასეთი საგანგაშო მდგომარეობის მიუხედავად, როცა ერი, ქვეყანა არ ღებულობს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია, ჩვენ ასე ღმერთს ვეუბნებით რომ არ გვინდა სიცოცხლე. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს,  ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვეს ხალხში, რომ  აბორტი გააზრებული უნდა…

მეტი...

„წელიწადში 40 – 50 000 აბორტი კეთდება“ – მეუფე შიო

დემოგრაფიულ მდგომარეობასა და აბორტების საგანგაშო მდგომარეობაზე ისაუბრა მეუფე შიომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, ქვეყანაში  მოსახლეობა ყოველ წელს 50 000-ით მცირდება. „ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან 3 მილიონ 700-მდე შემცირდა. ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს აბორტების საგანგაშო სტატისტიკა.  ბოლო 10 წლის განმავლობაში, საშუალოდ ყოველწლიურად 22 000 აბორტი კეთდება. ამას თუ მივუმატებთ ე.წ. ქიმიურ აბორტებს, აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორგმაგდება რიცხვი. წარმოიდგინეთ რომ წელიწადში დაახლოებით 40-50 000 აბორტი კეთდება.  ეს იმს ნიშნავს, რომ წელიწადში ჩვენი კლება 50 – 55 000-ია. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა ” – აღნიშნა მეუფემ.

მეტი...

“ყველამ გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვა”- კობახიძე

„დღევანდელი მსვლელობაც არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დადგება მტკიცედ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე“ –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, საკმაოდ გავლელიანი ძალები ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ ყალბი იდეოლოგიები. “ამას დავუპირისპირდით ჩვენ, მათ შორის, იმ კანონით, რომელიც მივიღეთ და რომელიც სწორედ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთან ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. იყო სერიოზული კრიტიკა ამ კანონის მიმართ, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა აქაც, საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ყველამ გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი ტრადიციული…

მეტი...

პუტინი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „მთავრობამ დაადგინოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გაცემის პროცედურა იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილება მიღებულია ამ დადგენილების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მისი გაცემის შესაძლებლობას, მათ შორის, აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე“ – ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე მდებარე რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ.

მეტი...

“მოვუფრთხილდეთ ოჯახს, რათა გადარჩეს და გაძლიერდეს”- მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მრევლს მიულოცა. „გილოცავთ, ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა – კურთხევას. ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. ბიბლია გვაუწყებს, უფალმა თქვა, რომ არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა, გავუჩენ მას შემწეს, მის შესაფერს და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი და აკურთხა ისინი და თქვა, „აღორძინდით და გამრავლდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა“. ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი…

მეტი...

სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყო

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი. მსვლელობაში მონაწილეობენ ასევე საპატრიარქოს ჩოხოსნებიც, რომლებსაც საქართველოსა და ოჯახის სიწმინდისთვის მიძღვნილი დროშები აქვთ. ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც აღნიშნავენ.

მეტი...

აშშ-ში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ტორნადომ აშშ-ის მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში, სულ მცირე, 5 ადამიანი იმსხვერპლა, 5000-მდე შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენი ქალაქი დღეს გლოვობს. ადამიანების დაღუპვა და ნგრევა ნამდვილად საშინელებაა“ – განაცხადა ქალაქის მერმა, კარა სპენსერმა. ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, ადგილზე 17 სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

აშშ-ის სენატმა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

აშშ-ის სენატმა სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. „პუტინი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის პროცესის გაჭიანურებას, სანამ მის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას არ მივაყენებთ – ფინანსური იზოლაციის ჩათვლით“ – განაცხადა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა. ლინდსი გრემმა, რომელიც მიმდინარე კვირაში თურქეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმყოფებოდა, კონგრესს კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა. „რუსეთის თამაშებზე როდესაც არის საუბარი, დროა, ვთქვათ: საკმარისია“ – აღნიშნა სენატორმა ლინდის გრემმა.

მეტი...

“მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე”- ცოტნე ივანიშვილი

ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალადობრივ კადრებს როდესაც ხედავს გული სტკივა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სამართალი. „აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები. თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარა ქართველი ახალგაზრდები. როგორც უკვე გითხარით აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სამართალი“ – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

მეტი...

“პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი”- ცოტნე ივანიშვილი

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი სასულიერო პირებთან ერთად მსვლელობისთვის ემზადებიან. აქ არიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. რუსთაველზე იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი. მან საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. „გილოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენს საყვარელ საქართველოს და ვფიქრობ, მისი ისტორიის განმავლობაში ესენციალური იყო, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობა. მგონია, რომ ზუსტად ქართული იდენტობა დამყარებულია ჩვენს სარწმუნოებაზე, სულისკვეთებასა და ოჯახის სიწმინდეზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ…

მეტი...

პუტინი რუსულ-არაბულ სამიტს უმასპინძლებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველ რუსულ-არაბულ სამიტს 15 ოქტომბერს უმასპინძლებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. პუტინმა არაბული ქვეყნების ლიდერები და არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი მიიწვია. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო, მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაში. ასევე დაეხმარება გზების ძიებაში, რათა ურუნველვყოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში“– ნათქვამია პუტინის სახელით გავრცელებულ მოსაწვევ ტექსტში.

მეტი...

საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

17 მაისს, საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ინფორმაციას, Meteo.gov.ge ავრცელებს. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უნალექოდ.  აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +27, +32°; მთაში +25, +30°; მაღალმთაში +20, +25°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან ნისლი.  აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით  ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +20, +25°; მთაში +20, +25°; მაღალმთაში  +15, +20°.

მეტი...

“როდის უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ საკმარისია“- დევიდ ლემი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ შექმნა გაუგებრობა. „კიდევ ერთხელ ვხედავთ გაუგებრობის შექმნას რუსეთის მხრიდან და უარს იმაზე, რომ სერიოზულად მიუდგნენ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარებას, რაც ახლა აუცილებელია. კიდევ ერთხელ, რუსეთი არ არის სერიოზული. როდის უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ საკმარისია“– აღნიშნა ლემიმ. დევიდ ლემიმ ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი და აშშ ერთად მუშაობენ ორ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.

მეტი...

“ტრამპი საუბრობს მშვიდობაზე და, მეორე მხრივ, გვემუქრება განადგურების ინსტრუმენტებით”- ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი არ დაიხევს უკან თავისი ლეგიტიმური უფლებებისგან. მისივე თქმით, დონალდ ტრამპი, ერთი მხრივ, მშვიდობაზე საუბრობს და, მეორე მხრივ, ყველაზე მოწინავე მასობრივი განადგურების ინსტრუმენტებით ემუქრებათ. „რომელს უნდა დავუჯეროთ? ერთი მხრივ, ტრამპი საუბრობს მშვიდობაზე და, მეორე მხრივ, გვემუქრება ყველაზე მოწინავე მასობრივი განადგურების ინსტრუმენტებით. ჩვენ უარს ვამბობთ თავი დავუხაროთ ჩაგვრას. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ რეგიონში არასტაბილურობის წყარო“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.    

მეტი...

“ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია”- პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი. „მსგავსი შეხვედრა, ორივე მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგად, დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, 16 მაისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთისა და უკრაინის „დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიებს შეადგენენ და გაცვლიან“.

მეტი...

“ყოველ ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს თავისუფლად, თანასწორად და ღირსეულად”- კაია კალასი

“ყოველ ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს თავისუფლად, თანასწორად და ღირსეულად”– ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOT) დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. „ადამიანის უფლებები გვეკუთვნის ყველას, ვინც არ უნდა ვიყოთ, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და ვინც არ უნდა გვიყვარდეს“, – ნათქვამია კალასის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მეტი...