ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, გახარიას ეთანხმება, რომ კომპრომისი არის დემოკრატია.
,,არ ვიცი მე გიორგი რას გულისხმობდა, მაგრამ მე შემიძლია მას დავეთანხმო იმაში, რომ რა თქმა უნდა, კომპრომისი არის დემოკრატია და პოლიტიკაც და დემოკრატიაც არის კომპრომისი და მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ერთმანეთში ვისაუბროთ. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც “ნაცი” და “ქოცი”, ბოდიში ამ სიტყვებისთვის მე არ მახასიათებს ასეთი სიტყვები, მაგრამ არ არსებობენ და ყველა ჩვენი მოსაზრებით, ვართ დემოკრატიულ პროცესებში ჩართული” – განუცხადა ხატია დეკანოიძემ ”ტვ პირველს”.