„ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ნავსადრურში სოჭიდან შემოსულ  საკრუიზო ლაინერზე, რომელმაც ნავსადგური ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა, განცხადებას ავრცელებს. „ჩვენ Royal Caribbean-ის საკრუიზო გემების მისაღებად ვემზადებოდით. ეს გემები ჩამოიყვანდნენ ათასობით მდიდარ ამერიკელს, რომლებიც ბევრ ფულს დახარჯავდნენ. ამის მაგიერ ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით“,- ნათქვამია სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.   სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა  

მეტი...

“საქართველოში ჩამოსული რუსები ნარკოტიკებს ქართველებზე მასიურად ყიდიან” – გია ჭანტურია

დაგეგმილი სპეცოპერაცია ქართველების წინააღმდეგ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გია ჭანტურია სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია შემოტანილი. ,,თბილისის ზღვასთან, გაივლიან რუსები, რაღაცებს დებენ, მერე მოდიან ქართველები, ტელეფონით ეძებენ ამ რაღაცებს და ამით კაიფობენ. პირდაპირ გეუბნებით, რუსები ყიდიან ნარკოტიკებს, ამას ყიდულობენ ქართველები და კვდებიან. ის რუსები კი 1500$-ში ქირაობენ ბინებს, შემდეგ კი ყიდულობენ მათ. ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია”- თქვა ჭანტურიამ.

მეტი...

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა. ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.

მეტი...

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების ორი კანონპროექტი გუშინ, 26 ივლისს წარუდგინა. ,,უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების „უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ , მხარი დაუჭირა 347-მა სახალხო დეპუტატმა. საომარი მდგომარეობა ქვეყანაში ოფიციალურად 16 ნოემბრის 05:30 საათამდე გაგრძელდება. რადამ მიიღო კანონი “უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ “საერთო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებაც” გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 334-მა სახალხო დეპუტატმა. საერთო მობილიზაციაც 90 დღით გაგრძელდა.  

მეტი...

სამეგრელოში, ნაკიანი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა

სამეგრელოში, ნაკიანი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა ხიდზე გადადიოდა. არსებული ინფორმაციით, ხიდმა სწორედ მის სიმძიმეს ვერ გაუძლო. სატვირთოს მძღოლი, 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს. ცნობილია, რომ ხიდის მეორე მხარეს, გარახას მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ასფალტი საფარს აგებდნენ და სწორედ იქ მიდიოდა სატვირთო მანქანა. მაშველები მდინარე ოჩხომურიდან თვითმცლელი სატვირთო მანქანის ამოყვანას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ადგილზე სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არის ხელისუფლების და სამშენებლო კომპანიის დაუდევრობა, რომ ხიდი, რომელიც ვადაგასულია და მხოლოდ…

მეტი...

,,კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას” – სალომე ზურაბიშვილი

“კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს! შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ დოკუმენტს, რომელიც რუსულ მხარეს საშუალებას მისცემს აეროპორტი საკუთარი შეხედულებების მიხედვით მართოს.

მეტი...

“მოვუწოდებთ შსს-ს, მოახდინოს რეაგირება” – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლას ეხმაურება. მათი თქმით, ქვეყანაში კრუიზით ჩამოსულ რუსებს ოკუპაციის კანონი დარღვეული ჰქონდათ. საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დამრღვევ პირთა გამოსავლენად და მათ მიმართ გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები. “საია ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად 26 ივლისს, ბათუმის ნავსადგურში რუსეთის ფედერაციიდან შემოსული საკრუიზო გემით იმ პირების შემოსვლის შესახებ, რომლებსაც შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეთ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მოქმედებს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალქეობის…

მეტი...

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტებმა რუსეთის დროშა დაწვეს

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლას აპროტესტებენ, რუსეთის დროშა დაწვეს. არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი! – დაწერეს აქციის ორგანიზატორებმა. აქციები თბილისსა და ბათუმში საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” შემოსვლის გამო ჩაინიშნა. ქვეყანაში გემით 800-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, რომლებიც არ აღიარებენ კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამტკიცებენ, რომ “აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლეს”.

მეტი...

განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე,  ერთ პირს  ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიული კომპანის ოფისში, ბრალდებულმა სამშენებლო ბიზნესსაქმიანობიდან წარმოშობილი უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ივლისს  დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.  დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით  (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონთ დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საუბარია ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის ფაქტზე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ასროლეს.  

მეტი...

უკრაინელ ჩინოვნიკებს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ

უკრანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინელ ჩინოვნიკებს საზღვარგარეთ გამგზავრება და დასვენება აეკრძალათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მმართველი გუნდის ერთ-ერთი დეპუტატი, იური არესტოვი  ფეშენებელურ კურორტზე დააფიქსირეს. აღნიშნული ფაქტის გახმაურების შემდეგ, არესტოვმა მანდატის  დატოვების შესახებ რადას მიმართა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

რამდეიმე წუთის უკან, საქართველოშ მიწისძვრა დაფიქსირდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი სოფელი ანდეზიტი (დაბა ბაკურიანი) იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა და მას ზიანი არ გამოუწვევია.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს. „კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!,“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

ჯო ბაიდენის შვილი სასამართლოში გარიგებას ჯერჯერობით ვერ მიიღებს

ჯო ბაიდენის შვილი სასამართლოში გარიგებას ჯერჯერობით ვერ მიიღებს. სასამართლოს განმარტებით, საქმე რომ გადაიხედოს, მეტი დროა საჭირო. საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც ჰანტერ ბაიდენის მხრიდან საგადასახადო საკითხებზე, ასევე ნარკოდამოკიდებულებასა და იარაღის უკანონო ტარებაზე ბრალის აღიარებას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი შვილი, ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით მკურნალობის კურსს დათანხმდება. ამ შეთანხმებით, ჰანტერ ბაიდენი, განაჩენის აღსრულების უფრო მძიმე ფორმას, პატიმრობას აიცილებს თავიდან, თუმცა სასამართლომ საქმის გადასახედად რამდენიმე კვირა მოითხოვა.

მეტი...

გია ბარამიძე ნიკა მელიას მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და საკუთარი პარტიის შექმნისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებ, რომ წავიდეს თუ აღარ შესტკივა გული. თავისი ოჯახი ააშენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს. თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა, იმითი, რომ უკეთესი იყოს. სანამ 2021 წლის ამბებზე დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი. მაშინ რატომ არ ილაპარაკა ამის თაობაზე თუ ასეთი სიმართლის მთქმელი იყო. რატომ ჩაიგუბა პირში წყალი მაშინ?! მე ეს არ ვიცოდი. მე ნიკას ვეკითხები, ახლა გაიგე ნიკა ეგ ამბავი?“, – აცხადებს გია ბარამიძე.

მეტი...

„ახალ, მრავალპოლარულ მსოფლიოში აფრიკა რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორი გახდება” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ახალ, მრავალპოლარულ მსოფლიოში“ აფრიკა რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორი გახდება. CNN-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება პუტინმა რუსეთ-აფრიკის სამიტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ტარდება. მედიის ცნობით, დღის წესრიგის მთავარი თემა, სავარაუდოდ, მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა იქნება. „ასეთი მაღალი დონის სამიტები იშვიათია პუტინისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდა. სანქტ-პეტერბურგის სამიტს მხოლოდ და მხოლოდ 17 აფრიკული ქვეყნის ლიდერი ესწრება, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას ჩათვლით, როდესაც წინა სამიტზე, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, ლიდერების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო“, – წერს CNN.

მეტი...

ICC-ის ერთ-ერთ მოსამართლეზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე ტომოკო აკანეზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედია Ria ავრცელებს. ტომოკო აკანე ჰააგის სასამართლოს იმ პალატის წევრია, რომელმაც 2023 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. არსებული ინფორმაციით, იაპონელი მოსამართლე “რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად” იძებნება, თუმცა მუხლი დაკონკრეტებული არ არის. შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და უკანონო დეპორტაციისთვის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გამოსცა. ორდერი ასევე გაიცა ბავშვთა საკითხებში რუსეთის ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. მოსკოვი ICC-ის იურისდიქციას არ აღიარებს.

მეტი...

დუმის დეპუტატებს შოიგუსა და გერასიმოვის ნებართვის გარეშე, ომში და სამხედრო ნაწილებში სტუმრობა აეკრძალათ

რუს დეპუტატებს სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში ვიზიტის ნებართვა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგან, ან გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისგან დასჭირდებათ. დეპუტატებს ნებართვის გარეშე “სამხედრო ოპერაციის ზონაში” გამგზავრება ეკრძალებათ. “სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს შეატყობინეს, რომ უკრაინაში, სამხედრო ოპერაციის ზონაში სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში მათი ყველა ვიზიტი კოორდინირებული უნდა იყოს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, ან გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან”, – წერს გამოცემა, RBC. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შოიგუმ წერილით მიმართა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს ვიაჩესლავ ვოლოდინს. RBC-ს ერთ ერთი წყაროს ცნობით, ვოლოდინმა წერილი გასულ კვირას მიიღო და ის „სარეკომენდაციო ხასიათის იყო“.

მეტი...

აშშ ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულებზე მტკიცებულებებს გაუგზავნის

შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასთან ითანამშრომლებს, – ეს გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა უკვე მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი შიდა დებატების შემდეგ მიიღეს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ სისხლის სამართლის სასამართლოსთვის მტკიცებულებების გაზიარებას დათანხმდა. რა ინფორმაციას გაუზიარებს აშშ სასამართლოს, საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი გამოძიებისთვის. შეგახსენებთ, რომ აშშ რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა არ არის და მის ტერიტორიაზე ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

მეტი...

რუსეთში ტურისტების ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, ალტაის რესპუბლიკაში, ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Interfax ავრცელებს. Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც რუსი ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა, დაშვებისას ელექტრონულ სადენებს გამოედო და სოფელ ტუნგურთან ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. Interfax-ის ცნობით, მომხდარს ადასტურებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მეტი...

კახა კალაძე: FARA-ს დოკუმენტში გარკვევით წერია ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი, რომელიც ჩართული იყო ლობირების პროცესში

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ FARA-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აქ არაფერ შუაშია. მისი თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტში საელჩოს თანამშრომლის ჩართულობა იკვეთება. „შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტში ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას. ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტშია ასახული. თქვენც ნახავდით, იგი ხელმისაწვდომია ყველასთვის, პრობლემას არ წარმოადგენს. შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც ჩანაწერში იყო მითითებული, ევალებოდა ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებისთვის. რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა? ჩვენ…

მეტი...

სემეკი იწვევს დაინტერესებულ პირებს საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესახებ მოსაზრებების წარსადგენად

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საირიგაციო წყლის მიწოდების წესებზე. წესებით დარეგულირდება მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან გარანტირებული და საპროგნოზო წყლის მიწოდების, მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების პირობები და პროცედურები. სემეკი იწვევს დაინტერესებულ პირებს წესებთან დაკავშირებით კომისიაში წარადგინონ მოსაზრებები. მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 17 აგვისტო. მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია სემეკში – ა. მიცკევიჩის N19 ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org  

მეტი...

„საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია და გამჭირვალეა, რადგან რთულია, დღეს რამე დამალო“ – კალაძე

„საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია და გამჭირვალეა, რადგან რთულია, დღეს რამე დამალო“. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა. კახა კალაძის შეფასებით, მოქმედი ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას დააზიანებს. „დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია რაღაცის დამალვა. მაგიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, მით უმეტეს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. ნებისმიერ საკითხსა და თემაზე ყველას მიუწვდება ხელი. რა თქმა უნდა, არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი…

მეტი...

კახა კალაძე „ნაცმოძრაობის“ შიდა პროცესებზე: რეალურად პარტიის ხელმძღვანელები დღეს მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტია

„ჯერ კიდევ, როდესაც ხაბეიშვილი მოიაზრებოდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ, როდესაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ნიკა მელიას „გაწევა“, რა თქმა უნდა, აქ მთავარი ფიგურანტი იყო მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი“. ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით შესაძლო დაპირისპირებას და პარტიის არაფორმალური მართვის თემას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, ნიკა მელიას სამომავლო გეგმები უცნობია, თუმცა ყველასთვის აშკარაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირება. „ნიკა მელია მთლიანად ასოცირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ყველა არჩევნებზე ამ პარტიის სახელით გამოდიოდა. ყველა ის ცვლილება, რაც განხორციელდა მისი გადაყენებით, ხაბეიშვილის არჩევით, შიდა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც იკვეთება, არ ერიდებიან და ერთმანეთს…

მეტი...

ცნობილი ირლანდიელი მომღერალი გარდაიცვალა

მსოფლიო ვარსკვლავი, ცნობილი ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. „მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი საყვარელი შინეიდის გარდაცვალებას. მისი ოჯახი და მეგობრები დამწუხრებულნი არიან და ამ ძალიან რთულ დროს პრივატულობას ითხოვენ”, – აღნიშნული  მომღერლის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.    

მეტი...

პრემიერის ჩინეთში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო. ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ. დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენი სტუდენტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერი დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მეტი...

„სანამ ყირიმის ხიდი ჯერ კიდევ მუშაობს, ოკუპანტებს შეუძლიათ, სახლში დაბრუნდნენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ოკუპირებულ ყურიმზე საუბრობს და ოკუპანტებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. „ყირიმის დეოკუპაციური ნაბიჯების სიას ვამზადებთ. კომპლექსურების, უსაფრთხოების, ეკონომიკურის, სოციალურის. საკმაოდ სწრაფად შეგვიძლია ყირიმის უკრაინის სახელმწიფო ქსოვილში რეინტეგრირება. ოკუპანტებს ურჩევნიათ, დაფიქრდნენ, დაბრუნდნენ რუსეთში, სანამ ყირიმის ხიდი ჯერ კიდევ ასე თუ ისე მუშაობს. ყირიმი, როგორც მთელი უკრაინა, თავისუფალი იქნება. თავისუფალი მთელი რუსული ბოროტებისგან. რუსული რაკეტებით დაწყებული და ყოველი რუსი ოკუპანტით დამთავრებული. რუსეთი ამ ომს წააგებს და ვერცერთი რაკეტა მას ვერ გადაარჩენს,” – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მეტი...

აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატით პირველ ეტაპზე 5-6 ბავშვი იმკურნალებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მედიკამენტს 5-6 ბავშვი მიიღებს, რადგან წამლის გამოყენების ასაკი შეზღუდულია და ამ ბავშვებსაც ზრდის ზონები ეხურებათ. „ბავშვების რაოდენობა განისაზღვრა 5-6 ბავშვით, რადგან წამლის გამოყენებას აქვს ასაკობრივი ზღვარი. ზღვარის შემდეგ მისი გამოყენება აზრს კარგავს, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ზუსტად ამ ბავშვებზე გავაკეთებთ აქცენტს. მედიკამენტს ვიყენებთ პირველად და პრაქტიკულად ვიმყოფებით კლინიკური კვლევის დონეზე. ბავშვებზე იქნება მაქსიმალური დაკვირვება. იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ ერთხმად მივიღეთ პროტოკოლი. ეს კი გვაძლევს საფუძველს, შევიმუშაოთ გეგმა 2023-2024 წლისთვის, როდის, სად, რომელ კლინიკაში და რა მულტიმიმართულების ექიმები მიიღებენ ბავშვებს. ჯერ შერჩეული…

მეტი...

სერგეი შოიგუმ ჩრდილო კორეილ ლიდერთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება. სერგეი შოიგუ ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს – კიმ ჩენ ინს შეხვდა და უაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ინტერესის საკითხები განიხილეს. რუსეთის დელეგაცია ჩრდილო კორეაში კორეის ომში საომარი მოქმედებების დასრულების 70 წლისთავის აღსანიშნავად მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს.  

მეტი...