,,საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილის მრჩეველი  ალექსეი არესტოვიჩი რუსეთთან ფრენების აღდგენას ეხმიანება. მისი განცხადებით, საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია.

,,საქართველო სანქცირების პირველი კანდიდატია. პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს როლები აქვთ განაწილებული. ისინი თამაშობენ ბოროტსა და კეთილს. ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაცრია, ვისურვებდი, რომ სანქცირებამდე მივიდნენ და ცოტა ფიქრი დაიწყონ. თან სახლში გინდა და თან შენი პატრონების მოსმენა არ გინდა, უცნაური ისტორიაა. ქართველებს, ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს, ამბობენ, რომ გასაკვირი არაფერია, უკვე წლებია ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მიდის,” – განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები