პარლამენტი შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს არ სჯერათ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების, რომ ყვარლიდან „რუსი მექორწილეები“ გავიდნენ და ქორწილი არ შედგა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს ტრიუკი ჩაატარებინეს. „საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა. გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო. ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმი. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო – არ უნდა იყოს დაღლა, უიმედობა,…
მეტი...დღე: მაისი 20, 2023
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთსაათიან ვადას აძლევენ
რუსთველის გამზირზე აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოთხოვნები გააცნეს და მის შესასრულებლად ერთი საათი მისცეს, აქციის მონაწილეები ითხოვენ, გათავისუფლდნენ ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებულები და “ქართულმა ოცნებამ” რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს. “ბიძინა ივანიშვილი 22:00 საათზე იძინებს ხოლმე, ამიტომ ერთ საათში, 21:00-დან 22:00 საათამდე გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ არა ფრენებს. მოქალაქეები ელოდებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას. კიდევ მეტნი ვიქნებით და გავაგრძელებთ დისკომფორტის შექმნას “ქართული ოცნებისთვის”. ერთ საათში გეტყვით, რა შეიძლება გავაკეთოთ დღეს და ხვალ”, – ასეთია აქციის მონაწილეთა მოთხოვნა.
მეტი...“სპეცოპერაცია” სახელით საბოტაჟი საქართველოს ინტეგრაციას” – ნინო ლომჯარია
პარლამენტის შენობის წინ ანტირუსულ აქციაზე ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც მივიდა. როგორც მან განაცხადა, პუტინის ხელისუფლებამ იგრძნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ძალიან რეალურია და ამიტომაც გააქტიურდა. „როგორ ჩანს, პუტინის ხელისუფლებამ იგრძნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის ძალიან რეალური და არ არის შორს ის დრო, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ სტატუსი. ამიტომ, დაიწყეს “სპეცოპერაცია” სახელით „საბოტაჟი საქართველოს ინტეგრაციას“. რუსული კანონი ეს იყო პირველი ნაბიჯი, ამ მიმართულებით და ამ პარლამენტმა და ხელისუფლებაში მყოფმა უმრავლესობამ ხმა დაუჭირა კანონპროექტს, რომლის ძალითაც დღეს ჩვენთან შეწყვეტილი უნდა ყოფილიყო ყველანაირი დასავლური დაფინანსება ქართული ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო სექტორის“ – აღნიშნა…
მეტი...პარლამენტთან ანტირუსული აქცია იწყება
საქართველოს პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქციისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. აქციის სლოგანია „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები სამოქალაქო სექტორი, რიგითი აქტივისტები, აქციაზე ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც მივიდა. აქციის მონაწილეები ითხოვენ შეწყდეს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მეტი...„ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს…“ – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას მსგავსი სიტყვების უფლებას ვერ მისცემს. „ეს განცხადებები, რაც მოვისმინე დღეს ბატონი კობახიძისგან, არ მჩვევია, რაღაც განცხადებებზე პასუხი და „პინგ-პონგი“, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადნახევარია იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს 70 ათასს თუ 80 ათასს ისე, რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი. მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ…
მეტი...„თურმე არ იცინ, რომ შემოდიან რუსები, თან სანქცირებული რუსები“ – პრეზიდენტი ლავროვის ოჯახის თბილისში ყოფნაზე
„რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა?! რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული?! ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით?!“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების თბილისში ყოფნასა და ყვარელში დაგეგმილ ქორწილთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. „მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, ვიყო სადარაჯოზე, რომ სიტყვა, რომელიც დამრჩენია, ის სიტყვა ყველგან გამოვიყენო, სადაც საჭიროა. დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავის ადგილას, სადაც მას ეკუთვნის. ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას თავისი ძალიან…
მეტი...საქართველოს პრეზიდენტი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს და სხვებსაც იგივეს მოუწოდებს
საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენის შესრულებისა და პუტინის აღნიშნული გადაწყვეტილებით აღფრთოვანების გამო, სალომე ზურაბიშვილი „ჯორჯოან ეარვეიზს“ ბოიკოტს უცხადებს. „მე ჩემთვის ვაწესებ, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს „აირზენაზე“. „აირზენა” არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. და კიდევ ერთი რამ, მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, ვიდრე ეს იქნება „აირზენას“ ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად…
მეტი...„არ შეიძლება, ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს“ – პრეზიდენტი მთავრობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს და შეახსენებს, რომ საკუთარი მოსახლეობის მიმართ მსგავსი თამაში, რასაც ადგილი აქვს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არანაირად შეიძლება. „ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს; არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს. ჯერ დაიწყო ფრენები და ვიღაცეები დადიან და გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებულები არიან, რომ ფრენები აღდგა. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხია, რომელმაც კარგად იცის რანაირად უნდა დაიცვას თავისი ღირსება, თავისი დამოუკიდებლობა და არავისი საჩუქრები არ სჭირდება მას, არავისგან და პირველ რიგში არა…
მეტი...კახეთში სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი ჩაიშალა, რუსი მექორწილეები წავიდნენ
საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით, რუსული ქორწილი, რომელიც „ყვარლის ტბაზე“ იყო დაგეგმილი, არ ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. „ვიცი, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან აღელვებულია და მეც. ვუახლოვდები 26 მაისს და თუ ვაპირებთ პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს სულ სხვა რამე ხდებოდეს ამ ქვეყანაში, ეს სასაცილო თუ არამ სატირალია. ამ დღევანდელ ინციდენტზე მივიღე ბოლოს პირობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ წასულები არიან ის ოჯახი ის ადამიანები, რომებლიც აპირებდნენ დღეს ქორწილის გადახდას და ქორწილი დღეს არ ჩატარდება. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორ თავის როზე გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა “ – სალომე ზურაბიშვილი რუსულ ქორწილზე
მეტი...ელენე ხოშტარია დააკავეს
პარლამენტის ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია დაკავებულია. ხოშტარია კახეთში დააკვეს, სადაც „ყვარლის ტბაზე“ რუსულ ქორწილს აპროტესტებდა. დამატებითი დეტალები, მუხლით არის ხოშტარია დაკავებული, ჯერჯერობთ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადვოკატი აცხადებს, რომ ხოტარიასთან ჯერ მას არ უშვებენ. კახეთში სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი ჩაიშალა, რუსი მექორწილეები წავიდნენ
მეტი...ევროპარლამენტარი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებაზე აფრთხილებს
ევროპარლამენტარი ტეის როიტენი საქართველო-რუსეთის დაახლოებას ეჭვით უყურებს და აცხადებს, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანს. „დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ მათი მთავრობის პოლიტიკა საბოლოოდ გამოიწვევს პუტინის რუსეთზე დამოკიდებულებას და მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას შეიწირავს“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
მეტი...თამაზ გაიაშვილი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით კმაყოფილია
Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი, რომლის თვითმფრინავი მოსკოვში დღეს პირველად გაფრინდა, პუტინის გადაწვეტილებით კმაყოფილია და მადლობას იხდის. „ეს ნანატრი ნაბიჯები პასუხობს მილიონობით ადამიანის მისწრაფებებს რუსეთსა და საქართველოში, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიის, ეკონომიკისა და კულტურის მრავალსაუკუნოვანი კავშირებით. ასევე საგულისხმოა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნეს კლიმატს საქართველოსა და მის დღეისთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის“, – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ გაიაშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გაიაშვილის ავიაკომპანიამ რუსეთ-საქართველოს შორის პირველი პირაპირი ფრენა დღეს შეასრულა.
მეტი...საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების დახვრეტიდან 100 წელი გავიდა
დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის თანამშრომლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების დახვრეტის ადგილზე აღმართული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. 1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიუხედავად, როგორც ქვეყნის შიგნით დარჩენილი, ასევე, საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი პატრიოტები განაგრძობდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ოკუპაციის შემდგომ წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, შეიარაღებული პარტიზანული რაზმები ბოლშევიკურ მთავრობას წინააღმდეგობას უწევდნენ. „სამხედრო ცენტრს,’’ რომელსაც…
მეტი...კობა კობალაძე ბარბარა ვან დელანს და რენდი ფელპსს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour“ და “Webe life” -ის პრეზიდენტთან, ბარბარა ვან დელანთან და “Webe life”-ის უფროს მრჩეველთან, დოქტორ რენდი ფელპსთან. შეხვედრის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციამ ბარბარა ვან დელანს და რენდი ფელპსს წარუდგინეს პრეზენტაცია სამსახურის განვითარების დინამიკის, სტრუქტურული მოწყობის, შესრულებული სამუშაოების, განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური პროექტების, საერთაშორისო თანამშრომლობის, საკანონმდებლო ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ვეტერანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკითხებს. კობა კობალაძემ დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებით ქართველი ვეტერანების წინაშე არსებულ…
მეტი...პრეზიდენტი საგანგებო განცხადებისთვის ემზადება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიისთვის სპეციალური ბრიფინგი ჩანიშნა. პრეზიდენტი განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის საგანგებო განცხადება საქართველოში სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასა და ყვარელში ე.წ. რუსულ ქორწილს უკავშირდება.
მეტი...ყვარელში, სადაც რუსული ქორწილი იმართება 16 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში, „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ აქციის 16 მონაწილე დააკავეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მათი დაკავება დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოხდა. შეგახსენებთ, რომ სასტუმრო კომპლექსში რუსული ქორწილი იმართება, რომელსაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ყვარელში იმყოფება დასანქცირებული სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებიც. ქორწილს კი ლავროვის სიძის ძმა იხდის, რომელმაც ხელი გუშინ, თბილისში ოფიციალურად მოაწერა და ქართული ქორწინების მოწმობა აიღო. სასტუმროს მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.
მეტი...„ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“ – კობახიძე ყვარელში ანტირუსულ პროტესტზე
„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყვარელში მიმდინარე ანტირუსულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოში ქსენოფიბიის ადგილი არ არის. მისი თქმით, უცნაურია, რომ ელენე ხოშტარია პირველი იღებს ინფორმაციას საქართველოში რუსი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციას. „ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი ზუსტად ის ახდა. ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის. მე ვეყრდნობი სასტუმროს ინფორმაციას, ამაზე არ მაქვს დაზუსტებები, მონაცემები.…
მეტი...ზახაროვა საქართველოს მოსახლეობას თითს უქნევს
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გამო საქართველოს მოსახლეობის პროტესტს კრემლში პასუხობენ და აცხადებენ რომ ეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. „თუ შენს ხალხს წარმოადგენ და არა ვინმეს მიერ გადახდილ შეკვეთას, შეუძლებელია პირდაპირი ავიარეისების წინააღმდეგი იყო, ორ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეებისა და ოჯახების რაოდენობის გათვალისწინებით“, – აცხადებს რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერია მარია ზახაროვა.
მეტი...ყვარელში დაკავებულებს შორის პოლიტიკოსებიც არიან
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე პარტიის წევრები და აქტივისტები დააკავეს. „დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი, ასევე, საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარლის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან – დავით დიღმელაშვილი, რამაზ ქერეჭაშვილი, ნიკა ღონიაშვილი. დაკავებული არის ასევე, “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე, პარტიის წევრები – გიორგი და ალიკა მირაქოვევები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია”, – აცხადებენ პარტიაში. შეგახსენებთ, რომ სასტუმრო კომპლექს „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ სპეცრაზმი შეიყვანეს. კომპლექსში რუსული ქორწილი იმართება, რასაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ქორწილს სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრებიც ესწრებიან. ყვარელში ვითარება რთულია.მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები…
მეტი...იაპონიაში „დიდი შვიდეული“ შეიკრიბა, ადგილზეა ზელენსკიც
G7-ისე ქვეყნები უკრაინასთან დაკავშირებით კომუნიკეს ავრცელებენ, სადა ერთხმად აღიარებენ მზაობას ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად. როგორც „დიდი შვიდეულის“ წევრები აცხადებენ, უკრაინაში გრძელდება რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის. „ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატიური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, გავზარდოთ ხარჯები რუსეთისთვის და მისი ომის მხარდამჭერებისთვის, გავაგრძელოთ, დავუპირისპირდეთ ომის ნეგატიურ ზემოქმედებას დანარჩენ მსოფლიოზე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ადამიანებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში. შეგახსენებთ, რომ იაპონიაში ვლადიმირ ზელენსკი საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩაფრინდა.
მეტი...ყვარელში სპეცრაზმიც შეიყვანეს
ყვარელში, სასტუმრო კომპლექს „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული. დამატებითი ძალები კახეთში მას შემდეგ გადაისროლეს, რაც იქ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და ოკუპანტების ქორწილს აპროტესტებენ. აქციაზე რამდენიმე ადამიანიც დააკავეს, ვინც რუსი მექორწილეების მანქანას, რომელის პოლიციამ სპეციალური კორდონით შეაცილა ტერიტორიაზე, კვერცხები დაუშინეს. შეგახსენებთ, რომ ყვარელში გრანდიოზული ქორწილი იმართება. ქორწილს სერგეი ლავროვის სიძის ძმა მართავს. მექორწილეებიც ძირითადად რუსეთიდან ჩამოსულები არიან. ოპოზიციის ინფორმაციით, ქორწილში თავად ლავროვის დასანქცირებული ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. კერძოდ კი მისი ქალიშვილი, მისი ქმარი, ქმრის ოჯახი და სხვები. პერიმეტრს პოლიციელების საკმაოდ დიდი რაოდენობა იცავს.
მეტი...ქართული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა
საქართველო-რუსეთს შორის პირველი ავიამიმოსვლა ქართულმა ავიაკომპანიამ შეასრულა. Georgian Airways-ის პირველი რეისი ვნუკოვის აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ დატვირთვა დაახლოებით 80% იყო. როგორც ქართულ ავიაკომპანიაში აცხადებენ, საქართველო-რუსეთს შორის რეისი ყოველდღიურად შესრულდება.
მეტი...რუსი მექორწილეების „ესკორტს“ კვერცხები დაუშინეს
ყვარელში დიდი ქორწილია. მაყრიონის შემადგენლობა ძირითადად რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან, მათ შორის დასანქცირებული სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები. გავრცელებული ინფორმაციით, „ყვარლის ტბაზე“ გრანდიოზულ ქორწილში ტავად ლავროვის ქალიშვილი და სიძეც ჩამოვიდა, რადგანაც, ქორწილს ლავროვის სიძის ძმა იხდის. მან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართვლოში გართობის ვიდეოკადრები და ფოტომასალა გაასაჯაროვა კიდეც, თუცა, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტის გახმაურდა და პროტესტი გამოიწვია, ყველაფერი წაშალა. „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე, სადაც აქცია იმართება, მაყრიონი პოლიციას ესკორტით შეყავს. რუს მექორწილეებს პოლიციამ სპეციალური კორიდორი გაუკეთა. აქციის მონაწილეებმა კი მათ კვერცხები დაუშინეს, რის გამოც ისინი დააკავეს. ვითარება საკმაოდ დაძაბულია. „არა რუსულ ქორწილს“……
მეტი...„ყვარლის ტბასთან“ აქციის მონაწილეები დააკავეს – რუსული ქორწილი კახეთში
კახეთში, სასტუმრო კომპლექს „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს. „რუსებო“… „რუსებო“… „მონებო“… „არა რუსულ ქორწილს“… „არა მონობას“ – ისმის შეძახილები ადგილზე. ახალგაზრდები ყვარელში რუსულ ქორწილს აპროტესტებენ. ადგილზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. პოლიცია აქციით მონაწილეებს აკავებს და პერიმეტრიდან გაჰყავთ. ადგილზე სიგნალის ჩამხშობ მოწყობილობაც განათავსეს, რაც მედიის მუშაობას ხელს უშლის. რუს „მექორწილეებს“ კი პოლიცია სასტუმროს ტერიტორიაზე კორდონით აცილებს. ვითარება საკმაოდ რთულია. მთელ პერიმეტრზე უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ტერიტორიაზე სპეცრაზმიც შეიყვანეს, რომ რუსი მოქეიფეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. შეგახსენებთ, რომ „ყვარლის ტბაზე“ ქორწილს იხდის რუსეთის პირველი დიპლომატის, სერგეი…
მეტი...ამერიკა უკრაინას ახალ, უზარმაზარ სამხედრო დახმარებას გაუწევს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში იმყოფება. იაპონიაში ჩადის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სადაც „დიდი შვიდიანის“ სამიტი იმართება. უკრაინა დღეს შტატების მხრიდან ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ მორიგ ინფორმაციას მიიღებს. საუბარია 375 მილიონ დოლარიან დახმარებაზე. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერებას სწორედ იაპონიის სამიტზე გეგმავს. იაპონიაში დაგეგმილია უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრაც.
მეტი...ანტირუსული აქცია რუსთაველზე დღესაც გაიმართება
18:00 საათზე რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტება. პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი და რიგითი მოქალაქეები ანტირუსული აქციისთვის ემზადებიან. არსებული ინფორმაციით, აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის პარალელურად, აქციის მონაწილეები კახეთში ე.ქ. რუსულ ქორწილსაც გააპროტესტებენ. ოპოზიციის განცხადებით, საქარწილოდ სერგეი ლავროვის ოჯახის დასანქცირებული წევრების საქართველოში სტუმრობა პირდაპირი მიზეზია იმისა, რომ საქართველო სანქციებში მოექცეს.
მეტი...„აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო“ – რუსული ქორწილი ყვარელში
ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ინტერესები, ოპოზიცია კახეთში, კერძოდ კი ყვარელში ეპატიჟება. ეს ის ადგილია, სადაც რუსეთიდან ჩამოსული მაყრიონია შეკრებილი და გრანდიოზულ ქორწილს მართავს. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. კახეთში ქორწილს რუსეთის პირველი დიპლომატის, სერგეი ლავროვის ოჯახის ახლო წევრები მართავენ. სიძე ლავროვის სიძის ძმაა. „ეს ქორწილი არ უნდა შედგეს“ – აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. აქცია დაორგანიზებულია როგორც ყვარელში, ისე თბილისში. ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკანორ მელია. ის ყვარელში გუშინ ჩავიდა და სასტუმროს ტერიტორიაზეც შეაღწია, სადაც ადმინისტრაციასთან და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუწია. „ ესენი სტუმრები არ…
მეტი...უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში ჩაფრინდა
ვოლოდიმირ ზელენსკი ამ წუთებში იაპონიაში იმყოფება. პრეზიდენტი ის ქალაქ ჰიროსიმაში ჩაფრინდა, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ზელენსკი იაპონიაში საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა. პრეზიდენტი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. „იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. დღეს მშვიდობა უფრო გვიახლოვდება”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.
მეტი...სასტუმრო „ყვარლის ტბას“ სადაც რუსული ქორწილი იმართება, პოლიცია იცავს
კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. სასტუმროს ტერიტორიაზე არავის უშვებენ, რადგან მიწვეული სტუმრებისა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში დღეს სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი იმართება. წვეულებაზე სტუმრები ძირითადად რუსეთიდან ჩამოვიდნენ და ის ის დახურულია. პუტინის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლები კახეთში ქეიფობენ. ქორწილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიძის ძმა იხდის. ლავროვის ოჯახის წევრები კი დასანქცირებულები არიან, მათ შორის, მისი ქალიშვილიც და სიძეც.
მეტი...რუსები და ბელარუსები ევროპულ თამაშებზე არ დაიშვებიან
ევროპულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ 2023 წლის ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ. ტურნირი 21 ივნისიდან 2 ივლისამდე პოლონეთში იმართება. „რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არანაირი სტატუსით არ მიიღებენ მონაწილეობას ევროპულ თამაშებში. მის დაწყებამდე 40 დღეზე ნაკლები რჩება და ჩვენი პოზიცია აღარ შეიცვლება“, – აღნიშნულია EOC-ის განცხადებაში.
მეტი...სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების გართობა და გულაობა თბილისსა და კახეთში
ლავროვების ოჯახის წევრებმა თბილისში ხელი მოაწერეს, სუფრა გაშალეს, გრანდიოზული ქორწილი კი კახეთში დაგეგმეს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გახმაურდა, ყველა უარზეა – სასტუმროც და რესტორანიც. თუმცა, ფაქტო ფაქტად რჩება – სიძემ და მაყრიონმა თავად გაავრცელა თბლისში ყოფნის ფოტოებიც, ვიდეოც და დროის ტარების ამსახველი მასალა. მოგვიანებით კი, ეს ყველაფერი გაქრა და ყველა უარზეა. საუბარია ლავროვის სიძის ძმაზე – მოშე ვენურკუროვიზე, რომელმაც ბედნიერების აღსანიშნავად თბილისი და კახეთი აარჩია. ბუნებრივია, რუსეთიდან სიძე-პატარძალს „დელეგაციის წევრებიც“ ჩამოყვნენ. მათი ვინაობა სრულიად გასაიდუმლოებულია. გასაიდიმლოებულია ერთი იმიტომ, რომ სერგეი ლავროვის ქალიშვილი, რომელიც დიდი ალბათობით მაყრიონში შედის, დასანქცირებულია. „სტუმრების…
მეტი...ლავროვების ოჯახის წევრებმა თბილისში იქორწინეს, გრანდიოზული სუფრა კახეთში იმართება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრები ქორწინებისთვის და გრანდიოზული ქორწილის გადასახდელად საქართველოს არჩევენ. ხელმოწერის ცერემონია უკვე შედგა, ქორწილი კი დღეს კახეთში იმართება. სიძე სერგეი ლავროვის ქალიშვილის – ეკატერინე ლავროვას ქმრის – ალექსანდერე ვინორკუროვი ძმა მოშე ვინორკუროვი. რუსეთიდან საქართველოში ქორწილში მიწვეული „დელეგაციის“ წევრებიც ჩამოვიდნენ. მოშე ვინორკუროვი საქართველოში ვიდეოც გადაიღო და გაავრცელა. მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა და პროტესტი მოჰყვა, მან instagram-ი დაბლოკა. კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბა“, სადაც ქორწილი იმართება, დახურული წვეულების გამო 2 დღით დაიკეტა.
მეტი...„ეზიარებიან და მკითხავთან მიდიან.. მკითხავი ეშმაკის მსახურია, ეს უმძიმესი ცოდვაა“ – ნანა შალვა კეკელია
„ყველა მკითხავი ეშმაკის მსახურია“ – აცხადებს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია. როგორც სასულიერო პირი განმარტავს, თეთრი და შავი მაგია არ არსებობს, ეს უდიდესი ცოდვაა. „ძალიან ბევრი ადამიანია, ტაძარში დადიან, აღსარებას აბარებენ, ეზიარებიან, ეკლესიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, დღეს ეკლესიაში მიდიან, ხვალ კი მკითხავთან მიდიან და მკითხავს ეკითხებიან ცხოვრების წესი როგორ დაილაგონ. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა. ადამიანი, რომელიც მკითხავთან მიდიოდა, მას წმინდა ზიარების მიღება ეკრძალებოდა. ყველა მკითხავი ეშმაკის მსახურია. არ არსებობს მკითხვი, რომელიც ღმერთს ემსახურება, კეთილი მკითხავი, თეთრი მაგია და შავი მაგია, მკითხავთან სიარული უდიდეს ცოდვაა“ –…
მეტი...მარგარიტა სიმონიანს საჩუქრად სექსუალური გასართობი მიართვეს
რუსული პროპაგანდისტული Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განცხადება გაავრცელა, რომ მას ამანათით ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუგზავნეს. მოგვიანებით კი დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიSნა, რომ საჩუქარი, რომელიც მან მიიღო „სექსუალური ამანათი“ იყო, კერძოდ კი „ვიბროტყვია“.
მეტი...