რუსეთმა და ირანმა სარკინიგზო შეთანხმება გააფორმეს

მაშინ, როცა მსოფლიო რუსეთის დასანქცირებაზე მუშაობს, ირანი პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას აღრმავებს. ამჯერად, რუსეთმა და ირანმა თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.  საუბარია  სარკინიგზო შეთანხმებაზე, რომელიც ტვირთების გატარების კუთხით სუეცის არხის კონკურენტი იქნება.

ხელშეკრულება ირანის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასაც ითვალისწინებდა და ეს იქნება ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილი.

ახალი მაგისტრალი ინდოეთს, ირანს, აზერბაიჯანსა და რუსეთს დააკავშირებს.  ირანის პრეზიდენტი ამ გრანდიოზული პროექტისთვის პუტინს მადლობას უხდის.

„ახალი მარშრუტი სასარგებლო იქნება რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ეს მარშრუტი კომერციული და ეკონომიკური დაახლოების გამოვლინებაა“ – აცხადებს ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი.

 

მსგავსი თემები