ბელგია მზადაა უკრაინას რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი მიაწოდოს

ბელგიის ხელისუფლება აპირებს, 2024 წლის ბოლომდე მიაწოდოს უკრაინას თავისი რამდენიმე F-16 მოიერიშე თვითმფრინავი. ამის შესახებ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ და თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც დედონდერმა თქვა, „ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თვითმფრინავები უკრაინას წლის ბოლომდე მიაწოდონ.

 

მსგავსი თემები