რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, „უკრაინელმა დივერსანტებმა“  კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძები დაზიანეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურის ცნობით,  „უკრაინელმა დივერსანტებმა”  კურსკის ოლქში ელექტროგადამცემი ანძები დააზიანეს. „2022 წლის 4, 9 და 12 აგვისტოს, კურსკის ოლქის კურჩატოვის რაიონში, უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ექვსი ანძა, რომლებითაც კურსკის ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით ხორციელდება, როგორც აღნიშნული რეგიონის, ისე მეზობელი რეგიონების ენერგომომარაგება“, – ნათქვამია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, დივერსიის შედეგად დარღვეულია ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების ტექნოლოგიური პროცესი და მიმდინარეობს დივერსანტების ძიება.

მეტი...

,,მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს”- არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაუწესდეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს.  მათი განცხადებით, საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. „ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვაღიარებთ რა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, მოვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში, 6 400-მდე რუსული კომპანია…

მეტი...

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობას 10-ჯერ ამცირებს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოს განცხადებით, ფინეთის მთავრობამ საგარეო უწყების ინიციატივა დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობა 10-ჯერ უნდა შემცირდეს. მინისტრის  განცხადებით, შეზღუდვები სექტემბრის დასაწყისიდან ამოქმედდება. ამასთან, საუბარია რუსებისთვის ახალი ტიპის ჰუმანიტარული ვიზის შემოღებაზე, რათა  სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის რუსეთის დატოვება გამარტივდეს.

მეტი...

სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა

ერევანში მომხდარ ტრაგედიას გამო, სომხეთში 17-18 აგვისტო გლოვის დღეებად გამოცხადდა. შეგახსნებთ, ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად  16 ადამიანი გარდაიცვალა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის ბავშვი და ერთი ორსული ქალია. ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.  

მეტი...

„ენგურჰესს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან”- სალომე ზურაბიშვილი

,,ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან,”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ,,ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალის დაათვალიერებისას განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული „ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან. „ახლა დაიწყო „ენგურჰესის“, როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც მიმდინარე წელს დასათვალიერებლად უკვე 20 000 ტურისტი სტუმრობდა. სვანეთის გზაზე ეს არაჩვეულებრივი ადგილი, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი გახდება. „ენგურჰესს“ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება…

მეტი...

,,უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ს გლობალური საქმეების დესტაბილიზაციასა და აზიასა და უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს. პუტინის თქმით,  აშშ აძლიერებს გლობალურ დაძაბულობას რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერით. ,,უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს. ისინი ზუსტად ისევე მოქმედებენ აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში კონფლიქტის გაღვივებით… კიდევ ერთხელ, შეერთებულმა შტატებმა სცადა მიზანმიმართულად დაესხა ცეცხლზე ნავთი და გაღვივებულიყო სიტუაცია ტაივანში. ამერიკული თავგადასავალი ტაივანთან მიმართებით არ არის მხოლოდ ინდივიდუალური უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მოგზაურობა, არამედ შეერთებული შტატების მიზანმიმართული, შეგნებული სტრატეგიის ნაწილი, რომ მოახდინოს დესტაბილიზაცია და ქაოტური ვითარება რეგიონსა და მსოფლიოში… ჩვენ ამას…

მეტი...

,,ივანიშვილის დამარცხება დროში საჩქაროა, რადგან დასავლეთში გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს”- ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი -მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც  მოქალაქეებს მიმართავს. ჯაფარიძე იმ ადამიანებს, რომელთა ძლიერი მხარე იდეების მოფიქრება არ არის ან არ აქვთ ამისი დრო, და ვერც ფიზიკურად ახერხებენ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობის მიღებას,   ფულადი დახმარებისკენ მოუწოდებს. „დაპირებული პოსტი, თუ ფიქრობთ რომ: 1. ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან მიიტაცა მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები; 2. სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი სტატუსი ევროპიდან; 3. ივანიშვილი, ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის 4. მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე ; დეოლიგარქიზაციის შანსი გაჩნდება მხოლოდ არჩევნებით ამ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ; 5. ივანიშვილის…

მეტი...

„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო – გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო”- ნიკოლოზ ბასილაშვილი

„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში,”- ასე შეაფასა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისი მხრიდან ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობის საქმეზე გამართულ პროცესზე, დოროყაშვილის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი. ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ვიდეო მტკიცებულება, რომელიც შეერთებულ შტატებში სასტუმროშია გადაღებული და სავარაუდო ძალადობას ასახავს. ვიდეოში  ბასილაშვილი ჩანს, რომელიც ჩოგნების ჩანთას იღებს. ვიდეოში დოროყაშვილი მეუღლეს ეკითხება რატომ ძალადობს მასზე ფიზიკურად. „რის გამო მირტყამდი, რა ღირსი ხარ შენ ვინმეს უყვარდე. ნაძირალა ხარ. ჩემი სახელი არასდროს ახსენო. ამდენ დარტყმას და ჩემს ცემას ღმერთი არასდროს გაპატიებს, ჩემზე უსამართლო დარტყმას. წადი აქედან,…

მეტი...

,,რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა, სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს „ინსტრუქციებად“ ასაღებენ”- ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.  მისი თქმით,  რუსული ოცნების მმართველობის პიროებებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ. ,,რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა. სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს „ინსტრუქციებად“ ასაღებენ და ამ კონტექსტში უტიფრად საბჭოთა წარსულს ახსენებენ. რუსული ოცნების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საქმიანობის რამდენიმე ასპექტს: 1. არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების, კერძოდ ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის – რეალური სასამართლო რეფორმის ჩატარებას; 2. ღიად და დაუფარავად აცხადებენ რომ არ დათმობენ სასამართლო სისტემას; 3. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო…

მეტი...

,,გემზე და შემოტანილ ტვირთზე სანქციები არ ვრცელდება”- შემოსავლების სამსახური ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში შემოსულ გემებზე

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურებში შემოსული გემების ტვირთები დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის/ტრანზიტის პროცედურაში. მათივე ცნობით, აღნიშნულ გემებსა და გემების მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 11-15 აგვისტოს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში, რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პორტებიდან შემოვიდა, როგორც რუსეთის, ასევე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემები (BLACKSEA EAGLE, SVL UNITY, BAKU STAR, NEONILA ). აღნიშნული გემები დატვირთული იყო რუსული და ბულგარული კომპანიებიდან, როგორც ქართული (დიზელი 6 270,095 ტონა და ხორბალი 2 900 ტონა), ასევე სომხური (ბენზინი…

მეტი...

,,ძალიან დიდი უმადურობაა, რომ ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე აშშ-ს”- იოსელიანი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი  „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. იოსელიანის შეფასებით, შტატების მხარდაჭერის გათვალისწინებით, ძალიან დიდი უმადურობაა, მსგავსი ტექსტებით დაპირისპირება აშშ-სთან. „მე ვარ ამ სამუშაო ჯგუფის მონაწილე, აშშ-ის საელჩოს დოკუმენტს ვიცნობ და ეს არის რეკომენდაცია. ის, რომ იქ არის სიტყვა „უნდა“ გამოყენებული, ეს ბუნებრივია, რადგან ინგლისურში ამ სიტყვას აქვს სამი აღმნიშვნელი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის კატეგორიული და დანარჩენი ორი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ამიტომ ვურჩევდი, რომ ინგლისურ ვერსიას გაეცნონ ეს ადამიანები. გარდა ამისა, ზოგადად არ მიმაჩნია სწორად, რომ 30-წლიანი ისტორია, რომელიც აკავშირებს საქართველოს…

მეტი...

კანადამ 320 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

უკრაინული მედიის ცნობით, კანადამ 320 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. არსებული ინფორმაციით 24 თებერვლიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ქვეყანაში 94 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები იყო გაყინული, ხოლო 290.7 მილიონი დოლარის ტრანზაქციები იყო გაჩერებული.  ​ ამასთან, 2014 წლიდან კანადამ სანქციები 1600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.  

მეტი...

,,ოპოზიციას არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ რაიმე საბოტაჟი მოაწყოს და ხელისუფლება დაამარცხოს”- მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძეოპოზიციის ნაწილის მიერ, სექტემბერში დაანონსებულ გეგმებს ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს  არავითარი რესურსი და შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რომ რაიმე საბოტაჟი მოაწყონ. „არავითარი რესურსი და შესაძლებლობა, რომ რაიმე საბოტაჟი მოაწყონ, ამ ხალხს, რომლებიც ასე არიან განწყობილნი, რომ ქვეყანას ებრძოლონ, ხელისუფლება დაამარცხონ, ამის რესურსი არ გააჩნიათ. საბედნიეროდ, ბრძენია ქართველი ხალხი, რომელიც არ ანიჭებს იმაზე მეტ მანდატს, ვიდრე იყვნენ ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, ამის ნურავის შეეშინდება, რომ ისინი მოახერხებენ დესტრუქციული გეგმების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ დააზიანონ ხელისუფლება. ამას ისინი ვერ მოახერხებენ. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერში…

მეტი...

,,ბავშვმა მითხრა, ნიკოლოზმა გოგო გამაცნო, შენი მეორე დედა არისო, მერე საწოლზე ერთმანეთს კოცნიდნენ და მე ვუყურებდიო”- ნეკა დოროყაშვილი

,,იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც. ერთხელ მითხრა, წამოდი ამ გოგოსთან, დაელაპარაკე იმისთვის, რომ მშვიდად იყოსო. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო”,-  ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე  მასსა და ბასილაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე საუბრისას განაცხადა. დოროყაშვილის თქმით, ხშირ შემთხვვაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი მათი არასწრულოვანი შვილიც იყო. „ბავშვმა მითხრა, ესეც მითხრაო, შენ დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი და იმ სახლში არ წახვიდე, მგლები არიანო. ძაან შეშინებული იყო, მომიყვა, როგორც დაარტყა ნიკოლოზის დედამ თავში. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა ლუკას და შემდეგ გამოეწერა ნატალიას, ნიკოლოზის დედას შემაკავებელი ორდერი. ერთხელ…

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქების მიზეზი დივერსია იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჯანკოეს რაიონში მომხდარი აფეთქების მიზეზი დივერსია იყო. „16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დასახლებულ პუნქტ ჯანკოეს რაიონში დაზიანდა სამხედრო საწყობი. დივერსიის შედეგების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს აუცილებელი ზომების მიღება“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. შეგახსნებთ, აფეთქება ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ რეგიონში დღეს გამთენიისას მოხდა. ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაშავებულია ორი პირი.  

მეტი...

,,აშშ-ის საელჩოს სურს ჰქონდეს კონტროლი მართლმსაჯულებაზე”- გურამ მაჭარაშვილი

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიზანია  ქართულ მართლმსაჯულებაში ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები. დეპუტატის თქმით, საელჩოს სურს ჰქონდეს კონტროლი მართლმსაჯულებაზე. „ის, რომ „ქართულ ოცნებას” შესაძლოა, ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები, გასაკვირი არ არის. ჩვენ ამიტომ დავტოვეთ “ქართული ოცნება”, რომ გვქონოდა იმის საშუალება, საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე, ის, რაც ხდება სამწუხაროდ კულისებში და მე მგონი, შემიძლია ვთქვა, რომ უკვე კულისებშიც აღარ ხდება. პრაქტიკულად საჯაროდ ხდება იმის დემონსტრირება, რომ რეალურად საელჩოს სურს, რომ ჰქონდეს კონტროლი მართლმსაჯულებაზე. საელჩო იუსტიციის საბჭოს იგნორირებით ახდენს ვიზიტებს სასამართლოში, მოსამართლეებთან ერთად დადის რეგიონებში მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი…

მეტი...

,,როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ამ წუთას ევროპასთან ინტეგრაციის საქმით არ არის დაკავებული”- იაგო ხვიჩია

,,ჩემი აზრით, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ამ წუთას ევროპასთან ინტეგრაციის საქმით არ არის დაკავებული. ყველა დისკუსია, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არ არის არანაირი შედეგის მომტანი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე ცალ-ცალკე მუშაობს ოპოზიცია და ხელისუფლება,  არანაირ განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ. „ძირითადად იხილება ტექნიკური საკითხები და მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია მიმართულია, რომ შეიქმნას მუშაობის იმიტაცია და არა მუშაობა, რადგან ჯერჯერობით რეალური სამუშაო პროცესი მე არ მინახავს. სულ იხილება ტექნიკური საკითხები ან ისეთი საკითხები, რომლებიც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც ჩვენს ქვეყანაზე და…

მეტი...

,,თმებით მათრია, მირტყდამდა წიხლებს მუცელში – ჩოგნების ჩანთა ჩამარტყა”- ნეკა დოროყაშვილი

,,ნიკოლოზის ოჯახში არარაობად მთვლიდნენ. ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინათ. ნიკოლოზი კი თვლიდა, ეს ხომ მაინც არაფერს არ იტყვისო,”- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე  მასსა და ბასილაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე საუბრისას განაცხადა. დოროყაშვილის თქმით, ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრების მხრიდან მის მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა და ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასაც. ,,ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ, დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი, არ წახვიდე მათთან, იქ მგლები არიანო,”- აღნიშნა დოროყაშვილმა. მისივე განმარტებით, აშშ-ში ერთ-ერთ ტურნირზე ყოფნისას ბასილაშვილმა მეუღლეს ჩოგნების ჩანთა ჩაარტყა. “გრძელი თმა მქონდა, თმებით მათრია, მირტყდამდა წიხლებს…

მეტი...

,,დასახული მიზნების მისაღწევად უკრაინაში არ არის საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება”- სერგეი შოიგუ

,,დასახული მიზნების მისაღწევად უკრაინაში არ არის საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება”, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „მედიაში ვრცელდება სპეკულაციები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ქიმიური იარაღის გამოყენების მზადყოფნის შესახებ. მთელი ეს ინფორმაციული შიგთავსი აბსოლუტური სიცრუეა. სამხედრო თვალსაზრისით, დასახული მიზნების მისაღწევად უკრაინაში არ არის საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება. რუსული ბირთვული იარაღის მთავარი მიზანი ბირთვული თავდასხმის შეკავებაა“, – აღნიშნა შოიგუმ.

მეტი...

,,რუსები ტურისტებად იყენებენ აგენტებს – არის დიდი საფრთხე, რომ რუსი აგენტების შემოდინება იქნება”- ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 7 თვის განმავლობაში საქართველოში უპრეცენდენტო რაოდენობის რუსი ტურისტი შემოვიდა. მისივე თქმით, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულება არის უკიდურესად საშიში, იმიტომ, რომ ნებისმიერ წამს, პოლიტიკური მიზნებით რუსეთს შეუძლია ეს ნაკადი გააჩეროს ისევე, როგორც ეს სავაჭრო ემბარგოს დროს გააკეთა. ,,2022 წელს, 7 თვის განმავლობაში შემოვიდა 438 860 რუსი ტურისტი, რაც უპრეცენდენტო რაოდენობაა. ასევე, დაახლოებით 7000-მდე ბიზნესი დარეგისტრირდა. ამ პრობლემაზე „ქართული ოცნება” სამწუხაროდ, თვალებს ხუჭავს. რუსები არიან დაბალ მხარჯველი ტურისტები. თუ აშშ-დან ჩამოსული ტურისტი ხარჯავს 3813 ლარს, რუსები 1282 ლარს ხარჯავენ დაახლოებით, 3-ჯერ ნაკლებს ხარჯავენ რუსი ტურისტები. მეორე, ოკუპანტ…

მეტი...

კობა შუბითიძის მემორიალურის ტურნირის  ფინალური შეხვედრა 17 აგვიტოს გაიმართება

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ხელშეწყობით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში, ჩატარდა 2004 წელს, ცხინვალის რეგიონში, წვერიახოს ბრძოლებში დაღუპული კაპრალის, კობა შუბითითიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, რომელმაც სტარტი, 10 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში აიღო. მასში მონაწილეობას იღებდა 8 გუნდი; თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სარდლობისა და გვარდიის დეპარტამენტის მეათე კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული გუნდები _ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის,  ეროვნული გვარდიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის „ახალი ტალღის“ ფეხბურთელთა გუნდები ხობის „ჭალეს“, ჭალადიდის, საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად. კობა შუბითიძის მემორიალურის ტურნირის …

მეტი...

,,არ გამოვრიცხავ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი”- დედის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სასტიკი მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი. ,,სავსებით შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი. გასაგებია, რომ ბრალდება არის ყველაზე მძიმე. სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი სიმძიმის ბრალდება არ არის, მაგრამ ჩვენს პოზიციას ზურგს უმაგრებს ის გარემოება, რომ ბრალდებული თავისი ფეხით, ნებაყოფლობით გამოცხადდა გარდაბნის პოლიციაში და ჩაბარდა. ერთის მხრივ, ეს გარკვეულწილად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბრალდებული ჩადენილს აღიარებს, მაგრამ მეორეს…

მეტი...

„უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანი დონბასის მაცხოვრებლების გენოციდისგან დაცვაა”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზი რუსეთის, მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დონბასის მაცხოვრებლების ”გენოციდისგან დაცვაა”. „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების სრული დაცვით. ამ ოპერაციის მიზნები მკაფიოდ და ზუსტად არის განსაზღვრული – ეს არის რუსეთისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დონბასის მაცხოვრებლების გენოციდისგან დაცვა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. პუტინის თქმით, უნიპოლარული მსოფლიო წესრიგის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. „აშკარაა, რომ მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში საფრთხეებისა და რისკების დაძლევა, ქვეყნებს შორის ნდობის დონის ამაღლება და მათი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ თანამედროვე…

მეტი...

გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და აგვისტოს ომი განიხილა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როზმარი დიკარლო, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის, ასევე, საბჭოს მომავალი წევრების – იაპონიის და მალტას…

მეტი...

,,არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”- იაგო ხვიჩია

,,არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს,” – ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დღევანდელი განცხადებას. ხვიჩიას თქმით, აღნიშულზე სერიოზული კომენტარის კეთება არ შეიძლება. „მე ამ სიტუაციას მომავლიდან ვუყურებ, 5-10 წლის პერსპექტივიდან და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, წასულ დეპუტატებზე ამდენ კომენტარს რომ ვაკეთებ, თუ რას ფიქრობენ ისინი აშშ-ის საელჩოზე იმ რეალობაში, როდესაც მთლიანი კონტექსტი ვიცით. არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით, ამაზე სერიოზული კომენტარის კეთება,…

მეტი...

სამგზავრო აბონემენტების საბანკო ბარათებში ინტეგრირება პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი

სამგზავრო ვადიანი აბონემენტების საბანკო პლასტიკურ ბარათებში ინტეგრირებაპირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ორ ბანკთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ისინი პირველი სექტემბრიდან მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვებიან. მისივე თქმით, ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათი არ დასჭირდება და ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათში იქნება ინტეგრირებული. „ჩვენ შემოვიღეთ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის დედაქალაქშია დანერგილი და გვინდა, საუკეთესო მაგალითები პროექტების სახით თბილისშიც განვახორციელოთ. საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა გადახდის…

მეტი...

,,აშშ-ის საელჩოს მცდელობა იყო ხელისუფლებაში ,,ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება და სასამართლო სისტემაში შეღწევა”- ,,ოცნებიდან” წასულები

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი განცხადებას ავრცელებენ სადაც აღნიშნავენ, რომ გასული სამი წლის განმავლობაში აშშ-ის საელჩოს მცდელობა იყო ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება და მათი მეშვეობით სასამართლო სისტემაში შეღწევა. დეპუტატების განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ,,საელჩოს მიერ მოსამართლე ჩხიკვაძეზე განხორციელებულ ზეწოლას და ადასტურებს ჩვენს დასკვნას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.  საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის…

მეტი...

,,მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო – მეუბნებოდა, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო”- ნეკა დოროყაშვილი

,,მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო”,- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე  მასსა და ბასილაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე საუბრისას განაცხადა. დოროყაშვილის  თქმით, ყოფილი მეუღლე მას მუდმივად აკონტროლებდა და მორჩილებისკენ მოუწოდებდა. „მახსოვს მითხრა, რომ რეპუტაციულად არ აწყობდა ჩვენი დაშორება. ასევე სოციალურ ქსელში თუ ვინმე ფოტოს “დამილაიქებდა” მირეკავდა. მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს,…

მეტი...

ბათუმის ნავსადგურში  მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ოთხი მანქანა დააზიანა

ბათუმის ნავსადგურში  სატვირტო მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადავიდა, კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც, ოთხი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია მატარებლის მწყობრიდან გამოსვლა. ბათუმის ნავსადგურში  კომენტარს არ  გაუკეთებიათ.

მეტი...

,,აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა მიმართულია ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ”- ,,ოცნებიდან” წასულები

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი განცხადებას ავრცელებენ სადაც აღნიშნავენ, რომ აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. მათივე განცხადებით, საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი. „ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. დავიწყებთ იმით, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ…

მეტი...

,,მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი”- სოსო გოგაშვილი ,,ქართულ ოცნებას”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და წერს, რომ “ქართული ოცნება” მას “ჩამშვებად” აღიქვამს.  გოგაშვილის თქმით, ამით ისინი ადასტურებენ მის მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. ,,ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე პირადად არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. ოცნება თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე…

მეტი...

,,ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა”- ნეკა დოროყაშვილი

,,როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა – ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს,”- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე  მასსა და ~ ბასილაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე საუბრისას განაცხადა. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მას სახეში საჭმელს აყრიდა და მაცივრის წყალს ასხამდა. ,,ყოფილა შემთხვევა, კონფლიქიტს მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი,”- აღნიშნავს დოროყაშვილი. მისივე თქმით, ქართველმა…

მეტი...

,,ფორმულას“, „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ განცხადება დაუსაბუთებელია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”- კომუნიკაციების კომისია

,,ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ განცხადება კომუნიკაციების კომისიის მიერ „ქართული ოცნების“ საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია,შესაბამისად, არგუმენტს მოკლებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,”– ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ,საქმე ეხება სამაუწყებლო რეკლამის კანონიერების საკითხს, რასაც არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან. მათივე განცხადებით, ტელევიზიები კანონის მიხედვით ვალდებულნი არიან ეთერში არასათანადო სარეკლამო რგოლები არ განათავსონ და დაიცვან კანონის მოთხოვნები. „სამაუწყებლო რეკლამის ეთერში განთავსებას კანონის მიხედვით მკაფიო წესები აქვს, რომლებიც მაუწყებლებმა კარგად იციან.…

მეტი...

თბილისის მერია 60 წლისა და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

თბილისის მერია 60 წლისა და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული სერვისით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის ერთსაათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს ცხრა ვიზიტს. მომსახურების მიღება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში შეეძლებათ. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 300 მოსარგებლე. მოსარგებლეებს აქვთ მომსახურების მიმწოდებლის საცურაო აუზის ან/და ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება.

მეტი...

გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული ერთი კვირის (07.08- 14.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ  ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 12 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.58%.  

მეტი...

მთავრობის განკარგულებით გაზიფიცირების 3 წლიანი პროგრამა დამტკიცდა

მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, 244 დასახლებულ პუნქტში ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი ჯამური ღირებულება იზრდება. ცვლილების მიხედვით, დამტკიცდა გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2022-2024 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 244 დასახლებულ პუნქტში არსებული 39 698 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომელთა ჯამური ღირებულება 135 272 350 ლარს შეადგენს. „განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფენ შესაბამისი რესურსის მოძიებას და 2022-2024 წლებისთვის შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინებას. ასევე, გაზიფიცირების საპროექტო…

მეტი...