პრეზიდენტი ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრის შემდეგ, რომის პაპს შეხვდა. შეხვედრა ვატიკანში შედგა. პაპმა ფრანცისკემ პრეზიდენტი ზელენსკი დალოცა და წარმატებები უსურვა მის ხალხთან ერთად.  

მეტი...

„უკრაინა გაიმარჯვებს, სხვა შესაძლო ვარიანტები  არ არის” – იტალიის პრემიერი

იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. როგორც პრემიერმა ჯორჯა მელონიმ აღნიშნა, ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დ ასეც იქნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება და აყვავდება. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია, უკრაინას აქვს  ევროპული მომავალი, სხვა ვარიანტები არ არის,” – აღნიშნა პრემიერმა მელონიმ. პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს თანამშრონლობას, დახმარებას და გვერდით დგომას დაპირდა. „მშვიდობისკენ მხოლოდ მაშინ მივალთ, როდესაც რუსეთი შეწყვეტს სამხედრო ქმედებების წარმოებას და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. გავაგრძელებთ მოსკოვისადმი მიმართვას, რომ საბრძოლო ქმედებები შეაჩეროს და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს.  იტალია გააგრძელებს…

მეტი...

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი გაათავისუფლეს

ოკუპანტების ძალების მიერ 11 მაისს, მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი გაათავისუფლეს. სუს-ს ინფორმაციით, გიორგი ტერაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.  

მეტი...

მრჩეველთა საბჭოზე ექიმთა კვალიფიკაციასა და განათლებაზეც იმსჯელეს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების ექიმებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელა და სექტორის განვითარებისთვის მათი რეკომენდაციები მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო  დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს და ამ მიმართულებით, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, დაგროვილ გამოცდილებას. განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც. „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები. საუბარი შეეხო, ექიმების კვალიფიკაციისა და განათლების საკითხებსაც. ასევე, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ…

მეტი...

რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდნა, დაიღუპა ორი პილოტი. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენები ჩამოაგდეს. ბრიანსკის ოლქში კატასტროფა „სუ-34“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმაც  განიცადა.  

მეტი...

ორბანი ევროკავშირს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ და უკრაინის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ევროკავშირის გაუქმებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან რუსეთს დაწესებული სანქციები უნდა გაუუქმოს. „ევროპული თანამშრომლობის თანამედროვე ფორმას ორი მისია ამოძრავებდა – მშვიდობა და კეთილდღეობა. თუ მას არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია, მაშინ რა აზრი აქვს ევროკავშირის არსებობას… მან რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები უნდა გააუქმოს. ასევე, მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა და ეს იქნება ომის დასრულების გზა“ – აცხადებს უნგრეთის პრემიერი.

მეტი...

„უარი რუსეთთან პირდაპირი ფრენებს“ – ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

არასამთავრობო სექტორი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებ და ხელმოწერებს შეგროვებას იწყებს. „რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება, ასევე იხსნება აკრძალვა პირდაპირ  ფრენებზე საქართველოში.  საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიესალმება რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაცნობიერებთ, რომ: –        რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება. –       რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც იპყრობს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და კლავს მოსახლეობას. –       რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი. –      მაშინ, როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და ქართველი მეომრები ეწირებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დათბობა არის მოღალატეობრივი ნაბიჯი და მიმართულია  სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. – საქართველოში…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში იმყოფება

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იტალიაში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ინფორმაციას თავად ავრცელებს და წერს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტია. „რომი. შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან და პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის აეროპორტში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი დახვდა. დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა რომის პაპთან.

მეტი...

„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო“ – წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეფასებას აკეთებს. წულუკიანი თქმით, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. „დიახ, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო.  არაერთხელ ავხსენით, რომ სტრასბურგის სასამართლოს რამდენიმე კრიტერიუმი აქვს იმის შესაფასებლად, არის თუ არა პატიმარი და მისი სიცოცხლე დაცული პენიტენციურ სისტემაში ან პენიტენციური სისტემის გარეთ გაყვანის პირობებში.  ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს კრიტერიუმი იყო  დაცული და თუ ვინმე არ იცავდა  ამ კრიტერიუმებს იყო თავად სააკაშვილი,”- აღნიშნა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა სამკურნალოდ  ვარშავაში გადაყვანაზე. მისი ოჯახი კი აცხადებს,…

მეტი...

„ევროკავშირის სტატუსი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების აუცილებლობით, მიუღებელია“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე

„პროცესი მიდის იქით, რომ საქართველო დასაჯონ იმის გამო, რომ მან არ მისცა დასავლეთს შესაძლებლობა, საკუთარი ტერიტორია გამოეყენებინა გეოპოლიტიკური მიზნების აღსასრულებლად და საქართველოს მიეღო „მეორე ფრონტის“ ფუნქცია“ – აცხადებს „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი“ დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიაცენტრ მთავართან“. მისი შეფასებით, საქართველოს სავარაუდოდ დაასანქცირებენ, თუმცა, ევროკავშირის სტატუსი გარკვეული პირობებით არც გვჭირდება. „უკრაინაში გამოჩდნენ ფსევდო-ქართველი აქტორები, რომლებიც იბრალებენ  იმის ფუნქცია-მოვალეობას რომ აქტიურად ჩაერთონ ქართულ პოლიტიკაში. დავით არახამიას ბოლო განცხადება სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი მოწოდება დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომ მათ დააჩქარონ და დაიწყონ განხილვები საქართველოს მიმართ სანქციების გამოყენებისა. რა ფორმით იქნება…

მეტი...

თემქაზე აფეთქება მოხდა, დამწვარია ბინაში მაცხოვრებელი

თემქაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ბინაში წყლის გამათბობელი აფეთქდა. შედეგად, დაიწვა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელის ამ სახლში ცხოვრობდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, სახლიდან ავეჯი კორპუსის საპირისპირო მხარეს გადაისროლა.

მეტი...

ოფიციალურმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რუსეთთან დიალოგის ფორმატზე  – დიმიტრი ლორთქიფანიძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი“ დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიალოგში უნდა ჩაერთოს. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მხოლოდ უხილავი ძაფების ფორმატში ურთიერთობა საკმარისი არ არის. „რა არის იმაში ცუდი, თუ ქართული კომპანია, რომელიც „მიტმასნილი“ იყო აქამდე სომხურ კომპანია, პირდაპირ ფრენებს განახორციელებს რუსეთთან. იცით, რომ მოსკოვი -ერევანი-თბილისი, საათში რამდენიმე ფრენა ხორციელდება და საქართველოს მოქალაქეებს უფრო ძვირი უწევთ ბილეთები, ვიდრე პირდაპირი ფრენისას იქნება. რაც შეეხება სერიოზულ პოლიტიკური საკითხებს, ეს უნდა გადაწყდეს ხელისუფლებასთან დიალოგის გზით, მათ შორის, რეგიონალური ფორმატების გამოყენებით. ეს კი გულისხმონს ხელისუფლების  გააქტიურებას,  დააფიქსიროს თავისი პოზიცია…

მეტი...

„სიკვდილმისჯილ კაცს ეუბნებიან და საბოლოო სიტყვის უფლებას აძლევენ, მე არავი მომცა ამისი უფლება“ – დასანქცირებული მოსამართლე

გორში, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლის დღის აღნიშვნის შემდეგ, აშშ-ის მიერ კორუფციის ბრალდების გამო დასანქცირებულმა მოსამართლე ირაკლი შენგელიამ, რომელსაც არასამთავრობო სექტორი „კლანის წევრს“ უწოდებს, მედიასთან კომენტარი გააკეთა. ნასვამმა მოსამართლემ მისი კორუმპირებულობის დამადასტურებელი ფაქტები მოითხოვა. „მოსამართლის დღე იყო და შეკრებილები ვიყავით ამასთან დაკავშირებით. რას ჰქვია გადადგომას ვაპირებ, არავითარ შემთხვევაში. რატომ უნდა გადავდგე? მე ვითხოვ პირველივე დღიდან მტკიცებულებებს. პირველივე დღიდან ოღონდ რამე დამიდონ. ჩვენ იურისტები ვართ, რამე დამიდეთ, რომელიც ჩემს კორუმპირებულობას დაადასტურებს,  იქნებ გეთანხმებით და მე თვითონ მივდივარ. რაღაც ხომ უნდა მითხრათ. სიკვდილმისჯილ კაცს ეუბნებიან და საბოლოო სიტყვის უფლებას აძლევენ, მე არავი მომცა ამისი თქმის…

მეტი...

„არ მეშინია სანქციების და არაფრის“ –  როგორია ნასვამი ლევან მურუსიძის ცხოვრების კრედო?!

გორში, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების ქეიფის შემდეგ, გვიან ღამით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე ლევან მურუსიძემ, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა, მედიასთან მისი ცხოვრების კრედოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფრის არ ეშინია. „მე მინდა, ჩემი ცხოვრების კრედო რა არის და როგორი პრინციპით ვცხოვრობ ამ ცხოვრებაში, შემიძლია გითხრათ ერთი კუპლეტი. მთელი ჩემი ცხოვრება ესე მიცხოვრია და ამ სიტყვებს გეუბნებით და რატომ არ მეშინია სანქციების და არაფრის: „სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს, ლეგენდად ოქროს, ლალს მობდღვრიალეს, მე მირჩევნია ერთი ხოხობი, ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს. ამიტომ, ვერ მომერევიან, ამიტომ ვერ მომერევიან, მე მირჩევნია ერთი ხოხობი, ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს“ – აღნიშნა…

მეტი...