საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებით, რეგიონულ ესკალაციას სარგებელი არავისთვის მოაქვს და „სწორედ ამიტომ, საჭიროა, დისკუსიები გაგრძელდეს“. აღნიშნულის შესახებ კალასმა ჟენევაში ირანსა და ევროპელ პარტნიორებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა. კაია კალასის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ორივე მხარე შეთანხმდა, განაგრძონ დისკუსიები როგორც ბირთვულ, ასევე სხვა უფრო ფართო საკითხებზე.
მეტი...კატეგორია: მსოფლიო
“ისრაელი ირანთან გახანგრძლივებული კამპანიისთვის უნდა მოემზადოს”- ეიალ ზამირი
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის, ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელი ირანთან „გახანგრძლივებული კამპანიისთვის“ უნდა მოემზადოს, რათა „აღმოფხვრან ასეთი მასშტაბის საფრთხე“. „კამპანიის დაწყებისას ირანი 2 500 ერთეული ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტას ფლობდა. წარმოების ასეთი ტემპით, ორ წელიწადში 8 000-მდე ერთეული რაკეტა ექნებოდათ“ – განაცხადა ეიალ ზამირმა. ეიალ ზამირის თქმით, თავდაცვის ძალები გვერდიდან არ დააკვირდება საფრთხის განვითრებას, რადგან „ამ ოპერაციისთვის ისინი წლების განმავლობაში ემზადებოდნენ“.
მეტი...აშშ-მა ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციები გამოაქვეყნა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. სასანქციო სიაში ხუთი ფიზიკური და 20 იურიდიული პირი მოხვდა. სანქცირებულთა შორის არის ჰონგ-კონგში ბაზირებული ორი კომპანია. შავ სიაში შეიყვანეს ასევე სამი ხომალდიც.
მეტი...“ისრაელი თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა”- პუტინი
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისრაელი თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა, იქ საბჭოთა კავშირიდან წასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს. პუტინის თქმით, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ამ ფაქტორს ყოველთვის ითვალისწინებენ. „მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ ისრაელში თითქმის ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და რუსეთის ფედერაციიდან. ეს თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა დღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ყოველთვის ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მეტი...ისრაელის ქალაქ ჰაიფაში დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის შედეგად, ისრაელის ქალაქ ჰაიფაში დაშავებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ერთ-ერთი 16 წლის მოზარდია. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ კარმიელში 51 წლის ქალი გულის შეტევით დაიღუპა თავშესაფარში, სადაც ქალაქზე თავდასხმის საშიშროების გამო, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ იმყოფებოდა.
მეტი...“რუსეთი აიძულეს, ეღიარებინა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა”- პუტინი
ვლადიმერ პუტინი, აცხადებს რომ რუსეთი აიძულეს, ეღიარებინა ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა. „ჩვენ შევეცადეთ მშვიდობიანი გზით მორიგება. ვითარების გამოსწორება, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, როგორც მათ ახლა უკვე ბრჭყალებში მოვიხსენიებთ და როგორც მოგვიანებით გამოირკვა, გააჩაღეს ეს გადატრიალება მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ უკრაინა იარაღით აევსოთ და გაგრძელებული ეს საბრძოლო მოქმედებები. ბოლოს და ბოლოს, ეს გვაიძულებდა ჩვენ, გვეღიარებინა ამ რესპუბლიკების – ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა. ჩვენ რვა წელი არ ვაღიარებდით, ვცდილობდით მორიგებას, თუმცა გვაიძულეს, გვეღიარებინა ისინი დამოუკიდებლად. შემდეგ გვაიძულეს, მათთვის დახმარება გაგვეწია, მათ შორის შეიარაღებული მხარდაჭერა, რათა დაგვესრულებინა ომი, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გააჩაღეს დასავლეთში და…
მეტი...“რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად – მთელი უკრაინა ჩვენია“- პუტინი
პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსებსა და უკრაინელებს ერთ ხალხად მიიჩნევს. „მე უკვე ბევრჯერ ვთქვი, მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია“, – განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთს ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია უკრაინის სუვერენიტეტის საკითხი. „სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე“, – აღნიშნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რუსეთის ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის დაცვაზე. „სახელმწიფო, სისხლიანი, არაკონსტიტუციური გადატრიალება უკრაინაში. ეს რა არის? ესეც ხომ ქმედებაა ძალის პოზიციიდან და აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა იმის შესახებ, რომ მან ამ…
მეტი...ჟენევაში ევროპის ქვეყნების მინისტრებსა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს
ჟენევაში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ჟან ნოელ-ბარო (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), იოჰან ვადეფული (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი), დევიდ ლემი (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), კაია კალასი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი) და აბას არაღჩი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი). CNN-ის ცნობით, ირანელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ჟენევაში 90 წუთის განმავლობაში ისაუბრეს, რის შემდეგაც შესვენება აიღეს. ამჟამად ორი მხარე ცალ-ცალკე ოთახებში მართავენ კონსულტაციებს და მოლაპარაკებების აღდგენა უმოკლეს დროშია მოსალოდნელი. შეხვედრამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ…
მეტი...გაერთიანებული სამეფო ირანში საელჩოს ხურავს და ქვეყნიდან პერსონალი გაჰყავს
გაერთიანებული სამეფო ირანში საელჩოს დროებით ხურავს და ქვეყნიდან პერსონალი გაჰყავს. გადაწყვეტილება ადგილზე არსებული ვითარების გამო მიიღეს. „ჩვენ მივიღეთ სიფრთხილის ზომები, დროებით გავიყვანოთ გაერთიანებული სამეფოს პერსონალი ირანიდან. ჩვენი საელჩო მუშაობას დისტანციურად განაგრძობს“ – ნათქვამია განცხადებაში.
მეტი...ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია
ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სირენებია ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმში და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ირანული მედიის ცნობით, რაკეტები ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფაშიც დაეცა.
მეტი...,,ჩვენ მეტის გაკეთება გვმართებს, საჭიროა ოპერაციის ტემპის დაჩქარება” – ისრაელის დაზვერვის გენერალ-მაიორი სამხედროებს
,,ისრაელს ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაჩქარება სურს”, – შესაბამისი მოწოდებით ისრაელის დაზვერვის გენერალ-მაიორმა სამხედროებს მიმართა. მისი თქმით, საფრთხეს, რომელსაც ირანი წარმოადგენს, ისრაელი ვერ შეეგუება. „ჩვენ მეტის გაკეთება გვმართებს. საჭიროა ოპერაციის ტემპის დაჩქარება, რადგანაც ეს საფრთხის ის ტიპია, რომელსაც ისრაელის სახელმწიფო ვერ შეეგუება, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ეს ოპერაცია“, – განაცხადა ისრაელის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა შლომ ბინდერმა.
მეტი...,,კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვა, თეირანის დაუყოვნებლივ რეაქციას გამოიწვევს” – ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭო
ირანი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვა, თეირანის დაუყოვნებლივ რეაქციას გამოიწვევს. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს განცხადებაში შეერთებული შტატების ხსენების გარეშე ნათქვამია, რომ ირანს აქვს გეგმები სხვადასხვა სცენარისთვის. ამასთან, ირანულ მედიაში ინფოგრაფიკა გავრცელდა, რომელზეც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკული ბაზების მდებარეობაა მონიშნული ტექსტით, რომ ირანულ რაკეტებს შეუძლია რეგიონში განთავსებულ ათობით ამერიკულ ბაზამდე მიაღწიოს.
მეტი...ისრაელი ირანის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებს ბომბავს
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები ირანის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებს ბომბავს. „ცაჰალის“ ინფორმაციით, მათ სამიზნეს ამჯერად ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. მანამდე ისრაელის თავდაცვის არმიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ თეირანში ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა დაბომბა.
მეტი...,,ირანის მთავრობის დაშლას რეგიონში დესტაბილიზაცია მოჰყვება” – ორბანი
,,ირანის მთავრობის დაშლას, მთელი ქვეყნის ჩამოშლა და რეგიონში დესტაბილიზაცია მოჰყვება, რომელიც არაერთ სხვა სახელმწიფოზე გავრცელდება”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანი ირანში მიმდინარე ომის გამო უფრო გლობალურ საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ომის შედეგად იზრდება ფასი ნავთობზე, რაც უნგრეთზე უარყოფითად აისახება.
მეტი...უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნა
უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო მოსამსახურეები დააბრუნეს. სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარების, ტერიტორიული თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების, უპილოტო სისტემების ძალების, ასევე სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ. დაბრუნებულ სამხედროებს სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანენ საჭირო გამოკვლევების, შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის ჩასატარებლად. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაცვლის ამ ეტაპზე რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქების დამცველები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო…
მეტი...,,ჟენევაში ირანის დიპლომატებთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანია, განახლდეს ბირთვული მოლაპარაკებები” – საფრანგეთის საგარეო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევაში ირანის დიპლომატებთან დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, განახლდეს ბირთვული მოლაპარაკებები. აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მინისტრებმა „აღნიშნეს, რომ ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამები საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის, რეგიონისა და ევროპისთვის“. მარკო რუბიოს თქმით, აშშ ნებისმიერ დროს მზად არის ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.
მეტი...,,მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით” – ევროკავშირის წარმომადგენლობა
„სოლიდარობა მზია ამაღლობელს და „ბათუმელებს“! მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმა”, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისა და „ბათუმელების“ დირექტორის ეთერ თურაძის შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც.
მეტი...,,შესაძლოა, გამოიწვიოს ვიზაზე უარი და მომავალში ვიზის მიღების შესაძლებლობის დაკარგვა” – აშშ-ის საელჩო
„ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი ვალდებულია – მათი იდენტობისა და აშშ-ის კანონის შესაბამისად ქვეყანაში დაშვების დასადგენად – შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს ისინი საჯარო”, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,სავიზო სკრინინგის დროს ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას ვიყენებთ – მათ შორის სოციალური მედიის მონაცემებს – იმ პირების გამოსავლენად, რომლებსაც აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ ან რომლებიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. 2019 წლიდან აშშ-მა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო სავიზო აპლიკაციაში სოციალური მედიის იდენტიფიკატორების მითითება სავალდებულო გახადა. აპლიკანტები ვალდებული არიან, სოციალურ…
მეტი...ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ჯარს ირანზე თავდასხმების გააქტიურების ბრძანება მისცა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჯარს ირანის რეჟიმის სამიზნეებზე დარტყმების ინტენსივობის გაზრდა უბრძანა. „ჩვენ რეჟიმის ყველა სიმბოლოსა და ზეწოლის მექანიზმებს, როგორებიცაა ბასიჯი და აგრეთვე რეჟიმის სიძლიერის საფუძველი – ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, უნდა დავარტყათ“, – თქვა კაცმა ისრაელის თავდაცვის არმიის გენშტაბის უფროსთან, ეიალ ზამირთან ერთად სამხედროებთან შეხვედრის დროს. როგორც მან აღნიშნა, ისრაელმა თეირანის მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია უნდა გამოიწვიოს, რათა რეჟიმის დესტაბილიზაცია მოხდეს. მისი აზრით, დარტყმები ბირთვულ ობიექტებსა და მეცნიერ-ფიზიკოსებზე არ უნდა შეწყდეს, სანამ ოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული არ იქნება.
მეტი...ნიკოლ ფაშინიანი სტამბოლში ჩავიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სტამბოლში სამუშაო ვიზიტით ჩაფრინდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სტამბოლში ფაშინიანისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი. გარდა ამისა, ფაშინიანი სტამბოლში სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ გუშინ თურქეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ჩავიდა. ცნობისთვის, თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ბოლოს სომხეთის ლიდერი სამუშაო ვიზიტით თურქეთს 2009 წელს სტუმრობდა. მაშინ ანკარაში პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ჩავიდა.
მეტი...რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ლატვიაში უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ
რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ლატვიაში უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ. კანონს სეიმმა მხარი დაუჭირა. ცვლილება ვრცელდება როგორც კერძო, ისე იურიდიულ პირებზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებს, ვინც წარსულში უძრავი ქონება შეიძინა ან ის მემკვიდრეობით მიიღო, კანონი არ შეეხება.
მეტი...დაგეგმილი სამი სამუშაო დღის ნაცვლად, NATO-მ მომავალი სამიტის პროგრამა 2.5 საათამდე შეამცირა
დაგეგმილი სამი სამუშაო დღის ნაცვლად, NATO-მ მომავალი სამიტის პროგრამა 2.5 საათამდე შეამცირა. Financial Times-ი წერს, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებას მოჰყვა, რომელმაც ,,დიდი შვიდეულის” სამიტი ვადაზე ადრე დატოვა. მათივე ცნობით, NATO ცდილობს, თავიდან აიცილოს მსგავსი სცენარი. ჰააგაში NATO-ს სამიტი 24-25 ივნისს ჩატარდება.
მეტი...,,რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს” – პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს. როგორც მან აღნიშნა, იდეალური იქნება მათი მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასახული მიზნების მისაღწევად. როგორც პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, ჩვენთვის იდეალური იქნება ამ მიზნების მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით. მანამ, სანამ ეს შეუძლებელია, სანამ ეს არ იმუშავებს, გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ჩვენთვის მთავარია დასახული ამოცანების შესრულება და ყველა მიზნის მიღწევა“, – განაცხადა პესკოვმა.
მეტი...აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა, ახლო აღმოსავლეთში თვითმფრინავებისა და ხომალდების გარკვეული რაოდენობა განათავსა
შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა, ახლო აღმოსავლეთში საკუთარი აქტივების დასაცავად, თვითმფრინავებისა და ხომალდების გარკვეული რაოდენობა განათავსა. ინფორმაციას CNN-ი თავდაცვის უწყებაში არსებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ განხორციელდა ყველა დაუცველი თვითმფრინავის ევაკუაცია კატარში მდებარე ბაზიდან. წყაროს ცნობით, შტატების ცენტრალურმა სარდლობამ, რეგიონში სისხლის დამატებითი მარაგები მოიძია, რაც შეიარაღებულ ძალებზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, სტანდარტული პროტოკოლია.
მეტი...,,თუ თეირანს ექნება მზაობა, უზრუნველყოს გარანტიები ბირთვულ პროგრამაზე, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის” – იოჰან ვადეპული
,,გერმანია და ევროპელი პარტნიორები ირანთან შემდგომი დისკუსიების სურვილს გამოთქვამენ, თუ თეირანისგან იქნება სერიოზული მზაობა, უზრუნველყოს გარანტიები მის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა. „ჩემი კოლეგები გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან და ასევე უმაღლესი წარმომადგენელი ყოველთვის ამბობდნენ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. ეს საჭიროებს ირანის მხრიდან სერიოზულ მზაობას, უარი თქვას ბირთვული მასალების ისეთ გამდიდრებაზე, რასაც ბირთვულ შეიარაღებამდე მიყვანა შეუძლია. ეს ასევე საჭიროებს, სარაკეტო პროგრამების ჩართვასაც. თუ ასეთი სერიოზული მზაობა იქნება, ჩვენი მხრიდან ასევე იქნება მზაობა შემდგომი მოლაპარაკებების საწარმოებლად“, – განაცხადა იოჰან ვადეპულმა.
მეტი...,,ირანი ვიდრე ისრაელის თავდასხმის ქვეშ იმყოფება, არცერთ მხარესთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას” – აბას არაღჩი
ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი არ აწარმოებს მოლაპარაკებას არცერთ მხარესთან, ვიდრე ირანი ისრაელის თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ირანელი დიპლომატი დღეს გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა შეხვდეს, სადაც დეესკალაციის საკითხი განიხილონ. არაღჩი ასევე ირწმუნება, რომ აშშ-ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, თუმცა თეირანმა უარი თქვა ამ წინადადებაზე. ის ვაშინგტონს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნევს.
მეტი...,,აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი, ალი შამხანი ცოცხალია” – მედია
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი, ალი შამხანი, რომლის შესახებაც ამბობდნენ, რომ ისრაელის დაბომბვას ემსხვერპლა, ცოცხალია. ირანული მედიის ცნობით, ალი შამხანიმ ალი ხამენეის წერილის მისწერა. „გამარჯვების აისი ახლოსაა. ირანის სახელი, როგორც ყოველთვის, ისტორიის წიაღში მკვეთრად იკაშკაშებს, ხოლო მოწამეთა ღიმილი ჩვენი მომავლის ანარეკლი იქნება“, – აღნიშნულია ალი შამხანის წერილში, რომელიც მან ირანის უზენაეს ლიდერს გაუგზავნა. ირანული მედიის ინფორმაციით, ალი შამხანი 13 ივნისს ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიჭრა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს უტარებენ. მანამდე ისრაელის მხარე ამტკიცებდა, რომ შამხანი ლიკვიდირებულია.
მეტი...,,ირანში რეჟიმის შეცვლა ჩვენი მიზანი არ არის” – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მის მიზანს ირანში მოქმედი რეჟიმის შეცვლა არ წარმოადგენს. „ჩვენი მთავარი მიზანი ბირთვული პროგრამის შეჩერება და მისგან მომდინარე საფრთხის აღმოფხვრაა. მეორე მიზანი კი ირანის ბალისტიკური შესაძლებლობების თავიდან აცილებაა. ოპერაციის მიმდინარეობისას გამოჩნდა, რომ რეჟიმი დესტაბილიზაციას განიცდის. რაც შეეხება მის შეცვლას, ეს, პირველ რიგში, ირანელი ხალხის საქმეა, და ამიტომაც ეს მიზანი ჩვენ არ დაგვისახავს, მაგრამ, შესაძლოა, ცვლილება ოპერაციის შედეგი გახდეს. ჩვენი მიზნების შესახებ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. მისი გადასაწყვეტია, ჩაერთვება თუა რა ამერიკა ოპერაციაში“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
მეტი...ტრამვაი სწრაფი კვების დახლს შეეჯახა – დაშავებულია შვიდი ადამიანი
შვედეთის ქალაქ გეტებორგში ტრამვაი სწრაფი კვების დახლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული. „ტრამვაიმ მკვეთრი სიჩქარით შეუხვია მარცხენა მხარეს და რელსებიდან გადავიდა. შემდეგ გაიარა ასფალტის ნაწილი და პიცერიას შეეჯახა“, – განაცხადეს პოლიციაში. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, შეფერხდა სატრანსპორტო მუშაობა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია. გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
მეტი...რუსეთმა, ღამით, ოდესას შეუტია
რუსეთმა, ღამით, ოდესას შეუტია. დაშავდა ორი ადამიანი, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. საომარი მოქმედებების ფონზე, ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ისურვებდა, დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის დონალდ ტრამპის მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაში დასრულდეს. პარალელურად, საერთაშორისო გამოცემა Financial Times-ი ტრამპის მიერ “დიდი შვიდეულის” სამიტის ნაადრევად დატოვების მიზეზს ასაჯაროებს. გამოცემის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ სურდა.
მეტი...,,ილონ მასკი რუსეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს” – დუმის ვიცე-სპიკერი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ამერიკელი მეწარმე ილონ მასკისთვის ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ თხოვნა. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადისლავ დავანკოვმა განაცხადა, მის სიტყვებს NEWS.ru ციტირებს. „თუ ეს არ გამოვა, ჩვენ ყოველთვის დაველოდებით მას. ის ძალიან მაგარია თავისი ტექნოლოგიითა და ხედვით“, – განმარტა დავანკოვმა. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთ თვეში უნდა მოვიდეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთში მეწარმე და მილიარდერი ილონ მასკის მამა, ეროლი, ჩავიდა. ის აღფრთოვანებული იყო მოსკოვით და აღნიშნა, რომ რუსეთის დედაქალაქის შედარება ძველ რომთან შეიძლება. თავად მასკს ინფორმაცია არ დაუდასტურებია,…
მეტი...,,სასურველია, რომ უკრაინაში ომი ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს” – ზელენსკი
,,სასურველია, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა. რაკეტამ ყველა სართული გაიარა და სარდაფშიც ჩააღწია. ამ დარტყმას არანაირი სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა, მან რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფერი შესძინა. ეს არის განზრახ ჩადენილი ტერორი, იგივე, რასაც პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის არმია ყველგან აკეთებდა: ჩეჩნეთიდან სირიამდე“, – აღნიშნა მან. მისი თქმით, უკრაინის მიმართ გლობალური სოლიდარობის ამჟამინდელი დონე და რუსეთზე გლობალური ზეწოლა საკმარისი არ არის და სანქციები „მნიშვნელოვნად“ უნდა გამკაცრდეს.
მეტი...,,დროა, თავიდან ავიცილოთ რეგიონული ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში” – დევიდ ლემი
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის კრიზისის დასასრულებლად შესაძლებლობის ორკვირიანი ფანჯარა არსებობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხუთშაბათს ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან ერთად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღრმავების თავიდან აცილების გზები განიხილა. ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი დღეს გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დევიდ ლემის, იოჰან ვადეფულსა და ჟან-ნოელ ბაროს ჟენევაში შეხვდება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ მხარეები შეხვედრაზე „ირანის…
მეტი...,,ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად იმიტომ დატოვა, რომ არ მოსწონს მაკრონი და არ სურდა ზელენსკისთან შეხვედრა” – მედია
დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად იმის გამო დატოვა, რომ არ მოსწონს მაკრონი და არ სურდა ზელენსკისთან შეხვედრა. „ფაინენშალ თაიმსის” ცნობით, NATO-ს წლევანდელი სამიტის ორდღიანი სამუშაო სესია, ერთ დღემდე მხოლოდ იმ მიზნით შეამცირეს, რომ თავიდან აირიდონ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სამიტის ნაადრევად დატოვების შემთხვევა, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემთხვევაში მოხდა. როდესაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში ნაადრევად დაბრუნება ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად სჭირდებოდა. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, საქმის კურსში მყოფი პირები „ირწმუნებიან, რომ მისი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე, ნაწილობრივ გამოწვეული იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ…
მეტი...„მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ, ახალშობილი პირდაპირ აბანავეს და გული გაუჩერდა“ – ტრაგედიის დეტალები
საბერძნეთში, კუნძულ პაროსზე, ახალშობილი დაიღუპა, მისი დედა კი ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება. ექსპერტიზის შედეგებზე დღეს მედიასთან ოჯახის ადვოკატმა ისაუბრა. ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ახალშობილის სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება იყო. ბავშვი მშობლებს სანაპიროზე, მზის გულზე დიდი ხნის მანძილზე ჰყავდათ, შემდეგ კი, როდესაც სახლში დაბრუნდნენ, დედამ პირდაპირ აბანავა, რამაც მის სხეულში ტემპერატურის კიდევ უფრო მომატება გამოიწვია და ახალშობილს გულო გაუჩერდა. „ბავშვი მზისგან არ დამწვარა, სანაპიროზე სიცხისგან იტანჯებოდა და შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ სახლში, ჩრდილში დაეწვინათ, რომ სხეულში ტემპერატურა დასტაბილურებულიყო, პირდაპირ აბანავეს და ამ ყველაფერმა ფატალური შედეგები გამოიწვია. რაც შეეხება ინფორმაციას,…
მეტი...,,ირანს გეგმები სხვადასხვა სცენარისთვის გააჩნია” – ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს განცხადება
ირანი ახალ გაფრთხილებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მესამე მხარის ინტერვენცია დაუყოვნებლივ რეაქციას გამოიწვევს. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მტერთან კონფრონტაცია გაგრძელდება, ვიდრე არ გადაიხდიან კომპენსაციას“. მათი თქმით, ირანს გეგმები სხვადასხვა სცენარისთვის გააჩნია. განცხადებაში აშშ-ის უშუალოდ ხსენების გარეშე ნათქვამია: „ამ აგრესიაში მესამე ქვეყნის ჩარევის შემთხვევაში, მათ დაუყოვნებლივ დავუპირისპირდებით კონკრეტული გეგმის მიხედვით“.
მეტი...