„თანამშრომლობა პროოკუპაციურ რეჟიმთან, არის ანტიეროვნული აქტი“ – პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი”, – წერს სააკაშვილი.

საუბარია  პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. ოპოზიციამ მათ მხარი არ დაუჭირა, თუმცა, ოპოზიციის სამმა წევრმა თით მწვანე ღილაკზე დააჭირა.

მმართველი გუნდის მხარდაჭერის გამო, სამმა დეპუტატმა „ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

მსგავსი თემები