პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ცხადდება

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით  განცხადებას აცრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხვალ, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია.  

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ელჩებს საჯარო დებატებში იწვევს

„გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ“ – აცხადებს პრემიერ მინისტრი და ელჩებს საჯარო დებატებში  იწვევს. ირაკლი კობახიძის გამცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავზობთ. „საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის – ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას,…

მეტი...

ისრაელზე თავდასხმის გამო, ევროკავშირის საგარეო მინისტრები იკრიბებიან

ჯოზეფ ბორელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების “რიგგარეშე” შეხვედრას ითხოვს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის აუცილებლობა ისრაელზე ირანის მხრიდან განხორციელებულმა მორიგმა იერიშვა გამოიწვია. როგორც ბორელი განმარტავს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უსაფრთხოებისა და თავდასხმების შესაჩერებლად. ირანი ისრაელს ისევ ემუქრებან

მეტი...

ირანი ისრაელს ისევ ემუქრებან

ირანის პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებს და აცხადებს, რომ ისრაელი საკადრის პასუხს ყოველთვის მიიღებს. „ირანის ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერ ახალ აგრესიას უფრო მძიმე და სავალალო პასუხი მოჰყვება“ – ასეთია ირანის პასუხი. მსგავსი ქმედების საჭიროებას ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიც იზიარებს და მორიგი თავდასხმისთვის ემაზება. პარალელურად, ირანის არმიის შტაბის უფროსმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ თუ ისრაელთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, უსაფრთხოდ არც ამერიკული ბაზები დარჩებიან. „სასტიკი თავდასხმა“ – ელჩის განცხადება  

მეტი...

სიდნეიში მომხდარ თავდასხმას მხატვარ/დიზაინერი ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში  შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალი ემსხვერპლა. ფიქრია დარჩია სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა, როცა შენობაში ცივი იარაღთ შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა. ფიქრია დარჩიას შესახებ უცხოური მედია წერს. აწგარდაცვლილი ქართველი ქალი მხატვარ/დიზაინერი იყო და სიდნეიში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა. სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელი 13 აპრილს შეიჭრა. სულ დაიღუპა 6 ადამიანი. ათამდე კი დაშავდა. თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.  

მეტი...

„სასტიკი თავდასხმა“ – ელჩის განცხადება

საქართველოში ისრაელის ელჩი ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება. „გუშინ ღამით, ირანმა, ტერორიზმის დამფინანსებელმა სახელმწიფომ, წამოიწყო სასტიკი და უპრეცედენტო თავდასხმა და ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა საერთაშორისო მოკავშირეებთან და ძალებთან თანამშრომლობით, მოახერხა რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება. ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენ გვეცოდინება, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით დგანან ისრაელის გვერდით. ჩვენ ვიხილეთ ისრაელის მხარდაჭერისა და ირანის აგრესიის დაგმობის შესახებ გაკეთებული ათობით განცხადება. ირანს უნდა აეკრძალოს…

მეტი...

რომის პაპი ისრაელზე თავდასხმას გამოეხმაურა

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას რომის პაპი ფრანცისკე გამოეხმაურა.  პაპი შეშფოთებულია მსგავსი თავდახმების გამო და ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებს. „ტკივილით ვუყურებ ამბავს, რომელიც ბოლო საათებში ისრაელში განვითარდა. ძალადობა უნდა დასრულდეს. დავეხმაროთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაში მყოფ მოსახლეობას მძევლების გათავისუფლებაში. ვილოცოთ მშვიდობისთვის. საკმარისია ომი. კმარა ძალადობა,”- ამბობს პაპი. „მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

მეტი...

სამი ადამიანი დაიღუპა – ავტოსაგზაო შემთხვევა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

„ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმაზე საუბრობს

ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ეს მათი ბუნებრივი უფლება და ისრაელის „დამსახურებული პასუხია.“ „ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ბუნებრივ უფლებას და დამსახურებულ პასუხს წარმოადგენს დამასკოში ირანის საკონსულოს თავდასხმისა და რევოლუციური გვარდიის რამდენიმე ლიდერის მკვლელობის გამო“ – ახადებს ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით. „მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი    

მეტი...

„მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტი განცხადებას აქვეყნებს. „უმკცრესაც ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები”, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ისრაელის ოფიციალური განაცხადებით, ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე დარტყმები. დაშავებულთა შორის 7 წლის ბავშვია. ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასლაც გავრცელდა.

მეტი...

15-16 აპრილს, თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, ქ. თბილისში  მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონფერენციას გახსნის სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია. კონფერენცია ტარდება  ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზაქციის ხელშეწყობის“ ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში. კონფერენციის მიზანია მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ შესაძლებლობების გაძლიერება…

მეტი...

გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

CNN-ს ცნობით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე. “მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ღრმად შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით გამანადგურებელი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ფრონტზე დიდ სამხედრო კონფრონტაციებამდე მიყვანა შეუძლია. არაერთხელ მითქვამს, რომ არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია კიდევ ერთი ომი დაუშვას,” – ამბობს გუტერეში. The Times of Israel-ის ცნობით კი, ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო…

მეტი...

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „შეგახსენებთ, რომ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +972 52-6919092; +972 52-7583344; +972 54-7386813; მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ…

მეტი...

ევროკავშირის წარმომადგენლობა – საქართველომ შეინარჩუნა თავისი ენის უნიკალურობა, რომელიც საქართველოში განათლებისა და კულტურის საფუძველია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დედაენის დღეს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება. „ევროკავშირი უერთდება 14 აპრილის – დედაენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი ენის უნიკალურობა, რომელიც საქართველოში განათლებისა და კულტურის საფუძველია“,- აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

მეტი...

ანტალიაში საბაგიროს სალონი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში საბაგიროს სალონი ჩამოვარდა. დაიღუპა 1 ადამიანი.  ინციდენტი ანტალიასთან ახლოს ტუნეკტეპეს საბაგიროზე მოხდა. ადგილობრივი გაზეთი Hurriyet იტყობინება, რომ ერთ-ერთი სალონი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც სალონის იატაკი ჩავარდა და ხალხი ჩამოვარდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპული თურქეთის 54 წლის მოქალაქეა. ინციდენტის შემდეგ კიდევ 184 მგზავრი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე 29 სალონში იყო ჩარჩენილი. ექსპერტებმა რამდენიმე საათი  საბაგირო გზის გადატვირთვას მოანდომეს. სამაშველო ოპერაციაში 160-ზე მეტი თურქი მაშველი მონაწილეობდა. ავარიის მიზეზების დასადგენად პროკურატურამ გამოძიება…

მეტი...

საქართველოში აშშ-ის საელჩო – ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედაენის დღეს, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით

ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედაენის დღეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

ბაიდენი: ჩვენ ისრაელს თითქმის ყველა რაკეტისა და დრონის ჩამოგდებაში დავეხმარეთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მკაცრად გმობს ამ იერიშებს. ბაიდენმა თქვა, რომ გასული კვირის განმავლობაში აშშ-ის სამხედროებმა რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გამანადგურებლები განალაგეს, რომლის დახმარებითაც დაეხმარნენ ისრაელს “ჩამოეგდო თითქმის ყველა შემომავალი დრონი და რაკეტა.” “მე ახლახან ველაპარაკე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა გამოავლინა შესანიშნავი უნარი, თავი დაეცვა და მოეგერიებინა თუნდაც უპრეცედენტო თავდასხმები – მკაფიო მესიჯი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ მათ არ შეუძლიათ მკვეთრი საფრთხე შეუქმნან ისრაელის უსაფრთხოებას”, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

რუსეთი შესაძლოა ხარკოვსა და ოთხ რეგიონზე ამზადებდეს ფართომასშტაბიან შეტევას -Financial Times

რუსეთი შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონების უმეტესობის ხელში ჩასაგდებად, – ამის შესახებ Financial Times-ი უკრაინელ და დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთის თანახმად, კიევის ოფიციალური პირები ასევე შეშფოთებულნი არიან, რომ მოსკოვი უნდა გეგმავდეს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას. ამ მიზნით ის უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებას ახდენს და განაგრძობს ქალაქისკენ რაკეტების სროლას. ამ კვირაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემცირების შესახებ მას შემდეგ, რაც მასიური რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა მათ შორის…

მეტი...

შვეიცარიაში, ქურდობის მცდელობისთვის ქართველები დააკავეს

შვეიცარიაში 34 და 38 წლის ქართველები დააკავეს – მედიის ცნობით, ქართველები 10 აპრილს ბინის გაქურდვის დროს შენიშნეს, თუმცა მაშინ მათ გაქცევა მოახერხეს, თუმცა პოლიციამ ისინი რამდენიმე საათში აიყვანა. თავდამსხმელებმა სახლიდან ვრაფრის წაღება მოახერხეს.

მეტი...

ფრონტზე ვითარება სერიოზულად გაუარესდა, მტერი ჩასოვ იარს უტევს-გენერალი სირსკი

აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტზე ვითარება ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამის შესახებ შაბათს თავის ტელეგრამის არხით განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ. სირსკის თქმით, რუსული ჯარები საშტურმო ჯგუფებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეტევას აწარმოებენ ლიმანსკისა და ბახმუტის მიმართულებით, ხოლო პოკროვსკში ისინი ათობით ტანკისა და ქვეითი საბრძოლო მანქანის გამოყენებით ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა. შეტევებში მტერს ხელს უწყობს მშრალი და თბილი ამინდი. “მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ჯარები ზოგჯერ ახერხებენ ტაქტიკური წარმატებების მიღწევას“, – წერს გენერალი სირსკი. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა სახმელეთო ჯარების სარდლობასთან ერთად განიხილა თავდაცვის გაძლიერებისა და სტრატეგიული ინიციატივის ჩაჭრის ღონისძიებები. ბოლო დღეებში, რუსული და უკრაინული…

მეტი...

ისრაელმა საჰაერო სივრცე გახსნა – აეროპორტების ადმინისტრაცია

ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანამ საჰაერო სივრცე გახსნა. ის ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა. მანამდე ისრაელის საჰაერო სივრცე 7 საათის განმავლობაში იყო დახურული, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებული იყო. მიზეზი ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონები და რაკეტები იყო. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო. გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა.  

მეტი...

გერმანიის ელჩმა შოლცის გამოსვლის ძირითადი ნაწილი თავად თარგმნა

“პრესკონფერენციის ოფიციალური ჩანაწერი. ჩემი ძირითადი ნაწილების თარგმანი: კანცლერი შოლცი: „…კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულად განვიხილავდით კანონს უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციების შესახებ…”  წერს ფიშერი სოციალურ ქსელში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას „ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა“. პრემიერი ამტკიცებს, რომ გერმანიის კანცლერის თარჯიმანმა თარგმანი გააყალბა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სიტყვები “აგენტების” კანონი შოლცს საერთოდ არ წარმოუთქვამს. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის ლიდერებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ თარგმნილ სხვა ეპიზოდებთან, მათ შორის, კრიტიკულ ნაწილთან…

მეტი...

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს…

მეტი...