„ქართველ ხალხს იმედი უნდა მივცეთ“ – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გზავნილს ავრცელებს. „ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამს და იმედი უნდა მივცეთ. დროა, უფრო მეტი ვიმუშაოთ, რომ შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის. საქართველომ არ უნდა გამოტოვოს ეს ისტორიული შესაძლებლობა. მადლობა, პრეზიდენტო ზურაბიშვილო, საქართველოს ევროპულ მოწოდებაში თქვენი რწმენისთვის”, – აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

მეტი...

„შეიძლება ბებერი და მახინჯი ვარ, მაგრამ“…

საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რითაც ირაკლი კობახიძეს პასუხობს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, კობახიძემ, მე, როგორც სახელმწიფო მოხელეს, მიწოდა “დაობებული” და „ნაფტალინიდან“ ამოღებული. თუ უკეთესი თავდაცვა არ გაქვთ, შეურაცხყოფას აყენებთ ქალს გარეგნობის გამო. შეიძლება ბებერი და მახინჯი ვარ, მაგრამ მორალური კომპასი მაინც მაქვს. დიდება უკრაინას!” – აცხადებს  ლორა თორნტონი.  

მეტი...

რა ჩაითლება თავდაცვის იარაღად?! – პარლამენტმა „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით დაუჭირეს მხარი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. პროექტით ახლებურად გაიწერა იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები; კერძოდ: თავდაცვის იარაღად ჩაითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო ყველა სხვა იარაღი, რომლის სიგრძე აღემატება 55 სანტიმეტრს ჩაითვლება სანადირო იარაღად. ასევე პოლიციას ექნება უფლებამოსილება ადგილზე მივიდეს და შეამოწმოს რამდენად იცავს იარაღის მფლობელი იმ წესებს, რაც დადგენილია იარაღის შენახვისთვის და თუკი სახლში არ მოხდება პოლიციელის დაშვება, ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ვალდებული იქნება 7 დღის ვადაში თავად წარადგინოს პოლიციაში მის…

მეტი...

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხალხის რეაქციამ პრეზიდენტს ტონი შეარბილებინა

„ხალხის რეაქციამ პრეზიდენტის შერბილებული ტონი უზრუნველყო,  ოღონდ ქალბატონ სალომეს უნდა ავუხსნათ, რომ როცა პარლამენტში ან სახელმწიფო ღონისძიებაზე გამოდის ეს ყველაფერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის.  2023 წელია და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, უცხოელმა პარტნიორებმა საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ“ – აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რადგან პრეზიდენტს დაბალანსებული საუბარი შეუძლია, იგივე უნდა გააკეთოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. „აქ სხვანაირი ლაპარაკი, ხოლო იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა.  მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს პარლამენტში გამოვა თუ სხვა ღონისძიებაზე. ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. უნდა ვთხოვოთ,…

მეტი...

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომს 43-ე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.  

მეტი...

სეტყვამ კახეთში მოსავალი გაანადგურა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა მოვიდა. სტიქიამ რამდენიმე სოფელი ერთდროულად დააზარალა. განადგურებულია მოსავალი, ხეხილი, ატმისა და გარგლის ბაღები. გურჯაანის მერიის განცხადებით, ზარალის ოდენობას შეისწავლიან და შემდეგ ექნებათ დაზუსტებული მონაცემები. მოსავლის გარდა, დაზიანებულია გზები და ინფრასტრუქტურა.  

მეტი...

პრეზიდენტის განცხადებით, „შარლ მიშელის ხელშეკრულება“ რომ შესრულებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ექნებოდა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს ხელშეკრულება რომ განხორციელებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე ექნებოდა. „ვცდილობ, მოხდეს დეპოლარიზაცია ეროვნული შერიგების ინიციატივის წამოყენებით, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის მხარდაჭერით, ქალთა როლის გაძლიერებით – ეს უდავოდ რთული პროცესია და ჯერჯერობით რაიმე წარმატებით ვერ ვიამაყებ. პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, 19 აპრილს მოეწერა ხელი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში. ეს ხელშეკრულება რომ ბოლომდე განხორციელებულიყო, საქართველოს უკვე მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.  

მეტი...

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ – პრეზიდენტი ევროპარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ის უნდა მიიღოს კიდეც. „საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გამოსვლა უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა კანდიდატის სტატუსისა. მინდოდა, ჩვენი ევროპული იდენტურობა წარმომეჩინა თქვენ წინაშე, ის ფასი, რაც გადაიხადა საქართველომ რუსული აგრესიის თვალსაზრისით. მინდოდა, ამეხსნა, რომ ჩვენ ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს, როგორც ოჯახის წევრი ითხოვს აღიარებას, დაცვასა და მხარდაჭერას. კანდიდატის სტატუსი ნამდვილად ნიშნავს აღიარებას დაუღალავი ბრძოლისა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ევროპული თვითმყოფადობისათვის“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში.  

მეტი...

„მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის? ეს არის აბსოლუტურად ამორალური“ – პრეზიდენტი

საქართვლოს პრეზიდენტის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო აღმოჩნდეს იქ, სადაც იმსახურებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველები ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდებიან. „მე აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის მადლობა გადავცე ევროპას, რადგან ევროკავშირმა მხარდაჭერა გაუწია საქართველოს აყვავებას ყველა სექტორში. საქართველოს ეკონომიკისთვის არსებობს ევროპული დახმარება და ევროპული ბაზრების გამოყენება საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლებას იწვევს. ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ რუსეთს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის? ეს არის აბსოლუტურად ამორალური და აბსოლუტურად მიუღებელი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, ევროკავშირი უზრუნველყოფს სტაბილურობას. „როდესაც რუსული ტანკები შემოვიდა საქართველოში, ჩვენმა პარტნიორებმა ტრაგიკული…

მეტი...

„რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ, წინ ვერ აღვუდგებით ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას“ – პრეზიდენტი ევროპარლამენტში  

„უკანასკნელმა ორმა წელმა რაც გვაჩვენა, არის ის, რომ ქართველები არ დანებდებიან. არ დანებდებიან უკრაინის სოლიდარობის საკითხთან დაკავშირებით“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას. სალომე ზურაბიშვილის თქმით,  რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპა იყოს. „რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ, ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას. ასევე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოგვცემდა დაცვას და უსაფრთხოებას საქართველოსთვის, დაიცავდა საქართველოს რუსეთისგან. რუსეთი, რომელიც დღემდე აგრძელებს ოკუპაციას და „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთი, რომელიც უსმენს ყველა სიგნალს. სწორედ ამიტომ, ვერავინ გაგზავნის არასწორ „სიგნალს“. საქართველო არ იქნება…

მეტი...

„ქართული ხორბლის 80%-ს ხარისხი ზღვარზეა“ – ლადო ბიძინაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)

10 ივნისიდან წისქვილკომბინატები რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის პარალელურად, ქართული ხორბლის მიღებასაც იწყებენ. ბალანსი კი 80/20-ზე იქნება, იმპორტირებული ხორბლის სასარგებლოდ. თუმცა, პრობლემა, რომელიც მ ეტაპისთვის უკვე გაჩნდა, ქართული ხორბლის ხარისხია. კერძოდ ის, რომ ქართული ხორბლის ხარისხი ზღვარზე ან ზღვარს ქვევითაა. აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავართან“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ წევრმა, წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილმა  ისაუბრა. „მედიაცენტრ მთავარის“ კითხვას, რომ წისქვილკომბინატები ქართულ ხორბალს იწუნებენ და არჩევანს იმპორტირებულზე აკეთებენ, მან გვიპასუხა: „ხორბლის ხარისხის შემოწმება ხდება ერთ-ერთი თანამედროვე აპარატით, სადაც ადამიანური რესურსის ჩარევა საერთოდ არა არის საჭირო. მარტივად რომ აგიხსნათ, ხორბალი იყრება დანადგარში,…

მეტი...

წისქვილკომბინატები 80% რუსულ, 20%-ს კი ქართულ ხორბალს შეისყიდიან (ვიდეო)

10 ივნისიდან წისქვილკომბინატები მუშაობს იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება იმ შეთანხმების საგანია, რომელიც მთავრობასთან შედგა. შეთანხმების საგანია ის, რომ წისქვილკომბინატებმა რუსულ ხორბალთან ერთად ქართული ხორბალიც უნდა შეისყიდონ, რაც თავისთავად ხორბლის მწარმოებელი ფერმერების პრობლემასაც ნაწილობრივ მოაგვარებს. აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“ „„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ “ წევრმა, წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმპორტირებულ ფქვილზე საფასურის დაწესებამ ხორბლის და ფქვილის ბიზნესი თანაბარ პირობებში ჩააყენა. „დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს ფქვილის იმპორტზე  დამატებით საფასურს, ეს მოხდა  ხორბლის მწარმოებლების ხელშეწყობის მიზნით.   შესაბამისად, თანაბარ პირობებში აღმოვჩნდებით როგორ ადგილობრივი, ისე სხვა მწარმოებლები. აქედან გამომდინარე, წისქვილკომბინატებმა…

მეტი...

,,თქვენ გვერდით ვდგავართ, მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენს მოგზაურობაში, გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი”- რობერტა მეცოლა

,,მე იმ ძლიერ პოზიციას ვაძლევ მაღალ შეფასებას, რომლითაც უძღვებით თქვენს ქვეყნას. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა პოლარიზაცია შევამცროთ საქართველოს საზოგადოებაში და უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების მომავალი“, –  ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა პირადი წვლილისთვის, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს საზოგადოებას უჭერს მხარს. „ქალბატონო სალომე, მოგესალმებით ევროპარლამენტში. ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, დავიწყო მადლობით თქვენი პირადი წვლილისთვის, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს საზოგადოებას უჭერთ მხარს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით, ამის გამეორება მინდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენს მოგზაურობაში, რომ გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი.…

მეტი...

,,ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია”- სალომე ზურაბიშვილი

,,მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მუშაობს იმისთვის, რომ საქართველომ დაძლიოს შიდა და საერთაშორისო გამოწვევები და მაქსიმალურად იმოძრაოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ,,ქალბატონო პრეზიდენტო, 13 წლის წინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ამ ორგანიზაციის წინაშე და მე გამოვდივარ იმ მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სურს, გახდეს წევრი ევროპული ოჯახის. ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც…

მეტი...

,,არ არის საჭირო დამემუქროთ, მე მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც მიმაჩნია საჭიროდ”- პრეზიდენტი ხელისუფლებას

,,არ არის საჭირო დამემუქროთ, მე მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც მიმაჩნია საჭიროდ,”- ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის მთავრობას მიმართა. პრეზიდენტის თქმით, გააგრძელებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ადვოკატირებას ,,პრეზიდენტის პოზიცია უნდა იყოს ნამდვილად პატივისცემის ღირსი, ისევე როგორც დიდ ქვეყნებში, არ უნდა ხორციელდებოდეს ზეწოლა გარედან და ქვეყნის შიგნიდან.  მინდა, მივმართო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რადგანაც არ აქვს აზრი ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგანაც მე მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც მიმაჩნია სწორად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეტოები უარყოფილი იქნება უმრავლესობის მიერ, ეს მხარდაჭერილი იქნება ასობით ათასი ქართველის…

მეტი...

,,მინდა აღფრთოვანება გამოვხატო ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ”- სალომე ზურაბიშვილი

ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. ,,მინდა აქ გამოვხატო ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა არა მხოლოდ თავის ტერიტორიას იცავს, ის სისხლს ღვრის ყველა ჩვენგანისთვის, ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისთვის და მინდა აქ გამოვხატო ჩემი პირადი აღფრთოვანება პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ორივე ქვეყანას ეყოლება თავისი წარმომადგენლები ამ დარბაზში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.    

მეტი...

,,ევროკავშირი გამოხატავს მზაობას საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული მომავლისკენ”- რობერტა მეცოლა

,,ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, გამოვხატავთ მზაობას, თქვენ უნდა გახდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა ვიმუშაოთ ერთად აქტიურად და  უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი,”- ამის შესახებ  ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ  განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი გამოხატავს მზაობას საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული მომავლისკენ. ,,გვსურს,  სწორი პირობები და გარემო შევუქმნათ საქართველოს, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, გახდნენ ევროკავშირის წევრი. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, გამოვხატავთ მზაობას თქვენს მიმართ, თქვენ უნდა გახდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა იმუშაოთ, უნდა ვიმუშაოთ ერთად აქტიურად და თქვენ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი და უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ქართველმა ხალხმა არ გამოტოვოს ისტორიული შესაძლებლობა. სწორედ ამისთვის, გვჭირდება ხელშესახები…

მეტი...

,,ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის”- გიორგი გახარია

პარტია  “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის “მეორე ფრონტის” და “ნეიტრალიტეტის” ყალბი ნარატივის ქვეშ. ,,ნატოს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად, არის რუსული ნარატივი და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის “მეორე ფრონტის” და “ნეიტრალიტეტის” ყალბი ნარატივის ქვეშ. ევროკავშირისა და ნატოს წევრობა არის მშვიდობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი”,- წერს გიორგი გახარია. ,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მეტი...

თბილისში, კაფეში მომხდარი დაჭრის ფაქტი – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მაისს, ქ. თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, ბრალდებულმა, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ პირს დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. ინციდენტის დროს, ასევე საფრთხე შეექმნა კაფეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ვინაიდან, ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში, 30 მაისს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით…

მეტი...

,,ხალხის უზარმაზარი მასები ევროპულ დროშებს აფრიალებენ მოლდოვასა და საქართველოში, სადაც ევროკავშირში ადგილისთვის სწრაფვა ძალიან მტკიცეა”- ლაიენი

,,ხალხის უზარმაზარი მასები ევროპულ დროშებს აფრიალებენ მოლდოვასა და საქართველოში, სადაც ევროკავშირში ადგილისთვის სწრაფვა ძალიან მტკიცეა,” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა არის მომენტი, რომელიც ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ. „პუტინს სურდა უკრაინის დაპყრობა რუსეთისთვის. მისი გათვლით, ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. სანაცვლოდ, უკრაინა მამაცურად შეეწინააღმდეგა და პასუხს სცემს. ჩვენ ევროპაში, სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში ვართ და ამ კურსზე უნდა დავრჩეთ. უკრაინა ამ ომიდან უფრო ძლიერი გამოვა. ხალხის უზარმაზარი მასები ევროპულ დროშებს აფრიალებენ მოლდოვასა…

მეტი...

,,2008 წლის ომი თურმე არაფერი ყოფილა, ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!”- კალაძე ლაიენის განცხადებაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ ისტორიაში პირველად, უკრაინა, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთის თავდასხმის ქვეშაა. მისი შეფასებით, ასეთი განცხადება აღმაშფოთებელია, მაშინ, როდესაც იმავე მიზეზით საქართველოში იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. „ყველაზე ცუდი და აღმაშფოთებელია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ის, რომ თურმე, ისტორიაში პირველად, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. 2008 წელი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ასეთი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. „ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი თავის,…

მეტი...

,,ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი რამ, რაზეც არ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებთან დაკავშირებით, არ განსხვავდებოდა დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებისგან. „ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყანა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი ყველა განცხადება და კითხვებზე პასუხები გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამ ქვეყნისა და მათი მოქალაქეების ინტერესებით. ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია მის მიერ წარმოთქმული ყველა წინადადება და ყველა სიტყვა საქართველოსთან მიმართებაში. ის აჟიოტაჟი და მიზანმიმართული სპეკულაციები, რაც გუშინ ვნახეთ, არის სამარცხვინო, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი რამ, რაზეც არ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.…

მეტი...

რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე აფეთქება მოხდა

რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე, “სამი დის” ძეგლთან აფეთქება მოხდა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელის, ანდრე დემჩენკოს განცხადებით,  რუსებმა ჩერნიგოვიდან ბრიანსკამდე მიმავალი გზა, სავარაუდოდ, ოლქის ცენტრზე უკრაინელებზე თავდასხმის შიშით ააფეთქეს. „როგორც ხედავთ, მათ დაიწყეს გზების აფეთქება კიევზე თავდასხმიდან სამ დღეში, ალბათ იმის შიშით, რომ უკრაინა შეტევას წამოიწყებდა რეგიონულ ცენტრზე. მაგრამ უკრაინა არ არის აგრესორი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი სახელმწიფო თავდაცვაზეა. ჩვენ არ გვჭირდება ბრიანსკი“, – განაცხადა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.

მეტი...

რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური მოკლეს

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს. მოკლული გემის ინჟინერი იყო. ილია კახაბერიძე გარდაცვლილი დღეს დილით სასტუმროს თანამშრომელმა, რუა დო ლავრადიოზე, ნომერში იპოვა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უსაფრთხოების კამერებით იქნა იდენტიფიცირებული, პოლიციამ ის უკვე დააკავა. მედიის ცნობით,  მას თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.

მეტი...

,,ტონალობას ნუ განმისაზღვრავთ ქალბატონო ხატია”- დაპირისპირება თინა ბოკუჩავასა და ხატია დეკანოიძეს შორის

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა და  ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება პოლიტიკურ ჯგუფის შექმნის საკითხმა გამოიწვია. ბოკუჩავას თქმით, ”ქართული ოცნების” და ხატია დეკანოიძის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ,,დღეს მიჭირს კითხვების დასმა, ტონალობას ნუ განმისაზღვრავთ ქალბატონო ხატია, მაგრამ ნამდვილად მიჭირს. მადროვეთ. გულწრფელ პასუხს ველი. ფაქტია, რომ დღეს ერთმანეთს ემთხვევა, თქვენი და ოცნების ინტერესები, რომელიც დღეს თქვენს მიერ ინიცირებული კანონის გამო საუბრობს ქილიკით საუბრობს ნაციონალური მოძრაობის თვისობრივ დაშლაზე. ვერ მოგართვით” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ხატია დეკანოიძის თქმით, ტალახის სროლა არ უნდა ხდებოდეს. ,,იცით თუ არა იმ ინფორმაციის შესახებ, რომ თქვენი…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მოლდოვაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში  ჩატარდება. პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.  მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა

მეტი...

,,მაშინ იყო მოღალატე და ახლა არის პირველი ევროპელი და პირველი ნატოელი”- ირაკლი კობახიძე

ორი სუბიექტია, ვინც „ნაცმოძრაობას“ ომის დაწყებას აბრალებს – თავად „ნაცმოძრაობა“ და საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი,”- ამის შესახებ პარტია „ქარტული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. მისი თქით, ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუსვან კითხვა, რატომ თქვა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. „ახლა სალომე ზურაბიშვილი პირველი ევროპელი და პირველი ნატო-ელია. მაშინ იყო მოღალატე და ახლა არის პირველი ევროპელი და პირველი ნატოელი. ამიტომ არის საინტერესო, მისთვის ამ კითხვის დასმა, თუმცა არ უსვამთ. პირობა მომეცით, რომ დაუსვამთ. ზელენსკიმ ხვალ რომ ხელი მოაწეროს, ეს არგუმენტი იქნება – მადლობა, რომ ოკუპაცია ჩამიწერეთო, ეს ხომ სირცხვილია? ისიც პირველად დაფიქსირდა, რომ…

მეტი...

ქალი, რომელიც ამტკიცებდა რომ პუტინის დედა იყო, გარდაიცვალა

ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პუტინის დედა იყო გარდაიცვალა. ვერა პუტინა 97 წლის ასაკში დაიღუპა. ვერა პუტინა  სოფელ მეტეხში გუშინ დაკრძალეს. ქალი  აცხადებდა, რომ  რომ პუტინის ბიოლოგიური დედა იყო – „მესამე კლასამდე საქართველოში სწავლობდა“, – აცხადებდა ვერა პუტინა.

მეტი...

,,რუსეთი უკრაინაში შეიჭრა უმიზეზოდ, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევრკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა   არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უკრაინაში,  უმიზეზოდ დაიწყო. როგორ ლაინემა, ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინის წინააღმდეგ ომი ევროპისთვის გადამწყვეტი მომენტია. ,,პრეზიდენტი პუტინი ცდილობს გაანადგუროს მშვიდობის სამუშაო, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და მოგვიანებით რკინის ფარდის დაცემის შემდეგ. და ეს არის ამ ომის სათავე, ქალბატონებო და ბატონებო. აქ, GLOBSEC-ში, მესმის, რომ თქვენ განიხილავდით ამ ომის მიზეზებს. ასე რომ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. უმიზეზოდ, იგი შეიჭრა უკრაინაში, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან.…

მეტი...

პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.  ცვლილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ძაღლის ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკსა და სკვერში გასეირნების წესებს დაარღვევენ. ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. განმეორებით წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.  კანონპროექტი ასევე, შეეხება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში…

მეტი...

,,ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა”- ირაკლი კობახიძე

,,ირაკლი ღარიბაშვილმა სწორად თქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რა მასშტაბის ავანტიურაზე წავიდა მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, როცა აღადგინა სამხრეთ ოსეთის საზღვრები,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, 2008 წელს არცერთ შემთხვევაში საქართველოში ომი არ იქნებოდა, მაშინ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო. ,,90-იანი წლების დასაწყისში კატასტროფული შეცდომები იყო დაშვებული, რასაც მაშინ ყველა აღიარებდა და ეს დღემდე აღიარებულია. 90-იანი წლების დასაწყისში საზოგადოებაც არ იყო მომზადებული სახელმწიფოებრიობისთვის, უამრავი კატასტროფული შეცდომა იყო დაშვებული, რამაც გამოიწვია ის უმძიმესი შედეგები,…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავლენ

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავლენ. მედიის ცნობით, თურქეთში ჯერ პუტინის, შემდეგ კი ზელენსკის ვიზიტი იგეგმება. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან ცალ-ცალკე გაიმართება. ვიზიტის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მედიის ცნობით, პუტინისა და ზელენსკის ვიზიტებზე განხილული იქნება ომისა და მარცვლეულის დერეფნის საკითხები.  

მეტი...

,,არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო…”- რატომ არ ესწრება ირაკლი კობახიძე ცერემონიულ ღონისძიებებს

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ არ ესწრება ცერემონიულ ღონისძიებებს. მისი თქმით, ეს არის ღონისძიებები, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობების პირები და არა უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირები. ,,არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო: ეს არის ღონისძიებები, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობების პირები და არა უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე არც წელს, არც შარშან არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არ ვესწრებოდი ამ ცერემონიულ ღონისძებას. ეს არის უმარტივესი სპეკულაცია. რეალურად, მე და ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენ გვაქვს ყოველღიური კომუნიკაცია…

მეტი...

,,თქვენი აზრით, რატო განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში?”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვით მიმართა. კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. ,,კითხვა მინდა დავსვა, თქვენი აზრით, რატო განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში? საქართველოზე არ ვისაუბროთ. მაგალითად – ყაზახეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანში?” – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს. ”ქართული ოცნების” ლიდერმა თავადვე განმარტა უკრანასა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის. ,,ერთადერთი განსხვავება იყო უკრაინასა და აზერბაიჯანს მონღოლეთსა და ყაზახეთს შორის, რომ უკრაინა ისწრაფოდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, ეს ქვეყნები არა,” – აცხადებს კობახიძე.

მეტი...

,,ზელენსკი საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე, ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ რატომ არ გვაქვს”- კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყებიდან 2 კვირაში საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე. კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. ,,დღემდე არ მესმის საერთოდ ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო ეს ვნებათაღელვა თავისთავად. რა იყო ამის საფუძველი დღემდე მართლა საერთოდ არ მესმის. არის შემთხვევები, როდესაც მესმის, რომ აწყობთ სპეკულირება და რაღაც შეიძლება საბაბი ჰქონდეთ ამისთვის, აქ საბაბსაც კი ვერ ვხედავ, მოხდა უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია.  თქვენ გახსოვთ, გასული წლის მარტში,…

მეტი...

კრასნოდარში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიწვა

რუსეთში კრასნოდარის ტერიტორიის სევერსკის რაიონში, აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიწვა. რეგიონის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა გახდა. ,,აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე სევერსკის რაიონში ხანძარია. მაზუთის გამოხდის ერთ-ერთი განყოფილება იწვის. წინასწარი მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოსვლაა”, – დაწერა გუბერბატორმა ტელეგრამზე.

მეტი...