,,საქართველოდან წასვლისას მინდა ყველას გისურვოთ მშვიდობა, ჰარმონია და ერთიანობა”- ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს. კასიანოვის თქმით,  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა სასტიკმა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობა და კიდევ უფრო გააერთიანა საერთო მტრისა და ოკუპანტის წინააღმდეგ. ,,მთელი ჩემი ცხოვრება, ქართველ მოხალისეების მამაცური და სულიერი სწრაფვა, სიმკაცრე და გამბედაობა, რომლებიც იარაღით ხელში ირჩევენ ჩვენი ქვეყნების თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და ათიათასობით უკრაინელის მეხსიერებაში, რომლებმაც იძულებით დატოვეს სახლები რუსი ოკუპანტების ზეწოლის ქვეშ, სამუდამოდ დარჩება ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომელმაც მათ თავშესაფარი გაუწია, უზრუნველყო უკრაინელი ბავშვების ღირსეული ცხოვრება და სწავლის პირობები.…

მეტი...

,,სანამ ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, არაფერი არ იქნება”- გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება. ,,სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება. სანამ ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, არაფერი არ იქნება. სანამ საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, რომ ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს. ერთხელ გახადეს, მეორედ გახადეს, მესამედ გახადეს  და მერე ზემოდან რომ ჩამოვარდება,  დაენარცხება, მერე ეზიზღებათ თავისივე შექმნილი კერპი. მერე ამ ზიზღით და თავგანწირვით ანადგურებენ…

მეტი...

რუსთავში ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ტრაილერი დაეიჯახა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ტრაილერი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას  ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.     ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.  

მეტი...

ქარელში მომხდარი ავარიის გამო, რასაც 2 პოლიციელი ემსხვერპლა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

ქარელის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. შსს-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1 პირი. ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა. 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე. სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს. გამოძიება საქართველოს…

მეტი...

,,კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა”- სახალხო დამცველი

,,საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა,”– ამის შესახებ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაშია აღნიშნული. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. „2004 წლიდან მოყოლებული, 17 მაისს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელში – დაიღუპა საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარის  საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულები ვანო ბასანიძე და გურამ ქარელი არიან. გავრცელებული ინფორმაციით, გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა. ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

რუსეთმა ომში 200 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 200 590 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსების სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება –  ჯარისკაცი – დაახლოებით 200 590; ​ტანკი – 3 771; ჯავშანტექნიკა – 7 365; საარტილერიო სისტემა – 3 166; სარაკეტო სისტემა – 562; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 318; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 748;  საკრუიზო რაკეტები – 982; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 067; გემი/ნავი/კატარღა – 18;  სპეციალური აღჭურვილობა – 417.

მეტი...

,,გავაგრძელებთ დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს” – სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ფრენებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის,  ვედანტ პატელის განცხადებით, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესრულება მზარდად შემაშფოთებელი იქნება არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ დასავლური ქვეყნებისთვისაც. მისივე თქმით, მთელი დასავლური სამყარო დისტანცირდა რუსეთისგან და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო. ,,თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება, ეს იქნება მზარდად შემაშფოთებელი, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ სხვა დასავლური ქვეყნებისთვისაც. ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც შესაძლოა, მუშაობდნენ საქართველოს აეროპორტიდან, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური სამყარო დისტანცირდა რუსეთისგან და ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არ არის დრო…

მეტი...

ენტონი ბლინკენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას არ გამორიცხავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, არ გამორიცხავს.  ამის შესახებ მან ბლინკენმა  რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან დისკუსიის დროს განაცხადა. სენატორ გრეჰემის კითხვაზე, ”თვეები გავიდა და არაფერი მომხდარა. ბატონო სახელმწიფო მდივანო, ძალიან მომწონხართ, მაგრამ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არასოდეს გამოაცხადებთ?” – აშშ-ს სახელმწიფოს მდივანმა უპასუხა: „არასოდეს თქვა არასოდეს“. რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოცხადება, მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს და აიძულებს აშშ-ს დააწესოს დამატებითი შეზღუდვები ქვეყნებზე, რომლებიც კრემლთან ერთად მოქმედებენ.

მეტი...

,,რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის, მე რომ ვიყო აშშ-ის ელჩი, ამაზე ვიზრუნებდი”- ირაკლი კობახიძე

,,რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის? მე რომ ვიყო, მაგალითად, აშშ-ის ელჩი, ამაზე ვიზრუნებდი,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს მკაცრი სავიზო აქვს პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების მიმართ. „ბრიტანეთის საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე დევს შარშანწინდელი ამერიკული საკონსულოს სტატისტიკა, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების 37%. იგივე სტატისტიკა დევს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, რუსეთის შარშანწინდელი სტატისტიკაც დევს, სადაც ომამდე ვითარებაა ასახული და იქ 63%-დან 88%-მდე მერყეობს ვიზების გაცემის სტატისტიკა. არ ვიცი, ამას რა ლოგიკური ახსნა აქვს. ვიზალიბერალიზაციას ხომ არ ვითხოვთ, სავიზო რეჟიმის გაუქმებას,…

მეტი...

,,რუსეთთან ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას, ამის მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა”- კობახიძე

,,ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვას რომ აქვს ფრთხილი პოლიტიკა, ამას ყველა გაგებით ეკიდება და არავინ საყვედურობს. „ჩვენ გვაქვს ფრთხილი პოლიტიკა და ხშირად ამას გვსაყვედურობენ, რატომ ვართ ფრთხილები, პრაგმატულები და რატომ არ ვსჯით საკუთარ ხალხს. ეს ყველაფერი რომ გადაითარგმნოს, რას გულისხმობს სინამდვილეში, ჩვენ გვსაყვედურობენ, რატომ არ ვსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს. ამას სხვადასხვა ფორმით გვსაყვედურობენ, ოღონდ, ბუნებრივია, პირდაპირი ტექსტით ვერ ამბობენ“, – განაცხადა კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

მეტი...

,,საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი არჩევანი,”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში. რა თქმა უნდა, ჩვენ წარვდგებით ჩვენი ქვეყნის სახელით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში განაცხადა, სადაც პრემიერი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელი ევროპის კონტინენტზეა შექმნილი. ,,მე მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი…

მეტი...