,,ვიღაცას შეიძლება, მივეცი ხმა, ვიღაცას – არა”- რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს

ოპოზიციონერი დეპუტატი, ბაჩუკი ქარდავა ადასტურებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობის რამდენიმე კანდიდატს ხმა მისცა. მისივე თქმით, ვისაც ხმა მისცა, არ არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები.

„ევრორეკომენდაციებიდან გამომდინარე, აქტიურად მქონდა სურვილი, რომ ოპოზიცია ზოგადად ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში, მაგრამ ისევ და ისევ „ქართული ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ და მოლაპარაკების არასწორმა წარმოებამ განაპირობა ის, რომ დღეს ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ოპოზიცია, ზოგადად ქვეყანა. ვიღაცას შეიძლება, მივეცი ხმა, ვიღაცას – არა. იდეაში ვფიქრობდი, მიმეცა საერთოდ ყველასთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც დარბაზში გაირკვა, რომ ცოტა გაუგებრობა იყო, შევწყვიტე ხმის მიცემა. მას შემდეგ, რაც დატოვეს დარბაზი, მეც დავტოვე დარბაზი. რამდენიმე ადამიანს მივეცი ხმა. იმედი მაქვს, ვისაც ხმა მივეცი, არ არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატები, თუმცა ვაპირებდი ისეთი ადამიანებისთვის ხმის მიცემას, რომლებიც საერთოდ არ დამდგარან კენჭისყრაზე, მაგრამ სიაში იყვნენ“, – განაცხადა ქარდავამ „ტვ პირველი“ ეთერში.

გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ ჩხეიძემ, და ნატო ჩხეიძეემა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

მსგავსი თემები