თურქეთის საპარლამენტო არჩევნებშიც ერდოღანი ლიდერობს

ამ ეტაპისთვის, თურქეთში ამომრჩეველთა ხმების დაახლოებთ 5% დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებშიც მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, 67,01 %-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანი „სახალხო ალიანსი“; 22,30%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი; 7,14%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დათვლილია უბნების 5 პროცენტი.  

მეტი...

პირველადი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში  ერდოღანი ლიდერობს

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, 50%-იანი ზღვარი გადალახულია და მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს. არსებული მონაცემებით, წინასწარი შედეგები შემდეგია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი 57, 46%; მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ – 36,66 %; მესამე ადგილზე კი სინან ოღანი – 5, 28%; ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების მხოლოდ 14%.

მეტი...

სოფელ ნიქოზთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს მორიგი მოქალაქე დააკავეს  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სუს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აცხადებენ სუს-ში.  

მეტი...

მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, მე-2 კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს. მაშველებმა პირველ რიგში მისი მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს. სიღრმეში ჩავარდნილი კნუტის სხვენიდან ჩაშვებული თოკით ამოყვანა ვერ მოხერხდა, ამიტომ მათ მეპატრონის თანხმობით,  მესამე სართულზე, ერთ-ერთი ბინის კედელი გამოანგრიეს და კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს, შემდეგ კი ის დედა კატასთან დააბრუნეს. აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის…

მეტი...

უბედური შემთხვევა – თბილისში ფერდობი ჩამოიშალა, მასამ ორი ადმიანი მოიყოლა

თბილისში, ართვინის ქუჩაზე ფერდობის მასის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა. კედლის მოწყობის სამუშაოებისას ორი დასაქმებული ადგილზე დაიღუპა, ისინი ჩამოშლილმა მასამ მოიყოლა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

ავტოავარია სამტრედიის გზაზე  

იმერეთში, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია მოხდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სხვა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადებიც იმყოფებიან.

მეტი...

უკრაინაში ორი რუსი პოლკოვნიკი მოკლეს

რუსული მხარე ადასტურებს ინფორმაციას უკრაინაში რუსი პოლკოვნიკების დაღუპვასთან დაკავშირებით. ორი რუსი პოლკოვნიკი ბახმუტთან შეტაკებებს ემსხვერპლა. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთის არმიის მე-4 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და სამხედრო-პოლიტიკური მუშაობისთვის საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო. პრეზიდენტ ზელენსკის მიდეომიმართვით, გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 90-ჯერ მიიტანეს იერიში უკრაინაზე.  

მეტი...

„ჩვენ ვენდობით პილოტებს, თუმცა, მათ დამატებით მესამე პირი შეამოწმებს“ – პარაპლანით ფრენის წესები იცვლება

პარაპლანით ფრენის პილოტებს გამოცდების ჩაბარება სხვადასხვა კომისიასთან მოუწევს. პარალელურად, მათ დაუგეგმავადაც შეამოწმებენ. როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძე „მედიცენტრ მთავართან“ აცხადებს,  ვინ ჩააბარებს გამოცდას და რამდენი პილოტი დარჩება ბაზარზე, ეს გამოცდების შემდეგ გაირკვევა. „დღემდე მაკონტროლებელი არ არსებობდა. ახალი წესის თანახმად, ისეთ ლოკაციებზე, რომელიც მოიაზრება კომერციული ფრენებისთვის, საკმაოდ ნათლად არის გაწერილი ის ინსტრუქციები, რომელსაც უნდა დაემორჩილონ პილოტები. ჩვენ ვენდობით პილოტებს, თუმცა, ამავდროულად, შემოდის დამატებითი მესამე პირი, რომელიც ამ ყველაფერს თვალს ადევნებს და ამოწმებს. ეს მესამე პირი არის ოპერატორი, რომელიც ადგილზე მუშაობს. ფედერაციას და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ორივეს დამატებით აქვთ კონტროლისა…

მეტი...

„რუსეთთან რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“ – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც განიხილება. „რკინიგზის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ჩვენი მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მიესადაგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, აქედან გამომდინარე, მისი აქტუალიზება არ მგონია, სწორი იყოს“, – აღნიშნა  კობახიძემ მედიასთან. რაც შეეხება პირდაპირ ფრენას, კობახიძის შეფასებით, სანქცირებული თვითმფრინავები ავიამიმოსვლას ვერ შეასრულებენ. „ფრენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია მარტივად დავაფიქსიროთ პოზიცია, თავის დროზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა.…

მეტი...

„მის უწმინდესობას ვთხოვე დახმარება ჩვენი შვილების დაბრუნებაში“ – ზელენსკი პაპთან შეხვედრაზე

გერმანიაში მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი პაპ ფრანცისკესთან შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დახმარება სთხოვა. “შევხვდი იტალიის პრეზიდენტს და მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტს. როგორც შევიტყვე, იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. შევთანხმდით ქალბატონ პრემიერთან ჩვენს ახალ ერთობლივ თავდაცვით ნაბიჯებზე. ეს ის არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად ცის დასაცავად, მიწის დასაცავად. შევთანხმდით იარაღსა და საჰაერო თავდაცვაზე. რუსმა მკვლელებმა კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლეს – გოგონა, რომელიც 16 წლისაც არ იყო. მას ნადია ერქვა. დაიღუპა 64 წლის მამაკაციც. ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი იარაღით, იარაღით, რომლითაც ჩვენს ჯარისკაცებს შეუძლიათ აგრესიის, ბოროტების განდევნა ისე, რომ კრემლმა ვერ შეძლოს…

მეტი...

„90-ჯერ მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქზე“ – უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინაში არსებულ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ვითარება უკიდურესად დაძაბული და ბომბები ცვივა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში ამბობს,   გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 90-ჯერ მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქზე. „ღამით სარაკეტო იერიში განხორციელდა ხარკოვზე. დაზიანებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი კორპუსი. ორჯერ დაესხნენ თავს ტერნოპილის ოლქს. დაზიანებულია 10-ზე მეტი კერძო სახლი, სავაჭრო ობიექტები და მანქანები. დაჭრილია 2 მოქალაქე. გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 90-ჯერ მიიტანეს იერიში ხერსონის ოლქზე. დაშავდა 6 ადგილობრივი. დაიბომბა კოსტიანტინივკა. დაიღუპა 2 და დაიჭრა 10 ადგილობრივი. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ბავშვები“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მეტი...

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ემზადება

პრეზიდენტი ზელენსკი გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა, არის ის, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინა არ აპირებს და არ გეგმავს რუსეთისთვის თავდასხმას, პირიქით, უკრაინა კონტრშეტევას ამზადებს საკუთარი ტერიტორიების გასათავისუფლებლად. კანცლერმა კი დაადასტურა გერმანიის მზაობა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს და მხარში დაუდგეს არსებულ გამოწევებში.  ასევე, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ იმ დანაშაულისთვის, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. პრეზიდენტი ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ქალაქ აახენში გაემგზავრება, სადაც ზელენსკის კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ. ​ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში რომიდან ჩავიდა. რომში…

მეტი...

კლდე ჩამოიშალა, დაზიანდა მანქანები

თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა. მსხვერპლი არ არის, თუმცა, დაზიანდა ორი ავტომანქანა, რომელიც პერიმეტრზე გადაადგილდებოდა. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.  

მეტი...

პარაპლანით ფრენა მას შემდეგ აღდგება. რაც პილოტები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს ჩააბარებენ

დაახლოებით ორ თვეში პარაპლანით ფრენა შესაძლებელი იქნება. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც პილოტები გამოცდებს ჩააბარებენ, მათ საფრენ აპარატებს ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნება და საფრენ ადგილებს სერთიფიკაციას მიანიჭებენ. როგორც საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ეს ყვე;აფერი დამოკიდებულია პილოტების მზაობასთან. „დაახლოებით ერთი თვე, თვენახევარი დასჭირდება მოსამზადებელ პერიოდს, რაც მოიცავს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებას; საფრენი აღჭურვილობის შემოწმებას; საფრენი ადგილების შესწავლას. თუ პილოტები გამოიჩენენ შესაბამის მონდომებას და ძალისხმევას, ამ ყველაფრისთვის მაქსიმუმ თვენახევარი საკმარისი იქნება“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ. კითხვაზე, თუ დღემდე აღნიშნული კრიტერიუმები არ მუშაობდა, ფრენა…

მეტი...

„ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ტკივილგამაყჩებლების ზემოქმედების ქვეშ უწევს ტურნირებში მონაწილეობა. „დიდი დრო გავიდა, ამიტომ მსურს, მცირე სიახლე გავუზიარო ჩემს გულშემატკივარს და ადამიანებს, რომლებიც ჩემს გამო ღელავენ. ბოლო 3-4 წელიწადია ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი მქონდა, როგორც პირადში, ასევე კარიერაში. ბოლო სამი წელია, ვებრძვი იდაყვის ტრავმას. თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში შემიძლია, ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო. ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რაც ენერგიას მაცლიდა. მაკარგვინებდა თავდაჯერებულობას. მე მაინც არ ვამბობ უარს, ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა, გამოსავალს…

მეტი...

მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

რუსთავში, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილია დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ეს ის მამაკაცია, რომელიც 2 კვირის უკან თბილისში გაუჩინარდა და ეძებდნენ.  

მეტი...

მოსკოვში სასტუმრო „ინტერკონტინენტალი“ დაიწვა

რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს დიდი ნაწილი დაიწვა. კვამლი იმდენად დიდი მასშტაბის იყო, მთელ პერიმეტრს ფარავდა.

მეტი...

სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მას უცხოეთში მკურნალობის შესაძლებლობას მისცემდა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს იმედი ჰქონდა, სტრასბურგი მის სარჩელთან დაკავშირებით დადებით გადაწვეტილებას მიიღებდა. როგორც გიული ალასანია მედიასთან აცხადებს,  ბრძოლა გაგრძელდება და გამორიცხული არაფერია. „ბუნებრივია გადაწყვეტილება არ მომეწონა. სხვა გადაწყვეტილებას ველოდი.  პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუს და ევროპარლამენტარების განცხადებები, მიუთითებდა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანილი უნდა იყოს. ამ ეტაპზე არაფერს ანგარიში არ გაეწია, ეს სტრასბურგი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები“ –  განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა გიული ალასანიამ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი და მას უარი…

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი გერმანიაში იმყოფება

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიას მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. პრეზიდენტი გერმანიაში იმყოფება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და მშვიდობას დავაბრუნებთ ევროპაში”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა და კმაყოფილებაც გამოხატა. „გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, – აღნიშნა მან და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მუდმივი თანამშრომლობისა და დახმარებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც შეხვდება.  

მეტი...

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებულები. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად…

მეტი...