ქართველმა მეზღვაურებმა დღეს 10 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

ქართველმა მეზღვაურებმა, კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით, დღეს 10 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. ,,კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში, გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა. მიგრანტები მოროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ შუა ოკეანეში. ქართველი მეზღვაურების დახმარებით ათი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა. კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად, ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე,…

მეტი...

სოფელ კირბალში რუსმა ოკუპანტებმა ტაძრის კარი აჭედეს

რუსმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს. თავდაპირველად რუსებმა ტაძრის კარი 3 თვით დაკეტეს, თუმცა ადგილობრივებმა მისი გახსნა შეძლეს. რამდენიმე დღის წინ იგივე განმეორდა. სოფლის მოსახლეობის თქმით, ოკუპირებულია მეორე სალოცავიც, საუბარია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე, რომელში შესვლის საშუალებაც ადგილობრივებს არ აქვთ. “სალოცავებზე, საფლავებზე ვეღარ მივდივართ. ლომისის ეკლესია გვაქვს კარები აგვიჭედეს უკვე მესამე თვეა. არავინ ჩვენი პატრონი არაა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. 3 დღის წინ სოფლის თავზე იყვნენ ჩამოსული რუსები, მენახირეებს ელოდებოდნენ რომ წაეყვანათ, სოფელმა დაინახა, გავაფრთხილეთ და ნახირიც აღარ გაუშვეს საძოვარზე. ძალიან გაჭირვებაშია სოფელი, თითქმის სოფელში შემოდიან…

მეტი...

საბურთალოს რაიონში 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საბურთალოს რაიონში გაზის მილზე ხანძრის შედეგად დაიწვა მაღალი ძაბვის კაბელები, რის გამოც 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ 00:00 საათისთვის დასრულდება. „თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000 მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. „თელასის“ საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ 00:00 საათისთვის დასრულდება“, – აღნიშნულია…

მეტი...

ვარშავის აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრის ხელბარგში საბრძოლო მასალა იპოვეს

ვარშავაში, შოპენის აეროპორტში გამოცხადებული განგაშის მიზეზი 41 წლის მამაკაცი გახდა, რომელსაც ხელბარგში 5.56მმ კალიბრის 4 ვაზნა და ხელყუმბარა უპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მამაკაცი სამხრეთ-აფრკის რესპუბლიკის მოქალაქეა და ის უკრაინიდან დუბაიში მიემართებოდა. შეგახსნებთ, რომ დღეს 28 აგვისტოს ვარშავის შოპენის აეროპორტში ევაკუაცია ადგილობრივი დორით 15:05 საათზე გამოცხდადდა. შენობიდან ჯამში 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მეტი...

ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს 8 სექტემბერს, რუსეთში შეხვდებიან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 8 სექტემბერს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრისას ,,მარცვლეულის შეთანხმებას” განიხილავს. შეხვედრის სავარაუდო ადგილად სოჭი სახელდება.

მეტი...

ქართველს ქართულად არ შეუძლია ლოცვა, თავის მიწა-წყალზე – ენგურის ხიდი დაკეტილია

დღეს დილიდან ოკუპანტებმა ენგურის ხიდი ჩაკეტეს. საზღვარზე მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისაც რუსული მხარის მიერ დამოწმებული სპეციალური საშვები აქვთ. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები მარიამობის დღესასწაულზე წირვა-ლოცვაზე დასწრებას ვერ ახერხებენ. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში კი ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა არცერთ ტაძარში არ ტარდება. წელს პირველად სოფლებში ყველა ტაძარი დაკეტილია. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მხოლოდ ოჩამჩირეში, ილორის წმ გიორგის ტაძარში აღევლინება, თუმცა რუსულ ენაზე. ,,საერთოდ აფხაზეთის მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება ქართულად რომ ემსახურონ ეკლესიას. მამაოები არიან ყველა რუსები. ქართველებს უნდათ, რომ გადმოვიდნენ ზუგდიდში, აგერ ნოკოლოზის ტაძარში ილოცონ. დღეს არ უშვებენ არცერთს, არავის, ვისაც “ფეესბეს” საშვი არ აქვს.…

მეტი...

გუდაუთაში რუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

დროებით ოკუპირებულ გუდაუთაში რუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ,,ფსოუ-ენგურის გზატკეცილის 85-ე კილომეტრზე, სოფელ ფსირტშასთან, ერთმანეთს მერსედესისა და ტოიორას მარკის ავტომობილები შეეჯახა. ინციდენტის შესახებ სიგნალი საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 02:49 საათზე მიიღო”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობილია, რომ ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე სახლი გაქურდეს

მარნეულში, სოფელ ილმაზლოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. წაღებულია ძვირადღირებული ნივთები, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ძვირფასეულობა. არსებული ინფორმაციით, სოფელში გახშირებული ქურდობები კვირაზე მეტია ხდება. ადგილობრივ პოლიციაში ამბობენ, რომ მომხდარზე 1 პირია დაკავებული.

მეტი...

როგორია კინო ჩინეთში და პრემიერა – „მოხეტიალე დედამიწა 2“ – „მედიაცენტრი მთავარი“ პეკინიდან

პეკინის კინოსტუდია „სინიტი“-ში, დღეს ფილმის „მოხეტიალე დედამიწა 2“-ის პრემიერას დავესწარი, რომელიც სპეციალურად უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართა. ფილმი საკმაოდ ემოციური იყო, თუმცა, არანაკლებ ემოციური იყო როგორ დაგვხვდნენ და დაგვასაჩუქრეს მასპიძლებმა. ეკა გულუა პეკინიდან

მეტი...

ლიეტუვის მთავრობა ბელარუსთან კიდევ ორი საზღვრის დახურვას აპირებს

ლიეტუვის მთავრობა ბელარუსთან კიდევ ორი საზღვრის დახურვას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს კიდევ ორი საგუშაგოს დახურვას. ეს არის ლავორიშკესა და რაიგარდის სასაზღვრო პუნქტები”, – განაცხადა აგნე ბილოტაიტემ. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საზღვარზე კონტრაბანდის რაოდენობის შემცირებისა და თანამშრომლების სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გადამისამართების მიზნით მიიღეს.

მეტი...

შიომღვიმის მონასტრის მარჯვენა მხარეს ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერი ღია იქნება მომლოცველებისა და ტურისტებისთვის, ასევე, არ მოხდება ბერებისა და მონაზვნების ევაკუაცია. სპეციალისტების რეკომენდაციით, მონასტრის მარჯვენა მხარეს, იმ ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნაშალი მასალა გროვდება, სასულიერო პირებისა და ვიზიტორების გადაადგილება შეიზღუდება. ,,გაიცა რეკომენდაცია, რომ მონასტრის მარჯვენა მხარეს, ანუ კლდის მხარეზე მდებარე ტერიტორიაზე ნაწილობრივი შეზღუდვა იქნება დაწესებული. შეიზღუდება მომლოცველების, ტურისტების და ბერ-მონაზვნების გადაადგილება. რეკომენდაციის საფუძველზე, უახლოეს საათებში და უახლოეს პერიოდში დაიწყება მონასტრის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაოები”, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის მოადგილე, გოჩა ქავთარაძემ. არსებული ინფორმაციით, სპეციალისტების დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მეტი...

მოძრაობა „თალიბანი“ ავღანელ ქალებს უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლის უფლებას არ აძლევს

მოძრაობა „თალიბანი“ ავღანელ ქალებს უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლის უფლებას არ აძლევს. მათ სწავლა დუბაიში სურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სტიპენდია ასამდე ავღანელმა ქალმა მოიპოვა. თუმცა სწავლის დაწყება მხოლოდ მათ შეძლეს, რომლებიც უკვე ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ.

მეტი...

,,რუსეთის პრეზიდენტმა ომში უკრაინის დაღლის სტრატეგია აირჩია” – ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ომში უკრაინის დაღლის სტრატეგია აირჩია. ლიეტუვის პრემიერმა ამ შინაარსის განცხადება სადისკუსიო შეკრებაზე გააკეთა. მან პუტინი რუს დიქტატორად მოიხსენია. „პუტინის სტრატეგია დამღლელი ომი და უკრაინის გრძელვადიანი გამოფიტვაა. ამ გზით რუსი დიქტატორი უკრაინისთვის რუსული აგრესიის მოსაგერიებლად დახმარების ტემპისა და მასშტაბის შემცირებას ცდილობს. შემდეგ კი ხელისუფლებაში მოვლენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საერთოდ შეეშვებიან უკრაინის მხარდაჭერას. მე ამის რეალურ შესაძლებლობას ვხედავ“, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.

მეტი...

ყველაფერი თქვენთვის, ვინც ჩინეთში წასვლაზე ოცნებობთ – ეკა გულუას ბლოგი პეკინიდან

პეკინში თითქმის ერთთვიანი მოგზაურობის პერიოდში იმდენი კითხვა და შტყობინება მომდის  ჩინეთში წასვლის მსურველებისაგან, გადავწყვიტე  ბლოგი დამეწერა და ამეხსნა აქ რა არის დადებითი და რა ნეგატიური. ჩემი ყოველდღიური რეპორტაჟების შემდეგ, რომელიც „მედიაცენტრ მთავარის“ (www.mcm.ge) გვერდზე რუბრიკაში – „ამბები ჩინეთიდან“ ქვეყნდება, საკმაო ბევრი ინფორმაცია გადმოგეცით, თუმცა, აქ ყველაფერი ისე ლამაზად და გაბრწყინებულად არ არის, როგორც სიუჟეტებშია. აქ ვიმყოფები ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის ხელისუფლების მიწვევით. შესაბამისად, ვცხოვრობ პეკინის ცენტრში დიპლომატების დასახლებაში, საუკეთესო ადგილას და საუკეთესო პირობებით. მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ვართ თითო წარმომადგენელი, ყველას საკუთარი აპარტამენტი გვაქვს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ყველა აქ…

მეტი...

ჩინეთის სამხრეთ ნაწილს ქარიშხალი უახლოვდება

ჩინეთის სამხრეთ ნაწილს ქარიშხალი უახლოვდება. ტაიფუნმა „საოლამ“ ფილიპინებში რამდენიმე დასახლება უკვე დატბორა, რის გამოც ათასობით ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს. მთიან რეგიონში კი მეწყრის მაღალი რისკი არსებობს. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 100 კილომეტრსაც კი გადააჭარბოს. რეგიონში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. ტაიფუნის მოახლოებასთან დაკავშირებით, ჩინეთმა სანაპირო ზოლში რამდენიმე პორტი დახურა.

მეტი...

პერუელმა არქეოლოგებმა უნიკალურ სამარხს მიაკვლიეს

პერუელმა არქეოლოგებმა უნიკალურ სამარხს მიაკვლიეს. მათ სავარაუდოდ, რელიგიური ლიდერის საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც ექვსი ფენა ფერფლითა და შავი მიწით იყო დაფარული. არსებული ინფორმაციით, სამარხში კერამიკული თასები და სხეულის მოსახატი რელიგიური საღებავებიც ინახებოდა. ვარაუდობენ, რომ სამარხი სამიათას წელიწადს ითვლის.

მეტი...

,,რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდება, როცა ამას ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ” – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. მეუფე იაკობმა ქადაგებისას, რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა. „მოვა დრო და უკრაინის ომი დამთავრდება. პირდაპირ გეტყვით, ამას კაცობრიობის განადგურება არ მოჰყვება, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია, რომ ვინმე იყოს. რუსეთის დამარცხება, რომ უნდოდეთ, ალბათ სხვა ძალისხმევას დაატანდნენ და არც გაუჭირდებოდათ. აქ დამარცხებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ერთმანეთის გამოფიტვაზე. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს დამთავრდება და მორჩება. უფრო დიდი მიზანი ხომ არ არის და უფრო სხვაგან ხომ არ შეიძლება მერე კიდევ ველოდოთ რაღაცას. იმედია, ეს ომი დამთავრდება, როცა ამას ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ“, – განაცხადა…

მეტი...

,,საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ” – ბჟანია

,,საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ”. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო ტელევიზია “ზვეზდასთან” ინტერვიუში განაცხადა. ,,რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობა სუფევდეს. არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს სხვისი გულისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ საკუთარის ვინმესთვის მიცემას,” – განაცხადა ბჟანიამ. ბჟანია NATO-ს მხრიდან საქართველოს დახმარებითა და ერთობლივი სამხედრო წვრთნებით უკმაყოფილოა. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, “სარწმუნოდ იცის,” რომ ამ წვრთნების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამერიკული ტექნიკის ნაწილი “გროვდება.” ,,ეს ახლაც ხდება გარკვეული სიხშირით.…

მეტი...

რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი, ადვოკატი პაველ ასტრახოვი, საქართველოში არ შემოუშვეს. რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ ის საქართველოდან თურქეთში მიდიოდა, სადაც დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 25 აგვისტოს მოხდა, რის შემდეგაც ის სომხეთში დაბრუნდა. “სომხეთში გადამღებ ჯგუფთან ერთად ფილმებისთვის “ახალი კიდობნისა” და “წარღვნისთვის” მასალების გადაღების შემდეგ, ჩვენ სომხეთ-საქართველოს საზღვარს ვკვეთდით, რომ ტრანზიტული გზით თურქეთში წავსულიყავით არარატთან, სადაც ასევე იგეგმებოდა გადაღებების გაგრძელება. მაგრამ საქართველოს საზღვართან მესაზღვრეებმა უკანონოდ და უმიზეზოდ გაგვაჩერეს, თითქმის 7 საათის განმავლობაში, დოკუმენტების ჩამორთმევითა და პირადი ნივთების ჩხრეკით. ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა ქართულ და ინგლისურენოვან პროტოკოლზე.…

მეტი...

ხაშურში მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა

ხაშურში მამაკაცს, რომელიც ფეხით გადადგილდებოდა, ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.  

მეტი...

,,უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება დავიწყეთ” – ზელენსკი

,,უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება დავიწყეთ”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკვე დავიწყეთ უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება. პირველი – ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა. თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია ჩვენი საჭიროებების შესახებ, ველოდებით გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა გეგმავს სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ პირების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების კრიმინალურ დეპორტაციაში მონაწილეობდნენ. „ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ანალოგიური სანქციების…

მეტი...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა. „გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.

მეტი...

ისრაელისა და ლიბიის საგარეო მინისტრების შეხვედრას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს უფლებამოსილება შეუჩერა მას შემდეგ, რაც ის ისრაელელ კოლეგას, ალ-მანგოუშს არაოფიციალურად შეხვდა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა ნაჯლა ალ-მანგოუშთან შეხვედრას ურთიერთობების დამყარებისკენ გადადგმული ისტორიული პირველი ნაბიჯი უწოდა. ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ შეხვედრა მოუმზადებელი და შემთხვევითი იყო და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს არ მომხდარა არანაირი დისკუსია, შეთანხმება ან კონსულტაცია. აღნიშნული განცხადების მიუხედავად, შეხვედრას ლიბიაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რადგან ტრიპოლი ისრაელს არ ცნობს და პალესტინას უჭერს მხარს. საპროტესტო აქციები დაიწყო დედაქალაქ ტრიპოლში და…

მეტი...

,,სტიქიის ზონაში 2 მცირეწლოვანის ძებნა გრძელდება” – ონის მერი

,,შოვში, ამ დროისთვის 2 მცირეწლოვანის ძიება გრძელდება. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება”. ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა. როგორც მან განაცხადა, საძიებო სამუშაოების შეწყვეტის ან ლოკაციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სამაშველო სამსახური მიიღებს. „აქტიურ რეჟიმში გრძელდება კვლავ სამუშაოები სტიქიის ზონაში. ლოკაციებია, როგორც უშუალო სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 არის იდენტიფიცირებული. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ მცირედი შანსიც კი იქნება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ა.შ. ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი…

მეტი...

რუსულმა ძალებმა პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს – არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსებმა სარაკეტო შეტევა მირგოროდსკის რაიონის გოგოლევოს დასახლებაზე განახორციელეს. აფეთქების შედეგად მცენარეული ზეთის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. თავდსხმის ადგილზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

მეტი...

ესპანეთსა და იტალიაში ძლიერი ქარი და წვიმაა, საბერძნეთში კი ტყის ხანძრებს ებრძვიან

ესპანეთსა და იტალიაში ძლიერი ქარი და წვიმაა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, ბალეარის კუნძულებზე, კატალონიასა და ვალენსიაში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა, ქალაქ ბარსელონაში კი რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა. ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმა მოვიდა ჩრდილოეთ იტალიაშიც. ლომბარდიაში ძლიერმა ქარიშხალმა ხეები ამოძირკვა და შენობების სახურავები დააზიანა. ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს ლიგურიასაც. ამასთან, კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვიან საბერძნეთში. სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, კვირას ქვეყნის მასშტაბით 105 დიდი და მცირე ხანძრის კერა ფიქსირდებოდა, მათგან 46 ბოლო 24 საათის განმავლობაში გაჩნდა. ყველაზე რთული მდგომარეობაა ევროსის რეგიონში, თურქეთთან საზღვართან, სადაც კვირას ევაკუაციის ბრძანება კიდევ ორმა ​​დასახლებულმა…

მეტი...

ზურაბ უტიაშვილი, დევნილი ოჯახებისათვის, საცხოვრებელი კომპლექსების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, იძულებით გადაადგილებული 2400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსი შენდება. მშენებლობა მაისში დაიწყო და 2 კორპუსის კარკასი უკვე დასრულებულია. 720 ოჯახი განახლდება ქუთაისში – ნიკეას ქუჩაზე, 3 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს და უკვე დასრულებულია ერთი კორპუსის კარკასის მშენებლობა. სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება.…

მეტი...

,,ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა” – გეოლოგი

ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ განაცხადა. „საქმე გვაქვს გამოფიტული მასალის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ საშიშროება არ არსებობს, ანალიზის სფეროს განეკუთვნება. ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. მუდმივად არის საჭირო დაკვირვება. ალბათ, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება“, – განაცხადა შოთა ლობჟანიძემ.

მეტი...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამობას აღნიშნავს

დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს დასრულდება.

მეტი...

რა მოხდა შიომღვიმეში და რამდენად დიდია საფრთხის მასშტაბები

მცხეთის მუნიციპალიტეტში, შიომღვიმის მონასტრთან გუშინ მთა ჩამოიშალა. თავდაპირველად ტერიტორიაზე ქვათაცვენა დაიწყო, რამდენიმე წამში კი კლდეს მთის მასა მოწყდა. შემთხვევის დროს ადგილზე ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მთის მასა ჩამოიშალა რაჭაშიც, სადაც მიწა სწორედ იმ ტერიტორიაზე მოწყდა, სადაც გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გეოლოგები და ექსპერტები ამბობენ, რომ მილიონობით ლარის ღირებულების პროექტები ხშირ შემთხვევაში ისე ხორციელდება, რომ მშენებლობის დაწყებამდე შესაბამისი კვლევევი ხან არ ტარდება, ხან კი დამკვეთები ექპერტების რჩევებს უგულებელყოფენ.

მეტი...

ლარსის საზღვარზე 10-დღიანი ლოდინის შემდეგ, რუსეთიდან გამოძევებული უკრაინელები საქართველოში შემოუშვეს

ლარსის საზღვარზე 10-დღიანი ლოდინის შემდეგ, რუსეთიდან გამოძევებული უკრაინელები საქართველოში შემოუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საზღვარზე მყოფებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ,,როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები. ქართული მხარე ამ ხნის განმალობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეყილება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების შესახებ, რომლებიც…

მეტი...

,,გთავაზობთ, რომ ომის დროს კორუფცია სამშობლოს ღალატს გავუთანაბროთ” – ზელენსკი

,,გთავაზობთ, რომ ომის დროს კორუფცია სამშობლოს ღალატს გავუთანაბროთ”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ,,მე მივეცი საკანონმდებლო ორგანოს დავალება და უკრაინის კანონმდებლებს შესთავაზებენ ჩემს წინადადებებს, რომ კორუფცია ომის დროს სამშობლოს ღალატს გაუტოლდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება სამუდამოდ ვერ იმოქმედებს, თუმცა ომის დროს ის შეიძლება, ქვეყანას დაეხმაროს: ,,რას ამბობს კანონმდებელი, მე არ ვიცი, მაგრამ მე ამას აუცილებლად ვიტყვი, რადგან ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვავითარებთ”.

მეტი...

მეწყერის გამო, შიომღვიმეში ტურისტების შესვლა შეზღუდულია

გეოლოგებმა შიომშიმეს მონასტრის მიმდებარედ მეწყერსაშიში ზონაში კვლევები დაასრუოლეს. როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე აცხადებს, ამ ეტაპისთვის, შეზღუდვები ძალაში რჩება. „გეოლოგიურმა სამსახურმა ადგილზე სამუშაოები დაასრულა. ველოდებით მათ დასკვნას. აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ. წინამძღვართან კოორდინირებული მუშაობით გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები, რომ შეიზღუდა მომლოცველთა და ტურისტთა შემოსვლა, ამ რეჟიმში ვართ ახლაც. გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ“,- განაცხადა ქავთარაძემ მედიასთან.  

მეტი...

დიასახლისი რობოტი პეკინის სავაჭრო ცენტრში მუშაობს (ვიდეო)

ეს დიასახლისი რობოტი ჩინეთის დედაქალაქ პეკინის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გადავიღე. აქ ყველაფერი თითქმის რობოტებზეა აწყობილი.  

მეტი...

შებრაწული უცხო ფრინველის თავი 2 დოლარად (ვიდეო)

პეკინის ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ხორცეულობის განყოფილებაში აღმოვაჩინე ეს უცხო, სავარაუდოდ ფრინველის თავი, რომელსაც აშკარად 2 თვალი აქვს, გრძელი თავი და ნისკარტი და ძალიან ჰგავს სირაქლემას. 3 თავის ფასი 2 დოლარია.  

მეტი...