ჰიგიენა და სანტარული შეუსაბამობა – ომბუდსმენის მონიტორინგი კლინიკებში

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისიში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარში კლინიკები შეამოწმა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შემოწმების დროს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში წყალმომარაგების, ჰიგიენისა და სანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა. “ვიზიტების დროს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი იყო 24-საათიანი წყალმომარაგება. თუმცა შვიდმა დაწესებულებამ ვერ წარმოადგინა წყლის ავზის დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ-ერთ შეფასებულ დაწესებულებაში განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყო წყლის მომარაგების ავზი, რომელიც არის დაჟანგული და უცნობია, ბოლოს როდის გაიწმინდა და დამუშავდა (სურათი 7). ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში64 ხელსაბანები არ იყო ტექნიკურად აღჭურვილი, ერთი-ერთი დაწესებულების საოპერაციოში არ იყო თხევადი საპონი,…

მეტი...

“საქართველო ევროპულ იდეებს შორდება”- ლიეტუვის პრეზიდენტი

“საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება” – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. მისი თქმით, საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანას წინაღობას უქმნის ევროპაში ინტეგრაციის გზის მშვიდად გაგრძელებაში. „სამწუხაროდ, მოვლენები, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ნათლად აჩვენებენ, რომ ჩვენი ახლო ქვეყანა, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ, პირიქით, შორდება ევროპულ იდეებს… ეს ნამდვილად უქმნის წინაღობებს ევროპული ინტეგრაციის გზის მშვიდად გაგრძელებას. ამიტომ ამაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება“, – განაცხადა ნაუსედამ.

მეტი...

სოციალური მუშაკები “რუსული კანონის” წინააღმდეგ

სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი საქართველოში ამ პროფესიის დაფუძნება და განვითარება. “ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, ვშრომოთ ბავშვების, მოხუცების, პრობაციონერების, ბრალდებულების, ძალადობის მსხვერპლთა და სხვათა მხარდაჭერისათვის”, – აღნიშნულია განცახდებაში. სოციალური მუშაკები ხელისუფლებას იმ პროექტს ახსენებენ, რომელიც დასავლელი დონორების მხარდაჭერით განხორციელდა საქართველოში. “გახსოვთ…

მეტი...

“პოლონეთის სიახლოვეს რუსული რაკეტა ჩამოვარდა”- ტუსკი

რუსეთის რაკეტა პოლონეთის საზღვართან 15 კილომეტრში დაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა 27 აპრილს X-ით გაავრცელა. “უკრაინაში, ლვოვის ოლქში ათეულობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა“- წერს ტუსკი. მან ასევევ გააკრიტიკა თავისი წინამორბედი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი და თქვა, რომ  ამ დროს მორავეცკი ამუშავებს ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ბუდაპეშტში.  

მეტი...

„… რუსული ჯარი იქნებოდა შემოსული“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ღმერთმა დაიფაროს და ქვეყანაში რამე რომ შეცვლილიყო, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა“ –  ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროესებთან დაკავშირებით გააკეთა. როგოც ღარიბაშვილი განმარტავს, რუსული ჯარის შემოსვლას ავცდით. „2-3 წლის წინ წარმატებისთვის რომ მიეღწიათ და გადატრიალება მოეხდინათ, ქვეყანა აღარ იქნებოდა. რუსული ჯარი იქნებოდა შემოსული. ომი და უბედურება იქნებოდა, გავრცელდებოდა მთელ ტერიტორიაზე. რა იყო სააკაშვილის შემოსვლის მიზანი – რევოლუცია და ომის გადმოტანა, მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანაში. ეს საზოგადოებამ კარგად იცის, კარგად იცის საპატრიარქომ, ეკლესიამ. რადგან ეკლესიას ერის პულსზე აქვს ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანაშია. ამიტომ, საჭიროა სიმშვიდე,…

მეტი...

„ეკლესიას ერის პულსზე აქვს ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანაშია“ – ღარიბაშვილი

“ჩვენს საპატრიარქოს და ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, რადგან ისინი ჭეშმარიტებას იცავენ. იცავენ სიმართლეს. ეკლესია, საპატრიარქო საზოგადოებას ყოველთვის სწორი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოს წერილთან დაკავშირებით. როგორც ყოფილი პრემიერი აცხადებს, ეკლესიას ერის პულსზე აქვს ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანაშია. „ჩვენი საზოგადოების 85% მართლმადიდებელი ქრისტიანია. რა თქმა უნდა, ყველა სარწმუნოებას პატივს ვცემთ. მრავალ რელიგიური, მრავალეთნიკური საზოგადოება ვართ. მაგრამ ჩვენი წამყვანი სარწმუნოება, რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანობაა, რამაც ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა მოიყვანა დღემდე. ეს ჭეშმარიტებაა.  ჩვენს საპატრიარქოს და ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, რადგან ისინი ჭეშმარიტებას იცავენ.…

მეტი...

“გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული”-პაპუაშვილი

“ამდენი მოწოდების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი 14 სენატორის მიერ გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ გაკვირვებული და იმედგაცრუებულია. „ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის, გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში, რომ გამჭვირვალობა განმსაზღვრელი პრინციპია, რომ კანონის…

მეტი...

“ბუნდოვანება მოიხსნება და გავალთ წინ” – ღარიბაშვილი სენატორების წერილზე

“არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 სენატორის წერილის საპასუხოდ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საჭიროა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, რათა ის გაუგებრობები აღმოიფხვრას, რომელიც მათთან არსებობს. “ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან და თუ რაიმე ბუნდოვანება და გაუგებრობაა, ეს უნდა იყოს განხილული დახურულ კარს მიღმა. რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ალბათ, არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა…

მეტი...

“ხელმოცარული ოპოზიცია ვერაფერს გახდება” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ეს ერთგვარი სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ, ასეთი შეკრებები ყოველთვის იმართებოდა და გაიმართება. აქ უჩვეულო არაფერია, პირიქით, ჩვენ კიდევ ერთხელ, ჩვენს საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, თუ სად დგას სიმართლე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, ეს იქნება გზავნილი, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. „რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, 29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას, ჩვენს ხალხს მიმართავს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ იქნა მიღებული, ვინაიდან ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი…

მეტი...

“ერთსქესიანთა ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდამ ბევრ ქვეყანაში მძიმე შედეგები გამოიწვია”, – მათიკაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველას აძლევს საშუალებას, იცხოვროს იმ წესით, რაც მას სურს, მაგრამ ამ წესს, უმრავლესობას ნუ მოახვევენ თავს. მისივე თქმით, ნუ შევლენ ბაღებსა და სკოლებში იმ პროპაგანდით, რაც მიუღებელია არამარტო ქართველებისთვის არამედ ზალიან ბევრი ქვეყნისთვის. „ჩვენი საქმე არ არის ვინ რას აკეთებს, ვინ რა ცხოვრების წესით ცხოვრობს. კონსტიტუცია და ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველას აძლევს საშუალებას, იცხოვროს იმ წესით, რაც მას სურს, მაგრამ ამ წესს, უმრავლესობას ნუ მოახვევთ თავს! ნუ შეხვალ სკოლაში, საბავშვო ბაღში იმ პროპაგანდით, რომელიც სრულიად მიუღებელია არა მარტო ქართველებისთვის, არამედ…

მეტი...

“არის მცდელობა, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ დატოვებული სამი საუნჯიდან ერთ-ერთი – „სარწმუნოება“ შეცვალონ „ერთობით“- მათიკაშვილი

„არ სურთ იმ სამი დიდი საუნჯის კვლავ მყარად არსებობა ჩვენ ქართულ მენტალობაში, რომელიც ქმნის ქართულ სულიერებას და მსოფლმხედველობას”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, არის მცდელობა, რომ ილია ჭავჭავაძის მიერ დატოვებული სამი საუნჯიდან ერთ-ერთი – „სარწმუნოება“ შეცვალონ „ერთობით“. მათიკაშვილი ამბობს,, საუკუნეების მანძილზე ქართველებს უამრავ გამოწვევასთან გამკლავება მოუწიათ და ახლაც უწევთ ბრძოლა.  

მეტი...

საოპერაციო სივრცეში არ ხდება ინფექციის კონტროლი – ომბუდსმენის შეფასება ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე

ომბუდსმენის აპარატმა ერთ-ერთ კლინიკაში ინფექციის კონტროლის უხეში დარღვევა აღმოაჩინა. კერძოდ,  სამედიცინო პერსონალმა არ დაიცვა ახალნაოპერაციევი პაციენტის სანიტარული ნორმები, რაც პაციენტს ინფიცირების მომეტებულ რისკს უქმნიდა. “ვიზიტების დროს ერთ-ერთ დაწესებულებაში (№6) მონიტორინგის ჯგუფი შეესწრო დასრულებულ ოპერაციას. ახალნაოპერაციები პაციენტი ჯერ კიდევ ადგილზე, საოპერაციო მაგიდაზე იმყოფებოდა. მის ჭრილობაზე მილით შეერთებული დრენაჟის რეზერვუარი იატაკზე იდო, პერსონალი კი, ამ დროს ცოცხით გვიდა საოპერაციოს. ფანჯრის რაფაზე ქაოსურად, მოთავსების წესების დაუცველად ეწყო გამოყენებული სამედიცინო ინსტრუმენტები და ინვენტარი. გახსნილი ინსტრუმენტები ეწყო იატაკზე, საოფისე მაგიდებსა და სკამებზეც. საოპერაციოს ხელსაბან და გასახდელ სივრცეში, იატაკზე, მაგიდასა და სკამებზე ელაგა გახსნილი ინსტრუმენტების ბიქსები.…

მეტი...

ტორნადომ ასობით სახლი დააზიანა – არიან დაშავებულები

ტორნადომ აშშ-ს,ნებრასკასა და აიოვას შტატებებს ზიანი მიაყენა. დანგრეულია ათასობით სახლი და ნაგებობა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:„ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, “მარიხუანა” და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მეტი...

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა-არიან დაშავებულები

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ოთხი თბოელექტროსადგური და საავადმყოფო დაზიანდა. არიან დაშავებულები. სარაკეტო თავდასხმები 27 აპრილს ღამით განხორციელდა. „სერიოზულად დაზიანდა საწარმოების აღჭურვილობა, ამ წუთებში ენერგეტიკოსები ცდილობენ თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას“, – განაცხადა კერძო ენერგეტიკული კომპანია ДТЭК-მა, რომელიც ფლობს რუსეთის მიერ სამიზნეში ამოღებულ თბოელექტროსადგურებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არიან დაზარალებულები, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ. უკრაინის არმიის ინფორმაციით, 27 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 34 რაკეტა ესროლა – მათგან 21-ის ჩამოაგდება მოხერხდა.  

მეტი...

“სასწრაფოდ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი, „პეტრიოტის“ სისტემები და რაკეტები”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რამშტაინის“ ფორმატით შეხვედრაზე დაასახელა ის საბრძოლო მასალები, რაც მოკავშირეებისგან სჭირდება. ზელენსკის თქმით, სასწრაფოდ სჭირდებათ შორი მოქმედების იარაღი,” საჰაერო თავდაცვა და არტილერია, რათა უკრაინაში არსებული ვითარება უკეთესობისკნ შეცვალონ. „მიუხედავად იმისა, რომ ექვსი თვის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ველოდით ამერიკის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას, რუსეთის არმიამ მოახერხა ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე, ჩვენ მაინც შეგვიძლია არა მხოლოდ ფრონტის სტაბილიზაცია, არამედ წინსვლა, ომში უკრაინის მიზნების მიღწევა. პირველ რიგში, საჭიროა შორი მოქმედების იარაღი, რომ ოკუპირებული ტერიტორიის არცერთი კუთხე არ იყოს უსაფრთხო ადგილი ოკუპანტისთვის. წელს რუსულმა თვითმფრინავებმა უკვე გამოიყენეს ცხრა ათასზე მეტი მართვადი…

მეტი...

ბელგია მზადაა უკრაინას რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი მიაწოდოს

ბელგიის ხელისუფლება აპირებს, 2024 წლის ბოლომდე მიაწოდოს უკრაინას თავისი რამდენიმე F-16 მოიერიშე თვითმფრინავი. ამის შესახებ, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ და თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც დედონდერმა თქვა, „ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თვითმფრინავები უკრაინას წლის ბოლომდე მიაწოდონ.  

მეტი...

“ინფექციის ჰაერით გავრცელების საფრთხეა”- ომბუდსმენი კლინიკებში არებულ ვენტილაციის სისტემებზე

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა. მონიტორინგის დროს სხვადასხვა დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის გათბობისა და ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ: “დაწესებულებებიდან ხუთს, მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში, არ ჰქონია სრულყოფილად მომუშავე ვენტილაციის სისტემა. ვენტილაციის სისტემები ვერ უზრუნველყოფდა სათანადო წნევის განვითარებას და ჰაერის სწორ მიმართულებას ; რამდენიმე დაწესებულებას არ ჰქონდათ ფილტრების ექსპლუატაციის სწორად ფუნქციონირების დამადასტურებელი ჩანაწერები. ასევე პრობლემური იყო გათბობა-გაგრილების სისტემების და ამ სისტემების ფილტრების სრულყოფილად ფუნქციონირება. დაწესებულების რეანიმაციაში, ცენტრალური სავენტილაციო სისტემის გაუმართაობის მიზეზით, ეზოში გამავალ ფანჯარაში დამონტაჟებული იყო მექანიკური ვენტილატორები (ვენტილაციას…

მეტი...

„გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა“ – საპატრიარქო

საქართველოს საპატრარქო გავრცელებულ წერილში ძირითად ფასებულობაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ არასამთავრობოებისა და მედიის მხრიდან ხდება ლგბტ ტემის ცხოვრების წესის პროპაგანდა. „საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა, შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში. „მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება“ – საპატრიარქო ევროპარლამენტის…

მეტი...

„მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება“ – საპატრიარქო ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპატიარქო ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ,   ხელისუფლება დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას. „საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, ამის საჭიროება არც გვაქვს. აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის…

მეტი...

ეკლესიის დისკრედიტაცია და ლგბტ თემის ცხოვრების პროპაგანდა – საპატრიარქოს განცხადება

„მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ეკლესია ვერ დაიწყებს სპეციფიკური დეტალების განხილვას, მაგრამ ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ის სფეროებია, რომელთაც ის ისტორიულად უდიდეს ყურადღებას უთმობდა და კვლავ დაუთმობს“ – საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოში ყურადღებას ,,მამული, ენა, სარწმუნოება”-ზე ამახვილებენ და ნაჩქარევ და ემოციურ ქმედებებს დაუშვებლად მიიჩნევენ. „საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია…

მეტი...