,,ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა”- ანა ნაცვლიშვილი

,,ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა “ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები “კლანის” მფარველობისთვის,”- ამის შესახებ “ლელოს” წევრმა  ანა ნაცვლიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან”.

,,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი არის ერთ – ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და ის მოითხოვს კონსენსუსს, სხვა შემთხვევაში, ის შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, “ქართულმა ოცნებამ” არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა “ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები “კლანის” მფარველობისთვის და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი დაცული იყოს სასამართლო სისტემაში. ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი, ეს არის ფარული გარიგება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან. ვინაიდან კენჭისყრა იყო ფარული, შუა კენჭისყრის დროს გაცხადდა რა, რომ ეს იყო ფარული გარიგება და მოსყიდვა, 12 რეკომენდაციის სულისკვეთების ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ვტოვებდით დარბაზს, რათა გაცხადებულიყო, ვინ გაიყიდა ოპოზიციიდან და მათ შეწყვიტეს კენჭისყრა”,- განაცხადა  ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

მსგავსი თემები