სოსო ჯაჭვლიანი  არ გარდაცვლილა,  ცოცხალია

სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „SOS!!! ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ…ასზე მეტი ზარი შემომივიდა სანამ გზაში ვიყავი სოსოსთან სახლში მიმავალი. სოსო ცოცხალია(სურათი ამ წუთსაა გადაღებული) ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თადგომით“ – აცხადებს სოსო ჯაჭვლანი მეგობარი და თანამებრძოლი დავით ლორთქიფანიძე, სოსო ჯაჭვლიანი არის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი,  „მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტი, მსახიობი,  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. SOS!!!ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის…

მეტი...

„პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს“ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი დაპირისპირებისთვის ყველაფერს აკეთებს.  „პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს,  მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მან მედიასთან. „დიასპორის დღეზე საქართველოს პრეზიდენტმა პროტოკოლზე ბევრი ისაუბრა. თუ პროტოკოლზე ვსაუბრობთ, ადმინისტრაციის უფროსი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას არ უნდა პასუხობდეს. ჩვენ პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. შეიძლება ვიღაცების მიზანი იყოს ის, რომ ჩვენ პრეზიდენტთან აქტიური დაპირისპირება გვქონდეს. სიტყვა „ვიღაცებს“ შემთხვევით არ ვამბობ, არც პრეზიდენტზე ვსაუბრობ. პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს, თავის გამოსვლაში მსგავსი საკითხები უხვად დაარიგა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ამის უკან გარკვეული გეგმები იკითხება, რომელთა აღსრულებაში…

მეტი...

პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროპარლამენტს მიმართავს

13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს პირველად მიმართავს.  სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში უკვე გაფრინდა. „საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. 31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

მეტი...

„რუსეთისთვის სანქციების დაწესებით არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების დაზარალებას“ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობა არ გეგმავს რუსეთს გარკვეული სანქციები დაუწესოს. „ასეთი საკითხები როცა არის ხელისგულზე, არ ვართ მოწოდებული, საყვედურები მივიღოთ მსგავს საკითხებზე. თუ რომელიმე განცხადება ჩვენი მეგობრების მხრიდან ემსგავსება მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ, ჩვენი პასუხია პრინციპული, ჩვენ სანქციების დაწესებით – არც დე ფაქტო, არც სხვა, რეალური სანქციების დაწესებით – არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის დაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან. შგახსენებთ, რომ  ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ვიცე-პრემიერს შეხვდნენ და რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარში გადასცეს.  

მეტი...

„არ ვართ მოწოდებული, საყვედურები მივიღოთ“ –  მამუკა მდინარაძე ევროკავშირის დემარშზე

ევროკავშირის ელჩისა და წვერი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის გადაცემულ დემარშთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი შეფასებით, ელჩის განცხადებები უზუსტობებს შეიცავდა და საქართველო არ აპირებს, საკუთარი მოქალაქეები დააზარალოს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა დემარში საქართველოს მთავრობას რუსეთთან პირდაპირი ფრენების გამო გადასცა.  მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას საქართველოს  მთავრობის თანხმობა არც სჭირდებოდა. „მადლობა ევროკავშირის ელჩს, რომ მან ხაზგასმით თქვა, ფრენების აღდგენა იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუმცა, აქვე ობიექტურობისთვის უნდა დავძინოთ, მისი განცხადების მეორე ნაწილი შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.…

მეტი...

ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 28 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო…

მეტი...

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს და ქართველი ხალხისგან მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას ელოდება. „იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა “თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ “ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება. მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ “გასამართლებული” და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას. მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას!…

მეტი...

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, არ იცის, საქართველოს სანქციებს დაუწესებენ თუ არა

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან დემარში მიიღო. როგორც ევროკაშირის ელჩმა მედიასთან განაცხადა, არ ფლობს ინფორმაციას, იმოქმედებს თუ არა აღნიშნული კანდიდატის სტატუსზე და დაუწესებენ თუ არა საქართველოს სანქციებს. „ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რაც ჩვენ უკვე მოსმენილი გვქონდა საქართველოს მთავრობისგან, უზრუნველყოფენ, რომ არც ერთი სანქცირებული ავიახაზები და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება კითხვას, ემუქრება თუ არა საქართველოს სანქციები რუსეთთან პირდაპირი ფრენების გამო, ელჩმა ასე უპასუხა: „მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, აეკრძალა ყველანაირი ფრენები…

მეტი...

ევროკავშირის ელჩი ვერ აკონკრეტებს, იმოქმედებს თუ არა საქართველოს დემარში კანდიდატის სტატუსზე

ევროკავშირის ელის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დემარში, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას გადასცეს, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან შეთანხმებულია. ელჩი ვერ აკონკრეტებს, დემარში გავლენას მოახდენს თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. „მე დამავალეს გადამეცა გზავნილი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის… ძალიან რთული სათქმელია (იმოქმედებს თუ არა ეს, კანდიდატის სტატუსზე)… ცხადია, ეს განვითარება პოზიტიური არ არის. თუმცა, ეს 27 ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გავლენას იქონიებს ეს საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ელჩმა მედიასთან. შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროკავშირის ელჩი და წევრი ყველა…

მეტი...

ევროკავშირის ელჩმა საქართევლოს მთავრობას 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

ევროკავშირის ელჩისა და სხვა წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა ვიცე-პრემიერთან დასრულდა. შეხვედრის მიზანი, ევროკავშირის 27-ვე წვეყნის სახელით საქართველოს მთავრობისთვის დემარშის გადაცემა იყო. დემარში კი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას უკავშრდებოდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირილ ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, ლევან დავითაშვილთამ გულწრფელი საუბარი შედგა, თუმცა, პირდაპირი ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება  ევროკავშირის გადაწყვეტილებას. „ჩვენ გვქონდა საკმაოდ ღია და გულწრფელი საუბარი ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე დამავალეს, გადავცე საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებულია 27 წევრი ქვეყნის მიერ ბრიუსელში. შეხვედრაზე თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის…

მეტი...

,,ოპოზიციისთვის ყველაფერი თავიდან იწყება”- სტამბოლის მერი

სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის ყველაფერი თავიდან იწყება. მისი თქმით, თურქეთს ახლა სწრაფად სჭირდება ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზის მოძიება. „არავინ არ უნდა იღელვოს და ინერვიულოს. ყველაფერი თავიდან იწყება. ერთადერთი, რაც არ იცვლება, ცვლილებებია. ჩვენ არ დაველოდებით იმავე შედეგებს ერთი და იმავე ნაბიჯების გადადგმით“, – განაცხადა ოპოზიციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა. ცნობისთვის, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა.

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, პრეზიდენტი პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ,პრეზიდენტზე ორკესტრირებულ ზეწოლას და შეტევას რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს. მისი თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, რომ  პრეზიდენტი არც ერთი პარტიის დღის წესრიგში არ იყოს ჩართული. ,,პოლიტიკური უსინდისობაა, როცა ეს ოპოზიცია საუბრობს, თითქოს პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა გვინდა. ცალსახად ვთქვით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ქვეყნის ინტერესები – სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსი არ იყოს დარღვეული. თანმიმდევრული ვართ, რადგან პრეზიდენტის არჩევისას ვთქვით, რომ ზეპარტიული პრეზიდენტი სჭირდებოდა ქვეყანას. რადიკალური ოპოზიცია ფარისევლურად ცდილობს, პრეზიდენტი პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.    

მეტი...

ბოდბეში, შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოდბეში, შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველო” ავრცელებს. მათივე ცნობით, კაცმა  2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სანადირო თოფით 27 წლის ქალი სასიკვდილოდ დაჭრა. ,,ბოდბეში, შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დღეს გამოტანილი განაჩენით, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა კაცს, რომელმაც 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სანადირო თოფით 27 წლის ქალი სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა, 2022…

მეტი...

,,დესტრუქციული ძალები საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას აიძულებენ”- გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებით, დესტრუქციული ძალები აიძულებენ საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას. „სპეციალური ოპერაციის ფონზე გააქტიურდნენ საქართველოს რესპუბლიკის დესტრუქციული ძალები, რომლებიც უბიძგებდნენ მას „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ზომები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და სამხედრო სფეროში რუსულ მხარესთან ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – განაცხადა გაგლოევმა. გაგლოევი რუსეთს „მთავარ მოკავშირეს“ უწოდებს და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინაში რუსეთის აგრესიას. ,,ჩვენი სამხედროები და მოხალისეები გვერდში იდგნენ რუს ჯარისკაცთან საერთო ინტერესების დასაცავად უკრაინულ ნეო-ნაციზმთან ბრძოლაში, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტად იქცა”, – განაცხადა გაგლოევმა.

მეტი...

,,ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახალ არჩევას, მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტის თქმით, მოუთმენლად ელის, შემდგომ თანამშრომლობას  პარტნიორობის გასაძლიერებლად. ,,ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახალ არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან, რომლებსაც მტკიცე ურთიერთობები აკავშირებთ და რომელიც აგრძელებს განვითარებას. მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, პარტია არ აპირებს ზაფხულში დასვენებას”- ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. როგორც ხაბეიშვილმა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას. „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქსა და რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრას, მათ შორის იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც ასევე დაყენებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს ღონისძიებები, მათ შორის საპროტესტო აქციები. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს, მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს, აპირებს განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას. პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, იმ კონკრეტულმა…

მეტი...

,,ლუკაშენკომ ყაზახეთს შესთავაზა, გაწევრიანდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირში, ვაფასებ მის ხუმრობას”- თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ ჟომართ თოყაევის განცხადებით, ქვეყანას არ სჭირდება ბირთვული იარაღი და რუსეთისა და ბელარუსის კავშირში გაწევრიანება. თოყაევის თქმით, ყაზახეთი ერთგული რჩება საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. ,,ბელარუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს კავშირში. ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არის, რამდენადაც არსებობს სხვა ინტეგრაციული გაერთიანებები, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ის ჩვენ არ გვჭირდება, რამდენადაც ჩვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებების წევრი ვართ“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის,  ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირს და თავის ქვეყანაში რუსეთის ბირთვული…

მეტი...

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ლევან დავითაშვილს შეხვდებიან

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ვიცე-პრემიერს/ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 5 საათზე გაიმართება. დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.

მეტი...

ვიმედოვნებ, სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში მალე შევა – ალან გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი იმედოვნებს, რომ ე.წ. „რესპუბლიკა“ უხლოეს მომავალში რუსეთის შემადგენლობაში შევა. ალან გაგლოევმა თავის გამოსვლაში რუსეთს ”სამხრეთ ოსეთის” მთავარი მოკავშირე  უწოდა. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას. მოხარული ვართ ჩვენი მეგობრებისთვის, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის განხორციელების გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. იმედი მაქვს, შორს არ არის ის დღე, როდესაც სამხრეთ ოსეთის რიგი დადგება“, – განაცხადა გაგლოევმა.

მეტი...

ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე – თინა ბოკუჩავას დარბაზი დაატოვებინეს

ცოტახნისწინ ხმაური იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, თინა ბოკუჩავას დარბაზი დაატოვებინა. ხმაური “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ბოკუჩავა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა, რაც ბიუროს უმრავლესობამ არ გაიზიარა. ,,არცერთი ბიუროს წევრი და არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მხარს არ უჭერს კანონპროექტს, რომლის მიზანია რომ მოხდეს დარეგულირება ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლოდ შემოსვლის საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იმის, რომ მათ არ შეეძლოთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება იმ მასშტაბით რა მასშტაბითაც ახლა აკეთებენ ამას,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

მეტი...

,,სამუშაოები მიმდინარეობს“- ბჟანია რუსეთთან ავიამიმოსვლაზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეხმაურება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მათსა და რუსეთს შორისაც იყოს ავიამიმოსვლა. „რაც შეეხება საჰაერო კომუნიკაციებს, ჩვენც ამ კუთხით ვმუშაობთ რუსეთთან. უნდა გაფორმდეს დოკუმენტი, მთავრობათაშორისი შეთანხმება აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ. სანამ ამას ვაკეთებდით, საქართველოსთან საჰაერო კომუნიკაცია აღდგა. ეს ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ავიამიმოსვლა იყოს ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. არის სირთულეები, არის დაბრკოლებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ბჟანიამ.

მეტი...

რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა – არიან დაშავებულები

რუსეთის ძალებმა  ხარკოვის ოლქი დაბომბა. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის სამი ასაკოვანი ქალი, ერთი ორსული და 10 და 14 წლის ბავშვები არიან. სინეგუბოვის თქმით,  დაიბომბა კოვშაროვ-კუპიანსკის რაიონი. დაზიანებულია ორი საცხოვრებელი სახლი და გაზსადენი.

მეტი...

,,რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პოლემიკაში შესვლა არ სურს. კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით. ,,არ ვაპირებ შევიდე პრეზიდენტთან პოლემიკაში. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რა თქმა უნდა, ვუფრთხილდები პრეზიდენტის ინსტიტუტს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გათვითცნობიერებული. რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს. ჩვენი მხრიდან ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ…

მეტი...

ვაკეში, სასმელების მაღაზია გაქურდეს

ვაკეში მდებარე სასმელების მაღაზია გვიან ღამით გაქურდეს. გავრცელებული იფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია თანხა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მაღაზიაში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები შევიდნენ. მაღაზიის მფლობელის განცხადებით, ძარცვის  პირველი შემთხვევა არ არის.   წყარო: ”მთავარი არხი”.

მეტი...

237 პირის სახელზე ორსულობის შვებულების ასანაზღაურებელი ყალბი დოკუმენტები დაამზადეს – პროკურატურამ 1 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების, გამოყენების და დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, 237 პირის სახელზე, ორსულობის შვებულების ასანაზღაურებლად საჭირო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია დაამზადეს, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინეს. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებულები სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას ჯამში, 237 000 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ბრალდებულის სახით უკვე მიცემულია პასუხისგებაში. დაკავებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება ჯგუფურად) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის…

მეტი...

,,ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები დღეს, საბედნიეროდ, არ გვყავს”- კახა კალაძე

„ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს დამნაშავეები. პოლიტიკური პატიმრების საკითხი ჩვენ 2012 წელს დავასრულეთ“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტში პოლიტიკური ორგანიზაცია „ალდეს“ მიერ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე. თბილისის მერის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის პრაქტიკა 2012 წელს დასრულდა. „არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს, რაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ქვეყნის მომავალს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ჩვენს საკუთარ ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე,…

მეტი...

,,ალბათ ვერ გაიცნეს საქართველოს პრეზიდენტი”- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი  ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას ეხმიანება. გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველმა გუნდა, პრეზიდენტი სავარაუდოდ ვერ გაიცნო. ,,ალბათ ვერ გაიცნეს საქართველოს პრეზიდენტი  კიდევ. არ მგონია, რომ ეს როგორც გაფრთხილება, ისე ყოფილიყო. შემიძლია მეტი გითხრათ, ეს ალბათ უფრო იყო იმის გადაფარვის მცდელობა, რაც მათ 26 მაისს ჩაიდინეს და გაოიჩინეს, უპატივცემლობა პრეზიდენტის მიმართ. მე არ მგონია, რომ ეს შეძლონ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე. უბრალოდ, „ქართულ ოცნება“ ვერ იღებს პრეზიდენტის კრიტიკას. პრეზიდენტი რასაც და როგორც ჩათვლის საჭიროდ, გააკეთებს იმას ქვეყნის საკეთილდღეოდ. განცხადებაში იყო, რომ…

მეტი...

კახა კალაძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების მოპოვებას ულოცავს. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო რეგიონისთვის მნიშვნელოვანი არჩევნები. „ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო რეგიონისთვის. ამასთან საინტერესო იმით, რომ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმართა მეორე ტური. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და გამარჯვება მივულოცო ერდოღანს, მის გუნდს. ზოგადად დღეს, მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

„წისქვილკომბინატები იღებენ ვალდებულებას, რომ შეისყიდონ ქართული ხორბალი, იმუშაონ სრული დატვირთვით”- შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მალე დაიწყება ხორბლის მოსავლის აღების პროცესი და მნიშვნელოვანია ფერმერების დახმარება, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება და რეალიზაცია. მინისტრის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში მცირდება ფასები ფქვილზე, რამაც წისქვილკომბინატების დიდი ნაწილის ფაქტობრივი გაჩერება გამოიწვია, ვინაიდან ისინი არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩდნენ. „ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით პროცესს და ფქვილის იმპორტი იყო მზარდი, ხორბალთან მიმართებაში; თუმცა, ხორბლის იმპორტი ხორციელდებოდა – დაახლოებით 25-30 000 ტონის ფარგლებში და წისქვილკომბინატები არასრული დატვირთვით, მაგრამ მაინც მუშაობდნენ. ასევე შეუფერხებლად ხორციელდებოდა ჩვენი ადგილობრივი მოსავლის დაბინავებაც. თუმცა, ბოლო სამ თვეში, ფქვილის იმპორტმა…

მეტი...

სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა – ”საქსტატი”

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებაში 2,7%-ით შემცირდა და 12,3% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0,7%-ით შემცირდა და 20,6%-ს გაუტოლდა. სიღარიბის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2022 წელს შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20,4% შეადგინა, რაც 2,3%-ით არის შემცირებული. 18-დან 64 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 2,0%-ით და 15,3% შეადგინა. ხოლო 65 წლისა და…

მეტი...

,,ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება”- მარინა კალიურანდი ზურაბიშვილზე

ვროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება პრეზიდენტის მოსმენას შემდეგ კვირას ბრიუსელში, ევროპარლამენტში. ,,ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოსმენას შემდეგ კვირას ბრიუსელში, ევროპარლამენტში,”- აცხადებს ევროპარლამენტარი.

მეტი...

სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მდგომარეობა და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, სემეკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები. საჯარო სხდომაზე სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორისათვის 2022 წელი გამოწვევებით და შესაძლებლობებით იყო სავსე. რთული გეოპოლიტიკური ფაქტორების მიუხედავად, კომისიამ შეინარჩუნა ენერგიის ფასების სტაბილურობა. „მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, შესაძლებელი გახდა ტარიფების შენარჩუნება არსებულ ნიშნულზე. კომისია დეტალურად იხილავს და აკონტროლებს თითოეულ თეთრს, რომელიც გათვალისწინებულია ტარიფში. 2014 წლიდან სემეკი ტარიფებს…

მეტი...

,,ქალაქში აფეთქებებია”- კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმის. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას  თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ,,ქალაქში აფეთქებებია. ცენტრალურ რაიონებში. დარჩით თავშესაფრებში!” – წერს კლიჩკო “ტელეგრამზე”.  

მეტი...

აგარაში, 80 წლის მამაკაცი ველოსიპედიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

დაბა აგარაში, 80 წლის მამაკაცი ველოსიპედიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ”მოზაიკა” ავრცელებს. თვითმხილველის ინფორმაციით, მამაკაცს მიუსაფარი ძაღლები გაეკიდნენ, რის გამოც,  ველოსიპედიდან გადმოვარდა, რუში ჩავარდა და გარდაიცვალა. “ამდენი ძაღლი რომ ქუჩაში, მაგის ბრალია ეს ტრაგედიაც” – განუცხადეს “მოზაიკას”.

მეტი...

მალე გადავალთ შეტევით ოპერაციებზე – უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ქვეყნის ძალები  მალე გადავალენ შეტევით ოპერაციებზე. სირსკი ლიმანის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე მივიდა და შეხვდა სამხედროებს, რომლებიც ახლა ყველაზე „ცხელ წერტილებში“ ასრულებენ დავალებებს. ,,ჩვენი ქვედანაყოფები სტაბილურად აგრძელებენ თავიანთ ხაზებსა და პოზიციებს, მოიგერიონ მტრის ყველა მცდელობა, წინ წასულიყვნენ ბელოგოროვსკის, სადავო, ნოვოსელოვსკის, ტორსკის რაიონებში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა პერსონალს და აღჭურვილობას”, – განაცხადა სირსკიმ.

მეტი...

,,მომბეზრდა კატათაგვობანა, რომელიც პრეზიდენტსა და „ქოცებს“ შორის არის გამართული”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მობეზრდა ”კატათაგვობანა, რომელიც პრეზიდენტსა და „ქოცებს“ შორის არის გამართული”. მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვას საქმეებიც უნდა მოჰყვეს. „ცოტა არ იყოს, მომბეზრდა კატათაგვობანა, რომელიც პრეზიდენტსა და „ქოცებს“ შორის არის გამართული და თან, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება – განცხადებებს არც პრეზიდენტი არ ამწვავებს და არც „ქართული ოცნება“. მგონია, რომ მათ შორის ურთიერთკრიტიკის რაღაც საზღვრები ჩამოყალიბდა და ამის შიგნით ორივე მხარე თავის პოზიციებს გამოხატავს. ან მათ უნდა შეიცვალონ თავიანთი დამოკიდებულებები და ოდნავ რადიკალურები გახდნენ, ან ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. პრეზიდენტი თუ ასე ფიქრობს, მის სიტყვას საქმეებიც უნდა…

მეტი...