აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობას აწყობენ

აქციის მონაწილეები, რომლებიც “რუსულ კანონს” აპროტესტებენ, ევროპის მოედნისკენ მსვლელობას მართავენ. მათ, ცოტახნის წინ პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. შეკრებილებს ხელში საქართველოს და ევროპის დროშები აქვთ და ერთხმად “სკანდირებენ” – “არა რუსულ კანონს”.   “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქცია – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

მეტი...

“რუსული კანონის” წინააღმდეგ აქცია – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

თბილისში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროა გავრცელებული განცხადებისა, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი მაინც გადაკეტეს. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება. ჩვენი გამოხატვის თავისუფლება სავალი გზის გადაკეტვის უფლებასაც გვაძლევს, მაგრამ ჩვენ, ორგანიზატორები გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებთ. თითოეული თქვენგანის აზრი გვაინტერესებს. გთხოვთ, ხელის აწევით გვაჩვენოთ, რამდენს სურს, რომ სავალი გზა გადავკეტოთ. არავის მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენი რაოდენობა მცირდება”, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  აქციისა და მსვლელობის მონაწილეებს მიმართა. შსს-ს განცხადების თანახმად, რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება…

მეტი...

“რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ”- ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმერ ზელენსკი აცხადებს, რომ იმ ნახევარი წლის კომპენსირებას დაიწყებს,  რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა. მისივე თქმით, პუტინის გეგმებს, მის წინააღმდეგ შეატრიალებს. ზელენსკიმ, ასევე,  მადლობა გადაუხადა აშშ-ს დახმარებისთვის. “ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში, ეჭვებში გაიარა. ის, რისი გაკეთებაც რუსმა ოკუპანტმა ამ დროის განმავლობაში შეძლო, ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ. ყველა მისი ქმედება ფრონტზე, ყველა მისი დარტყმა ჩვენს ენერგეტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, მთელი მისი ტერორი ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ – ამ ყველაფერმა მობილიზება უნდა მოახდინოს ჩვენი, მსოფლიოში ყველასი, ვინც ნამდვილად აფასებს სიცოცხლეს,…

მეტი...

ამერიკა უკრაინას 61 მილიარდი დოლარით დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ამერიკის  პრეზიდენტმა  ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნული პაკეტი 95 მილიარდი დოლარის დახმარების მოიცავს, აქედან 61 მილიარდ დოლარი უკრაინას, 26 მილიარდ დოლარი ისრაელს,  8 მილიარდი დოლარი კი ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონებს ეკუთვნის.

მეტი...

“წარმოდგენს ეკლესიის ინსტიტუციური სტიგმატიზირების საფრთხეს” – მეუფე ზენონი რუსულ კანონზე

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი “რუსული კანონის” საფრთხეებზე საუბრობს. ამის შესახებ მთავარეპისკოპოსმა პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა. “კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან”, – წერს მეუფე ზენონი. მთავარეპისკოპოსისთვის ასევე გაუგებარია რატომ იყო საჭირო ისეთი კანონის მიღება, რომელიც თავის მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფებს უბიძგებს სახელმწიფოს წინაშე დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი. “მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ სუბიექტებს, თუ მის მიერ „კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი…

მეტი...

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – მსვლელობა ქუთაისში დაიწყო

ქუთაისში ამ წუთებში მსვლელობა, სლოგანით: “კი ევროპას,არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს. მანამდე მოსახლეობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ და  ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტთან დაკავშირებით ესაუბრნენ. აქვიის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ და პარლამენტიდან მის გაწვევას ითხოვენ.  

მეტი...

“არა რუსულ კანონს” – ოპოზიცია ქუთაისში მოსახლეობას ხვდება

ქუთაისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს ხვდებიან. ისინი საზოგადოებას ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ინფორმაციას აცნობენ. მათი თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას საქართველო რუსეთში შეჰყავს. “35 წელი გავიდა 9 აპრილის შემდეგ და ჩვენ ისევ ვართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რომ ისევ შეგვათრიონ საბჭოთა კავშირში – რუსეთში, რისთვისაც ჩვენმა ხალხმა სისხლი დაღვარა. როგორც კი საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენ რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი. მე ვარ სოხუმიდან და მახსოვს, როგორ გამოგვყარეს რუსებმა იქიდან. მახსოვს, როგორ მოვდიოდით მთებით, ფეხშიშველი, მშიერი, მწყურვალი და დღეს ვართ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს, რომ მტერს დაარქვას მტერი და მოყვარეს –…

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისის შეხვედრა ბაბუასთან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, საპატიმროდან გამოსული ლაზარე გრიგორიადისი როგორ ხვდება ბაბუას. მან საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა. როგორც მედიასთან განაცხადა, მიმდინარე აქციებში აქტიურად აპირებს ჩართვას.

მეტი...

საფრანგეთი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთი ევროკავშირს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი სანქციების შემოღებას სთავაზობს. ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს. ამავე ცნობით, სანქციები მოიცავს  მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. საფრანგეთის ინიციატივას  მხარს უჭერენ: ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები და პოლონეთი.    

მეტი...

კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით?! – ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა

შესაძლოა, სიმსივნის 3 გავრცელებული ტიპის დიაგნოსტირებაში მალე ახალი ტესტი დაგვეხმაროს, რომელსაც მხოლოდ მცირეოდენი ამომშრალი სისხლის ლაქა სჭირდება. მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს და პასუხს სულ რამდენიმე წუთში იძლევა. მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებში, ტესტმა გამოავლინა, ვის ჰქონდა პანკრეასის, კუჭისა თუ ნაწლავების (კოლორექტალური) სიმსივნე და ვის არა. ამ მეთოდით სისხლში კონკრეტული მოლეკულების დაფიქსირების შედეგად კიბოს სწორი დიაგნოსტირება შესაძლოა, შემთხვევების დაახლოებით 82%-ში მოხერხდეს. ამაში ერთ-ერთ მთავარ როლს მანქანური დასწავლა ასრულებს, რომელიც სისხლის შრატში მეტაბოლიზმის შედეგად გამოყოფილ მოლეკულებს, მეტაბოლიტებს, აანალიზებს. ისინი ბიოინდიკატორებია, რომელთაც, პოტენციურად, ორგანიზმში არსებული სიმსივნური ქსოვილების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან…

მეტი...

მედდამ ინსულინის გადაჭარბებული დოზით 2 ქალი მოკლა

პენსილვანიაში ყოფილ ექთანს დაახლოებით 19 ადამიანის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. დადასტურებულად, მედდამ ინსულინის გადაჭარბებული დოზით 2 ქალი მოკლა. 41 წლის ჰეზერ პრესდი 2023 წლის მაისში დააკავეს. მოგვიანებით სახელმწიფო გამომძიებლებმა პრესდის ბრალი წაუყენა 2020-დან 2023 წლამდე 5 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, 19 სხვა პაციენტის მოკვლის მცდელობის ფაქტზე. პრესდის სავარაუდო მსხვერპლთა ორმა ოჯახმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში. ერთ-ერთი სარჩელის მიხედვით, პრესდიმ მოკლა 78 წლის ირინე საიმონსი, როდესაც მას მისი ქალიშვილი, ელიზაბეთი სტუმრობდა კლინიკაში. სარჩელში ნათქვამია, რომ როდესაც ელიზაბეტმა პალატა მცირე დროით დატოვა, პრესდიმ პაციენტს „60 ერთეული ხანმოკლე მოქმედების ინსულინი“ გაუკეთა. ქალს სუნთქვა გაუხშირდა. ოთახში…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა. მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. ამასთან, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კონფერენციის გახსნით სესიაზე. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

მეტი...

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შახინ მუსტაფაევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებენ. აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის საზღვართან პირველი ბოძი დამონტაჟდა. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კი „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამონტაჟებული პირველი ბოძის ფოტო გაავრცელა და დაწერა: „სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშისა და ყაზახის მონაკვეთზე პირველი სასაზღვრო ბოძი დამონტაჟდა“. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის სასაზღვრო 8 სოფელთან დელიმიტაციაზე შეთანხმება მიღწეულია.

მეტი...

მღვდელს, რომელმაც ნავალნის წესი აუგო, კირილმა მღვდელმსახურება შეუჩერა

მღვდელს, რომელმაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წესი აუგო, მღვდელმსახურება შეუჩერეს. ინფორმაცია რუსულმა ტელეგრამ არხმა „სირენამ“ გაავრცელა და პატრიარქ კირილის მიერ ხელმოწერილი შესაბამი განკარგულება გაასაჯაროვა. გადაწყვეტილების მიზეზები დოკუმენტში დასახელებული არ არის, თუმცა ცნობილია რომ დმიტრი საფრონოვმა ნავალნის საფლავზე გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პანაშვიდიც გადაიხადა. საფრონოვის ხელმოწერა ფიგურირებდა მღვდელმსახურთა განცხადებაშიც, რომლითაც ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

მეტი...

უკრაინაში ქალი შვილის გაყიდვის მცდელობისას დააკავეს

ურაინაში ახალგაზრდა ქალი 2 წლის შვილის გაყიდვის მცდელობისას დააკავეს. ის შვილის 1 მილიონ გრივნად გაყიდვას ცდილობდა. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

კარადაში სამი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი იპოვეს

ბურიატიის სოფელ ტრესკოვოში, დამწვარ საცხოვრებელ კორპუსში, სამი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვების ცხედრები კარადაში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გაკვამლულ ოთახში მეხანძრეებმა კარადაში იპოვეს ერთი, ორი და ოთხი წლის ბავშვები, რომლებიც როგორც ჩანს, ცდილობდნენ მიმალულიყვნენ ხანძრისგან და კვამლში იყვნენ. ხანძარი ჩააქრეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მაშველები ვარაუდობენ, რომ ბავშვები ხანძარს კარადაში დაემალნენ.

მეტი...

მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა – ლაზარე გრიგორიადისი

განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს მიჩვეული ხარ საქართველოში ეგეთ რაღაცებს, – ამბობს ერთწლიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლების პირველი პირების შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომლებსაც ისინი მისი მისამართით აკეთებდნენ. როგორც მან განაცხადა, მისი ბრალდება პოლიტიკური იყო და განხორციელდა ზეწოლაც – ,,ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა” – ამბობს ლაზარე. მისი თქმით, პოლიტიზირებული სასამართლოდან გამომდინარე, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა 9 წლიანი პატიმრობის მისჯა.

მეტი...

უკრაინამ 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მიიღო

ევროკავშირმა უკრაინას  1,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსლა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. „დღეს, ჩვენ Ukraine Facility-ის 50 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამის ფარგლებში დამატებით 1,5 მილიარდ ევროს გადავცემთ. ეს უკრაინის სახელმწიფოსა და სერვისების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სანამ იგი აგრესორს ებრძვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინამ 4,5 მილიარდი ევროს ოდენობის, მიმდინარე წლის მარტშიც მიიღო.  

მეტი...

,,ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით” – ლაზარეს პირველი კომენტარი

,,ბრძოლა გრძელდება, აქციებია, აქციებზე შევხვდებით”, – ეს არის ლაზარეს პირველი კომენტარი, რომელიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან გააკეთა და პრეზიდენტს შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დღესვე შეუერთდება ახალგაზრდების პროტესტს რუსული კანონის წინააღდმდეგ – ,,რუსული კანონი დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ”.

მეტი...

,,არ გვეშინია მუქარის და გავაგრძელებთ პროტესტს” – ახალგაზრდების პასუხი შსს-ს

,,არ გვეშინია მუქარის და გავაგრძელებთ პროტესტს”, – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდები, რომლებიც ყოველ საღამოს, 19 საათიდან რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და რუსულ კანონს აპროტესტებენ. დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ არსებობს, შესაბამისად, თუ ისინი გააგრძელებენ ,,ხელოვნურად” მოძრაობის შეფერხებას, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ შსს-ს მუქარის არ ეშინიათ და პროტესტს გააგრძელებენ, მათ შორის, დღესაც შეიკრიბებიან საღამოს 7 საათიდან.

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. გლდანის მერვე დაწესებულებასთან ლაზარეს დედა, ბაბუა, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.

მეტი...

ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა, სტერილიზაციისა და ჰიგიენის დარღვევები – ომბუდსმენმა 9 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წელს პირველად, ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, არცერთ შემოწმებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემური მონიტორინგი. ,,სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოწვეულ ექსპერტ, ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზდა საერთაშორისო დოკუმენტები, გამოთხოვილ იქნა რელევანტური ინფორმაცია უფლებამოსილი უწყებებიდან. ასევე, 2023 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ 9 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტები.  სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები.…

მეტი...

საუკუნეები გავა და ქართველებს ექნებათ სწორედ ისეთი ხედვა, რაც კონსტიტუციური კანონპროექტების პათოსშია – მდინარაძე

„2017 წელს, როცა ვსაუბრობდით, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, გვეუბნებოდნენ, რომ ამის საჭიროება არ იყო. მაგრამ გავიდა დრო და ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს საჭიროება იყო. თურმე დადგებოდა დრო, როცა ბრიტანეთის პრემიერს მოუწევდა თქმა, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი“ , – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ოზურგეთში. მამუკა მდინარაძის თქმით, ნებისმიერი მიმართულებით განსხვავებული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამასთანავე, მომავალი თაობები უნდა დავიცვათ…

მეტი...

2 500 მომხმარებლისგან შემდგარ Telegram-ის ჯგუფში ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელეს – დაკავებულია ერთი პირი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, Telegram-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე, 27 წლის პირი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „Instagram”-ზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა,…

მეტი...

რა სანქციით უნდა შეგვაშინონ, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია – მდინარაძე

რა სანქციით უნდა შეგვაშინონ, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების მოთხოვნაზე. ,,სანქციები კი არა, სამშობლოსთვის და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას, რა სანქციით უნდა შეგვაშინონ, ჯერ ერთი, წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქცია დააწესოს ევროსტრუქტურამ. სანქციების თქმაც კი მარაზმულია, არა თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. წინასწარ გეუბნებით, სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია”, – აღნიშნა მდინარაძემ.

მეტი...

,,ვისაც სურვილი გვაქვს დავიძარით ციხისკენ” – ლაზარე გრიგორიადისის დედა

გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ვისაც სურვილი გვაქვს დავიძარით ციხისკენ!, – წერს ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

მეტი...

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა. ლაზარე ციხეს დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი 12 აპრილს, მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა იმავე საღამოს განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ, მოსამართლემ 14 დღიანი ვადა ითხოვა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად. დღეს კი ადვოკატებმა განაჩენის დასაბუთებული ნაწილი მიიღეს და რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩააბარეს, რის შემდეგაც, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა.

მეტი...

აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! – მამუკა მდინარაძე

„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! ამას ვაფიქსირებ იმიტომ, რომ ვინმემ არასწორად არ მოჭრას ჩემი საუბარი. მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის მიუხედავად, ქორწინებაშია თუ არ არის ქორწინებაში, სჭირდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია თუ არა, აბსოლუტური მხარდაჭერა ყველას, იმიტომ რომ ვერავინ გაბედოს ამ საკითხით სპეკულაცია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მისი მოსაზრების მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, შარშან, საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც მედიცინის დახმარებით რეპროდუქციას ეძღვნებოდა და ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციას გულისხმობდა. „როგორც კი საკითხი დადგა –…

მეტი...

შსს განცხადებას ავრცელებს და აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობების მონაწილეებს აფრთხილებს. იხილეთ განცხადება: ,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას. ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას…

მეტი...

ბათუმში დააკავეს 2 პირი, რომლებმაც კაფეს სტუმრებს 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში. დიდი ოდენობით, ქონების…

მეტი...

საგარეომ ლიეტუვის ელჩს მოსთხოვოს პასუხი – ზარქუა აუსტრევიჩუსის მიერ ,,ხარებას” და სირაძის დასანქცირების მოთხოვნაზე

გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, “ხარებას” – ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს. ხარაზიშვილი ახსენა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამაც. დღეს ,,ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარები გალანძღა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ლიეტუვის ელჩი დაიბაროს აუსტრევიჩუსის განცხადების გამო. ,,ბუნებრივია არავინ სანქციას არ დაუწესებს. ენას ძვალი არ აქვს ამათზეა ნათქვამი. ცარიელ დარბაზში შეიკრიბნენ 5 თუ 6 ევროპარლამენტარი, რომელიც არიან ამ მწვალებელთა პარტიის ლობისტები და პარტნიორები და არა სახელმწიფოსი, ეს ხომ გამოჩნდა. მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ლიეტუვის ელჩი დაიბაროს და კონკრეტულად მოსთხოვოს პასუხი…

მეტი...

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. მისი პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. გადაწყვეტილებას დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. გახარიას პარტიის წარმომადგენლების ცნობით, ,,ქართული ოცნების” წევრებს ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გაუადვილდა, რაც ფრაქცია ენმ-ის ოთხმა წევრმა ენმ დატოვა და ოპოზიციამ უმრავლესობა დაკარგა. ,,საქართველოსთვის” წევრები ენმ-ის ყოფილ დეპუტატებს ,,ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებენ, რასაც ყოფილი ნაციონალები კატეგორიულად უარყოფენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ენმ-ის ყოფილი წევრი, ალეკო ბერიძე დაინიშნა.

მეტი...

27 წლის შვილისთვის მოტაცებული 11 წლის ბავშვი – დააკავეს ქალი, რომელსაც სარძლოს აღზრდა უნდოდა

ჩინეთში ქალმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად გაეზარდა იდეალური ცოლი 27 წლის ვაჟისთვის და 11 წლის გოგონა მოიპარა ქალაქ ლიუპანშუის (გუიჯოუს პროვინცია) სოფლიდან. როგორც South China Morning Post იტყობინება, მოსიყვარულე დედამ სცადა მოლაპარაკება სკოლის მოსწავლის მამასთან. მან უარი თქვა, მაგრამ ქალი გვარად იანგი ასე მარტივად არ აპირებდა დათმობას. დაელოდა, სანამ გოგონა სახლში მარტო დარჩებოდა და მან უბრალოდ ბავშვი მოიპარა. შედეგად, გოგონამ მათ სახლში ოთხი დღე იცხოვრა, სანამ საბოლოოდ არ იპოვეს. სასამართლომ ქალსა და მის შვილს ორი წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოცემამ გაიხსენა გარკვეული ძველი ჩინური ჩვეულების არსებობა, რომლის მიხედვითაც მშობლებმა…

მეტი...

სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, მორაგბეები და მათი ქომაგები იმსახურებენ – კალაძე

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული სტადიონი დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე უშუალოდ დედაქალაქს. „ეს არის მეგაპროექტი, რომელსაც იმსახურებენ ქართველი ფეხბურთელები და მორაგბეები, რაც მთავარია, მათი ქომაგები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ სპორტის ეს ორი სახეობა. მე პირადად, მაქსიმალურად ჩავერთვები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის ირაკლი კობახიძეს დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, სპორტული მოედანი უმაღლესი სტანდარტების…

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღესვე, 12 აპრილს მიიღო. შეწყალების ოქმის გამოსაცემად მას სჭირდება განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად კი მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. ,,განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს, შესაბამისად, დიდი ალბათობით, პრეზიდენტმა მოაწერა თუ არა ხელი ვერ გეტყვით, მაგრამ განაჩენი დასაბუთებული არის მზად და დიდი ალბათობით ლაზარე დღეს დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ღამის 12 საათამდე აქვს პენიტენციურს დრო, შესაბამისად, როგორც კი გვეცოდინება რაიმე სიახლე, აუცილებლად გაცნობებთ”, – ამბობს ადვოკატი,…

მეტი...