დამანგრეველი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ, ნანგრევებიდან კაცი ცოცხალი გამოიყვანეს

სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ ნანგრევებიდან მამაკაცი ცოცხალი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მამაკაცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია მოუწევს.

ყაზახური მედიის ინფორმაციით, კაცის ნანგრევებიდან ამოყვანის კადრები 16 მაისს, სირიულმა პორტალმა გაავრცელა.

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში თებერვლის დასაწყისში მოხდა. სტიქიას 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები