,,გასული წელი გარდამტეხი გახდა ევროკავშირისკენ გზაზე, დასავლეთ ბალკანეთიდან უკრაინამდე, მოლდოვასა და საქართველომდე”- ლაიენი

,,დემოკრატია დაუმსახურებლად არ მოდის, ეს მუდმივი სამუშაოა პროგრესისკენ და დემოკრატიის უკუსვლის რისკი რეალურია. სწორედ ამიტომ, ჩვენ თითოეულ წევრ ქვეყანაში ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ,”-  ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ომის ფონზე გასული წელი  გარდამტეხი გახდა, მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე.

„რუსეთის ომის ფონზე, გასული წელი გახდა გარდამტეხი მომენტი მრავალი ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზაზე, დასავლეთ ბალკანეთიდან დაწყებული, უკრაინამდე, მოლდოვასა და საქართველომდე. მტკიცედ ვდგავართ ერთად, შესაბამისად, ვხედავ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობას ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და თითოეულ კანდიდატ ქვეყანას შორის, რათა ევროპული დემოკრატიის ამბის წერა გაგრძელდეს უკრაინასა და ნებისმიერგან ჩვენს კონტინენტზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები