მსოფლიო ვარსკვლავი, ცნობილი ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი საყვარელი შინეიდის გარდაცვალებას. მისი ოჯახი და მეგობრები დამწუხრებულნი არიან და ამ ძალიან რთულ დროს პრივატულობას ითხოვენ”, – აღნიშნული მომღერლის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.