გოგონა, რომელსაც ძმამ ღვიძლი გადაუნერგა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა

გოგონა, რომელსაც ძმამ ღვიძლი გადაუნერგა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,ჩემი ცხოვრება ორად გაყავი ჩემო სიყვარულით სავსე გოგო, ჩემო დიდო მეგობარო და გულშემატკივარო. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი ხარ, ძალიან მიყვარხარ და როცა შევხვდებით ისევ ისე ვისაუბრებთ უქიმერიონზე და შენს საყვარელ წიგნებზე”, – წერს სოსო ხაჩიძე.

მეტი...

შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო

საქართველოს პროკურატურამ 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს. „დღეს პროკურატურამ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და, 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. პროკურატურამ უარი თქვა PHR-ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა. ეძებენ მინიმუმ 6 ადამიანს.…

მეტი...

ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მათივე თქმით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

წაღებულია ოქროულობა და ტელეფონი – ქურდობა წალენჯიხაში

წალენჯიხაში მდინარე ჭანისწყალის ნაპირზე მდგარი ორი მოქალაქის ავტომობილი, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს. „დაქალმა გამომიარა სამსახურის შემდეგ და მდინარეზე ჩემი მანქანით წავედით. მან წყალში ჩასვლის წინ ძვირადღირებული ოქროები მოიხსნა და მანქანაში ჩავკეტე. ასევე ძვირიანი ტელეფონიც. მანქანა ნაწვალებია და გამოტანილია ჩემი დაქალის ოქროულობა და ტელეფონი. იქვე ზუგდიდელების მანქანა იდგა და მათ საფულე მოპარეს. მერე მათ ბარათით უსარგებლიათ ზუგდიდის კარფურში, იმედია ყველაფერს დაადგენს პოლიცია“, – ამბობს დაზარალებული. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ, გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ოჯახს მე-4 ქვეითი ბრიგადის სახელით მემორიალური დაფა გადასცეს. საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს…

მეტი...

სტიქიის ზონაში დაკარგული კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა

რაჭაში, სტიქიური უბედურების ზონიდან 30 კმ-ის მოშორებით ნაპოვნი 27-ე ცხედარი კოტე მაისურაძის აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მამაკაცის ცხედრის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. ის მარიტა გუტაშვილის სტიქიის ზონაში მოყოლილი 9 ოჯახის წევრიდან ერთ-ერთია.

მეტი...

პრაღაში პუტინის მხარდამჭერი რუსი საოპერო მომღერლის კონცერტი გაუქმდა

პრაღაში რუსი საოპერო მომღერლის, ანა ნეტრებკოს კონცერტი გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახლმა და კონცერტის ორგანიზატორის წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს. კონცერტი ოქტომბერში იყო დაგეგმილი და მასზე დასასწრები 1300 ბილეთი გაიყიდა. საოპერო მომღერალი ავსტრიის რეზიდენტია, თუმცა ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ვლადიმერ პუტინს საჯაროდ უჭერდა მხარს. ასევე მედიის ინფორმაციით, ანა ნეტრებკო უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთანაც თანამშრომლობდა. ამ ამბავმა უკრაინის მომხრე აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია. კონცერტის გაუქმების ინიციატორი კი პრაღის მერია იყო, რომელმაც აღნიშნული საკითხი ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოსთან განიხილა. აღსანიშნავია, რომ მერიამ თავისი გადაწყვეტილებით კონცერტი ვერ გააუქმა, თუმცა მისი არჩატარების რეკომენდაცია გასცა. მედია წერს,…

მეტი...

უბედური შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე

რიკოთის უღელტეხილზე, მშენებლობაზე დასაქმებული 1 მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილი მუშა ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი ქართველია და ის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საამქროში მოხდა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა.

მეტი...

,,ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს მთავარ მიზანთან”- ზელენსკი

,,ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან – გამარჯვებასთან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს. ზელენსკიმ უკრაინელ მეომრებს და სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსებს ფრონტზე გაწეული თავდადებისა  და თითოეული გაადარჩენილი სიცოცხლისთვის მადლობა გადაუხადა. ,,ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან – გამარჯვებასთან ამ ომში თავისუფლებისა და მთელი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო ზაპოროჟიეს რეგიონში მოგზაურობის დროს ჩვენს მეომრებთან შეხვედრა და შევრონის მიღება. 46-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადა მტერს ხერსონისა და ბახმუტის მიმართულებით…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟები გასაირნების წესების დაცვის მონიტორინგს დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ

სააგენტოს ეკიპაჟები გასაირნების წესების დაცვის მონიტორინგს დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ და მოქალაქეებს ცხოველის გასეირნების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ახლად ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციას აწვდიან. ამჯერად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებმა ვასო გოძიაშვილის სახელობისა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკებში (კიკვიძის პარკი) პატრონიანი შინაური ცხოველების გასეირნების მონიტორინგი განახორციელეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიმდინარე წლის 5 ივლისს შესული ცვლილებების მიხედვით: „ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის…

მეტი...

ავსტრიის ყოფილ კანცლერს კორუფციის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალი წაუყენეს

ავსტრიის ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს კორუფციის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ყოფილი კანცლერი ბრალდებებს უარყოფს. „ბრალდებები მცდარია და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ სიმართლე საბოლოოდ გამოვლინდება და ბრალდებები სასამართლოში უსაფუძვლო აღმოჩნდება“, – წერს კურცი „ტვიტერზე“. ავსტრიის იუსტიციის სამინისტროს გამომძიებლების განცხადებით, ყოფილ კანცლერს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურორებმა ბრალდებების გამოძიება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც კურცი კანცლერის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის მაისში, „იბიცაგეითის“ სახელით ცნობილი სკანდალის შემდეგ, ივნისში კურცს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომლებიც დაკავშირებულია არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დროს საჯარო სახსრების გამოყენებასთან.

მეტი...

,,არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ და ზოგადად, არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ”- მეგი გოგიტიძე

მომღერალი  მეგი გოგიტიძე იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მას რუსულად საუბრის გამო აკრიტიკებენ. მისი თქმით, არავის საქმე არ არის, რა ენაზე ისაუბრებს და იმღერებს. ,,ვიმეორებ მრავალჯერ ნათქვამ სიტყვებს, არავისი საქმე არაა, მე რა ენაზე ვისაუბრებ, რა ენაზე ვიმღერებ და, ზოგადად, გულწრფელად გეუბნებით, არ მაინტერესებს, რას ფიქრობთ… თქვენი აზროვნება ფანატიურია სამწუხაროდ და ამისი ავტორები თქვენ არახართ ვიცი… ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და (გულს ნუ გაიტეხთ, მუხა კვლავაც შეიმოსების) უბრალოდ ფესვების გარეშე ხე ვერ იარსებებს… ჯერ წინაპრებს ეცით პატივი, მერე ეკლესიის ლანძღვას მოეშვით და მერე მოდით და მაკრიტიკეთ მე, რომელ ენაზე ვმღერი, თურმე, რა…

მეტი...

რუსეთი არასდროს დაუბრუნებს უკრაინას ყირიმს – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი უკრაინას ყირიმს არასდროს დაუბრუნებს. მისივე თქმით, თუ მათ წინააღმდეგ აგრესია ან თავდასხმა განხორციელდება, უყოყმანოდ გამოიყენებენ ბელარუსში განთავსებულ ბირთვულ იარაღს. ,,ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნები ამ დროისთვის მიღწეულია. უკრაინა ვეღარასდროს ვერ მოექცევა რუსეთს აგრესიულად ამ ომის დასრულების შემდეგ. უკრაინა განსხვავებული იქნება, რა თქმა უნდა, რუსეთი არასდროს დაუბრუნებს მას ყირიმს. ჯერ ეჭვი მეპარება, რომ რაღაცაზე შეიძლება ამ საკითხზე შეთანხმება. რაც შეეხება ბირთვული იარაღს, რომელიც გვაქვს ბელარუსში, რა თქმა უნდა, მას არასდროს გამოვიყენებთ, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ აგრესია ან თავდასხმა იქნება, ყოყმანის გარეშე გამოვიყენებთ ჩვენი იარაღის მთელ…

მეტი...

„ვერსად დამეტევა მწარე სინანული, მე რომ თქვენთან ერთად დღეს მანდ არ ვარ“ – მარიტა გუტაშვილი

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით. სტიქიის შედეგად მარიტა გუტაშვილის ოჯახის 9 წევრი დაიღუპა, რომელთაგან ორს ამ დრომდე ეძებენ. მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში ლექსს აქვეყნებს, რომელსაც გარდაცვლილ ნათესავებს უძღვნის: „რა არეული ჩამოდის ცა, რა ამღვრეულად მოჰყვება ცრემლი, სადღაც შორიდან რომ მოდის ხმა – ექოა?! არა… ჯოჯოხეთს ჰგავს! ღმერთო შენც ხედავ?! ზემოდან ჩანს?! ნისლში გახვეულ სიცოცხლის კვალს?! უკვდავად მდგარი ხისაც რომ მწამს, წამში დაკარგულ აჩრდილსა ჰგავს. ტკივილს იგრძნობდით ?! საიდან სად?! სულის წიოკი შიგნიდან…

მეტი...

დაბა სტეფანწმინდაში უხვმა ნალექმა რამდენიმე ოჯახს სახლის პირველი სართულები დაუზიანა

ყაზბეგის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით,  დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. „გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიწო წვიმა, რამაც გამოწვია უხვი ნალექი ტალახის დიდი მასა. ჩვენ ადგილზე მოსულები ვიყავით, რამდენიმე ოჯახს დაუზიანდა სახლის პირველი სართულები. აგრეთვე გერგეთის უბანზე ადიდებულმა წყალმა, რომელიც სოფელში მოედინება, ცოტა საშიშროება შეუქმნა მოსახლეობას. ადგილზე მოვიყვანეთ ტექნიკა და ამ ტექნიკის საშუალებით მოხდა გაწმენდა. დილიდან მუშაობდნენ გეოლოგები, დღეს დილიდან ჩამოვიდნენ და რამდენიმე დღში დადებენ დასკვნას, იმის მიხედვით მოხდება სამუშაოები“, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

მეტი...

„სავსებით შესაძლებელია საქართველო გახდეს ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი ჰაბი“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

  „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ყოველთვის ცენტრალურ როლს ასრულებდა. ბოლო წლებში, ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი სავაჭრო და მთავარი საექსპორტო პარტნიორის პოზიციას ინარჩუნებს“ – აცხადებს  ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი  „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.     „მედიაცენტრი მთავარი“: საქართველო-ჩინეთის  ურთიერთობა შეიძლება ითქვას, რომ ახალ განზომილებაში გადადის. ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. რა ახალი გზები და პარტნიორული ურთიერთობები ყალიბდება საქართველო-ჩინეთს შორის? ჭოუ ციენი: 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა”- ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა. ,,ვეთანხმები ჩემს მეგობარსა და კოლეგას, ანა ფოტიგას. ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ გაიაროს საჭირო სამედიცინო მკურნალობა. არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა”, – წერს Twitter-ზე ლექსმანი.  

მეტი...

“მოსკოვი სითიდან” ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

პანიკა რუსეთში – “მოსკოვი სითიდან” ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიიდან მინიმუმ 200 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ევაკუაცია უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო თავდახსმის შესახებ მიღებულ ინფორმაციას უკავშირდება. ცნობისთვის, 18 აგვისტოს დილით ცნობილი გახდა მოსკოვზე დრონის გამოყენებით ახალი თავდასხმის შესახებ. დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

მეტი...

,,ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდზე ახალი დამცავი ბადე ეწყობა, რომელიც მყარ ქანებში საკმაოდ ღრმად ჩაანკერდება”- გიორგი აბუთიძე

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე ფერდობის გაწმენდის და დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ტერიტორიას ბევრად უსაფრთხოს გახდის, – ამის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ფერდზე არსებული დამცავი ბადე, რომელიც წლების წინ მოეწყო, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, რის გამოც, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ბადე ახალი მეთოდით მოეწყობა. „ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ არსებული კლდოვანი ფერდი მართლაც დაზიანებულია – თუ არ ვცდები, 2010 წელს ტერიტორიაზე დამცავი ბადე სწორედ ამიტომ მოეწყო, რომელიც უკვე დაძველდა და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ტერიტორიის მოწესრიგება უკვე დაწყებული გვაქვს. პირველ ეტაპზე,…

მეტი...

,,თავად მოჭრა ჭიპლარი და პლაცენტა ნაგავში გადააგდო”- დედას, რომელმაც შვილი ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს

ქალი, რომელმაც ტარანტოში შვილი ნაგავსაყრელთან დატოვა, მიტოვებული ბავშვის დაბრუნება სურს. ტარანტოს ნაგავსაყრელთან მიტოვებული ბავშვის 23 წლის დედამ გადაიფიქრა და ახლა სურს ბავშვი, რომელსაც ლორენცო დაარქვეს თავად გაზარდოს. „სამსახურის დაკარგვის მეშინოდა“, – განუცხადა მან გამომძიებლებს. მედია წერს, რომ ქალი ადვოკატთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში წავიდა, რათა ბავშვის დედობა ეღიარებინა, რის შემდეგაც შეძლებს მოითხოვოს შვილის გაზრდის უფლება, თუმცა ჯერჯერობით ბიუროკრატიული პროცედურების გამო, აღიარების პროცესი არ დასრულებულა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქალს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.  მედიის ცნობით,  ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნებენ თუ არა დედას მიტოვებულ ჩვილს. 23 წლის ახალგაზრდას კვლავ დაპატიმრების საფრთხე…

მეტი...

,,კიდევ ერთი ტრაგედია… კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მოსწავლე”- ავარია მარტვილში

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა. გუშინ, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. „ტკივილი… ტკივილი გაუსაძლისი… ტკივილი უსაშველო… კიდევ ერთხელ ახდილი ცა დედის კივილით… კიდევ ერთი ტრაგედია… კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ჭადრების ხეივანში და მსხვერპლი ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე აკო ჯაიანი. აკო მორიდებული, ზრდილობიანი, სწავლის მოყვარე კონკურსებში გამარჯვებული, გარშემომყოფთა პატივისმცემელი, ბესიკ ხულორდავას სახელობის სტეპენდიანტი და კიდევ უამრავი რამ, რაც მას ღირსებას მატებდა. ძალიან ძნელია წარსულ დროში აკოზე საუბარი, ძნელზე ძნელია…- წერს დაღუპულ მოზარდის სკოლის პედაგოგი ნუნუ…

მეტი...

„შუა დერეფანს“ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს “ – ჩენგ იკუნი „მედიაცენტრ მთავართან“

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი ეკა გულუა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჩენგ იკუნს შეხვდა. როგორც ჩინელმა დიპლომატმა „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველო-ჩინეთს შორის ახალი ურთერთობები იწყება და ეს საქართველოს პრემიერის ჩინეთში ვიზიტმაც დაადასტურა. „მედიაცენტრი მთავარი:“ ბატონო ჩენგ, მინდა კავკასიის თემაზე გკითხოთ. კონკრეტულად, ახალი ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ზოგადად, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩინეთისა და კავკასიის თანამშრომლობაზე.    საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, „შუა დერეფანი“ სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს. ჩინური კომპანიებიც აქტიურად ერთვებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საქართველოს პრემიერის ვიზიტისას თანამშრომლობის ახალი ეტაპები განიხილეთ.  სად და როგორ ხედავთ საქართველოს როლს?…

მეტი...

სადისტრიბუციო ჯერ მანქანას, შემდეგ მიკროავტუბუსს შეეჯახა – დაშავდა 10-მდე ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში – ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში სადისტრიბუციო მიკროავტობუსი ჯერ მანქანას შეეჯახა, შემდეგ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ზუგდიდი-სენაკის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

სურამის სანატორიუმი დაიწვა

გუშინ სურამის სანატორიუმი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან სოციალურ ქსელში გვერდი  ”ჩემი ქალაქი მკლავს” ავრეცელებს. მათივე ცნობით, მაშველები 10 საათზე მეტი აქრობდნენ ხანძარს. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. „გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

რუსეთში ნოვოროსიისკის პორტში სატვირთო ტერმინალი იწვის

რუსეთში ნოვოროსიისკის პორტში სატვირთო ტერმინალი იწვის. ხანძარი დაახლოებით 1,3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი ხის პლატებს უკიდია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს. ამ ეტაპზე უცნობია ხანძარის გამომწვევი მიზეზი.

მეტი...

მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.7%-მდე შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 48.7 ათასი კაცით (5.6%) და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.0 ათასით გაიზარდა (2.2%) და 410.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.6 ათასით (5.2%) და 266.9 ათასი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის…

მეტი...

27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია – რაჭის გუბერნატორი

რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, 27 დაღუპულიდან 25 იდენტიფიცირებულია.  მისივე თქმით, ძებნის არეალი გაფართოვდა და ამბროლაურამდე ჩავიდა. ,,დაკარგული 33 ადამიანიდან ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, გრძელდება დაკარგულ 6 პიროვნებაზე საძიებო სამუშაოები. უკვე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში გადასულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც გრძელდება საძიებო სამუშაოები. გუშინ საღამოს ნაპოვნი იქნა ერთი მამაკაცის ცხედარი, ეპიცენტრიდან დაშორებული იყო დაახლოებით 25 კმ-ით, ქალაქ ონთან სიახლოვეს, რომელიც ასევე ამოსვენებულ იქნა და გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე. ამოსვენებული 27 პიროვნებიდან, 25 არის უკვე იდენტიფიცირებული”, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

მეტი...

„ძებნის არეალი გაფართოებულია, მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები”- რაჭის გუბერნატორი

რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით,  შოვში, სტიქიის ზონაში, მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება. მისივე თქმით, ძებნის არეალი გაფართოებულია. „ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. იმ ადგილას [სტიქიის ზონაში] მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები. დანარჩენი მთლიანად უკვე მდინარის კალაპოტში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები,“ – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ. შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს…

მეტი...

მეწყერი სტეფანწმინდაში

გუშინ, სტეფანწმინდასა და გერგეტში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. დამეწყრილი ტერიტორია სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა. ყაზბეგში გეოლოგების სპეციალური ჯგუფი მუშაობს.  სტიქიის შედეგად ადგილობრივების ნათესები განადგურდა. ,,ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, მხოლოდ დაბაში [სტეფანწმინდაში] და გერგეტში, სოფლებში არ ყოფილა წვიმა. ყოველთვის ჩამოდის ეგ მეწყერი, ახლაც ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ტერიტორია. ამ ეტაპზე მშვიდობაა. სოფელ გერგეტშიც ჩამოწვა მეწყერი და სტეფანწმინდაშიც. გერგეტში უფრო ახლოს იყო მოსახლეობასთან. ორი სახლის ეზოში შევიდა წყალი” – განუცხადა გუშინ “რადიო თავისუფლებას” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

მეტი...

შვეიცარია საქართველოსა და უკრაინისა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს

შვეიცარია არ აღიარებს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს. ამის შესახებ გადაწყვეტილწბა შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო. ამრიგად,  რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს არ შეეძლებათ შენგენის ვიზის აღება და ასევე შენგენის საზღვარის გადაკვეთა სამგზავრო დოკუმენტებით, რომლებიც გაცემულია რუსეთის ხელისუფლების მიერ. შვეიცარია არ აღიარებს რუსეთის მიერ გაცემულ დიპლომატიურ და ჩვეულებრივ პასპორტებს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვასა და მეზღვაურების საიდენტიფიკაციო ბარათებს. ,,რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს განაცხადა, რომ ის ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ძალიან ცოტა სახელმწიფომ გააკეთა ეს და შვეიცარია ამ რეგიონებს თვლის,…

მეტი...

მოსალოდნელია წვიმა, მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 და 19 აგვისტოს უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

შრომითი მიგრაციის კანონში შესული ცვლილებები 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. სიახლეების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა. ასევე – საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის, სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია. ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს. კანონში შესული ცვლილებები, იმ შუამავალ კომპანიებს,…

მეტი...

მარტვილში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა. გუშინ, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. უწყების მტკიცებით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვში ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდა. „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობდა თავდასხმას მოსკოვში მდებარე ობიექტებზე, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმა მოიგერია და უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის კრასნოპრენსკაიას სანაპიროსთან ჩამოვარდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი და ხანძარი არ ყოფილა.

მეტი...