„ჩემი აზრით, თვითკრიტიკა და თვითკრიტიკულობა ყველაზე მეტად შვენის ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, განსაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა. მისი თქმით, პრემიერი სხვა საქართველოს ხატავს, რელობა კი სულ სხვაა. „თქვენს გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგში და სფეროში ხარვეზებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ რაღაც სხვაგვარად გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ისევ თქვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი იმიტომ, რომ უკეთესად წარმოჩინდებოდით, მაგრამ როცა გამოდიხართ და გვიყვებით, არიქა, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში, რა ვიცი, აგაშენებთ ღმერთი! სიღარიბე…
მეტი...თვე: ივნისი 2023
შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 სთ-დან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა. რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია: „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი“ მე-2 მოსმენით.
მეტი...„სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის“ – ანა ნაცვლიშვილი პრემიერს
პარლამენტის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ ის სხვა რეალობაში ცხოვრობს. დეპუტატმა ირაკლი ღარიბაშვილს ზიზღის კორიანტელით სავსე უწოდა. „ბევრი ტყუილი ითქვა აქ ზიზღით. არ ვიცი, სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის. ტყუილი იყო, რასაც თქვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდით ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის შესრულებული რეკომენდაციები? სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებულია 12-დან სამი რეკომენდაცია. ვერ გაიგეთ, ეს რომ გითხრეს? ტყუილი მძიმე დანაშაულია განსაკუთრებით, როდესაც…
მეტი...„ბინძური ადამიანი ხართ“ – პრემიერი ანა ნაცვლიშვილს
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრს მიმართა და მისი შვილის პელსინვანიის უნივერსიტეტში სწავლაზე ისაუბრა. როგორს ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ მისი შვილი ამ უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა, პრემიერს შეახსენა, რომ ეს უნივერსიტეტი ლგბტ თემის აქტიური მხარდამჭერია და ხომ არ ეშინია პრემიერს რომ მისი შვილი შესაძლოა გადაიბირონ. აღნიშნულ განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილის გაღიზიანება და ადგლიდან შეძახილი მოჰყვა. „სიბინძურეს აკეთებთ, ბინძური ადამიანი ხართ, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზში. მან რეპლიკის სახით „ავადმყოფიც“ ახსენა. ანა ნაცვლიშვლის გამოსვლას დარბაზის გაღიზიანებაც მოჰყვა.
მეტი...„მთელი მისი მოტივაციაა გააღრმავოს პოლარიზაცია“ – დეკანოიძე პრემიერზე
„განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა გააღრმავოს პოლარიზაცია“ – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პრემიერ მინისტრს. მისი შეფასებით, ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას. “ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს. „საერთოდ რაზე საუბრობთ – 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ…
მეტი...რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა?!
„კითხვა დამისვეს რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაო? ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს – ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაერთიანების შემთხვევაში მხოლოდ. საუბარია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მიდის ფარული მოლაპარაკებები, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს – მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაერთიანების შემთხვევაში. „საუბარია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მიდის ფარული მოლაპარაკებები, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს. ჩვენ არავითარი დაფარული დღის…
მეტი...„თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?!“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„ჩვენ დავამუშავეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, თუ ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი, კი ბატონო, ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის. თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ დაამუშავა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და გადაწყვიტა, რომ სუროგაცია დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვილებსა დასუროგატ დედებს შორის უნდა მოხდეს. „არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ ზოგადად მგრძნობიარე თემაა და რატომ უნდა აიკიდოს სახელმწიფომ ეს თავის ტკივილი, აი ამაზე იყო საუბარი. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვერ…
მეტი...„2011 წელს საზოგადოება იყო თქვენ მხარეს, დღეს ხდება იგივე და თქვენ ამ ძალადობას ტრიბუნიდან ახალისებთ“ – თამარ კორძაია პრემიერს
„ძალიან ვწუხვარ თუ ის, რაც დღეს კასპში ხდება, არ გაგონებთ იმას, რაც ხდებოდა 2011 წელს. მაშინ საზოგადოება იყო თქვენს მხარეს, რადგან არ მოსწონდა ძალადობა. დღეს ხდება იგივე და თქვენ, ამ ძალადობას ტრიბუნიდან ახალისებთ“ -ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიმა იღაკლი ღარიბაშვილს. „თქვენ ამბობთ, რომ ემიჯნებით ძალადობას, მაგრამ გამიჯვნა სხვა არის. ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და დღეს, ამ ტრიბუნიდან თქვათ – ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერ-მინისტრს თავს დაესხმება ვერბალურად, ეს იქნება ცარიელი ფურცელი თუ ნებისმიერი გამოთქმა – უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს მას არცერთი…
მეტი...“ასეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა” – მიხეილ სააკაშვილი
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ, თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? – რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეობამდე მიმიყვანეთ და ასევე ეს არ ნახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ. და რატომ არ უშვებთ ჩემთან უკვე 4 თვეა ევროკავშირის სამედიცინო მისიას სხვადასხვა მოგონილი მიზეზით, არ უშვებთ არცერთ ქართველ და უცხოელ დეპუტატს. ასეთი უტიფარი ხალხი მგონი, მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა. მაინც დაგამარცხებთ!“, – წერს სააკაშვილი.
მეტი...„თქვენმა განადგურებულმა ბელადმა დაკარგა ქართველობა საკუთარი ნებით“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„თქვენმა განადგურებულმა ბელადმა, სააკაშვილმა დაკარგა ქართველობა, საკუთარი ნებით. კაცი პრეზიდენტი იყო 9 წელი, წავიდა უკრაინაში ოდესის გუბერნატორობის პოსტის გამო დათმო საკუთარი მოქალაქეობა. რომან გოცირიძემ, რომელსაც კუპონის ხსენებაზე მაინცდამაინც კარგი რეაქციები არ აქვს, ცუდი მოგონებები აქვს, ვითომ ძალიან ჩამჭრელი კითხვა დამისვა, რომ ქართველები კარგავენ ქართველობასო“ – აღნიშნა პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილმა დაკარგა ქართველობა, საკუთარი ნებით. „კაცი ამას რომ მეტყვი, ამას რა უნდა ელაპარაკო საერთოდ. ქართველებზე რომ მკითხავს, ქართველები კარგავენ ქართველობასო, რას ნიშნავს ეს? ვინ კარგავს? მე შეგახსენებთ ვინ დაკარგა ქართველობა – თქვენმა განადგურებულმა ბელადმა, სააკაშვილმა დაკარგა ქართველობა, საკუთარი…
მეტი...„მოსახლეობის 90%-ზე მეტიც, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს“ – პრემიერი ლგბტ პროპაგანდაზე
საქართველოს პრემიერ-მიისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ლგბტ პროპაგანდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის ფაქტი, რაც „მაგდონალდსის“ ქსელში დაფიქსირდა. „მიუღებელი ფაქტი იყო მაკდონალდსში როგორი კამპანია დაიწყეს. ასევე მიუღებელი არის, ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე. ვფიქრობ საგანგაშო იყო ეს ფაქტიც, ამაზე რეაქცია საზოგადოების იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი. ამიტომ, ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება და მოწესრიგება, ვინაიდან ეს საკითხები დაისვა უკვე ღიად, ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას მოგვიწევს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი ტრადიციების შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა 90%, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის…
მეტი...„ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„ერთ-ერთი გამომსვლელის შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობარი პრემიერ ორბანის მიმართ, ეს არის დასაგმობი ფაქტი. ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, ბატონი ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი. „მე ჩემს აზრს მოგახსენებთ ამის თაობაზე. იცით, რომ ღიად ვისაუბრე, თქვენ ახსენეთ უნგრეთიც. მე, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, აქ ერთ-ერთი გამომსვლელის შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინე ჩვენი მეგობარი პრემიერ ორბანის მიმართ, ეს არის დასაგმობი ფაქტი, ბატონო რომან და თქვენ მოგიწოდებთ, რომ კორექტული იყოთ, როცა ბატონ ორბანზე საუბრობთ. ბატონი…
მეტი...„პოლიციელის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ამ ვიღაც ბინძურმა“ – ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზეც ისაუბრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. საუბარია მოლოტოვის კოქტეილების სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვის ფაქტზე, რის გამოც ლაზარე გრიგორიადისია დაკავებული. „გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის, ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ, აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო ვიქნები“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის შეფასებით, ქვეყანაშ ქაოსი გამორიცხულია. „ახსენეთ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მე ვიღაცა თმის ფერის გამო გავაკრიტიკე. მთავარი მინდა გითხრათ, არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი, საერთოდ. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ…
მეტი...„ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია“ – ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ლგბტ პროპაგანდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუღებელია ის, რაც დღეს ბაღებსა და სკოლებში ხდება. მან ამ კამპანიას ამორალური უწოდა. „ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა- ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა. ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, ამის თაობაზე არაერთ ქვეყანაში ძალიან ბევრი დებატი გაიმართა და დღემდე გრძელდება დებატები. მე ღიად ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც გავიმეორებ ამ ტრიბუნიდან, არ მომერიდება, საერთოდ არ მიმაჩნია, უხერხულობად ამ თემაზე საუბარი. მე ვფიქრობ უნდა გავხსნათ დებატები ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა დრო, მომწიფდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ…
მეტი...„არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ქაოსს და ანარქიას არ დაუშვებს ქვეყანაში. „ახლა რაც შეეხება ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე ვიღაც თმის ფერის გამო გავაკრიტიკე. რას ნიშნავს?! ეხლა მე მთავარი მინდა გითხრათ. არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისიორიენტაციადა არც არაფერი საერთოდ. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. აი ეს დაიმახსოვრეთ ყველამ. არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა. არ მაინტერესებს ვინც არის. ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. გამოვიდნენ და დაიცვან. რატო არ იცავენ?! რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან?! ვერავინ ვერ გამოიყვანს, ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს. რა შუაშია თმის ფერი, რა შუაშია ვინმეს ორიენტაცია. ჩვენ ეს არ გვითქვამს ამ კონტექსტში. აქ რამდენჯერმე გამოვიდნენ სხვები და თქვეს, სატანისტები ეძახა ახალგაზრდებსო. ეს არის დიდი ტყუილი. მე ვთქვი შემდეგი რაღაც და ამაზე პასუხისმგებელი ვარ: რამდენიმე ახალგაზრდა მეთქი, ამოწიეთ ჩემი ინტერვიუ და გაძლევთ სიტყვას, ასე იყო, მართლა დავინახე მე, გავეცანი მასალებს პოლიციიდან და საგამოძიებო სამსახურებიდან. ჩვენ თვითონ დავინტერესდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რაღაც გაუგებარი ფორმებით და აშ.. გავარკვიეთ, რომ არსებობს ასეთი სექტები და გარკვეული ტვინ არეული, გზააბნეული ერის შვილები, დავარქვათ ასე, მაინც და მაინც, მარტივად რომ გითხრათ. ეს ახალგაზრდა შეიძლება ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო. არ მაინტერესებს ახალგაზრდაა, ძველგაზრდაა, ვინ არის. არ მაინტერესებს არავინ საერთოდ. მე მთავარი გითხარით და დაიმახსოვროს ყველამ კარგად, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქაოსს და ანარქიას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მეტი...„საზოგადოებამ ნახა ის შემაძრწუნებელი კადრები, რა ხდებოდა სამეგრელოს ტყეებში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს“ – პრემიერი
„რაზე საუბრობენ ესენი, როგორ ბედავენ საერთოდ, ამდენის ლაპარაკს, როგორ ბედავენ ეს ადამიანები საერთოდ ამაზე ლაპარაკს და თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ძალადობაში. ახლა კითხვა მინდა დაგისვათ: გამოიძია თუ არა სახელმწიფომ თითოეული ეს ფაქტი?! მყისიერად მოახდინა რეაგირება პოლიციამ, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვაქვს მყისიერი რეაგირება“ – მიმართა პრემიერმა ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა თავდამსხმელი დაპატიმრებული იქნება. „ყველა თავდამსხმელი თუ ძალადობაში მონაწილე იქნა დაპატიმრებული და თქვენს შემთხვევაში თავად აორგანიზებდით, თავად იყო ჩართული მთელი თქვენი სისტემა, მოძალადე სისტემა, თავად მონაწილეობდით აი ამ მკვლელობებში და წამებაში და გაუპატიურებაში. აღარ მინდა ვისაუბრო ბევრი, მაგრამ…
მეტი...„ყველაზე ანტი ევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ“ – ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას
„ყველაზე ანტი ევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ ,არც ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არაფერი, საერთოდ არაფერი არ გაგიკეთებიათ,3 წელი დააგვიანეთ, ბევრს რომ ლაპარაკობთ ევროპაზე 3 წელი დააგვიანეთ, სად იყავით ?! გეძინათ?! ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობა არის მიუღებელი, არ შეიძლება ძალადობის მოწონება, წახალისება. „მე ამის თაობაზე გავაკეთე განცხადება პირველივე დღეს ,როცა მქონდა საშუალება კომენტარის გაკეთების და ვთქვი, რომ ძალადობა არის მიუღებელი, რომელ ძალადობაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები?! ადამიანებს ხვრეტდნენ პირდაპირ ქუჩაში, ახალგაზრდებს, ახლა მე რომ…
მეტი...„გაუბედურებული ბელადი, ციხეში რომ არის ახლა, შემოვიდა კონკრეტული მიზნით, რომ აქ მოეხდინა რევოლუცია“ – პრემიერი
„ამ გაუბედურებული ოპოზიციის დე ფაქტო ლიდერი, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხთან აძლევს ინტერვიუს და ამბობს, რომ დაიწყებს ომს, ადასტურებს მზაობას რომ გახსნის ომს რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი“ – აღნიშნა პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გაუბედურებული ბელადი, ციხეში რომ არის ახლა, შემოვიდა კონკრეტული მიზნით, რომ აქ მოეხდინა რევოლუცია. „დღეს ასეთ რთულ ვითარებაში, მეგობრებო, მსოფლიო დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე. რომ გამოდიხარ და ვიღაცა ხარ და ამბობ რომ ომი უნდა დაიწყო, ვის ინტერესებს ემსახურები საერთოდ? ვინ ხარ საერთოდ? და როგორ ბედავ ამას?, – ამის შესახებ საქართველოს…
მეტი...„მსოფლიო დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე, რომ გამოდიხარ და ამბობ რომ ომი უნდა დაიწყო, ვის ინტერესებს ემსახურები“ – პრემიერი
„დღეს ასეთ რთულ ვითარებაში, მეგობრებო, მსოფლიო დგას ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე. რომ გამოდიხარ და ვიღაცა ხარ და ამბობ რომ ომი უნდა დაიწყო, ვის ინტერესებს ემსახურები საერთოდ? ვინ ხარ საერთოდ? და როგორ ბედავ ამას? – აღნიშნა პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, საქართველოს მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა. „აქ კითხვები დაისვა – ერთ- ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ თქვენს მიერ მოგონილია ეს მეორე ფრონტის მითი და თითქოს ჩვენ ჰაერიდან მოვიტანეთ ეს ტერმინები. მე შევახსენებ კიდევ ერთხელ, მათი ეს გაუბედურებული ბელადი, ციხეში რომ არის ახლა, შემოვიდა კონკრეტული მიზნით, რომ აქ მოეხდინა რევოლუცია, სისხლიანი გადატრიალება და რა თქმა უნდა ჩაფლავდა. 10 კაცი გავუგზავნეთ, გაუღეს სამალავი, ბინა და მიაბრძანეს სადაც საჭიროა. ჩვენ, აღარ მინდა გავიმეორო ახლა ამ სიტუაციაში, უკრაინა ომშია, უკრაინის ხელისუფლებაზე აღარ მინდა ვისაუბრო, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები მოვისმინეთ. ბატონი დანილოვის და სხვების, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით“ – აღნიშნა პრემიერმა.
მეტი...„სტატუსის არმიცემა იქნება დიდი შეცდომა, სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან“ – ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩვენ უკრაინასა და მოლდოვასთან 2-3-ჯერ წინ ვართ და სტატუსის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იყოს. „სტატუსის არმიცემა იქნება დიდი შეცდომა, სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან. პოლარიზაცია შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს. არაფერი არ მოხდება, მაგრამ, ამათ ყვირილი ისედაც და ასედაც, მაინც გაგრძელდება. ეს არის გზავნილი – რა გზავნილს უგზავნიან ისინი ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას. იმედს ვიტოვებ, რომ ევროპაში კეთილგონიერება გაიმარჯვებს“ – აღნიშნა პრემიერმა პარლამენტში.
მეტი...„ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში”- პრემიერი ოპოზიციას
„ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერმა კითხვით მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს, სურთ თუ არა ქვეყნის გაერთიანება, ”ქართული ოცნებით” ხელისუფლების პირობებში. ,,მინდა კითხვად დაგისვათ – წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა. ამ კითხვაზე გაგვცენ პასუხი. ძალიან მაინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. დარმუნებული ვარ 100 პროცენტით. ეს არის რეალობა, თუ გინდათ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თქვენს მიერ ჩადენილი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მეტი...,,სამარცხვინოდ შემოპარული კონტეინერით”- ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე
პატიმარ სააკაშვილს ეხებოდა კითხვა, რომ თითქოს იგი სასჯელს იხდის პიჯაკების საქმის გამო მხოლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა. „მე შევახსენებ ჩვენს ოპოზიციონერებს, თქვენი ბელადი სასჯელს იხდის ძალიან მძიმე დანაშაულებების გამო, რომელმაც ერთ დროს შეძრა მთელი ქვეყანა. ეს იყო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და ამ საქმეზე სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მისი თანამონაწილეობა და მისი ჩართულობა. მეორე საქმეს შეგახსენებთ, ეს არის დეპუტატ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი…
მეტი...რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს პრიგოჟინის მკვლელობა აქვს დავალებული – ბუდანოვი
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია აქვს დავალებული. ,,ჩვენ ვიცით, რომ FSB-ს დაევალა მისი მოკვლა. შეძლებენ თუ არა ისინი ამას? ამას დროთა განმავლობაში ვნახავთ…ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო და მიდგომები დასჭირდებათ რათა მიაღწიონ დიდი ოპერაციის შესრულების დონეს. თუმცა, კიდევ ერთხელ, მე მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს დიდი შეკითხვაა – წარმატებით შეასრულებენ დავალებას? გაბედავენ მის შესრულებას?”, – აცხადებს ბუდანოვი.
მეტი...,,აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები”- ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1300- მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა სანქცირებული პროდუქცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, საქართველო აქეთ ეხმარება ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია. „ომის დაწყების დღიდან დღემდე სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე,წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, შემოღებული და შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი იმთავითვე. ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და აქ სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები…
მეტი...,,ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რათა მიეხმარონ ბატონ ქურქუმალ ვაითს”- პრემიერი
შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რათა მიეხმარონ ბატონ ქურქუმალ ვაითს, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „სამწუხაროა და ძალიან საწყენია, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს შეურაცხყოფას არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მინდა, გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც შეიძლება, გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება, რათა არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.…
მეტი...პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა დასრულდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა დასრულდა; პროექტში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 200- მდე ომის ვეტერანი, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიაში დაჭრილი ჯარისკაცი და შშმ პირი მონაწილეობდა. ჯომარდობისა და მშვილდოსნობის ჩემპიონატების შემდეგ, ზიპლაინის აქტივობა და პეინტბოლის ჩემპიონატი გაიმართა საქართველოს პირველობაზე. ზიპლაინის აქტივობა მეტად სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად დაეშვა ფოლადის როლერზე. ბევრმა სიმაღლის შიშიც დაძლია. რაც შეეხება პეინტბოლის ჩემპიონატს_სპორტის ეს სახეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს პროექტის მონაწილეთა შორის და მასზე მოთხოვნაც დიდია. ჩემპიონატში მონაწილე…
მეტი...კასპში ვითარება უკიდურესად დაძაბულია
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება კასპში. ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. შეგახსენებთ, რომ ცოტახნისწინ ლევან ხაბეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კასპში საპენსიო პროგრამა წარადგინა. ამასთან, ლევან ხაბეიშვილის მანქანასთან გვირგვინი მიიტანეს და ავტომობილი დააზიანეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ,,მოგვიქსიეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ილანძღებიან, იგინებიან”- ლევან ხაბეიშვილი
მეტი...,,ვერბალური ძალადობის ფაქტები გვახსოვს, მაგალითად, სპორტსმენების მიმართ”- ირაკლი კობახიძე
ყველას მოვუწოდებ, ნუ აღვივებენ შუღლს ამ ქვეყანაში, ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნაცები“, „გირჩელები“ და სხვები ჩართული იყვნენ ვერბალური ძალადობის კამპანიაში. ,,პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ვერბალური ძალადობის ფაქტები გვახსოვს. მაგალითად, სპორტსმენების მიმართ. ლაშა ტალახაძე იყო პირველი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკოსები, გვარამია და ასე შემდეგ თავს ესხმოდნენ. ეს იყო ვერბალური ძალადობის აქტი, მერე მიუსიეს სამოქალაქო აქტივისტები ლაშა ტალახაძეს, რომელიც არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენი. ყველანაირი მიღწევა, რაც კი შეიძლება, ჰქონოდა ამ კაცს, ყველაფერს მიაღწია. ამის შემდეგ…
მეტი...სოლიდარობა გამოვხატეთ სამი დეპუტატის მიმართ, რომლებსაც მოსაწვევი გამოუგზავნეს და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ – ირაკლი კობახიძე
პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც არის მაღალი თანამდებობის პირი, მგონი, არცერთი არ მივედით ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მცირე სოლიდარობა გამოხატეს სამი დეპუტატის მიმართ, რომლებსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ. ,,პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი არის მაღალი თანამდებობის პირი, მე მგონი არცერთი არ მივედით, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ ჯობდა არ მისულიყო. არ დავაკონკრეტებ, არ მინდა, არ ვიცით, თვითონ დააკონკრეტებს თუ…
მეტი...,,ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი”- ირაკლი კობახიძე კასპში მომხდარ ინციდენტზე
კასპში მომხდარ ინციდენტს ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმიანება. მისი თქმით, როგორც კონკრეტულმა ადამიანებმა დაარქვეს, ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი. ,,ამას ჰქვია სამოქალაქო აქტივიზმი, ასე დაარქვეს კონკრეტულმა ადამიანებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დიპლომატებმა დაარქვეს ამას სამოქალაქო აქტივიზმი. თუ ეს სამოქალაქო აქტივიზმია, მაშინ რა არის პრობლემა? ჩვეულებრივად შეეგუონ ამ სამოქალაქო აქტივიზმს. თუ ვინმე სამოქალაქო აქტივისტი მინდა და რაღაც ჩაშლა უნდა, ეს არის მათი საქმე… სამოქალაქო აქტივისტები როცა სადღაც მიდიან, შეეგუონ სამოქალაქო აქტივიზმს. ქართული ოცნება აქ არაფერ შუაშია”, – აცხადებს კობახიძე. ,,მოგვიქსიეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ილანძღებიან, იგინებიან”- ლევან ხაბეიშვილი
მეტი...,,მოგვიქსიეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ილანძღებიან, იგინებიან”- ლევან ხაბეიშვილი
,,მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სიპების და აიპების თანამშრომლები, ილანძღებიან, იგინებიან,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ორგანიზებულია. ,,კასპში, სადაც ვხვდებოდით მოქალაქეებს, მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სიპების და აიპების თანამშრომლები, ილანძღებიან, იგინებიან. ცხადია ეს ყველაფერი არის ორგანიზებული და სადაც არ უნდა წავიდე მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი თუ სადაც ვიქნები, დამყვებიან და ამით ჰგონიათ რომ ამით შეგვაშინებენ.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. კომენტარს ”მთავარი არხი” ავრცელებს.
მეტი...,,სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი”- ირაკლი კობახიძე
”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. მისი თქმით, ის, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ჯარი დგას, მიხეილ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურებაა. ,,სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი, ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება. მე ჩამოგითვლით როგორ მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ, მაგალითად, როგორ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრები, ეს გააკეთა სააკაშვილმა, სხვას არავის გაუკეთებია, მეორე, მათ დაარქვეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ესეც გააკეთა სააკაშვილმა, სააკაშვილმა ჩაატარა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში, მუდმივი საუბარი მილიტარიზაციაზე, ესეც…
მეტი...,,როდესაც პრემიერმა აღნიშნა ფეხბურთელების წარმატება, რადიკალურმა ოპოზიციამ ტაში არ დაუკრა”- ირაკლი კობახიძე
”ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციას ჩვენი ქვეყნის სიკეთე, მათ შორის სპორტის წარმატებაც არ უხარიათ. მისი თქმით, როდესაც პრემიერი ფეხბურთელების წარმატებაზე საუბრობდა, ოპოზიციამ ტაში არ დაუკრა. ,,როდესაც პრემიერმა აღნიშნა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე, რადიკალურმა ოპოზიციამ საერთოდ ტაში არ დაუკრა. არაფერი სიკეთე არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის, მათ შორის სპორტის წარმატებაც კი არ უხარიათ,”- აცხადებს კობახიძე.
მეტი...ბიუროკრატიული ბანდიტებს ჰქონდათ მცდელობა ჩაეშალათ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან – ბოკუჩავა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს კასპში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, არ აპირებენ მოუსმინონ პრემიერ-მინისტრს მოსმენას და კასპში აპირებენ ჩასვლას. ,,რუსული ოცნების მხრიდან ორგანიზებული ბიუროკრატიული ბანდიტები მიქსეული იყვნენ პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, ჩაეშალათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. პუტინისტურმა, ბანდიტოკრატიულმა რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას შს…
მეტი...,,ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია – აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა და ამას დარაჯობთ თქვენ”- კახაძე პრემიერს
,,ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია. ღირსება, წესრიგი, განათლება. ეს არის აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა და ამას დარაჯობთ თქვენ,”- ამ სიტყვებით ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. ,,მოგესალმებით ბატონო ირაკლი, პრემიერო, მივესალმები თქვენს ძლიერ, მართალ გუნდს, მსახურებაში ჩამდგარ გუნდს, გისურვებთ წარმატებას, თქვენს და ჩვენს საერთო, ერთობლივ ქმედებაზეა დამოკიდებულები ჩვენი ქვეყნის წარმატება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება უცილობლად. კლასიკა – მამული, ენა, სარწმუნოება. ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია. ღირსება, წესრიგი, განათლება. ეს არის აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა და ამას დარაჯობთ თქვენ, თქვენს გუნდთან ერთად და ასეთი ქვეყანა ნამდვილად იქნება…
მეტი...,,ერთადერთი ფუნქცია ირაკლის აქვს ის, რომ თავისი სულელური განცხადებებით გადაფაროს მეორე ირაკლი”- ანა წითლიძე
,,თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმ სახელით მოიხსენიეთ… ვინ არის ამ განცხადების ავტორი?”- ამ კითხვით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან სერიოზულად საუბარს არ აპირებს. ,,კითხვა მეორე- ეთანხმება თუ არა ირაკლი ამ გამოთქმულ მოსაზრებას და შეფასებას მასზე, რომ ის არის არაკომპეტენტური და შეგვიძლია რაც გვინდა ის დავუძახოთ; კითხვა მესამე- მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ირაკლის არ ანდო მისი მცირე კაპიტალიც კი, რატომ უნდა ებაროს მას ამ ქვეყნის ბედი და ყველაზე ტრაგიკული რაც არის ისაა, რომ ერთადერთი ფუნქცია ირაკლის აქვს ის, რომ თავისი სულელური განცხადებებით…
მეტი...