„ქართველები ფეთქებადი ხასიათის ხალხი ვართ, სადღაც შესაძლოა „გაწყდეს“, მოთმინებასაც აქვს საზღვარი“ – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა მეტად დაფიქრდეს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, რო მოთმინების ძარღვი სადღაც აუცილებლად გაწყდება და ქვეყანაში, შესაძლოა უმართაი სიტუაცია მივიღოთ. „ალბათ ყველასათვის თვალში საცემია უკანასკნელ პერიოდშ, სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ წრეებში და ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ბილწსიტყვაობასაც აღარ ერიდებიან. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ 30 წლიანმა პოლიტიკამ სიძულვილი დათესა ერთმანეთის მიმართ და ეს დღითიდღე ძლიერდება და ღრმავდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არაფერია და ვფიქრობ, ამასაც კონკრეტული მიზანი აქვს. ეს მხოლოდ მის ინტერესებში შედის,…

მეტი...

ვენეციის კომისია პარლამენტს ურჩევს, იმდენი მოსამართლე დანიშნოს, რამდენიც საჭიროა

  •  

 ვენეციის კომისიის დასკვნით, რომელიც მოსამართლეების შერჩევასა და დანიშვნას ეხება, პარლამენტმა იმ რაოდენობის მოსამართლეები უნდა შეარჩიოს, რაც სასამართლოსთვის აუცილებელია. მოსამართლეთა შერჩევის შემდეგი ეტაპი კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს. „მოქმედი მოსამართლეების თანამდებობაზე ყოფნის ფიქსირებული ვადა გარდაიქმნას უვადო დანიშვნად და ამჟამად, პარლამენტმა, იმ რაოდენობის მოსამართლეები უნდა დანიშნოს, რაც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობის განსახორციელებლად. თუ რამდენი ახალი მოსამართლე იქნება საჭირო, ეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ უნდა გადაწყდეს“ – ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 18 ვაკანტურ პოზიციას, კომისიის რეკომანდაციაა, რომ დანარჩენი მოსამართლეების შერჩევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდეს. „შემდგომი დანიშვნები,…

მეტი...

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებს სრული ნდობით არ სარგებლობს“ – ვენეციის კომისია

  •  

  ვენეციის კომისიამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ კრიტერიუებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისია საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე რჩევით მიმართავს და მათ გათვალისწინებას ურჩევს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კომისიას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, რომლის არგათვალსწინებაც არ შეიძლება. ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული მთავარი რეკომენდაციები კი შემდეგია: 1. მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმებში აქცენტი უფროს ასაკსა და კანდიდატის გამოცდილებაზე უნდა გაკეთდეს. ასევე, მათ დამოუკიდებლობასა და მრავალფეროვნებაზე; 2. უნდა გადაისინჯოს მოთხოვნა, რომელიც ეხება არამოსამართლე კანდიდატების მხრიდან საკვალიფიკაციო გამოცდის გავლას; 3. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს; 4. კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და…

მეტი...

„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან მუშები გადმოვარდნენ

  •  

  „პანორამა თბილისის“ სამშენებლო საუშაოებზე დასაქმებული 3 ახალგაზრდა მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და კლინიკაშიც ადასტურებენ, რომ დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულთა ასაკი დაახლოებით 35 წლამდეა. მომხდარზე გამოძიება სსკოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. მომხდარის შემდეგ, ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლების მივიდნენდა ობიექტის შესწავლა დაიწყეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოხდა სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლა, რასაც დასაქმებულთა გადმოვარდნა მოჰყვა.

მეტი...

„ვენეციის კომისიას სულ რამდენიმე შენიშვნა აქვს“ – მამუკა მდინარაძე

  •  

  „მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას სულ რამდენიმე შენიშვნა აქვს. არ ვფიქრობ, რომელიმე ისეთი განსაკუთრებულია, რომ მისი გათვალისწინება არ შეიძლებოდეს“, – ამის შესახებ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია, სულ რამდენიმე შენიშვნაა. „გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან შეიძლება ეს საკითხი სხვანაირად შემოწმდეს და გადამოწმდეს. ამხელა პროცედურა სწორედ ამისთვისაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი თანამოაზრეებიც განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ, მაგრამ ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ, რომ გამოცდა არ უნდა იყოს. ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გაზიარებაც ჩვენი ერთ-ერთი პირობა იყო. ვთქვით, რომ…

მეტი...

ავტოსატრანსპორტო შემთხვევებს 459 ადამიანი შეეწირა – შსს სარისკო მძღოლების გამოვლენას გეგმავს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევებისას 459 ადამიანი დაიღუპა. ბოლო 10 წელიწადში კი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის და სოციალური კამპანია ,,მეტი სიცოცხლისთვის“ წარდგენისას განაცხადა, 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ასევე, შემცირდა სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელიც. “არსებულ გამოწვევასთან საბრძოლველად, 2018 წელს, შსს-მ ეროვნული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო. დღეს 2600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს. სამინისტრომ დაიწყო…

მეტი...

მოპედების მფლობელებს, შესაბამისი მართვის მოწმობები დასჭირდებათ

  •  

  შინაგან საქმეთა სამინისტრო მოპედების მფლობელებისთვის რეგულაციების შემოღებაზე მუშაობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, მოსაწესრიგებელია მოპოდების აღრიცხვიანობა, შემდეგი ნაბიჯი კი კონკრეტულ რეგულაციებში მოქცევა იქნება. უწყებაში არ გამორიცხავენ, ავტომობილების მსგავსად, მოპედებსაც კატეგორიები მიენიჭოს. „მოპედების მიმართულებით, დღეს ქვეყანაში რეგულაციები არ არსებობს. შესაბამისად, არც არის აღრიცხული, რამდენი, რა ტიპის მოპედები არსებობს ქვეყანაში და ვინ გადაადილდება ამ საშუალებით. ზოგი შეცვლილიც არის, გადაკეთებულია თვითნებურად, ამიტომ, ქაოსი რომ არ გვქონდეს, აღრიცხვა და მოწესრიგება უნდა დავიწყოთ. გამორიცხული არ არის, მართვის მოწმობის მსგავსი დოკუმენტიც შემოვიღოთ“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მეტი...

პუტინმა საფრანგეთს დახმარება შესთავაზა 

  •  

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარება შესთავაზა. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტაძრის აღდგენა მოხერხდება. ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი საფრანგეთში საუკეთესო სპეციალისტების გასაგზავნად მზადაა. „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის შეუფასებელი სიმბოლო და მსოფლიო კულტურის საგანძურია. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული სიწმინდეა. უბედურება, რომელიც გუშინ ღამით პარიზში დატრიალდა, რუსების გულისტკივილის მიზეზი გახდა“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები –…

მეტი...

„ვალდებულება სრულად შევასრულე, ხარვეზებისთვის ბიუჯეტში 123 000-იც დავაბრუნე“ – მალხაზ ლომსაძე

  •  

  სამშენებლო კომპანია „ნიკარემსტროის“ დირექტორმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის გამარჯვებულ ტენდერსა და შესრულებულ სამუშაოებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მალხაზ ლომსაძე აცხადებს, მას ვალდებულებები სრულად აქვს შესრულებული და გაუგებარია, რატომ ხდება მისი და მისი კომპანიისთვის ჩრდილის მიყენება. საუბარია, თიანეთის მუნიციპალიტეტის 3 ბაღის რეაბილიტაციაზე, რომლის ტენდერიც კომპანია „ნიკარემსტროიმ“ მოიგო, თუმცა, ქვეკონტრაქტორის მხრიდან არსებული ხარვეზების გამო, პასუხისმგებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრა. “ჩემმა კომპანიამ მოიგო ტენდერი. გავაფორმეთ ხელშეკრულება კონტრაქტორთან და საზღვარგარეთ წავედი. ტენდერი გამოცხადდა საბავშო ბაღების რეაბილიტაციაზე. ხელშეკრულებით რაც იყო შესრულდა, თუმცა, იყო ხარვეზები. მოიწვიეს ექსპერტიზა, რომელმაც დადო დასკვნა. აღმოჩენილი ხარვეზების გამო, დამიბარეს…

მეტი...

პარლამენტის სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

  •  

 საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.  აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე ეკუთვნის.ინიციატივას პარლამენტის ბიურომ მხარი ერთხმად დაუჭირა მხარი. „28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში და ამ აქტის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად, შემოთავაზებულია წინადადება,რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს ეწოდოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მუდმივად შეგვახსენებს თავისუფლების…

მეტი...

საკუთარ ეზოში მოტეხილ ბზის ტოტსაც ნებართვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი დაჯარიმდება

  •  

  გაფრთხილება საქართველოს მოსახლეობას – რა უნდა ვიცოდეთ კოლხულ ბზასთან დაკავშირებით, რომ გათვითცნობიერებულად თუ გაუთვითცნობიერებლად ადმინისტრაციული ან სს პასუხისმგებლობა არ დაგვეკისროს? აღნიშნულ პრობლემაზე, „მედიაცენტრ მთავარში“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა ისაუბრა. „რადგანაც, დეკორატიული თვალსაზრისით, ბზა ფართოდ არის გავრცელებული კარმიდამო ნაკვეთებში, მუნიციპალურ ტერიტორიებზე, კერძო საკუთრებაში ბზის მოპოვება დასაშვებია, თუმცა, მას. წარმოშობის ცნობა აუცილებლად უნდა ახლდეს . ამ ცნობას კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ“ – აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე ინფორმაციით, ეს ცნობა საჭირო იმისთვის, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბზის წარმომავლობა გაარკვიონ. „ცნობა გარემოს დაცვის და ზედამხედველობის დეპარტამენტს დაეხმარება,…

მეტი...

ბზის მოჭრაც და მისი ნაწილების, ტოტების გარემოდან ამოღებაც დასჯადია

  •  

  ბზობის დღესასაწაულთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით კონტროლი მკაცრდება. ადმინისტრაციული და სს დანაშაული არა მხოლოდ ბზის ჭრას, არამედ, მისი ნაწილებისა და ტოტების გამოყენებაზეც ვრცელდება. არსებულ რეგულაციებსა და საფრთხეებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მტავარში“ ისაუბრა. „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლებია, აწარმოებს კამპანიას – “ნუ მოჭრით ხეს”. კამპანია განსაკუთრებით აქტიურია ბზობის დღესასწაულის წინ, რადგან კოლხური ბზა ტყის ბიო- მრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ბზის მოჭრა კანონით ისჯება. დასჯადია არა მხოლოდ მოჭრა, არამედ მისი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს“ – აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა…

მეტი...

პირველი 100 მილიონი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადასარჩენად-ფოტოკოლაჟი

  •  

  ფრანგი მილიარდერი ნოტრა-დამის აღსადგენად ქველმოქმედებაში ერთვება და საკუთარი შემოსავლიდან 100 მინიონი ევროს გაღებას აპირებს. ტაძრის დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად და განადგურებულის აღსადგენად ქველმოქმედებაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სპეციალური ანგარიში კი დღეს გაიხსნება. კომპანია „Kering“-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო აცხადებს, რომ ტაძრის დასახმარებლად სპეციალური ანგარიშიც იქნება, რომელშიც ჩართვაც ყველა ქველმოქმედს შეეძლება. ფრანსუა-ანრი პინო მსახიობის სელმა ჰაიეკის მეუღლეა. ტაძრის აღდგენის პირობას საფრანგეთის პრეზიდენტიც იძლევა. „ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც ახლა იწვის. 800 წლის წინ, ჩვენ შევძელით ამ ტაძრის აშენება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ის დიადი გავხადეთ და გავაუმჯობესეთ. ამ ტაძარს ჩვენ ერთად აღვადგენთ”, – განაცხადა…

მეტი...

ნოტრ-დამის ტაძრის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი განადგურდა – ეროვნული ტრაგედია პარიზში

  •  

  პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზედა ნაწილი, ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი არ არსებობს. ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი კი გადარჩა. 15 აპრილს, 18:15 წუთზე, ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა პარიზის ერთ-ერთი სიამაყე გაანადგურა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, ამ ეტაპისთვის, ტაძარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სახელდება. ამ ეტაპისთვის, მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს, თუმცა, ისტორილი, კულტურული და ეროვნული ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა. რაც შეეხება ტაძარში დაცულ რელიკვიებს, ნოტრ-დამის პრესმდივნის ანდრე ფინომ განაცხადებით, ის გადარჩა, რადგანაც, საეკლესიო საცავებში ინახებობა. “ხანძარი ლიკვიდირებულია. თვალს ვადევნებთ ნარჩენ ალს და განვაგრძობთ შენობის ცხელი ნაწილების გაგრილებას, მათ შორის…

მეტი...

ბზის მოჭრა 500-ლარიანი ჯარიმით ან სს პასუხისმგებლობით ისჯება – გაფრთხილება მოსახლეობას

  •  

  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, „კოლხური ბზის“ ჭრასთან დაკავშირებით, კონტროლი მკაცრდება. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, არ მოჭრან ბზა, რადგანაც აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. საქართველოში „კოლხური ბზის“ მდგომარეობაზე, დაავადებებსა და საჯარიმო სანქციებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, დღეს, 10:30-საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. არსებული მდგომარეობით, კი ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. „გარდა ინვაზიური მავნებლისა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს პათოგენური სოკო (Cylindrocladium Buxicola) უქმნის, რომელიც ბზის სიდამწვრის სახელითაა ცნობილი. სოკომ მოახერხა 2010-14 წლებში დასავლეთ საქართველოში არსებული ბუნებრივი წარმოშობის ბზის…

მეტი...