„ქართული ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია სამართალდამცველები

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ცეტრალურ ოფისთან მივიდნენ. ახალგაზრდები, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ  რუთაველის გამზირი გადაკეტეს, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან იმყოფებიან. ადგილზე  მობილიზებულია საკმაოდ დიდი რაოდენიბით პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს „ოცნების“ ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. „შეგვიშვი“…  შეგვიშვი“….. „გაგვატარე“ – იძახიან აქციის მონაწილეები. ადგილზე პოლიციის მაღალჩინოსმებიც იმყოფებიან.  

მეტი...

კახეთი დაისეტყვა

კახეთში, კერძოდ კი  საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  სეტყვა მოვიდა.  დასეტყვილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. როგორც ადგილობრივები აბობენ, სეტყვა საკმაოდ დიდი მოცულობის იყო. მათივე ინფორმაციით, დასეტყვილია მანავი, კაკაბეთი, დიდი ჩაილური და პატარძეული.  

მეტი...

ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა

ბათუმში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებიან. მამაკაცი ზღვაში შევიდა და უკან არ გამოსულა.

მეტი...

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც სტუდენტები  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, ავტოსაგზაო მოძრაობა შეზღუდულია.  მანმადე აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასტუმრო “ტიფლის პალასთან” გაიმართა. სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტი მანამდე გაგარძელდება, სანამ ხელისუფლება აღნიშნულ კანონპროექტს არ გაიწვევს.

მეტი...

სტუდენტებმა სასტუმროს, სადაც რუსული დელეგაცია კონფერენციას მართავს, კვერცხები დაუშინეს

სტუდენტების პროტესტმა თსუ-ს უნივერსიტეტიდან მსვლელობით სასტუმრო “ტიფლის პალასთან” გადაინაცვლა. ახალგაზრდებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს. მათი თქმით, იქ რუსული კომუნიკაციების  ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით,  „ტრადიციული ფასეულობები როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“ ფორუმი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასტუმროს კარებთან პროტესტის ნიშნად ხელებს აბრახუნებდნენ და იძახდნდნ: “არა რუსეთს!”, “არა რუსულ ოცნებას!”. სტუდენტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. ახალგაზრდებმა, მანამდე აქცია თსუ-ს უნივერსიტეტთან გამართეს.

მეტი...

„ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ვალდებუება აიღო, რომ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. „საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. თუმცა ეს არ შესრულდა. ევროკომისარმა ვარჰეიმ და მე, გასულ კვირას განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ვიმეორებ, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ბორელის თქმით, ევროკომისიამ აღნიშნული…

მეტი...

აშშ-ში პოლიციამ 40 სტუდენტი დააკავა

აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე სულ მცირე 40 სტუდენტი დააკავეს. ინფორმაციას   CNN-ი ავრცელებს. სტუდენტებმა  უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პროპალესტინური საპროტესტო ბანაკი რამდენიმე დღის წინ მოაწყვეს. პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, სტუდენტების უმეტესობამ საპროტესტო ბანაკი არ დატოვა. დღეიდან სასწავლო პროცესი არ გაიმართება ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი დაძაბულობის განმუხტვაა.

მეტი...

“თუ ნატო აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს, პოლონეთი თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსებს”- ანჯეი დუდა

პოლონეთი მზადაა, საკუთარ  ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, ბირთვულ იარაღს იმ შემთხვევაში განათავსებს, თუ  თუ ნატო გადაწყვეტს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. „რუსეთი ახდენს კენიგსბერგის ოლქის მზარდ „მილიტარიზაციას“. ცოტა ხნის წინ, რუსეთმა ბირთვული იარაღი განათავსა ბელარუსში. თუ მოკავშირეები გადაწყვეტენ, განათავსონ ბირთვული შეიარაღება ჩვენს ტერიტრიაზე, რათა განამტკიცონ ნატო-ს აღამოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში ანჯეი დუდამ.  

მეტი...

რუსეთმა ხარკოვის ანძა დააზიანა

რუსეთმა ხარკოვის ტელეანძაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ტელეანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა. ანძის დაზიანების შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხარკოვში შეფერხებულია ციფრული ტელევიზიის სიგნალი.

მეტი...

აქციის მონაწილე სტუდენტები რექტორის მხარდაჭერას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. ახალგაზრდები ლექტორატს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. „აქ შეკრებილი ახალგაზრდები ძირითადად არიან თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, გვიერთდებიან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ამ აქციას რამდენიმე მიზანი აქვს, პირველ რიგში, ის რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობიდან იწყებოდა ყველაზე დიდი სტუდენტური მუხტი და დღესაც საჭიროა, რომ თსუ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში. ლექტორატს მოვუწოდებთ, რომ განცხადების სახით მაინც დაგვიჭირონ მხარი, ასევე გვინდა დააფიქსიროს მათი მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით ემხრობიან თუ არა “რუსულ კანონს”, – განაცხადა გიორგი სეხნიაშვილმა. მან ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” მიერ 21 აპრილს…

მეტი...

„ჩვენი მოთხოვნაა, ირაკლი კობახიძემ არ გააგრძელოს საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ – სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების აქცია იწყება. როგორც სტუდენტები აცხადებენ, პრემიერს, რომელიც ე.წ. რუსული კანონის ატიური მხარდამჭერია, სტუდენტებთან შეხება არ უნდა ჰქონდეს. „ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას.  ჩვენი მოთხოვნაა, ირაკლი კობახიძემ არ გააგრძელოს საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყველამ ვნახეთ ამაზრზენი ფაქტი, როცა უნივერსიტეტის ეზოში, მისი დაცვის წევრები სტუდენტს დაუპირისპირდნენ.  ვხედავთ იმ რუსულ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობის მეთაური ატარებს. ვაპირებთ, რომ ყველას გავაგებინოთ ჩვენი პოზიცია – ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტში ლექციები არ უნდა წაიკითხოს“ – აცხადებენ უნივერსიტეტში მობილიზებული სტუდენტები.  

მეტი...

არავითარი პანიკის, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, ეს იყო ცრუ განგაში – გიორგი ამილახვარი

მაქსიმალურად შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის, მით უმეტეს, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობდა, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა. „გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ახლად შექმნილ „ტელეგრამ არხზე“. მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სკოლებში შესაბამისი ღონისძიებები როგორც სამინისტროს, ისე შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ისინი უწყვეტ რეჟიმში ამოწმებდნენ. დილით ადრე უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ინფორმაციაში. ბუნებრივია, მაქსიმალურად შევეცადეთ, სასკოლო საზოგადოებისთვის სწრაფად მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ არავითარი პანიკის და,…

მეტი...

დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და „მეიჰიუ საქართველო“ კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში ტარდება, საიდანაც, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, იდენტიფიცირებული და სტერილური ცხოველები პირვანდელ გარემოში ბრუნდებიან. კლინიკაში ძაღლებს ასევე უტარდებათ ცოფისა და გავრცელებული ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აღნიშნული პროგრამა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მიზანია, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კოლაბორაციული მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების მიერ არაიდენტიფიცირებული ძაღლების „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციისა და იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანას და უკან დაბრუნებას. სტერილიზაციის გარდა, ექიმი-ვეტერინარები ასევე ამოწმებენ…

მეტი...

2 თუ 3 თეატრი უერთდება პროტესტს, უმრავლესობა სახელმწიფო თეატრებში მხარს უჭერენ – წულუკიანი რუსულ კანონზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ხელოვანთა უმრავლესობა და პირველ რიგში სწორედ სახელმწიფო თეატრებში დასაქმებულები, მხარს უჭერენ რუსულ კანონს. მინისტრი ამბობს, რომ მხოლოდ ორი თუ სამი თეატრი უერთდება პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ. ,,მე მესმის თქვენი იმედგაცრუების, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატრში თქვენ რეკავთ და ეკითხებით პრემიების შესახებ, თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ხალხი არ გააღიზიანოთ, ელემენტარულ, პრაგმატულ რჩევას მოგცემთ, კითხვის ფარგლებში ასეთი ტიპის ცილისწამებებისგან თავი შეიკავეთ, არავითარი პრემიების გაცემა არ მომხდარა,…

მეტი...

მაშველებმა გლდანის მეორე მიკრორაიონში, 37-ე კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გლდანის მეორე მიკრორაიონში, 37-ე კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს. მაშველებმა, პირველ რიგში, მისი მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს. სიღრმეში ჩავარდნილი ფისოს სხვენიდან ჩაშვებული თოკებით ვერ ამოიყვანეს, ამიტომ მათ მეპატრონის თანხმობით, მეორე სართულზე, ერთ-ერთი ბინის საჰაერო მილი გამოტეხეს და კატა უსაფრთხოდ გამოიყვანეს. სამაშველო ჯგუფმა ფისო, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანა. აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია.

მეტი...

მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში, ის, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა ირინე წაქაძეც, რომელიც,აღნიშნულ პოზიციამდე იუსტიციის სამინისტროში,სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი პატარიძე. ის, 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის” – გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი…

მეტი...

,,კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, შეკრების უფლებით ვისარგებლებთ ნეტარად და ნარნარად” – წულუკიანი რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

,,კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება… შეკრების უფლებით ვისარგებლებთ ნეტარად და ნარნარად”, – ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, რუსულ კანონსა და რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას, რომელსაც ოცნება ჩაატარებს. ,,ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, ეს იცით. ისევე როგორც უმცირესობას, ასევე ჩვენ, უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ სულ ნეტარად და ნარნარად და ბედნიერად, ისევე როგორც აკეთებთ ამას…შარშან იყო შარშან, წელს არის წელს”, – აღნიშნა წულუკიანმა.

მეტი...

,,არმიელებმა” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს

ქუთაისში, “აია არენაზე,” პირველი ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, თბილისის “არმიამ”, წყალტუბოს “დინოზავრებთან” ანგარიშით 56:22 გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით, გუნდმა, დიდი ფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც ავჭალის რაგბის სტადიონზე, 28 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება. ფინალში”არმია” სამცხე-ჯავახეთის “ტაოს” შეერკინება. გამარჯვებული გუნდი “დიდი 10-ის” საგზურს მოიპოვებს. ,,არმიის” თამაშს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები – მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს “არმიელებს” გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. შეგახსენებთ, რაგბის კლუბი…

მეტი...

მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ნოე რამოსია. მას ტამაულიპას შტატის ქალაქ სიუდად მანტეში, ცივი იარაღით მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. რაც შეეხება მერობის მეორე კანდიდატს, ალბერტო ანტონიო გარსიას, რომელიც ოახაკას ქალაქ სან ხოსე ინდიპენსიას მერობისთვის იბრძოდა, ის ოთხშაბათს გაუჩინარდა. დღეს კი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც უცხოური მედია წერს, 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში მონაწილე მოკლულ პოლიტიკოსთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.

მეტი...

,,გადარიცხვები გახდება ჯოჯოხეთი, ეს შეეხება თითოეულ მოქალაქეს” – რა მოჰყვება ოფშორების კანონს?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე განმარტავს, რა მოხდება ,,ოფშორების კანონპროექტის” ამოქმედების შემდეგ, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ქადაგიძის თქმით, ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს: ,,როგორც კი საქართველოს მოენიჭება ე.წ. ჰაერის ქვეყანა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოში გადმორიცხული და გადარიცხული ნებისმიერი ტრანზაქცია, გზავნილი თუ ა.შ. დაექვემდებარება დამატებით შემოწმებას. გადარიცხვის ხანგრძლივობა საათებიდან, წუთებიდან გაიზრდება დღეებზე და კვირებზე. ტრანზაქციების უმეტესობა გაიჭედება, უკან მობრუნდება და ჩვეულებრივი ოპერირება გახდება ჯოჯოხეთი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. საუბარია ყველაზე – ფიზიკურ პირებზე, მცირე და საშუალო მეწარმეებზე. ეს შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თუ საქართველო დაპოზიციონირდა, როგორც, აი,…

მეტი...

რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველომ, შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს – გერმანელი დეპუტატი

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ჰელგე ლინდი ამბობს, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ საქართველო თავშესაფრის მიზნებისთვის ,,უსაფრთხო ქვეყნების” სიიდან ამოიღოს. ,,თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში მოსახლეობას უნდა ეშინოდეს დევნის, “შესაბამისი შედეგები მოჰყვება”. საქართველო, მოლდოვასთან ერთად, მხოლოდ გასული წლის ბოლოს იქნა კლასიფიცირებული როგორც წარმოშობის უსაფრთხო ქვეყანა. ფედერალური მთავრობა ამტკიცებდა იმ დროს, რომ ორ ქვეყანაში ხალხი ზოგადად არ იყო პოლიტიკური დევნის საფრთხის წინაშე. კლასიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს მიგრაციის შეზღუდვას: თავშესაფრის მოთხოვნა წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნიდან მოქალაქისგან შეიძლება უფრო სწრაფად განიხილებოდეს და უფრო მარტივად იქნას უარყოფილი”, – ამბობს ის. გარდა ამისა,…

მეტი...

ომბუდსმენი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების გახშირებულ ფაქტებს ეხმიანება. ომბუდსმენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობაზე საუბრობს. ,,აღნიშნული შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმი კვლავ განაგრძობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკას. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2024 წლის 9 აპრილს მიიღო…

მეტი...

დადიანების სასახლე – პირველი ევროპული ტიპის სასახლე (video)

დადიანების სასახლე  – პირველი ევროპული ტიპის სასახლე ისტორიული ოდიშისა და დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზე მდებარეობს.  სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავადი ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მუზეუმში დაცულია მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატები და  სხვადასხვა სიწმინდეები.

მეტი...

პუტინი პირადად აძლევს დავალებებს ოლიგარქ ივანიშვილს – მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ფრანგულ მედიაში

მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუ ფრანგულ მედიას – ონლაინ და ბეჭდური გამოცემები “ექსპრესი” და “მიდი-ლიბრე” საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ვრცელ სტატიებს აქვეყნებენ. ,,მე ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ვარ, რომელსაც პუტინი სიკვდილით დაემუქრა და ამ დრომდე ვერ აღასრულა მუქარა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. ინტერვიუში ის განმარტავს მიზეზებს, რომლებმაც კრემლის დიქტატორის გაღიზიანება და მუქარა გამოიწვია. მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით რუსული კანონის მიღების მცდელობა – რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც პუტინის სახელით ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. ,,ახლა საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროკავშირთან, მაგრამ ქართული ოცნების მიერ, პირველი მოსმენით მიღებულმა…

მეტი...

ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე – კობახიძე

გვინდა, დავაანონსოთ მნიშვნელოვანი​ მეგაპროექტი, რომელიც სწორედ სპორტს უკავშირდება კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. „სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და…

მეტი...

ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ჩაატარეთ აქცია – მდინარაძე რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ჩაატარეთ აქცია, გვეხვეწებიან, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 29 აპრილს, “ოცნების” დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე. მანვე დაადასტურა, რომ ამ აქციას პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. ,,ეს იქნება ძალიან დიდი აქცია, დარწმუნებული ვარ, და ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცეს იმ აქციის თითოეულ მონაწილეს, იმიტომ, რომ არა თუ ათიათასობით ადამიანი და ასიათასზე მეტი ადამიანი, არამედ მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია, ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში”, – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთ პირობებში როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა – პრემიერი

ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცეები ხდებოდა, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, გაყიდეს „ნორჩი დინამოელის“ უნიკალური ბაზა, რომელმაც თაობები აღზარდა. „ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლია, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა, თამაშებზე, საკუთარი ხარჯით. ზოგჯერ პირდებოდნენ, პოსტ ფაქტუმ, ამ ხარჯების ანაზღაურებას და იყო შემთხვევები, როდესაც პოსტ ფაქტუმაც არ უნაზღაურებდნენ ხარჯებს. ანუ,…

მეტი...

მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა – მდინარაძე

„მაშინ როდესაც, 2017 წელს, ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ და ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. დღეს, როდესაც ვიღაცას უნდა, რომ „შემოგვასაღოს“ ეს საკითხი, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიოს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის…

მეტი...

რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას, სავარაუდოდ, ოლიგარქი ივანიშვილიც დაესწრება

ტელეკომპანია ,,იმედის” ცნობით, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას შესაძლოა ოლიგარქი ივანიშვილიც დაესწროს. შეგახსენებთ, რომ ,,მხარდამჭერების თხოვნით”, ,,ოცნება” 29 აპრილს, პარლამენტთან კონტრაქციას აწყობს, რომელსაც ,,საყოველთაო-სახალხო შეკრებას” უწოდებს.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დირბის მიმდებარედ ორი ადამიანი გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მეტი...

მოსწავლეების და სტუდენტების აქციას რომ ძალით მოყვანილი მასწავლებლების და საჯარო მოხელეების კონტრაქციას დაუპირისპირებ, ეე, იქაა დასასრული – ნიკა გვარამია

მოსწავლეების და სტუდენტების აქციას რომ ძალით მოყვანილი მასწავლებლების და საჯარო მოხელეების კონტრაქციას დაუპირისპირებ, ეე, იქაა დასასრული, – წერს ,,ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია ,,ოცნების” დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  

მეტი...

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით – მელია

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, – წერს ,,ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა მელია ,,ოცნების” დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე. ,,29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს… წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია”, – წერს ნიკა მელია.

მეტი...

ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე იმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს. 23-24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი):…

მეტი...

თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 4 წევრი დააკავა. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ. აღნიშნული…

მეტი...

გარემოვაჭრეებმა ქუჩა გადაკეტეს – სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხმაურია

თბილისში, გარემოვაჭრეებმა აბასთუმნის ქუჩა გადაკეტეს. სადგურის მოედნის და ე.წ. „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 3 კვირის წინ, მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს, თუმცა, მათი თქმით, ალტერნატიული ფართი არ შესთავაზეს და ერთადერთი შემოსავლის გარეშე დატოვეს.

მეტი...

„ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოგზაურს ველოდებით“ – მაია ომიაძე

2024 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკური მონაცემების შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძის განცხადებით პირველ კვარტალში განსაკუთრებით გაიზარდა ევროპელი ტურისტების რაოდენობა. „პირველი კვარტლის მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, უნდა აღინიშნოს, რომ აღდგენის დინამიკა ძალიან პოზიტიურია. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები მზარდია“, – აცხადებს მაია ომიაძე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით გრძელდება აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე. „ზამთრის სეზონი შეიძლება შეფასდეს ძალიან წარმატებულად, წინ გვაქვს ზაფხულის ტურისტული სეზონი და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტ მოგზაურს ველოდებით. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაწყებულია კამპანიები სამიზნე ბაზრებზე ზაფხულის სეზონისთვის. კამპანიებს ვატარებთ ევროპულ ქვეყნებში: გერმანია,…

მეტი...