კახა კალაძე შატილის გზაზე 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. „დღეს მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს… ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია სამი მოქალაქე.

მეტი...

ხევსურეთში გარდაცვლილთა რაოდენობა, წინასწარი ინფორმაციით, 17-მდე გაიზარდა

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას. “ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ…

მეტი...

“ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას შეძლებენ” – არჩილ თალაკვაძე ხევსურეთში მომხდარ ავარიაზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შატილის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.  ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ,” – აცხადებს თალაკვაძე. შატილის გზაზე მომხდარ ავარიას, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

მეტი...

პრემიერი მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს. ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას“, – წერს გიორგი გახარია „ფეისბუქზე“.

მეტი...

პრეზიდენტი შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე

შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მწუხარება გამოთქვა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა.  ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

რაჭაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ამბროლაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ, ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.  “პროკურატურამ ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს და ვ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში, მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვით მოკლეს ლ.ა. სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ. პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე…

მეტი...

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა, შესაბამის განცხადებას შსს ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” სრულად გთავაზობთ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც. სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით…

მეტი...

ძლიერი წვიმა რეგიონებში – „მედიაცენტრ მთავარის“ ფოტოკოლაჟი

ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს რეგიონების დიდი ნაწილი დააზარალა. დატბორილია ქუთაისის ქუჩებიც, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. ზოგიერთ უბნებს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

მეტი...

წყლის ამოტუმბის სამუშაოებს ახორციელებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში

ამ წუთებში დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან და საჯარო სკოლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბის სამუშაოებს ახორციელებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში. ადგილზე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟების მობილიზება მოხდა. მაშველები სტიქიის ეპიცენტრში ახლა ინტენსიური რეჟიმით მუშაობენ. ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ წყლის დონემ დაიკლო, ამიტომ სოფლის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკამ შესვლა შეძლო, რომელიც ღვაცოფისგან დაზიანებულ მონაკვეთებს აქტიურად წმენდს. სოფელი კასრისწყლის ნაწილი რამდენიმე საათის განმავლობაში დატბორილი იყო. მოსახლეობის თქმით, მიზეზი რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმა გახდა.

მეტი...

იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, პარტია “ბატკივშინას” თავმჯდომარეს, იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა.  ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 27 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 12 წელს ზემოთ ბავშვებმა ნიღბები უნდა ატარონ. გაერო-ს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო უწყებაში წერია, რომ ნიღბების ტარება მოზრდილებისთვის არსებული რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად უნდა მოხდეს.

მეტი...

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა

რაჭის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მაქარაშვილის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა. მისივე თქმით, მოსახლეობას არანაირი პრობლემა მედიკამენტებისა და საკვების მხრივ არ გააჩნია. „უკვე სრულად აღდგა მოძრაობა ორ სოფელში, დანარჩენ სოფლებთან მოძრაობის აღსადგენად კეთდება ყველაფერი. ადგილზე სრულად არის მობილიზებული ტექნიკა და ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მოძრაობის აღდგენა. მოსახლეობას არანაირი პრობლემა მედიკამენტებისა და საკვების მხრივ არ გააჩნია, უწყვეტ რეჟიმში ხდება მათი მომარაგება როგორც საკვებით, ასევე მედიკამენტებით“,- განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. სხდომაზე, უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება. “პროკურატურის ბრალდება არის უსაფუძვლო, რადგან ე.წ. გარდაცვალების, მოკვლის ადგილზე, ჩვენ არ ვიცით იქ მოკვდა არ მოკვდა. არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი გამოძიებას. იმდენად უსუსურია პროკურატურა და გამოძიება, გარდაცვალების ადგილზე არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი და ეყრდნობიან ამირხანაშვილისა და იაკობ ბრეგვაძის საუბრებს,” – განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა თეიმურაზ მაისურაძემ. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე “ტოიოტა ქამრის” მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 24 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ 19“ რვა ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 242-ს შეადგენს. მათგან 92 გამოჯანმრთელდა და სამი გარდაიცვალა.

მეტი...

ბათუმში უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა

ბათუმში ქუჩები დაიტბორა. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. ადგილზე მობილიზებულია „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაო. ამასთან, სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.

მეტი...

“არ არის საუკეთესო გამოსავალი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მიღების შეწყვეტა” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებებს ეხმაურება. დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს,  რომ საკითხი მოგვარებადია. “არ არის საუკეთესო გამოსავალი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მიღების შეწყვეტა. ინფექციური საავადმყოფოს როლი არის შეუცვლელი. ბატონ თენგიზს არამხოლოდ როგორც პროფესიონალს, პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ეს პრობლემები მოგვარდება. ამის იმედს გამოვთქვამ ნამდვილად. თუ საჭირო იქნება კომიტეტის ჩართულობა, რა თქმა უნდა ჩვენც ჩავერთვებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონი თენგიზის როლი, როგორც ექიმის, ასევე კლინიკის – ინფექციური საავადმყოფოს როლი არის…

მეტი...

შალვა კერესელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

შალვა კერესელიძე ფრეზეთში დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა,შალვა კერესელიძეს პრესსამსახურის ინფორმაციით “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი გეგმები გააცნო და პრობლემები მათგან პირადად მოისმინა. მოსახლეობამ კი იმ წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქალაქეებისთვის  გაკეთდა.  „ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები ახალი სასწავლო წლიდან ახლად აშენებული საბავშვო ბაღით ისარგებლებენ.დასახლებაში ასევე მოწესრიგდა ნაწილობრივ საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ. შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ასევე შეხვდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ოფურეთის, ახალდაბის და სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას.

მეტი...

პანკისში მომხდარ ძალადობაზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა, ერთს კი, გირაო შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში ჩაცმულობასთან დაკავშირებით მომხდარ ცემის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების განსაზღვრაზე იმსჯელა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკამყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, სამივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ და ერთი დაკავებული არასრულწლოვანი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, დანარჩენ ორ დაკავებულს კი, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა. პანკისის ხეობაში ძალადობა 8 აგვისტოს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის…

მეტი...

გაუჩინარებული დემონსტრანტი ტყეში მოკლული იპოვეს

ნიკიტა კრივცოვი 12 აგვისტოს გაუჩუნარდა, ის ბელარუსში აქციის დროს დაიკარგა. დემონსტრანტი ტყეში მოკლული იპოვეს, ახალგაზრდა 28 წლის იყო. ოჯახი და მოხალისეები დაკარგულს ათი დღის განმავლობაში ეძებდნენ. პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოფიციალური უწყებების მიერ დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

მეტი...

კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო ხუთი იმპორტირებულია. გამყრელიძის ინფორმაციით, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია. „დღეს დილის 9:00 საათისთვის 17 ახალი შემთხვევაა დამატებული. სულ ქვეყანაში კოვიდის 1411 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აქედან 17-ია ახალი. 11 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს და ლენჯერის კლასტერს, მაგრამ 11-დან ადგილზე მხოლოდ შვიდია დადგენილი, დანარჩენი სვანეთს გარეთ კონტაქტებია.ასევე, 17-დან ერთი ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, დანარაჩენი ხუთი არის იმპორტრირებული შემთხვევა. ყველას წყარო ცნობილია. იმპორტირებულებიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – განაცხადა ამირან…

მეტი...

ქუთაისში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში  შესწავლილი  1270 ბიოლოგიური ნიმუშიდან  კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, პირები სვანეთის კლასტერიდან არიან. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებზე განხორციელდა, ასევე გამოიკვლიეს სვანეთიდან გადმოგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშები.  არსებული ინფორმაციით, ორივე ახალი შემთხვევა კოვიდინფიცირებული პაციენტების კონტაქტებია, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ პაციენტები სვანეთიდან არიან და ისინი  კლინიკაში გადაჰყავთ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 411 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 132-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 848 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

მეტი...

ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სენაკში, 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1957 წელს დაბადებული რ.გ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები, ასევე, ფული გასტაცა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ბინაში უკანონო შეღწევით,…

მეტი...

ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებულია ძიძა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც ორ სხვა ძიძასთან ერთად, ხუთ მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა – შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა. გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული…

მეტი...

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზანი“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, ერთ მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 000 ლარი გრანტია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამაცივრე მეურნეობაში 1100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, კახეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდა. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს მიერ 82 ახალი საწარმოა…

მეტი...