მთავრობის კანცელარიასთან ვითარება დაიძაბა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, ვითარება დაიძაბა. აქციის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ კანცელარიაში შევიდნენ და პრემიერ მინისტრს შეხვდნენ. კანცელარია სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაც ხდება. ალეკო ელისაშვილი ცდილობდა კამცელარიაში შეხვლას, რისი საშუალბაც მას არ მისცეს.  განსაკუთრებით აქტიურობენ პოლიტიკური ლიდერები და ითხოვენ მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას. ის სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მეტი...

„შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები“ – მეუფე

„ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ  შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში“ – აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. „სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა! ძვირფასო თანამემამულენო და თანამოქალაქენო, ქრისტესმიერ საყვარელო ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენი სამშობლო და მისი სახელმწიფოებრიობა, თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე, უმძიმეს და ურთულეს გზას გადის. მიუხედავად ამ გზაზე არსებული სირთულეებისა და…

მეტი...

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ

აქციის მონაწილეების მხრიდან ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა. აქციის ორგანიზატორიების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ. მთავრობის ადმინსტრაციას სამართალდამცველები იცავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის კანცელარიიდან პრემიერი უნდა გამოვიდეს და ხალხს დაელაპარაკოს. „ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელწმიფოს კანცელარიასთან და მოვითხოვოთ რომ გამვოიდე პრემიერ მინისტრი და დაგველაპარაკოს“ – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ აქციაზე, რის შემდეგაც მასა მთავრობის კანცელარიისკენ დაიძრა.    

მეტი...

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთ საათიან ვადას აძლევენ

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და ვადას აძლევენ. „დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი.  ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას“ – ეს განცხადება აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხის ძალა უნდა დაინახოს. „ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე… გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია, როგორც სახარება გვეუბნება. დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება…

მეტი...

თეთრს სახლში, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას აკეთებენ

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს. „საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ის  უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე“ – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. შტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია. „შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაციას. ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს…

მეტი...

„ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მორიგ პოზიციას აფიქსირებს. „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, – წერს  პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.  

მეტი...

„ბრძოლას მოვიგებთ მტკიცედ, მშვიდად და ღიმილით“ – აქციის მონაწილეები

პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. როგორც სიტყვით გამომსვლელებ აცხადებენ, ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება და არ აპირებენ დაშლას. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – გაიტანონ კანონპროექტი პარლაენტიდან. „ბრძოლას მოვიგებთ მტკიცედ, მშვიდად და ღიმილით“ – ასეთია აქციის მონაწილეების პასუხი მიმდინარე პროცესებზე. გუშინდელისგან განსხვავებით, რუსთაველის გამზირზე არ ჩანან სპეცდანიშნლების რაზმები, სამართალდამცველები და წყლის ჭავლის მანქანები. სამართალდამცველები პარალელურ  ქუჩებზე არიან მობილიზებული, ასევემ ისინი იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან.      

მეტი...

აქციას სტუდენტები უერთდებიან

საქართვეოლოს პარლამენტთან მიმდინარე აქციას სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი სპეციალური ტრანსფარანტებით მივიდნენ და აცხადებენ, რომ მანამ იბრძოლებენ, სანამ პარლამენტიდან ე.წ. რუსული კანონს არ გაიწვევენ. სტუდენტებს აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ. მათი თქმით, ეს არის ზალა. რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საით წავალთ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის აპრიტესტებენ. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცა.

მეტი...

აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციაზე შეკრებულები ისევ და ისევ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტმა პირველი მომენით უკვე დაამტკიცა.  

მეტი...

პრემიერი პრეზიდენტს უცხოური გავლენის აგენტს უწოდებს

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თავად არის უცხოური გავლენის აგენტი. „სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთ ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია“ , – განაცხადა პრემიერ მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის კანონპროექტს, რომლის განხილვაც პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს, ვეტოს დაადებს.  

მეტი...

როგორც ემზადება სპეცდანიშნულების რაზმი (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტთან აქცია იწყება. პარალელურად, მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია სამართალდამცველები. აქციაზე გასასვლელად სპეცდანიშნულების რაზმიც ემზადება.  

მეტი...

„ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“ – პრემიერის გაფრთხილება

პრემიერ მინისტრის განცხადებით, რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, სამართალდამცველები  უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. „რამდენიმე შემთხვევაში, უბრალოდ გაუსაძლისი იყო ის აგრესია, რომლებსაც კონკრეტული ადამიანები გამოხატავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. მძიმე ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია. ორივე პოლიციელსა და ხუთივე მომიტინგეს, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, დროულად გაეწიათ სამედიცინო დახმარება, რისთვისაც ექიმებს მინდა მადლობა გადავუხადო“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, ყველა დამნაშავე უკაცრესად აგებს პასუხს. „მინდა გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან. პროცესები…

მეტი...

„მერაბიშვილი ან გახარია რომ ყოფილიყო, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით“ – ირაკლი კობახიძე

„გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღებას წინ ვერფერი დაუდგება. „ყველას გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა ამ ადამიანების მიერ ჩატარებული ოპერაციების უმრავლესობა. თუმცა მადლობა ღმერთს, დღეს შსს-ის ხელმძღვანელობს არა უცხოური ძალის აგენტი, არამედ პატრიოტი კაცი, ვახტანგ გომელაური, რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტებით უძღვება პოლიციის საქმიანობას. მინდა პოლიციელებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობას“ – აცხადებს პრემიერი.        

მეტი...

UNICEF-ის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ქ. ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები და მოსწავლეები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრები. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის მხარდაჭერით, განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ცენტრში მიმდინარე პროექტის თაობაზე. მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე. პროექტის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. გაეროს ბავშვთა…

მეტი...

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ქ. ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის – „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“ ფარგლებში, ქ. ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის თვითმმართველობისა და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ და ცენტრის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის მნიშვნელობა და დაგეგმილი ღონისძიებები. ელეონორა ლაგვილავას თქმით, პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოსთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე…

მეტი...

,,ყველამ კეთილი ინებოს და დისკუსიაში ჩაერთოს” – კობახიძემ ელჩები დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია

პრემიერი კობახიძის თქმით, ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ და ის გამჭვირვალობასა და საჯაროობას ითვალისწინებს. კობახიძემ არგუმენტები ვერც დასავლელი პარტნიორების განცხადებებში დაინახა – ,,ნული არგუმენტი” ასე შეაფასა კობახიძემ ოლაფ შოლცის, იენს სტოლტენბერგის და სხვა დასავლელი ლიდერების მოწოდებები. კობახიძემ ელჩები დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია: ,,არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე. ყველას კიდევ ერთხელ ვთავაზობ ღია დისკუსიას. თუ სურთ ელჩებს იყვნენ პოლიტიკური დებატების ნაწილი, ან უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების თანდასწრებით ღია დისკუსიაში უნდა ჩაერთოს. ჩემი წინადადება რჩება ძალაში”, – აღნიშნა კობახიძემ.

მეტი...

მოვუწოდებთ ხელისუფლებას: სამუდამოდ უკან გაიწვიოს კანონპროექტი – თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილის მიმართვა

თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი რუსულ კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს: ,,გვსურს შეშფოთებით გამოვეხმაუროთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მნიშვნელოვნად ვნებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ამჟამინდელ ნებასა და ინტერესებს. დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეთა შეუპოვრობით მოპოვებული მიღწევის (კანდიდატის სტატუსი) ერთი ხელის მოსმით ნიველირება და მმართველი გუნდის მხრიდან მისი რედუცირება, რომელსაც რუსული კანონი ბუნებრივად გამოიწვევს და უდიდეს რეპუტაციულ ზიანს მოგვაყენებს, თვითიზოლაციასთან ერთად. ეს იქნება რეგრესზე ორიენტირებული დეფორმირების მცდელობა, საგარეო ვექტორის მკვეთრი გამრუდება და არა ქვეყნის წინსვლაზე, მომავლის პერსპექტივასა და განვითარებაზე ზრუნვა! ევროპული ცივილიზაცია, თავისი კულტურული თვითმყოფადობით სამ ფუძემდებლურ პოსტულატს ემყარება, ესენია: ბერძნული ფილოსოფია, რომაული…

მეტი...

მე ამ კანონს დავადებ ვეტოს და ეს იქნება ხალხის ხმის დემონსტრირება – ზურაბიშვილი BBC-ის ეთერში

კანონპროექტის ხელახლა ინიცირება არის პირდაპირი პროვოკაცია, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა BBC-ის პირდაპირ ეთერში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ. ,,ეს კანონპროექტი არის დიდი შეშფოთების საგანი, იმიტომ რომ ის არის ზუსტი ასლი პუტინის კანონისა, რომელიც მიღებულ იქნა 2012 წელს და მომდევნო წლებში უფრო მეტად გამკაცრდა. ეს კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა შორისაა ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში, ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ გასულ…

მეტი...

ჟურნალისტებს და აპარატის თანამშრომლებს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს

ჟურნალისტებს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს. საკანონმდებლო ორგანოს ატოვებინებენ აპარატის თანამშრომლებსაც. უკვე მეორე დღეა შენობაში მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტებს უშვებდნენ და შეზღუდვები მოქმედებდა ონლაინმედიის  წარმომადგენლებზე, მიზეზად კი მმართველი გუნდი უსაფრთხოების ზომებს ასახელებდა.

მეტი...

„ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია“ – ევროკავშირის განცხადება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ოლივერ ვარჰეი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდების უარი ეთქვა  მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა. მოვლენათ ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ  გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს…

მეტი...

მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა – ბორელი რუსულ კანონზე

რუსულ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ტვიტერზე ავრცელებს და “ოცნების” ხელისუფლებას მიმართავს: ,,საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საბოლოო მიღების შემთხვევაში ის შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობას, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა”, – წერს ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი.

მეტი...

სროლა ტაბიძის ქუჩაზე – არიან დაჭრილები

თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე სროლა იყო. შემთხვევა დღეს, 12:00 საათისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილები არიან სერგი ქურთიაშვილი, გიორგი რუხაძე და კახა გაბრიელაშვილი. ქურთიაშვილი ძმებ კაკულიების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. თვითმხილველების ცნობით, ჭრილობები ერთს თავის არეში აქვს მიყენებული, ორს კი მხარში.

მეტი...

არა რუსულ კანონს! – ბათუმში 19:00 საათზე აქცია დაანონსდა

დღეს, 17 აპრილს, ბათუმში, თბილისის პარალელურად, 19 საათზე  აქცია გაიმართება. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ერას მოედანზე შეიკრიბებიან. ,,გუშინ, ახალგაზრდები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა. გუშინ, ჟურნალისტები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა. გუშინ, დედებს შვილები გაულახეს, ჩვენ გაგვილახეს და ჩვენ გვეტკინა. გუშინ, ევროპულ მომავალს გვართმევდნენ, ჩვენ გვართმევდნენ და ჩვენ გვტკიოდა. არ შეგეშინდეს, ერთად ყველაზე ძლიერები ვართ, დაგვიდექით ახალგაზრდებს გვერდით, დღეს, ევროპის მოედანზე, ჩვენი მომავალი წყდება”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მეტი...

მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, უნდა გაემიჯნო ამ ნაძირლებს – ყაველაშვილი

მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, უნდა გაემიჯნო ამ ნაძირლებს, – ამბობს რუსული ოცნების მხარდამჭერი, “ხალხის ძალის” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. ,,ფეხბურთელებმა რა დაწერეს – “არა რუსულ კანონს”-ო არ დაუწერიათ. მერე ჩვენ რას ვიძახით – არ ვიძახით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია? შეიძლება გულშემატკივრობენ აქციის მონაწილეებს, რა მოხდა მერე. აქციაზე ქართველი ბავშვები და ადამიანები არ დგანან? როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები – ისე ისინიც არიან ფეხბურთელების გულშემატკივრები. რა გინდა რომ მითხრა – ხვიჩა კვარაცხელია აქციის მონაწილეებს უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? – რომ გამოვიდნენ და იყენებენ ამას ფეხბურთელების პოსტებს. ჩემს ხელში გაზრდილები…

მეტი...

ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის – კობიაშვილი ნაკრების ფეხბურთელებზე

ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის, – თქვა “ოცნების” დეპუტატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილი, რომელმაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ,,ტყუილია რასაც საუბრობთ, რუსულ კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ. ნაკრების ფეხბურთელები საუბრობენ იმაზე, რაც დიდი ხანია დაადასტურეს, როგორც ღირსეულად, დამსახურებულად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ასე ღირსეულად, დამსახურებულად, გავალთ. ბიჭებს ჩემი პასუხის გაცემა არ სჭირდებათ, ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის, რომ ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, არის ევროპაში, ეს დაადასტურეს ამ ბიჭებმა თავისი ღირსებით, როდესაც ღირსეულად და დამსახურებულად გავიდნენ”, – აღნიშნა კობიაშვილმა.

მეტი...

ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან – ევროკავშირის ელჩი

პრეზიდენტი ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა და რუსულ კანონთან დაკავშირებით ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განცხადება, რომ ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. ,,ჩვენ, ევროკავშირის ელჩები, ასევე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები, მოგვიწვია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმისთვის, რომ გაეზიარებინა თავისი შეშფოთება უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. როგორც იცით, ევროკავშირი ძალიან სწრაფად გამოეხმაურა ამ კანონის ხელახლა ინიცირებას. 4 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა, გუშინ საღამოს კი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს კანონი არ დააახლოებს…

მეტი...

საქართველოს და ქართული ოცნების გზები გაყრილია – ნიკა გვარამია

საქართველოს და ქართული ოცნების გზები გაყრილია, – ასე ეხმაურება “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას. ,,ყველა თითი, რომელიც იქნა მოღალატურ აქტზე მიჭერილი, ჯერ ერთი, იქნება დამახსოვრებული და ამას გარდა, ყველა ეს ხელის მიჭერა დრამატულად ამცირებს ამ ქართული ოცნების შანსს, რომ ამ ქვეყანაში საერთოდ დაედგომებოდეს. ეს არის კატასტროფა, ეს არის სამშობლოს წართმევა და სამშობლოს ჩვენ არ წავართმევინებთ არავის, მითუმეტეს მანქურთებს. საქართველოს და ქართული ოცნების გზები გაყრილია, ამიტომ ქართული ოცნება წავა და და არა საქართველო შეიცვლის თავის გეზს”, – ამბობს ნიკა გვარამია. 

მეტი...

,,ოცნებამ” რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

,,ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა 83 მომხრე, 0 წინააღმდეგი. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს. სხდომას ოპოზიციის კვოტით მხოლოდ ,,ევროპელი სოციალისტები” ესწრებოდნენ. პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

მეტი...

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას. „რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ…

მეტი...

„მნიშვნელოვანია, სიფხიზლე შევინარჩუნოთ პროტექციონიზმის ზრდის წინააღმდეგ“ – რა უთხრა სი ძინპინმა ოლაფ შოლცს?!

„ჩინეთისა და გერმანიის სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვები ღრმად არის გადაჯაჭვული და რომ ორი ქვეყნის ბაზრები ძალიან ურთიერთდამოკიდებულია“ – ეს განცხადება ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელიც მან გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას გააკეთა. ოლაფ შოლცი პეკინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც  პრეზიდენტს, საგარეო სამეთა მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და გერმანიამ უნდა მიიღონ ობიექტური და დიალექტიკური შეხედულება შესაძლებლობების საკითხზე, განაგრძონ მომგებიანი თანამშრომლობა და  მიაღწიონ წარმატებას „ჩინეთსა და გერმანიას შორის ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა არ არის „რისკი“, არამედ სტაბილური ორმხრივი ურთიერთობის გარანტია და მომავლის შესაძლებლობა.  არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც გამოიყენებს მომგებიანი თანამშრომლობის…

მეტი...

საქართველო უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი – დვალიშვილი

UFC-ს მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: ,,მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი. საქართველო არის უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი”, – წერს დვალიშვილი.

მეტი...

,,საქართველოსთვის” დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

,,საქართველოსთვის” დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს, სადაც ,,ოცნების” რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს: ,,თქვენ ხართ ადამიანთა ერთადერთი ჯგუფი, რომლებიც კიდევ გაიძახიან, რომ ეს კანონი არ არის რუსული, ჰოდა დაუჭირეთ მხარი ორივე ჯგუფს. საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის ეს კანონი კანონი ვერ იქნება, ამიტომ ჩვენი ჯგუფი დღეს ტოვებს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენს საკუთარ თავს,  ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პირისპირ”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ,,საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.  

მეტი...

„ნუ გათათრდები, ნუ გარუსდები… პოლიტიკური ბარმიცვა გველოდება“ – გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

„უარი ოქროს ურდოს… ნუ გათათრდები… ნუ გათათრდები… ნუ გარუსდები…ჩვენ ყველას პოლიტიკური ბარმიცვა გველოდება“ –  საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი გუბაზ სანიკიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან მმართველ გუნდს მიმართვს.

მეტი...

საქართველოს გზა ევროპაშია, წინ ევროპისკენ!! – კვარაცხელია

,,საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს”, – წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.

მეტი...

გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით – ანა ნაცვლიშვილი ,,ოცნებას”

გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას. „საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და მოგიწოდოთ: გამოდით დღეს პარლამენტთან იმიტომ, რომ გავრილოვის უმრავლესობა აპირებს მიიღოს „რუსული კანონი“ ქართულად დაწერილი. დაგიწყვიათ ეს ევროპული და ქართული დროშები – რუსული დროშები გაქვთ გადმოფენილი იმიტომ, რომ ემსახურებით რუსეთს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. არგუმენტებს რომ ითხოვთ, ვნახეთ გუშინ თქვენი არგუმენტები: მუშტი, ძალადობა არის თქვენი არგუმენტები. დემოკრატიულ კანონებს არ სჭირდება ძალადობა. დემოკრატიული კანონების მისაღებად სპეცრაზმს არ უქსევენ საკუთარ…

მეტი...

საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის! – მამარდაშვილი

,,საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!”, – წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

მეტი...