პარლამენტის ყოფილი წევრი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს რომ მას რა სანქციაც არ უნდა გამოუტანონ, ბრძოლა გაგრძელდება. ხოშტარია, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, ახლა სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია. „არც ერთ მდგომარეობაში, მე მათთან ბრძოლას არ შევწყვეტ. რა სასჯელს მომისჯიან არ ვიცი, ჯარიმა იქნება თუ რაც იქნება, ბრძოლა გაგრძელდება, ციხეში ვიქნები თუ გარეთ ვიქნები, არ დავნებდები.ჩემი ძირითადი ენერგია მიდის კოორდინირებისკენ ყველასთან, რომ პროტესტი ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდეს. გავეშებული პოლიცია დგას რუსეთის სადარაჯოზე. ესენი პოლიციელები არ არიან. მე მათ ვუთხარი, რომ „მოხვდებათ“ და ასეც იქნება. გავეშებული კლიმიაშვილი იყო საკმაოდ აგრესიული, ფიზიკურად სცადა ჩემი გაგდება და…
მეტი...დღე: მაისი 22, 2023
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მესამე კანდიდატი მხარს მოქმედ პრეზიდენტს უჭერს
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მესამე ადგილზე გასული კანდიდატი მხარდაჭერას მოქმედ პრეზიდენტს უცხადებს. როგორც სინან ოგანმა განაცხადა, მეორე ტურში, რომელიც 28 მაისს გაიმართება, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მხარდამჭერი იქნება. ეს კი იას ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტირში ერდოღანს გამარჯვება გარანტირებული აქვს, რადგანაც, სინან ოგანის მხარდამჭერთა ხმები გადამწყვეტია. ოგანმა პირველ ტურში ხმების 5,17% მოიპოვა.
მეტი...ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთთან დაკავშირებით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. ძალადობრივი რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამო, გენოციდად აღიარა. რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად.“ უკრაინული მხარის ინფორმაციით, დოკუმენტში ღიად და ერთხმად არის აღიარებული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელის – ეგორ ჩერნიევის ინფორმაციით, უკრაინის ყველა მთავარი მოთხოვნა დეკლარაციის საბოლოო ტექსტში გათვალისწინებულია.
მეტი...გერმანიის კანცლერი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ღიად ადასტურებს მხარდაჭერას აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება. როგორ შოლცი განმარტავს, ბაიდენმა ზუსტად იცის, რა უნდა გაკეთდეს მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად. მან ყოფილი პრეზიდენტი ტრამპიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის განხეთქილებას იწვევს. „ვფიქრობ, მოქმედი პრეზიდენტი უკეთესია, ამიტომ მინდა, ხელახლა აირჩიონ… ყველა თუ ერთმანეთის წინააღმდეგ წავა, კარგი მომავალი ვერ დადგება. ყოფილი პრეზიდენტი მხარს უჭერს ქვეყანაში დიდ განხეთქილებას“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.
მეტი...ეროსაბჭო ირანს მორიგ სანქციებს უწესებს
ირანის მთავრობის წარმომადგენლები, ორგანიზაციები და კერძო პირები ევროსაბჭოსგან დასანქცირდებიან. როგორც ევროპის საბჭოში განმარტავენ, სანქციების მიზეზი სამოქალაქო პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობა და უფლებების მაქსიმალური შეზღუდვაა. „ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაწესდეს შემაკავებელი ზომები დამატებით ხუთ ფიზიკურ პირსა და ორ სუბიექტზე, რომლებიც პასუხს აგებენ ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე “, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროპის საბჭო ავრცელებს. გადაწყვეტილებით დასანქცირდებიან და აქტივები გაეყინებათ ირანის რევოლუციური გვარდიის საინვესტიციო ჯგუფს, რადგანაც, ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ისინი საპროტესტო აქციებს სასტიკი მეთოდებით ახშობენ. ასევე, სანქციები შეეხება სტუდენტურ ორგანიზაცია „ბასიჯს“, რომელიც, ანალოგიური სისასტიკით გამოირჩევა. სანქციებში პოლიციელები,…
მეტი...„სპეცოპერაცია ომად გადაიქცა“ – „ვაგნერის“ ხელმძღვანელი
სისასტიკით გამორჩეული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბოლო პერიოდში პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურობს. სხვადასხვა განცხადებასაც აკეთებს და არც რუსეთის თავდაცვის უწყების კრიტიკას ერიდება. ევგენი პრიგოჟინი ამჯერად განცხადებას ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აკეთებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაცია ომად გადაიქცა. „ახლა იქ ომი მიმდინარეობს. დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგოროდში, კურსკსა და ბრიანსკში აფეთქებებია და ადამიანები კვდებიან“, – აცხადებს პრიგოჟინი. „ვაგნერის ხელმძღვანელი“ კრიტიკას რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიმართაც აკეთებს და აცხადებს, რომ არაფერს აკეთებენ საზღვრების დასაცავად. „ეს მათი პასუხისმგებლობაა. ისინი არ წარმოადგენენ თავდასხმის სამინისტროს, ისინი არიან თავდაცვის სამინისტრო, ამიტომ ვალდებულები არიან ქვეყანა დაიცვან“, – აცხადებს…
მეტი...„მთლიანად იხსნის ნიღაბეს“ – ყოფილი კოგრესმენი კობახიძეზე
ყოფილი კონგრესმენი „ქართული ოცნების“ თავმჯოდმარეს აკრიტიკებს და მას სოციალურ ქსელში „პოსტს“ უძღვნის. „ირაკლი კობახიძე უკვე მთლიანად იხსნის ნიღაბს. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს“ – აცხადებს ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი. ყოფილი კონგრესმენის ამგვარი პოზიცია ე.წ. რუსულ ქორწილთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას უკავშირდებოდა, როცა კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტიქსენოფობიური განცხადებების წაქეზებაში დაადანაშაულა.
მეტი...აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კობა კობალაძე სტიუარტ ტეილორს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა “მოკავშირე ძალების ფონდის” პრეზიდენტთან, სტიუარტ ტეილორთან. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, სტიუარტ ტეილორს სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო -მოსამსახურეებისა და ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ამ მიმართულებით, ერთობლივი ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვას. აღსანიშნავია, რომ სტიუარტ ტეილორი, დოქტორ ბარბარა ვან დელანთან და დოქტორ რენდი ფელპსთან ერთად, 2018 წელს, საქართველოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სტუმრობდა. როგორც შეხვედრაზე სტიუარტ ტეილორმა განაცხადა, ის კვლავ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და პროექტის – “სილქროუდ ჩელენჯის” განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო- მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვას და მათში ჩართულობას. სტიუარტ ტეილორი, 1986-2011 წლებში, მსახურობდა ბრიტანულ არმიაში პირველი კლასის უფროს ოფიცრად. 2011 წლიდან გახლავთ არასამთავრობო-არაკომერციული ორგანიზაციის „ მოკავშირე ძალების ფონდის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. ფონდის მიზანია, გააერთიანოს დაჭრილ-დაშავებული ვეტერანები, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან. შეხვედრას,ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს.
მეტი...ბოლო ზარის მოსწავლეები ავტომანქანა ავარიაში მოყვა
სამეგრელოში, ხობის ცენტრალურ გზაზე ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ბოლოს ზარის მოსწავლეებით იყო დატვირთული მეორე ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია მსუბუქად დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მანქანაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. მოსწავლეები ღონისძიებაზე 6 მანქანით მიდიოდნენ.
მეტი...ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა 15 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ცოტნე დადიანის ქუჩაზე დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლის ხიდან კატა, ამწე კალათის დახმარებით, უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს. ,,სამწუხაროდ, ხშირად ძაღლებისგან შეშინებული კატები, თავს ხეებზე ასვლით შველიან, თუმცა, საფრთხე რომ გადაივლის, ჩამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ. შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.
მეტი...თავისუფლების მოედანზე ავტომობილი დაიწვა
თავისუფლების მოედანზე ავტომობილი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მიზეზით გაუჩნდა ავტომობილს ცეცხლი.
მეტი...ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მიმკედლებლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მიმკედლებლების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. მათი განმარტებით, მიკედლებული ცხოველისთვის ცოფის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაციის ჩასატარებლად სააგენტოს უნდა მიმართონ. ,,შინაური ცხოველების მიმკედლებლების საყურადღებოდ! თქვენი მიკედლებული ცხოველისთვის ცოფის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართეთ სააგენტოს. სააგენტოს ეკიპაჟი მიკედლებულ და მიუსაფარ ცხოველებს ვაქცინაციას თავიანთი ბინადრობის არეალში უტარებს. ანტირაბიული ვაქცინაცია უფასოა! ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 421 424. ქუჩის ბინადარი ცხოველების ანტირაბიულ ვაქცინაციას სააგენტო…
მეტი...წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს გაიზარდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. ,,რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული…
მეტი...,,ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს” – კინზინგერი კობახიძეზე
ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, თუმცა, მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს სურს. ,,ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს,”- წერს კინზინგერი ტვიტერზე.
მეტი...ავტოსაგზაო შემთხვევა კასპში – დაშავდა 8 ადამიანი
კასპში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაჩერებულ მიკროავტობუსს საპირისპირო მხრიდან მომავალი მიკროავტობუსი შეეჯახა. დაზიანებები რვა მგზავრმა მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მეტი...,,დავინახე თუ არა მივხვდი, რომ კარგი ფოტო გამოვიდოდა”- ”დღის ფოტოდ” ქცეული კადრის ისტორია
სოციალურ ქსელში ”დღის ფოტოდ” ქცეული კადრის ისტორიას, თავად ფოტოს ავტორი გოგა ხაჩიძე დეტალურად აღწერს. მისი თქმით, ფოტო მარჯანიშვილის მიწისქვეშა კვეთაზეა გადაღებული. ,,ამ ფოტომ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, სად? ვინ? როდის?… რომ მინდა მოვყვე: დღეს, მოვდიოდი მანქანით, მარჯანიშვილის მიწისქვეშა კვეთაზე ჩავუარე ამ ამბავს, დავინახე თუ არა, ზუსტად მივხვდი რომ კარგი ფოტო გამოვიდოდა. ცოტა მოშორებით გავაჩერე მანქანა, ფეხით სწრაფად მოვბრუნდი და დავიწყე გადაღება. როდესაც მივუახლოვდი 2 კადრი კიდევ გადავიღე და ვკითხე ფოტო გადაგიღეთ და პრობლემა ხომ არაათქო, თან ცერა თითის აწევით ვანიშნე – კარგი სცენაა მეთქი. – არაა პრობლემა. გაიღიმე ფოტოს გვიღებსო, ფეხზე…
მეტი...ოზურგეთში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება
მიმდინარე წლის 27-28 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე); ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: ქ. ოზურგეთი; 9 აპრილის ქ. N 9; ოზურგეთის თვალის კლინიკა; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016…
მეტი...,,საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრით, უნდა მივანიჭოთ ირაკლი ღარიბაშვილს ნობელის პრემია”- ტრისტან წითელაშვილი
ვალერი კვარაცხელიას შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ტრისტან წითელაშვილიც ითხოვს. წითელაშვილის თქმით, მისი და საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილს ნობელის პრემია უნდა მიენიჭოს. ,,ჩემი აზრით და საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრით, მართლაც უნდა მივანიჭოთ ირაკლი ღარიბაშვილს ნობელის პრემია, რადგან დღეს საქართველო დაიარებაა დანის პირზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე ააცილოს, ის პროვოკაციები, რომელი პროვოკაციებიც მომდინარეობს აშშ-დან საქართველოს წინააღმდეგ და აქ ჩანერგილი აგენტურის წინააღმდეგ, რომელი აგენტურაც დღეს გააქტიურებული არის ქალბატონი კელი დეგნანის მიერ. პრემიერი მადლობისთვის არაფერს არ აკეთებს, ის აკეთებს საქართველოსთვის ყველაფერს, საქართველოს მოსახლეობისთვის და ამიტომ, მადლობელი იქნება…
მეტი...გარდაბანში ლევან დევდარიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა
მიმდინარე წლის 21 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გარდაბნის მესამე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ლევან დევდარიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ფრენბურთში. ტურნირი ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) მოქმედი წესების შესაბამისად ჩატარდა. წელს, გამარჯვებისთვის შვიდი გუნდი იბრძოდა. ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს ‘’ჩოლურისა’’ და ‘’ლუკოსანდის’’გუნდები დაუპირისპირდნენ. წლევანდელი წლის ჩემპიონის ტიტული ამ უკანასკნელს ხვდა წილად. საპრიზო ადგილების მფლობელები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფუად მირზოევმა მერიის მიერ დაწესებული პრიზებით დააჯილდოვა, ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა, პირველ, მეორე და…
მეტი...ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში” – მიხეილ სააკაშვილი
,,ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად,”- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერს. მისი თქმით, ამის შემდეგ თუ შეეძლება მის სახლში, უკრაინაში დაბრუბება და ზელენსკის გუნდის დახმარება ქვეყნის აღორძინებაში. ,,ყველა ვინც არის უკრაინის მხარეს არის ევროპის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ისტორიის სწორ მხარეს. ყველა ვინც მთლიანად დაუწვა რუსეთს განუდგა და შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინას, სულ მალე ძალიან დიდი მარცხი ელის. არა მხოლოდ რუსეთის არმიის, არამედ პუტინის დღეები არის დათვლილი. ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და მოვემზადოთ…
მეტი...ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია
ფინეთში, ქალაქ ლაუკაში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ფორმატში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მსოფლიოს 17 ქვეყნის ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 13 სპორტსმენს შორის, იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე, რომელიც, სამშობლოში, 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაბრუნდა. აღნიშნული ჩემპიონატი 2019 წელს დაარსდა და მასში, ქართველი სპორტსმენები, ყოველ წელს, წარმატებით ასპარეზობენ. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა, წელს, ევროპის ჩემპიონატი, 18 მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მარჯვენა და მარცხენა მკლავით ორთაბრძოლაში, 10 ოქრო , 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ,,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო…
მეტი...,,საერთაშორისო საზოგადოება იხრება ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა”- ფაშინიანი
სამხედრო-პოლიტიკური ვითარება ჩვენს რეგიონში კვლავ დაძაბულია. სომხეთის მთავრობა ამ დაძაბულობის დაძლევის უპირველეს მეთოდად მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობას მიიჩნევს – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ შეთანხმებისა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარების ირგვლივ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას ტექსტზე და მოვაწერთ ხელს. საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო მეტად იხრება იმ ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დათქმის გარეშე უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა – 29 800 კვ. კმ და 86600 კვ. კმ, შესაბამისად და ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის უნდა გამართულიყო დიალოგი მთიანი…
მეტი...,,არ მიმაჩნია სწორად, რომ სიძე-პატარძლისთვის სასტუმროში თავზე დადგომა და ქვეყნის ინტერესების ასე დაცვა, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოს”- ხვიჩია
,,არ მიმაჩნია სწორად, რომ სიძე-პატარძლისთვის სასტუმროში თავზე დადგომა და ქვეყნის ინტერესების ასე დაცვა, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით,”პოლიტიკურად სწორი არ მგონია ის, რომ ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკას საფრთხე აქვს, ამას ვაპროტესტებდეთ სასტუმროში ჩამოსული სტუმრების არშესაშვებად”. ,,ჩვენ სინამდვილეში სხვა გზები უნდა მოვიფიქროთ იმისთვის, რომ ფრენებს კი არ ვაპროტესტებდეთ, არამედ პრორუსულ პოლიტიკას და გააზრებული გვქონდეს, რა იქნებოდა ანტირუსული პოლიტიკა. ამის გააზრებით შეიძლება ყველაზე მეტად ამის გაპროტესტება და არა სიძე-პატარძლის სარეცელთან. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, ალტერნატივად ქართველ ხალხს რას სთავაზობს. თორემ „ქოცები“ რომ არასწორი გზით მიდიან, ამას ხალხი ისედაც დაინახავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მეტი...დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. უწყების ცნობით, 23 მაისს, 00:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე. ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით. მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა…
მეტი...,,ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა”- ნიდერლანდების ელჩი
,,ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა,”- ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მარია ქრისტინა ვან კოლდამმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ნიდერლანდები ევროკავშირის განცხადებას უერთდება. ,,რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა ორი განცხადება გაავრცელა, ნიდერლანდები ევროკავშირის წევრია და, რა თქმა უნდა, ვუერთდები ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა. ასევე გამოხატავს შეშფოთებას ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასე რომ ჩვენ ევროკავშირის ამ განცხადებას ვიზიარებთ”,- განაცხადა ელჩმა.
მეტი...,,ინფორმაცია ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვების დაწყებაზე სინამდვილეს არ შეესაბამება” – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის, აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვები დაიწყო, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. უწყების ცნობით, აპრილის თვეში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ნამდვილად შეასრულა, ორი კომერციული რეისი ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით. ,,სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა “Haci Musa Ucak“- (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა…
მეტი...ევროკავშირმა Meta რეკორდული 1,2 მილიარდი ევროთი დააჯარიმა
ევროკავშირმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta რეკორდული 1,2 მილიარდი ევროთი დააჯარიმა, კონფიდენციალურობის წესების შეუსრულებლობის გამო. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის ცნობით, ,,მეტამ“ დაარღვია ევროკავშირში მოქმედი მონაცემთა დაცვის მთავარი პრინციპი და „ფეისბუქის“ ევროპელი მომხმარებლების პირადი მონაცემები აშშ-ში ისე გადააგზავნა, რომ სათანადოდ არ უზრუნველყო მათი დაცულობა. მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებაში განაცხადეს, რომ „მეტას“ მიერ ევროპელი მომხმარებლების მონაცემთა აშშ-ში გადაგზავნის დროს გამოყენებული ლეგალურ ინსტრუმენტში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომელიც ექმნება მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს. გადაწყვეტილებას კომპანია „მეტას“ წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. „ეს გადაწყვეტილება არის ხარვეზები, გაუმართლებელი და ქმნის სახიფათო პრეცედენტს უამრავ სხვა კომპანიისთვის, რომლებიც…
მეტი...,,ვისი ბრალი იქნება სტატუსს რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება”- მეუფე იაკობი
,,ვისი ბრალი იქნება კანდიდატის სტატუსს რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება?,”- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, იმ ადამიანების მისამართით განაცხადა, ვინც მთავრობას რუსს უწოდებს. ,,დღეს რომ გამოდიან და იძახიან, რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ საქართველოზე გადაწყვეტილება, ის კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობა, მთავრობა რუსია, რუსია, რუსიაო, ევროპაში მერე გეტყვიან, ახლა უყურებენ, ხალხი გამოდის და დაიჯერებენ, ამათ დაუჯერებენ და ესე იგი, ახალგაზრდობასაც რომ იყოლიებენ, მე მინდა რომ ახალგაზრდობამ გადახედოს, ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება?…
მეტი...ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები აპრილში დაიწყო – ArmenPress
სომხური გამოცემა ArmenPress-ის ინფორმაციით, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო. ტვირთის გადაზიდვა სომხეთის მთავრობის სუბსიდიით ხორციელდება. „არმპრესსთან“ საუბარში „SI&M INTERNATIONAL“-ის დირექტორმა დავით ილოიანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე ორი ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა. ,,დღეს, ჩვენს გემებს 350 კონტეინერის გადაზიდვა შეუძლიათ. 18 აპრილს, ჩვენ ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ჩვენი პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ერთ რეგულარულ ყოველკვირეულ რეისს ნოვოროსიისკისა და ბათუმს შორის და უკან. პარალელურად, მოთხოვნასთან ერთად, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შევძლებთ რომ გავზარდოთ გადაზიდვის რაოდენობა 2-3-მდე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ რეგულარული, სტაბილური ტრანსპორტირება შევასრულოთ კვირაში ერთხელ,” – აცხადებს ილოიანი.
მეტი...,,მოწოდება, თითქოს რუსი ეროვნების ადამიანები არ შემოვუშვათ, არის ბიძგი ქსენოფობიისკენ“- შალვა პაპუაშვილი
,,მოწოდება, თითქოს რუსი ეროვნების ადამიანები არ შემოვუშვათ, არის ბიძგი ქსენოფობიისკენ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შარშან რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების და საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით კამპანიის მიზანი ქსენოფობიური განწყობის შექმნა იყო. ,,გახსოვთ, შარშან, როდესაც ზუსტად იგივე ჯგუფებმა ხელოვნურად შექმნეს თემები – სავიზო რეჟიმის დაწესება, საზღვრის ჩაკეტვა. თავის დროზე ეს თემა განიხილა საზოგადოებამ და თავისი ვერდიქტი გამოიტანა, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ უნდა მოხდეს. ბოლოს ოპოზიციამაც აღიარა. ამ ისტერიული კამპანიის მიზანი მაშინ ქსენოფობიური განწყობის შექმნა იყო. ამაში ჩართული იყვნენ მაშინდელი სახალხო დამცველი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რადიკალურ-პოლიტიკური…
მეტი...,,ნაციონალური მოძრაობა” სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას აკრძალვაზე კანონპროექტის განხილვის დაწყებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ მათ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას ითხოვს , რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკძალვას ითვალისწინებს. როგორც პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ბიუროს სხდომაზე დღეს დააყენებენ საკითხს, რომ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა. „ჯერ კიდევ შარშან ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც აკრძალავდა სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას აღნიშნული კანონპროექტი განეხილა დაჩქარებული წესით, მათ აღნიშნული კანონპროექტი თაროზე შემოდეს და საპარლამენტო პროცესი გაყინეს. „რუსულმა ოცნებამ“ შემოუშვა გავრილოვი თავის დროზე, რომელმაც საქართველოს მიმართა იმ სკამიდან, საიდანაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნის…
მეტი...,,კარგი ამინდია, ბომბები არ გვაცვივა თავზე”- ვალერი კვარაცხელია ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს
ვალერი კვარაცხელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი იმსახურებს დაფასებას პირველ რიგში ქართველი ხალხისგან. როგორც კვარაცხელია აცხადებს, ”მთელი ქართული საზოგადოება, მისი ელიტა და ხალხი უნდა იყოს მადლიერი იმისათვის, რომ მშვიდობა შენარჩუნებულია და მშვიდობის შენარჩუნების გარანტიებიც იქნება”. ,,თქვენ საშუალება გაქვთ რუსთაველის პროსპექტზე იდგეთ და ჩემგან ინტერვიუ აიღოთ, ხალხი დადის სეირნობს საქმეზე მიდის, მზე ანათებს, ზაფხულია, კარგი ამინდია, ბომბები არ გვაცვივა თავზე, რაც სრულიად ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო, ისევე როგორც მოხდა ეს უკრაინაში. არავინ არ ფიქრობდა, რომ უკრაინაში ის ტრაგედია დატრიალდებოდა, რამაც უკრაინა დაანგრია და მილიონობით სიცოცხლე შეიწირა,…
მეტი...,,არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო”- კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რომელიც ახლა მოითხოვს ამას, თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა. „მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩამოვიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები, არანირი პრობლემა არ არის. ერთი რამ რაც უცვლელია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაცავად“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მეტი...,,ვიზის შემოღება, ფრენების აკრძალვა, გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის რუსეთთან ესკალაციაზე” – პაპუაშვილი
,,ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, სხვა ეს ყველაფერი არის სანქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. ,,ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, სხვა ეს ყველაფერი არის სანქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია თავის მხრივ გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ როცა აწესებს სანქციებს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია რომ იქნება კონტრსანქციები, საპასუხო ზომები,…
მეტი...გლდანში ავტომობილს ხე დაეცა – დაშავდა ერთი ადამიანი
გლდანში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე ავტომობილს დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია 2 ავტომობილი და ელექტროგადამცემი სადენები. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს.
მეტი...,,თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, უფლება აქვს შემოვიდეს”- კახა კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში. მისი თქმით, საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა მიღებული. ,,თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ გავაკეთეთ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვის გარეშე, მიკიბმოკიბვის გარეშე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, ეს გადაწყვეტილება მიღებული და გაკეთებულია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”,- აცხადებს კახა კალაძე.
მეტი...