კობა კობალაძემ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, ვაშინგტონში, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო. კობა კობალაძემ, საქართველოს თავდაცვის ატაშემ აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკმა, რობერტ არღვლიანმა, მისმა მოადგილემ, ნიკოლოზ ჯაჭვაძემ და არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს გენერალური შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა მაიკლ ერ ბინეტმა, ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო. მას, ეს თანამდებობა, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, 1993-1997 წლებში ეკავა. ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ამერიკულ…

მეტი...

„უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ! რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება“ – თამაზ გაიაშვილი

„შესაბამისად, საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი“ – აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი. მისი შეფასებით,  მედიასივრცეში სატრანზიტო ფრენების საკითხის აქტიურად განხილვა მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ „რაღაცაზე იხმაურონ“. ​„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმიანება დღეს (25 მაისს) მედიასივრცეში გაჩენილ კითხვებს საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით. ​პირველ რიგში საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საუბრები ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით. იდეის მომხიბვლელობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ პასუხობს საერთაშორისო ჰაბისთვის აუცილებელ სტანდარტებს. წლები გადის და დღემდე ვერ…

მეტი...

რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების პროცესი დაიწყო

ბირთვული იარაღი რუსეთიდან ბელარუსში გადააქვთ. ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკო სიამაყით აცხადებს, რომ პროცესი დაწყებულია. „გადაწყვეტილება მიღებულია, ზეპირი შეთანხება არსებობს. ახლა საჭიროა ადგილების,  საცავის და სხვა საკითხების მოწესრიგება.  ბირთვული იარაღის გადაადგილება დაწყებულია”, – აცხადებს ლუკაშენკო. შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ შეთანხება რუსეთმა და ბელარუსმა რამდენიმე თვის უკან გააფორმა.  

მეტი...

პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს  რაიონში ჩადენილი განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მაისს, ბრალდებული ყაზახეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა მეგობარ ქალთან ერთად და დაბინავდა სასტუმროში. ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ქალს ავტომანქანა უნდა შეეძინა და ინახავდა თანხას. ბრალდებულმა  ხსენებული თანხის დაუფლების მიზნით 21 მაისს,  მეგობარი ქალი  თბილისიდან მოტყუებით წაიყვანა კახეთში და მდინარე იორის დამბასთან, თავში აგურის ჩარტყმით მოკლა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ქალის გვამი  მდინარე იორში გადააგდო, თავად კი დაეუფლა მის მობილურ ტელეფონს და თანხას  7100 აშშ დოლარს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მოინახულა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა კლინიკაში მოინახულა. „დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი, რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.  

მეტი...

ვაკეში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ახალგაზრდა მამაკაცმა ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „სტრდაში“ ცეცხლი მაშინ გახსნა, როცა კაფე სავსე იყო ადამიანებით. სროლისას ზოგი სად გარბოდა და ზოგი – სად. დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. პირველადი ინფორმაციით, ის სხვა ადამიანში აერიათ და შემთხვევით ესროლეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება  19/108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. ვაკეში, კაფეში მამაკაცი დაჭრეს

მეტი...

„ეს არ ყოფილა მიტროპოლიტის ოფიციალური ვიზიტი“ – საპატრიარქო მეუფის მოსკოვში ჩასვლაზე

საქართველოს საპატრიარქო მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, მიტროპოლიტი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით არ წასულა. „მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად საქართველოს საპატრიარქომ გაგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ: საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა. გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან…

მეტი...

ვაკეში, კაფეში მამაკაცი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ, ვაკეში, ერთ-ერთ ცნობილ კაფე „სტრადაში“ სროლა მოხდა, დაჭერილია ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა მოსაშვილის 11 ნომერში მოხდა. კაფე „სტრადაში“ სამართალდამცველები მუშაობენ. პერიმეტრი შემოსაზღვრულია და საგამომძიებლო მოქმედებები მიმდინარეობს. კაფეში დაახლოებით 7 გასროლა მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს გუგა ფირცხლავას შემთხვევით ესროლეს, ის სხვა პიროვნებაში აერიათ. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.  

მეტი...

„პირდაპირი რეისი რას აშავებს? მაინც და მაინც სხვების მიწას უნდა შეეხოს თვითმფრინავის ბორბლები“ – თამაზ გაიაშვილი

„ძალიან გამაკვირვა თქვენმა წონასწორობიდან გამოსულმა და რადიკალურმა ქმედებებმა ქართული ავიაკომპანიის წინააღმდეგ, რომელიც უკვე ოცდაათი წელიწადია მოღვაწეობს და მრავალი ჭირ-ვარამი აქვს გამოვლილი – დაწყებული, აფხაზეთის ომით და, დამთავრებული, 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებით“ – Georgian airways-ის დირექტორი, თამაზ გაიაშვილი განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანიის ოფისს კვერცხები დაუშინეს და ყველას დასჯას ითხოვს. „თქვენ რა გააკეთეთ? შეურაცხყოფა მიაყენეთ კომპანიას, მის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, რომლებიც გმირობას სჩადიოდნენ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენების დროს. თქვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი მოვარდა კომპანიის ოფისთან ლაყე კვერცხების სროლით და შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელით იმის გამო, რომ ჩვენ დავნიშნეთ პირდაპირი ავიარეისები რუსეთის მიმართულებით.…

მეტი...

ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის

მიმდინარე წლის 25 მაისს, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიური მხარდაჭერით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, თბილისში, ‘’ინტერის აკადემიის’’ სტადიონზე, გაიმართა ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის საქართველოს 2023 წლის თასის გათამაშების ფინალურ მატჩი. ჩემპიონის ტიტულისთვის, ერთმანეთს, ზესტაფონის ‘’მარგვეთი’’ და ზუგდიდის ‘’ოდიში’’ დაუპირისპირდნენ. თამაში ანგარიშით 4:3 ზესტაფონის “მარგვეთის”გამარჯვებით დასრულდა და 2023 წლის ჩემპიონის ტიტულიც მას ხვდა წილად. გამარჯვებულ გუნდს, წლევანდელი ჩემპიონის თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა გადასცა. ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე აფხაზეთის ომის ვეტერანი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში ედგა სათავეში საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის…

მეტი...

კობა კობალაძე, ვაშინგტონში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობას. საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას 500-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ვაშინგტონში მოღვაწე ქართველები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს ნუცა ბუზალაძემ და “თეატრალურის კვარტეტმა”.  

მეტი...

ვინ არიან რუსეთ-საქართველოს რეისის მგზავრები?! – კითხვა თამაზ გაიაშვილს

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლის ძირითადი მგზავრები ქართველები არიან. „ჯერჯერობით, უმეტესი ქართველებია. ქართველებმა ბულინგით რუსები დააშინეს. ერთი რაცაა, ამ მთავრობამ უნდა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და წესრიგი. ნუ აძლევს ოპოზიციას უფლებას, თავდასხმა აწარმოოს ტურისტებზე. ეს ქმედებები დემოკრატიის ფარგლებს სცილდება, ვინც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, სასტიკად უნდა დაისაჯო“ – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიას მალე იხილავთ.

მეტი...

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 26-27 მაისს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გვირაბში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 26 მაისის 09:00-დან 18:00 საათამდე აღნიშნულ გვირაბში მოძრაობა გადაიკეტება ცალმხრივად, ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩისკენ, ხოლო 18:00-დან 22:00 საათამდე, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. კერძოდ, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები მერაბ კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილდებიან მარჯვნივ მოხვევით, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, „სამაიას“ ბაღთან მოხვევით. რაც შეეხება 22:00 საათიდან 27 მაისის 00:30 საათამდე პერიოდს, ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ ნაწილზე მოძრაობა კვლავ…

მეტი...

„მას ჩვენი ავიაკომპანია არ მოემსახურება“ – თამაზ გაიაშვილი პრეზიდენტზე

„მედიაცენტრი მთავარი“  სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით „ჯორჯოან ეარვეისის“ დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს ექსკლუზიურად ესაუბრა. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მას დავუსვით, საქართველოს პრეზიდენტთან დაპირისპირებას ეხება. „მედიაცენტრი მთავარი:“ სალომე ზურაბიშვილზევ გკითხვავთ,  სადმე ფრენა რომ დასჭირდეს, უარს ეტყვით? თამაზ გაიაშვილი: მას ჩვენი ავიაკომპანია არ მოემსახურება, თუ ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის. ასევე, ავიაკომპანიის თანამშრომლებს უნდა მოუხადოს ბოდიში. „მედიაცენტრი მთავარი:“  დაფრინავდა თქვენი ავიაკომპანიით? თამაზ გაიაშვილი: რასავირველია. „მედიაცენტრი მთავარი:“ თუ არ მოემსახურებით, სხვა ავიაკომპანიით ისარგებლეს, არც ესაა პრობლემა… თამაზ გაიაშვილი: წავიდეს, გაფრინდეს. „მედიაცენტრი მთავარი:“ ადრეც ჰქონდათ თქვენ უკმყოფილება? თამაზ გაიაშვილი: არა, არაფერი. თამაშობს და ითამაშოს.    

მეტი...

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 106 სამხედრო გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან 106 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა, რომლებიც ბახმუტის მიმართულებას იცავდნენ. მისივე თქმით, გათავისუფლებულ დამცველებს შორის ბევრია, ვინც დაკარგულად ითვლებოდა. „ესენი არიან ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებიდან – 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი. ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და მიაღწიეს ბედს, რამაც მტერს არ მისცა საშუალება უფრო ღრმად გასულიყო ჩვენს აღმოსავლეთში. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია“,- განაცხადა ერმაკმა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, დღესვე მოხდა სამი დაღუპული სამხედროს ცხედრის დაბრუნება, მათ შორის ორი უცხოელია და ერთი უკრაინელი ქალი

მეტი...

„ქართველები რუს ტურისტებს აბულინგებენ“ – ექსკლუზიური ინტერვიუ თამაზ გაიაშვილთან

„მედიაცენტმა მთავარმა“ „ჯორჯიან ეარვეიზის“ დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. როგორც გაიაშვილმა გვითხრა, რუს ტურისტებს აფრთხობთ ის, რომ ქართველები რუსებს აბულინგებენ. კითხვაზე, გაამართლა თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, თამაზ გაიაშვილმა ასე გვიპასუხა: „ჯერ ნაადრევია შეფასება, გაამართლა თუ არა პირდაპირი ფრენების აღდგენამ. ამ ეტაპისთვის, დატვირთვა არის 40-50%. მოლოდინი, რომ პირველივე დღიდან დაიწყებოდა დატვირთვა, მართალი გითხრათ, არც გვქონია. ნელნელა შეიძლება გაზრდა. ის ფონი, რაც ახლა ხდება, რომ ქართველები რუსებს აბულინგებენ, იქიდან გამომდინარე, რუსები ცოტა თავშეკავებულები არიან“. „მედიაცენტრი მთავარი“: რას გულისხობთ დაბულინგებაში? თამაზ გაიაშვილი: იმას, რომ სასტუმროებში უვარდებიან, ლანძრავენ, საღებავებით დასდევენ. ჩამოვიდა…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ ცვლილებებით კიდევ უფრო დაიშლება მათი ფრაქცია”- დეკანოიძე რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე მისი და რომან გოცირიძის ინიციატივასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცადებებს პასუხობს. დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ რეგლამენტში ცვლილებებით უფრო დაიშლება ფრაქცია. ,,მართლა გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამხელა ფოკუსი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ ჯგუფზე, როდესაც უდიდესი პრობლემები აქვთ პარტიაში, ასევე პარტიის გარეთაც. არავის შევყვები და ნამდვილად არ მაინტერესებს ტალახის უკან სროლა. გაუგებარია, ტალახის სროლა რას ემსახურება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დაიშლება მათი ფრაქცია, რადგან პარტიაში რთული მდგომარებაა და ეს ფრაქციაში არ აისახოს. როგორც მივხვდი, ფრაქციის დაშლას ისედაც აპირებენ, ისეთი განცხადება მოვისმინე, რომ…

მეტი...

,,2008 წელს დავკარგეთ ტერიტორიები, იყო ომი, სად იყო მხარდაჭერა, სად იყო თანადგომა, რატომ არ იყო სანქციები?”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კატარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ კატარის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერის მხრიდან სწორი მესიჯები გაჟღერდა. კახა კალაძის თქმით, ქვეყანას მისი მომავლისთვის დამაზიანებელი შეცდომების გამეორების უფლება არ აქვს და კონკრეტული გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ მხოლოდ პრობლემების კარგად გაანალიზების შედეგად უნდა მიიღოს. „აღნიშნულ სამიტზე, კატარში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილის, სადაც სწორი მესიჯები იქნა გაჟღერებული. არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. დღეს გავდივართ ძალიან რთულ პერიოდს, როდესაც არის უდიდესი გამოწვევები, უდიდესი სირთულეები. შესაბამისად, ცხადია, ჩნდება კითხვები. როდესაც 2008 წელს დავკარგეთ ტერიტორიები, საქართველოში იყო ომი,…

მეტი...

ასპინძის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა

ასპინძის სოფელ საყუდაბელში ბრუცელოზი 12 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. რეგიონული მედიის ცნობით, დაავადებულების  ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან, ნაწილი კი სახლში აგრძელებს მკურნალობს. მოსახლეობამ დახმარების თხოვნით, ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართა. როგორც მისი ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი აცხადებს, გამოკვლევა 80–ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ბრუცელოზი 12–ს დაუდასტურდა. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა. ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა

მეტი...

,,ვიყავი წირვაზე, როგორც იერარქი”- მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი  მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მონაწილეობა მიიღო წირვაში და მისი აზრი უთხრა რუსეთის პატრიარქს. მისივე თქმით, ვიზიტი არ ყოფილა საქართველოს საპატრიარტოს გადაწყვეტილება. ,,ეს არ არის ჩვენი საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომ მე წირვაზე გამოვეგზავნე აქ მის იუბილეზე დასასწრებად. მე ლოცვა-კურთხევით წამოვედი მოსკოვში და ეს სრულიად არ ნიშნავს არც პოლიტიკურ მხარდაჭერას, არც პოზიციების გაზიარებას, არც არავითარ თანხმობას კიდევ რაიმე მოქმედებაზე.  ეს არის საღვთო ლიტურგია, ეს არის თანამონაწილეობა საღვთო ლიტურგიაში, რომელიც პირიქით, მეტ საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ ჩვენი საკითხები დავაყენოთ, სწორად დავილაპარაკოთ, მისგანაც სწორი პასუხები მოვისმინოთ ყველაფერზე, ეს იძლევა ამის…

მეტი...

,,თუ კინწისკვრით არ გავყარეთ, მომავალ წელს რუსეთის დროშას გამოფენენ” – ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებაზე

,,ქართველმა ხალხმა თუ არ ვივაჟკაცეთ და ესენი არ გავყარეთ კინწისკვრით, მომავალ წელს  რუსეთის დროშას გამოფენენ”,- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს  ქვეყნის რუსეთიზაცია. ,,ეს არის კონკრეტული გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ მიმდინარეობს ამ ქვეყნის რუსეთიზაცია, რომ უკვე ისინი ღიად ანტიევროპულ კამპანიას ეწევიან, არ გაგიკვირდეთ თუ ასე გაგრძელდა, ქართველმა ხალხმა თუ არ ვივაჟკაცეთ და ესენი არ გავყარეთ კინწისკვრით, მომავალ წელს ამ დროს ისინი უკვე რუსეთის დროშას გამოფენენ” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, მოქალაქეების და ოპოზიციის კრიტიკა, 26 მაისის ღონისძიებისთვის გაფორმებულმა პარლამენტის შენობამ დაიმსახურა,…

მეტი...

Georgian Airways რუსებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს იწყებს – რუსული მედია

Georgian Airways რუსებისთვის თბილისის გავლით ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს – ამის შესახებ რუსულ გამოცემა RTVI-ს ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა. როგორც მედია წერს, ფრენების იგეგმება ხუთი ევროპული ქალაქის მიმართულებით: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი. „ჩვენ დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, – განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა. გაიაშვილმა დასძინა, რომ Georgian Airways-ის პროგნოზით, რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა ნაკადი თანდათან აღდგება. „ბუნებრივია, ჩვენ შევინარჩუნებთ საჰაერო კომუნიკაციას რუსეთთან. ამას არაფერი მოუვა.…

მეტი...

,,ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია”- მამუკა მდინარაძე

,,ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ამასს არავის აყვედრიან, რადგან ამ ყველაფერს სამშობლოსთვის აკეთებენ. ,,თავის დროზე ჩვენ თავი შევიკავეთ იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც, მაგალითად, „ხალხის ძალა“ საუბრობდა და ერთადერთი წინააღმდეგობა ჩვენს შორის იყო ის, ამ საკითხებზე უნდა გველაპარაკა თუ არ უნდა გველაპარაკა. მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტის თქმაა საჭირო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამის გარეშეც გავივლიდით და არ დავზიანდებოდით ისე, რომ რაღაც სერიოზული საფრთხე შექმნოდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვახერხებთ…

მეტი...

,,კონსტიტუციაში წერია ევროინტეგრაცია, მაგრამ პირველი, რაც წერია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა”- კალაძე ევროკავშირის დროშაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აქვს თავისი სლოგანი, შესაბამისი კამპანია და დეკორაციებიც ყოველ წელს იცვლება. „ეს არის მორიგი სპეკულაცია და ჩვეულებრივი სიბინძურე, რასაც კადრულობენ კონკრეტული ადამიანები. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშა. ასევე, ყოველ დამოუკიდებლობის დღეს გვქონდა შესაბამისი სლოგანი და შესაბამისი შინაარსის კამპანია მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო კამპანია, როცა მთავარი თემა იყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მაშინ პარლამენტის შენობაზე საქართველოს დროშა საერთოდ არ იყო გამოფენილი და ამ პოემიდან ამონარიდები იყო წარმოდგენილი. გასულ წელს კამპანიის მთავარი ხაზი იყო ევროპა, დეკორაციებიც შესაბამისი იყო,…

მეტი...

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე ნიკოლოზის რუსეთში ვიზიტზე ინფორმაცია არ ჰქონდათ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. ,,ჩვენ ეს ინფორმაცია გავიგეთ მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოქვეყნდა. კერძო ვიზიტია, როგორც ჩანს. არ დავიწყებ ახლა შეფასებას ახლა, აკრძალული არ არის არც მილოცვა, არც მსახურებაზე დასწრება, ჩვენ გვაქვს კავშირი ქარისტული მათთან, უბრალოდ ფაქტი ის არის, რომ ინფორმაცია ამის შესახებ გავიგეთ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიდან”, – განუცხადა ანდრია ჯაღმაიძემ ”ფორმულას”. ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში იმყოფებოდა.

მეტი...

,,არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადიზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას”- გიორგი გამსახურდია

,,არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადიზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას,”- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია ტვიტერზე წერს. როგორც გიორგი გამსახურდია წერს, ყოველდღიურად არ წყდება მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხრიდან სარჩელები. ,,სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადიზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას. რასაც, დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს. ამ ჯერზე, ჩემი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ. ყოველდღიურად არ წყდება მისი აბსურდული სარჩელები, რომელიც ანელებს ცოტნეს რეაბილიტაციას”, – წერს გიორგი გამსახურდია.

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გლდანში საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ,,სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს საშაურმეში „ბალუ“ (შპს „მწვადის შაურმა 2018“, ს/კ438730928, მის: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი „ა“ მ/რ, კორპ.58-ის მიმდებარედ). არაგეგმური ინსპექტირებისას, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, სურსათის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა და სხვა. შპს „მწვადის შაურმა 2018-ს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა -ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე; ასევე, საშაურმეს მიეცა მითითება, აღკვეთოს არასათანადოდ ეტიკეტირებული სურსათის ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია, სანამ…

მეტი...

,,თუ ვინმეს საუბარი აქვს სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ”- კობახიძე

,,თუ ვინმეს აქვს საუბარი სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ,”- ასე აფასებს ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნატო-ს  გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას. მისი თქმით, ხელისუფლებას სანქციებთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია აქვს. ,,როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით – არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არც ვიძლევით სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. თუ ვინმეს აქვს საუბარი სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ,,მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს”- იენს…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ქვეყნის და ხალხის სიყვარულს”- კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის უკრაინის სანქციების პორტალზე მოხვედრას ეხმიანება. მისი თქმით, ”ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ვერ პატიობენ პატრიოტიზმს, ქვეყნისადა ხალხის სიყვარულს. ,,ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 2011 წელს ამ ადამიანმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. მას თავისუფლად შეეძლოა უარი ეთქვა ამ ყველაფერზე, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ ეს ადამიანი შეყვარებული თავის ქვეყანაზე და თავის ხალხზე და განიცდის და განიცდიდა რა ხდებოდა ქვეყანაში და გადადგა ეს მნიშვნეკოვანი…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის უკრაინის სანქციების პორტალზე მოხვედრას ეხმიანება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დეფაქტო სანქციები დიდი ხანია მოქმედებს. ,,ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას, მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს, ეს არის დეფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია რომელიც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას და აღნიშნა, რომ მის მიმართ არის გარკვეული მოთხოვნა და არ შეასრულებს არცერთ შემთხვევაში ისეთ მოთხოვნას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ვერ…

მეტი...

თელავში 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში – 8 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდი  გზის გადაკვეთას ცდილობდა. დაშავებული ბავშვი  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზე მოხვდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ”ქართული ოცნების” დამფუ ძნებელი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზე. პორტალზე,  რომელიც  უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი, უკვე სანქცირებული პირებისა და კომპანიების გარდა,  სანქცირების კანდიდატების მონაცემებიიცაა განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ სიაში  2 კვირის წინ მოხვდა.  

მეტი...

„ქართული ოცნება“ ცდილობს ქართული ხომალდი კრემლისკენ მიატრიალოს”- იაგო ხვიჩია

”გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ”„ქოცების“ ვაჟკაცობის ამბავი იმდენად შორსაა გავარდნილი, ხმები ნატო-ს გენმდივნამდეც კი მოვიდა, რომ ისეთი საფრთხე არსებობს, საქართველოდან შეიძლება, რუსეთი მარაგდებოდეს რაღაც საბრძოლო ინვენტარით”. „ეს რეპუტაციული ზიანი, რომ ჩვენზე ასეთი ეჭვი აქვთ, არის ძალიან გამოუსწორებელი, ამ წუთას, ამ მოცემულობით, მიუხედავად იმისა, კონკრეტულად ეს მომენტი რამდენად გამოიწვევს დასავლეთის რაიმე ტიპის ცვლილებას ჩვენ მიმართ, რადგან ჩვენ აქამდე ვითვლებოდეთ დასავლეთის ერთგულ მეკავშირეებად. ფაქტობრივად, ბოლო პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნება“ გამოდის და ცდილობს, ქართული ხომალდი კრემლისკენ მიატრიალოს. ეს კიდევ ერთი გაფრთხილებაა ხელისუფლების მიმართ, რომელიც…

მეტი...

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 372.5 მილიონი ლარი დახარჯეს – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 585.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. მათივე  ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 448.4 ათასი შეადგინა, რაც 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. საქსტატის ცნობით, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.4 პროცენტს შეადგენდა. 2023 წლის პირველ…

მეტი...

,,თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს”- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 26 მაისის ღონისძიებისთვის გაფორმებული პარლამენტის შენობის, გარშემო არსებულ კრიტიკას პასუხობს. მისი თქმით, გუშინ,  თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს. ,,გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს. დღეს კი ხალხმა, რომლებსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებთ, რეგიონებშიც ჩაშალეს დავალება, დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ. ანუ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში. ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით – არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება! საქართველო…

მეტი...

წელს თბილისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა – გიორგი კობიაშვილი “მედიცენტრ მთავარში”

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით,  მიმდინარე წელს თბილისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა. „წელს, თბილისში ორი გამოვლენილი შემთხვევა გვაქვს. მაგალითად, 2022 წელს ჩვენს დედაქალაქში ცოფის არცერთი შემთხვევა არ იყო. მინიმუმამდე არის დასული თბილისში, ცხოველებში გამოვლენილი ცოფის შემთხვევები. ვმუშაობთ აქტიურად, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მინიმუმამდე დავიყვანოთ“, – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”. გიორგი კობიაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა თუ რა სიმპტომებით ვლინდება ცოფის დროს. „შესაძლოა ქცევაში გამოვლინდეს, შეიძლება ამ ძაღლს ყლაპვა გაუჭირდეს იმიტომ, რომ როდესაც ნერვულ სისტემაში გადადის ცოფის ვირუსი, ამის შემდეგ უკვე ხდება კუნთოვანი სისტემის დაზიანება, ასევე ჰალუცინაციებსაც…

მეტი...