„პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს“, -აცხადებს პატიმრობაშ მყოფი მესამე პრეზიდენტი. „მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს. ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება”, – წერს ყოფილი პრეზიდენტი. სააკაშილის თქმით, მას სისხლის ანალიზში სერიოზული პრობლემები აქვს. „რაც შეეხება ჩემს…
მეტი...დღე: მაისი 11, 2023
„თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც“ – პრემიერი
„თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშილი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშრებით. პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ფიქრობს და ზრუნავს რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე. „ყველამ იცის, რომ დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. ამაზე უნდა ვიდავოთ? რა მნიშვნელობა აქვს, ასი ათასი რომ იყოს, არ არიან ჩვენი მოქალაქეები? და კიდევ ერთი – თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას…
მეტი...„აგვისტოს ომის შემდეგ, 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან, ამერიკას ვაჭრობა არც შეუჩერებია“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„რაც ხდება დღეს უკრაინაში, თქვენ ახსენეთ სისხლისღვრა, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის, ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია? ჩვენ, ქართველებმა, ბევრი სისხლი გავიღეთ, სამი ომი გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, ნატოს მისიებში ვიყავით ავღანეთში, ერაყში“ – აცხადებს ირაი ღარიბაშვილი. პრემიერის შეფასებით, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობა არავის შეუწყვეტია. „ჩვენმა გმირმა ბიჭებმა სისხლი გაიღეს და შეწირეს ამ მისწრაფებას, მიზანს, იდეას და ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი არის დღეს მძიმედ დაჭრილი, ეს არ არის სისხლი? და მე შემთხვევით არ მომიყვანია ფაქტი, რაც წეღან აღვნიშნე, აგვისტოს ომის შემდეგ, 2.5…
მეტი...„2008 წელს, რუსეთთან მომაკვდინებელი ომი რომ იყო, რატომ არ დაიწყეს დასავლელმა პარტნიორებმა სანქციების დაწესების კამპანია?“ – პრემიერი
„2008 წელს, რუსეთთან მომაკვდინებელი ომი რომ იყო, რატომ არ დაიწყეს ან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ან ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან პოლიტიკის გადახედვის ან სანქციების დაწესების კამპანია? ვინმემ რამე სანქციები დაუწესა რუსეთს?!“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ღიად თქვა, რომ სანქცირებული კომპანიები და ინდივიდები ვერ ისარგებლებენ საქართველოს ტერიტორიით, მაგრამ რაც შეეხება ვაჭრობას და ეკონომიკას, ეს საქართველოს ინტერესებში შედის და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, არც…
მეტი...„მე რომ მეუბნებით, შეწყვიტე რუსეთთან ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?“ – პრემიერი
„ვეკითხები ჩვენს დასავლელ მეგობრებს, მე რომ მეუბნებით, შეწყვიტე რუსეთთან ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! თქვენ რატომ არ აჩერებთ ვაჭრობას?! შარშან 300 მილიარდი რატომ მისცეს რუსეთს?!“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთისგან 2,5 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, 2019 წელს კი, როცა ფრენები შეაჩერა რუსეთმა, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებდნენ, აღედგინა ფრენები. „აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ ჩვენთან აქ რომ დაინგრა, ხალხი დაიღუპა, დავკარგეთ ტერიტორიები, არაფრის გადახედვა არ მოხდა არავისგან, პოლიტიკა გაგრძელდა…
მეტი...„რუსეთის დაკრულზე ცეკვა და ასეთი გამონათქვამები, ეს არის ერის შეურაცხყოფა“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„ქვეყნის პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია. იგი არ წარმოადგენს აღმასრულებელ პოლიტიკას“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. „აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური, ჩვენი მმართველი პარტია, პარლამენტი და ჩვენ წარვმართავთ და ჩვენ ვახორციელებთ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მე ვრცლად გიპასუხეთ, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს, გაუუმჯობესებს მდგომარეობას ჩვენს მოქალაქეებს, არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება.…
მეტი...პრემიერის თქმით, პრობლემა არ არის, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები განხორციელდეს
„ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ განახორციელონ ფრენები. ჩვენი პოლიტიკა არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, არ განხორციელდება. ეს მხოლოდ მოხდება არასანქიცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მან აზერბაიჯანის მაგალითი დაასახელა და აღნიშნა, რომ საკმაოდ ბევრი ფრენა ხორციელდება რუსეთთან. „ამაში მგონი არანაირი პრობლემა არ არის, მე ჩამოგითვალეთ ქვეყნები – ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ემირატები და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. მაგალითად, როცა მე აზერბაიჯანში ვიყავი, იქ ჩვენმა მეგობარმა პრეზიდენტმა ალიევმა მითხრა, როცა ეკონომიკასა და ვაჭრობაზე ჩამოვარდა საუბარი, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში, ისრაელში 100-ზე…
მეტი...„რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში რუსეთთან, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„ევროკავშირი, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, ყველაზე მეტი. მისივე თქმით, ფრენები განხორციელდება არასანქცირებული თვითმფრინავებით. „ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, მაქსიმუმს ვამბობ, დავამრგვალოთ. ახლა რა ხდება ევროპის შემთხვევაში, დღეს მე ერთი განცხადება მოვისმინე ევროკავშირის წარმომადგენლის და მინდა, საზოგადოებას ავუხსნა – რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. ე.ი. ევროკავშირი, რომ…
მეტი...„ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი“ – პრემიერი
პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასანქცირებული თვითმფრინავებით ეს მისაღებია. „რაც შეეხება ფრენებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, მე რამდენიმე დიდ ქვეყანას დაგისახელებთ – ჩინეთი, ზე-სახელმწიფო, თურქეთი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა, უზარმაზარი სახელმწიფო, დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც უკვე გააჩნია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მართლაც მისაბაძი ქვეყანა არის ისრაელი ძალიან ბევრი მიმართულებით, იმიტომ რომ ისინი საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან და ახორციელებენ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში და სამეზობლოში აზერბაიჯანი და…
მეტი...„ეს, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის“ – პრემიერი რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე
„რაც შეეხება ზოგადად უვიზო მიმოსვლას, მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და თქვენ ყველას, იცით ალბათ, რომ ჩვენამდე, ბატონი სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, ცალმხრივად, ისე, რომ არ მოუთხოვია მას არაფერი საერთოდ რუსეთისგან, არც მოლაპარაკება გამართულა, არაფერი, ომის შემდეგ, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც 20% ტერიტორიების დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, ამის შემდეგ გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ მინისტრის შეფასებით, სააკაშვილი პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს. „ასევე გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდა ინვესტიციები და ეს ყველაფერი ხდება ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ მათ…
მეტი...„ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, არის დადებითი და მისასალმებელი“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ იცით, ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, არის დადებითი და მისასალმებელი. „მინდა…
მეტი...,,რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს”- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას ეხმიანება. ნიკოლენკოს პუტინის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ კომპენსაციას უწოდებს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისა და ევროინტეგრაციის შენელების გამო. ,,რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას. ეშმაკთან გარიგებისას კი, მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმების და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ პოლიტიკურ კომპენსაციად მივიჩნევთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისა და ევროინტეგრაციის შენელების გამო. თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების კურსი მიმდინარეობს…
მეტი...არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამასა და მეზობელს პატიმრობა შეეფარდათ
სამეგრელოში, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამასა და მეზობელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული მამის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან მისი თქმით მოზარდის მამის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს. მეზობლის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ცნობისთვის, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავა. ,,არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს”- პოლიციამ 2 პირი დააკავა
მეტი...,,კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!”- პრეზიდენტის განცხადება
,,უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!”,- ამის შესახებ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი განცხადებაშია ნათქვამია. პრეზიდენტის თქმით, ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ,,თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში…
მეტი...საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, სუს- ის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
მეტი...„ქართული ოცნება“ ფაქტობრივად შეუერთდა პუტინის „ეძინაია რასიას“- გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპელი სოციალისტების“ დატოვებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ღიად და დაუფარავად გაფორმდა რუსულ ძალად. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციულად დატოვა „ევროპელ სოციალისტთა“ ოჯახი და ფაქტობრივად, შეუერთდა პუტინის „ეძინაია რასიას“. „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად შეუერთდა პუტინის „ეძინაია რასიას“. ეს არ არის მხოლოდ ღია, მკაფიო უარის თქმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმა, რაც პირდაპირი დარტყმაა საქართველოს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და იმ დიდ მიზანზე, რაც გვაქვს – ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება,…
მეტი...,,საქართველოს არ სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა – საქართველო აღარ უნდა ჩავარდეს ამ ხაფანგში”- დეგნანი
,,საქართველოს არ სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა, რადგან ეს მოსკოვს ხელში აძლევს სახიფათო ბერკეტს,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო აღარ უნდა ჩავარდეს ხაფანგში. ,,2019 წელსა და დღევანდელობას შორის განსხვავებაა. ახლა რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინას და მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინა ამ გაუმართლებელი და სასტიკი ომით, რომლის მიზანია უკრაინის ტერიტორიების მიტაცება და უკრაინის თვითმყოფადობის გაუქმება. საქართველო ახლა არ არის დამოკიდებული რუსეთის ტურიზმსა და ბიზნესზე, როგორც ადრე იყო. ამიტომ საქართველოს არ სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა, რადგან ეს მოსკოვს ხელში აძლევს სახიფათო ბერკეტს და ჩვენ ვიცით, რომ…
მეტი...,,ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში”- პიტერ სტანო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით. ,,მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს…
მეტი...„აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე”- კელი დეგნანი
„აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოს წინააღმდეგ 15 წლის წინ. „აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის.…
მეტი...„გუშინ იცით რა მოხდა? საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი”- მამუკა მდინარაძე
რუსების მიერ დაწესებული სასჯელი მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და ოპოზიციის წარმომადგენლები თვითსანქცირებას ითხოვენ, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გააუქმა. „გუშინ იცით რა მოხდა? საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი. მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით, მათივე, ანუ რუსების მიერ დაწესებული სასჯელი, რომელიც მათ დააწესეს 2019 წელს, მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და საინტერესო ტერმინი შემოვიდა, შეგვიძლია ასე დავარქვათ, თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს მოეთხოვა საკუთარი მოქალაქეების სანქცირება. ანუ თვითსანქცირება…
მეტი...,,პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე გაიყვანდა ჯარებს”- კელი დეგნანი
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას ეხმაურება. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს გული რომ შესტკიოდეს საქართველოზე, გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ,,მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას იქონიებს ეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა. დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ამას რიგითი ქართველების საკეთილდღეოდ აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ ის ზოგჯერ რუსებს იყენებს სხვა ქვეყნებში, რათა იმ ქვეყნის საქმეებში ჩაერიოს. უკვე ბევრი ქართველია, ვინც შეშფოთებულია ასობით ათასი რუსით,…
მეტი...ესპანეთში 3 წლის ქართველი ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა
ესპანეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 წლის ქართველი გოგონა ემსხვერპლა. ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც დედა მეორე ბავშვს უვლიდა, რომელიც სხვა ოთახში ტიროდა. „უბედური შემთხვევა, რომელსაც 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, ნუება ტორებიეხას რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. გოგონა, სავარაუდოდ, ცდილობდა, ბინის აივანზე, ტანსაცმლის გასაშრობი თოკიდან რაღაც ნივთის აღებას, რა დროსაც მე-6 სართულიდან გადავარდა. საგანგებო სიტუაციების საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, გოგონას გადარჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ლამის 1 საათი ცდილობდა, სამწუხაროდ, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა”, – წერს ესპანური მედია.
მეტი...სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ 75 000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ ენერგო პრო ჯორჯია“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა, სემეკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. სემეკში შესული რამდენიმე კომპანიის მიმართვის საფუძველზე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა სოფელ სართიჭალაში ხარისხთან შეუსაბამო ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. სემეკის წარმომადგენლების მიერ ადგილზე საკითხის შესწავლისას დაფიქსირდა, რომ გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები უხეშად იყო დარღვეული, მათ შორის დაბალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში არსებულ საყრდენებზე განთავსებული მრიცხველების კარადები არ იყო დაკეტილი და წვდომა შეეძლო ნებისმიერ…
მეტი...,,ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ეს შეიძლება უნდოდეს პრეზიდენტს”- ირაკლი კობახიძე
,,ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ეს შეიძლება უნდოდეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ეს არის მისი არჩევანი, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი დასჯისთვის,”- – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი უერთდება იმ აგრესიულ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია. „კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. შარშანდელი მონაცემებით, ეს იქნებოდა სულ მცირე ეკონომიკის 10-პროცენტიანვარდნა, 10-დან 18 პროცენტამდე ეკონომიკის ვარდნა. ეს უნდათ ამ ადამიანებს საქართველოს სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნისთვის იმეტებდნენ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ის ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების…
მეტი...აფეთქება მილანში – არიან დაშავებულები
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანში, ვია პიერ ლომბარდოზე ჟანგბადის ბალონებით დატვირთული მანქანა აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა, 4 ავტომობილი კი დაზიანდა. მეხანძრეები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ, პოლიცია კი მიმდებარე ქუჩებს კეტავს. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი, ახლომდებარე შენობის პირველ და მეორე სართულებსაც მოედო.
მეტი...,,სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ”- ირაკლი კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ. მისი თქმით, საქართველოს მხრიდან სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდება. „რაც შეეხება სანქცირებულ ბორტებს, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ჩვენ გაცხადებული გვაქვს პოზიცია, სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ, სხვა შემხთვევაში, ბუნებრივია, ჩვენ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ. არსებობს სანქცირებული და არასანქცირებული ბორტები, მათ შორის სხვა ქვეყნებში დაფრინავენ არასანქცირებული ბორტები. იგივე ისრაელიც რომ ავიღოთ, ისრაელი ანგარიშს უწევს იმ ზომებს, რომლებიც მიღებულია დასავლეთის მხრიდან. შესაბამისად, ისრაელშიც დაფრინავს არასანქცირებული ბორტები. ჩვენც ამ მიდგომით ვიმოქმედებთ. სანქციების გვერდის ავლა და ასეთი ქმედებები ჩვენი მხრიდან არავითარ…
მეტი...,,რუსეთისთვის სანქციების დაწესებით დავსჯით საკუთარ ხალხს და ქვეყანას”- ირაკლი კობახიძე
,,რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას. ,,2019 წელს რუსეთის ფედერაციამ სანცია დაუწესა საქართველოს მოქალაქეებს, დასაჯა საქართველოს მოქალაქეები და ამას ემსახურებოდა პირდაპირი ფრენების აკრძალვა და სავიზო რეჟიმის გამკაცრება. ეს იყოს ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც რუსეთის ფედერაციამ მიიღო მორიგი ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამ სასჯელის მოხსნის თაობაზე. რაც კარგია, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს უკეთ რეალიზებული. როცა საუბარია ჩვენი…
მეტი...„ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ წევრობა ევროპული ინტეგრაციის გზაზე კონტრპროდუქტიული იყო”- ირაკლი კობახიძე
„ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, 2015 წლიდან დღემდე „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. ,,ჩვენი პარტია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან. სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. მეტიც, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“…
მეტი...,,ქართული ოცნება” “ევროპის სოციალისტურ პარტიას” ტოვებს
ქართული ოცნება ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზი უნგრეთში გამართულ კონფერენცია გახდა. „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობა კი კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის „ქართული ოცნება“. ,,მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება. დღეიდან, „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას…
მეტი...„ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება, ბუნებრივია, იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო მობილიზაცია”- თინა ბოკუჩავა
„ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება. ბუნებრივია, იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო მობილიზაცია,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სენატორები, ჯინ შაჰინიდა ჯიმ რიში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილით მიმართავენ, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ. „ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება. ბუნებრივია, იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო მობილიზაცია და დარწმუნებული ვარ, მათ შორის ეს ორი სენატორი, რომელიც ყველაზე გავლენიანია აშშ-ის სენატში ჩვენს რეგიონთან მიმართებაში, აუცილებლად იქნებიან საქართველოში, რომ დააკვირდნენ არჩევნებს, უზრუნველყონ, რომ აისახოს…
მეტი...საქართველოში 2023 წლის I კვარტალში 5311 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 5311 კონცენტრაცია (გაერთიანება) დარეგისტრირდა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 5309 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 2 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა ორივე მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა. ინფორმაციისთვის: სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა,…
მეტი...,,შემდეგი თქვენ იქნებით, ქართველები”- ვაგნერელებმა საქართველოს დროშა შეურაცხყვეს
რუსმა ოკუპანტებმა, საქართველოს დროშა უნიტაზში ჩააგდეს და ზედ მოისაქმეს. ვიდეო ტელეგრამ არხებით ვრცლედება და სავარაუდოდ ბახმუტშია გადაღებული. ნიღბიანი რუსი სამხედროები იმუქრებიან და ამტკიცებენ, რომ ფრონტზე ქართველების პოზიციები გაანადგურეს. ,,გაფრთხილება ყველა ნაბიჭვარს – ჩვენ ვნახეთ თბილისის ცენტრში ქართველმა ნაცისტებმა როგორ დაწვეს რუსული დროშა. ჩვენ ასევე ვნახეთ, სხვადასხვა ქართველი ეშმაკები როგორ ბილწავენ რუსების სახლებს საქართველოში. ისე მოხდა, რომ მხოლოდ “ვაგნერელები” დავრჩით, ვინც ჩვენს სამშობლოს საგარეო საფრთხისგან იცავს – მაგალითად დღეს დედა მოვუ**ნით ქართველების პოზიციებს და იქ მათი წყეული დროშები ვნახეთ. ნახეთ, რას ვუზამთ ახლა იმ ქვეყნების დროშებს, რომლებიც ჩვენს დროშას დასცინიან. თავად…
მეტი...გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს
უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელს, ალექსი დანილოვს ოფიციალური წერილით მიმართავს. გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. ,,ვინ არიან ისინი და რატომ არის საჭირო სანქციები? ბიძინა ივანიშვილი არის ქართველი პრორუსი ოლიგარქი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, მაგრამ დღემდე ითვლება „საქართველოს არაფორმალურ მმართველად“. ამავდროულად, მას აქვს მჭიდრო კავშირი რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, აქტიურად ეწევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხს. 2012 წელს მან დააარსა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დღეს მმართველი პარტიაა და რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კობახიძე…
მეტი...,,არც წასვლას ვაპირებ, არც ამ ფრენებით სარგებლობას”- ალუდა ღუდუშაური
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დადებული სანქცია მოეხნათ. „პუტინის გადაწყვეტილების დროსა და მის ზრახვებთან დაკავშირებით ვერ ვისუაბრებ. ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის პრიორიტეტია. რაც შეეხება ოპოზიციას და აჟიოტაჟს, ოპოზიციას უნდა ჰკითხოთ, რა პრიზმიდან უყურებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო რუსეთის ფედერაციამ და პირადად ვლადიმერ პუტინმა. მე თუ მეკითხებით, არც წასვლას, არც ამ ფრენებით სარგებლობას ვაპირებ, ვისაც ეს ეხება, მათი გადასაწყვეტია. ფაქტია, რომ საქართველოს…
მეტი...მზად ვარ, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი დავაყენო – დუმის დეპუტატი
რუსეთის “დუმის” დეპუტატის, ევგენი პოპოვის განცხადებით, მზადა არის სახელმწიფო სათათბიროს საბჭოს წარუდგინოს რუსეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ბევრი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს საპარლამენტო დიალოგის შესაძლებლობას. ,,ჟურნალისტები რუსეთის და საქართველოს პარლამენტების დონეზე ურთიერთობების დათბობაზე და ურთიერთ თანამშრომლობისთვის “მეგობრობის ჯგუფის” შექმნაზე მეკითხებიან; რუსეთის დუმაში მსგავსი ჯგუფი გასაგები მიზეზების გამო არ იქმნებოდა, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. თუმცა, მზად ვარ, ეს საკითხი განსახილველად გამოვიტანო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის და დუმის საბჭოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, “საპარლამენტო თანამშრომლობის” ჯგუფები მოსკოვსა და თბილისში შეძლებდნენ საკუთარი…
მეტი...,,ძალიან დიდი საჩუქარია რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის”- ირმა ზავრადაშვილი
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიჟო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრელები ჩვენი თანამემამულეებისთვის, ძალიან დიდი საჩუქარია. ,,ეს არის იმ ადამიანებისთვის ძალიან დიდი საჩუქარი, ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე და შემოვლითი გზით აღარ დასჭირდებათ საქართველოში დაბრუნება თავიანთ ოჯახებთან, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ესეც არ შეუძლია. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ხელისუფლების ყოფნის პერიოდშიც, საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა. ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდად, ომის გარეშე გაიაროს მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი პროცესები”,- განაცხადა ირმა…
მეტი...